გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011წლის 14 მარტი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ემუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :
მუხლი 1
1. ამოღებულ იქნეს ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულებ ის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილების პრეამბულაში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 38 -ე მუხლის მე -4 პუნქტის მითითება.
2. ამოღებულ იქნეს ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულებ ის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებაში შემდეგი მუხლები:
ა) მე -2 მუხლის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტები;
ბ) მე -3 მუხლი 1 -ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;
გ) მე -4 მუხლის მე -5 პუნქტი;
დ) მე -7 მუხლი .
3. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულებ ის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის №4 დადგენილებაში, მე -3მუხლის 1 -ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში „ადმინისტრაციული მოსმენები“-ს ნაცვლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110 -ე მუხლიდან გამომდინარე, მიეთითოს „ზეპირი მოსმენა“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი