,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №241
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №54 ) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.დ”, „ა.ზ” და „ა.ლ” ქვეპუნქტები.
2. მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის “ა.კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.კ) ტერიტორიული წარმომადგენლობებისა და საინფორმაციო მართვის დეპარტამენტი;”.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ” და „ზ” ქვეპუნქტები:
„ვ) წარმართავს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემის მუშაობას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით;
ზ) მუშაობს ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი პროექტების განხორციელებისათვის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში და შეიმუშავებს საქართველოს ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშემწყობ პროექტებს, წესებსა და დებულებებს.”.
4. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი.
5. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აკონტროლებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებისა და სკოლა-ინტერნატების სოციალურ, აღმზრდელობით, საყოფაცხოვრებო და სასწავლო პროცესებს, რომლებიც ახორციელებენ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საქმიანობას; შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ამ დაწესებულებათა ქსელის რაციონალიზაციისა და ოპტიმიზაციის შესახებ.”.
6. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე”, „ვ”, „ზ”, „თ” და „ი” ქვეპუნქტები:
„ე) მონაწილეობს სახელმწიფო ენის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
ვ) ადგენს საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამებს, ახორციელებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ზ) ახდენს სახელმწიფო ენის პოლიტიკისა და საგანმანათლებლო პროცესის სინქრონიზაციას;
თ) ხელს უწყობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის გავრცელებას სამოქალაქო ინტეგრაციის შესაბამისი პროექტების დასახვისა და განხორციელების გზით;
ი) ხელს უწყობს ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.”.
7. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ხელს უწყობს ჟურნალისტთა ინფორმაციულ უზრუნველყოფას სამინისტროს საქმიანობის გაშუქების მიზნით;”.
8. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ზ” და “თ” ქვეპუნქტები:
“ზ) კოორდინაციას უწევს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო გაცვლითი პროგრა-მების ხელშეწყობას;
თ) ახორციელებს საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ინფორმაციის დაგროვებასა და გავრცელებას საერთაშორისო და ეროვნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის.”.
9. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი.
10. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცითი:
„გ) ახორციელებს სამინისტროს მიერ მოძიებული გრანტების ფინანსურ მართვას;”.
11. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს „ე”, „ვ”, „ზ”, „თ”, „ი” და „კ” ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სააკრედიტაციო სამუშაოებს;
ვ) ადგენს სამინისტროს საშტატო ნუსხას და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად;
ზ) ხელს უწყობს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას;
თ) აწარმოებს სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვას, ადგენს ნაერთ ბალანსს;
ი) ამოწმებს სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციას;
კ) გეგმავს და ახორციელებს სამინისტროს შესყიდვებს;”.
12. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის „დ.ვ” ქვეპუნქტი;
13. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ტერიტორიული წარმომადგენლობებისა და საინფორმაციო მართვის დეპარტამენტი:
ა) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების მატერიალურ საჭიროებებს;
ბ) კოორდინაციას უწევს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების მუშაობას;
გ) უზრუნველყოფს განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მოქმედებათა კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას.
დ) ორგანიზებას უწევს საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურსს;
“ე) მონაწილეობს განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავებაში;
ვ) უზრუნველყოფს განათლების სისტემის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ერთეულების სტატისტიკური მონაცემების დროულად მოზიდვასა და დამუშავებას, აგრეთვე მონაცემთა შეგროვებას, ინტეგრაციასა და მათ გადანაწილებას სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის;
ზ) უზრუნველყოფს შესაბამისი სტატისტიკური წელიწდეულის მომზადებასა და გამოცემას;
თ) ხელს უწყობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მართვის ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას.”.
14. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი.
15. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია საგანმანათლებლო რესურსცენტრები, რომლებიც იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; საგანმანათლებლო რესურსცენტრების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.”.
16. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნ-ველყოს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებისა და მათი საშტატო ნუსხების დამტკიცება.
2. საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნამდე და მათი ხელმძღვანელების (მოვალეობის შემსრულებლების) დანიშვნამდე მათ ფუნქციებს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – სასკოლო ოლქები/სამმართველოები და განათლების განყოფილებები.”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი