შეთანხმება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ორმხრივი დაცვის შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2009
ძალაში შესვლა 13.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016027
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110316001, 24/03/2011
matsne.gov.ge 2,267 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2009 მიღება
13.03.2011 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელით   /ხელმოწერილია/ ჩეხეთის რესპუბლიკის სახელით   /ხელმოწერილია/

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ორმხრივი დაცვის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ორმხრივი დაცვის შესახებ საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკა (შემდგომში ,,ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი), გამოთქვამენ რა ორივე სახელმწიფოს სასარგებლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სურვილს; განზრახული აქვთ რა ერთი სახელმწიფოს ინვესტორთა ინვესტიციები მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე უზრუნველყონ ხელსაყრელი პირობებით, აცნობიერებენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ინვესტიციათა ხელშეწყობა და ორმხრივი დაცვა ხელს შეუწყობს ამ სფეროში ბიზნეს ინვესტიციების განხორციელებას; შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის: 1. ტერმინი ,,ინვესტიცია” ნიშნავს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ინვესტირებული ყველა სახის ქონებას, რომელიც მოიცავს, და არა მხოლოდ: a) მოძრავი და უძრავი ქონება, ასევე ნებისმიერი ქონებრივი უფლება, როგორიცაა: გირაო, ყადაღა ან იპოთეკა; b) კომპანიების აქციები, წილები, ობლიგაციები და კომპანიაში მონაწილეობის სხვა ფორმა; c) ხელშეკრულების საფუძველზე ფულის ან ნებისმიერი შესრულების მოთხოვნა, რომელსაც გააჩნია ფინანსური ღირებულება ინვესტიციასთან დაკავშირებით; d) ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, კერძოდ, ინვესტიციებთან დაკავშირებული სავაჭრო ნიშნები, პატენტები, სამრეწველო ნიმუშები, ტექნიკური პროცესები, ნოუ-ჰაუ, სავაჭრო საიდუმლოებები, საფირმო დასახელებები და გუდვილი; e) კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული უფლება და კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ლიცენზია და ნებართვა, მათ შორის, რესურსების მოძიების, კულტივირების, მოპოვების ამ კონცესიები. ქონების ინვესტირების ფორმების ნებისმიერი ცვლილება გავლენას არ იქონიებს ინვესტიციის ხასიათზე. 2. ტერმინი ,,ინვესტორი” ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე: a) ტერმინი ,, ფიზიკური პირი” ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა მისი კანონმდებლობის შესაბამისად; b) ტერმინი ,,იურიდიული პირი” ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს მისი კანონმდებლობის შესაბამისად ინკორპორირებულ ან დაფუძნებულ და იურიდიულ პირად აღიარებულ ნებისმიერ ორგანიზაციულ ერთეულს, რომელსაც გააჩნია თავისი ოფისი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. 3. ტერმინი ,,შემოსავალი” ნიშნავს ინვესტირების შედეგად მიღებულ თანხებს და მოიცავს, და არა მხოლოდ, მოგებას, სესხზე დარიცხულ პროცენტებს, კაპიტალის ზრდით მიღებულ მოგებას, აქციების დივიდენდებს, როუელტს ან ანაკრეფს. 4. ტერმინი ,,ტერიტორია” ნიშნავს: a) საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ტერიტორიას, რომელზეც საქართველო საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ახორციელებს სუვერენიტეტს, სუვერენულ უფლებებსა და იურისდიქციას, ზღვის ფსკერის, სასარგებლო წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების შესწავლის, ექსპლუატაციისა და პრეზერვაციის მიზნით; b) ჩეხეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში: ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას, რომელზეც ის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ახორციელებს სუვერენიტეტს, სუვერენულ უფლებებსა და იურისდიქციას.     მუხლი 2🔗. ინვესტიციების ხელშეწყობა და დაცვა 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს თავის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების მიზნით და მიიღებს ასეთ ინვესტიციებს თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს ნებისმიერ დროს მიენიჭება სამართლიანი და თანასწორი რეჟიმი და ისინი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ისარგებლებენ სრული დაცვით და უსაფრთხოებით.     მუხლი 3🔗. ეროვნული რეჟიმი და საუკეთესო ხელსაყრელი რეჟიმი 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებსა და შემოსავლებს თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს სამართლიან და თანასწორ რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს საკუთარ ინვესტორთა ინვესტიციებსა და შემოსავლებს ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორთა ინვესტიციებსა და შემოსავლებს, იმის მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია ხელსაყრელი. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს ინვესტიციების მართვასთან, შენარჩუნებასთან, გამოყენებასთან, სარგებლობასთან ან განკარგვასთან დაკავშირებით თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს საკუთარ ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს, იმის მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია უფრო ხელსაყრელი. 3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ეროვნული რეჟიმის და საუკეთესო ხელსაყრელი რეჟიმის დებულებები არ ვრცელდება იმ უპირატესობებზე, რომელთა მინიჭებასაც ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს მისი, როგორც საბაჟო, ეკონომიკური ან სავალუტო კავშირის, საერთო ბაზრის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის წევრის ვალდებულებათა შესაბამისად. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე აცნობიერებს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის, როგორც საბაჟო, ეკონომიკური ან სავალუტო კავშირის, საერთო ბაზრის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის წევრის ვალდებულებები მოიცავს საბაჟოს, ეკონომიკური ან სავალუტო კავშირის, საერთო ბაზრის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის მიერ გაფორმებული საერთაშორისო ან ორმხრივი შეთანხმებებიდან წარმოშობილ ვალდებულებებს. 5. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ისინი ავალდებულებდეს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, ან ასეთ ინვესტორთა ინვესტიციებს ან შემოსავლებს მიანიჭოს ნებისმიერი ისეთი რეჟიმი, შეღავათიანი პრივილეგია, რომელიც ხელშემკვრელი მხარის მიერ შესაძლოა მინიჭებულ იქნეს საერთაშორისო შეთანხმების ან იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მთლიანად ან ძირითადად შეეხება დაბეგვრას.     მუხლი 4🔗. ზარალის ანაზღაურება 1. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებული ინვესტიციები განიცდის ზარალს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებული ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, სახელმწიფოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, ამბოხების, აჯანყების, არეულობის ან სხვა მსგავსი მოვლენების გამო, ამ ინვესტორებს ზიანის რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარად დაფარვასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის მიერ მიენიჭებათ რეჟიმი, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც ეს უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს საკუთარ ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს. 2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შეუზღუდავად, ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, რომლებმაც აღნიშნულ პუნქტში მითითებული ნებისმიერი მოვლენის შედეგად განიცადეს ზარალი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე: ა) ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მხრიდან კუთვნილი ქონების რეკვიზიციის შედეგად; ბ) ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მხრიდან მათი კუთვნილი ქონების განადგურების შედეგად, რაც განპირობებული არ იყო საომარი მოქმედებებით ან შექმნილი მდგომარეობის აუცილებლობით, უზრუნველყოფილი იქნებიან რესტიტუციით ან სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციით ზარალისათვის, რომელიც მათ მიადგათ რეკვიზიციის პერიოდში ან ქონების განადგურების შედეგად. შესაბამისი გადახდები განხორციელდება გაჭიანურების გარეშე, თავისუფალი ტრანსფერის საფუძველზე, თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.     მუხლის 5. ექსპროპრიაცია 1. არც ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები არ დაექვემდებარება ნაციონალიზაციას, ექსპროპრიაციის ან ეკვივალენტური ეფექტის მქონე ზომებს (შემდგომში ,,ექსპროპრიაცია”) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ექსპროპრიაცია ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და ექსპროპრიაცია უნდა განხორციელდეს სამართლებრივი პროცედურის დაცვით, არა - დისკრიმინაციულ საფუძველზე და მას თან უნდა ახლდეს სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის გადახდა. კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ექსპროპრიირებული ინვესტიციის იმ საბაზრო ღირებულებას, რომელიც არსებობდა უშუალოდ ექსპროპრიაციის განხორციელებამდე ან მოსალოდნელი ექსპროპრიაციის შესახებ საჯაროდ გამოცხადებამდე და უნდა მოიცავდეს ექსპროპრიაციის განხორციელების თარიღიდან დარიცხულ პროცენტს, გადახდილ უნდა იქნეს გაჭიანურების გარეშე, თავისუფალი ტრანსფერტის საფუძველზე, თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში. 2. ინვესტორი, რომლის ქონების მიმართაც ხორციელდება ექსპროპრიაციის ზომა, სარგებლობს სწრაფი განხილვის უფლებით იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო ან სხვა დამოუკიდებელ ორგანოთა მიერ, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია, რათა დადგინდეს, განისაზღვრა თუ არა ინვესტიციის ღირებულება წინამდებარე მუხლის პრინციპების შესაბამისად.     მუხლი 6🔗. ტრანსფერი 1. ევროპის გაერთიანების მიერ მიღებული ზომების შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ ინვესტიციებთან და შემოსავლებთან დაკავშირებული ყველა სახის თანხის თავისუფალ ტრანსფერს. ტრანსფერები განხორციელდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, რაიმე შეზღუდვისა და უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე. ასეთი ტრანსფერები მოიცავს არა მხოლოდ: a) კაპიტალი და დამატებითი თანხები ინვესტიციის შენარჩუნების ან გაზრდის მიზნით; b) მოგება, პროცენტი, დივიდენდები და სხვა მიმდინარე შემოსავლები; c) სესხის დასაფარად გამიზნული თანხები; d) როუელტი ან ანაკრეფი; e) ინვესტიციის გაყიდვის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული შემოსავლები; f) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ დაქირავებული პერსონალის ხელფასი. 2. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, სავალუტო კურსად მიიჩნევა ტრანსფერტის განხორციელების დღეს ფინანსური ოპერაციების მიმართ მოქმედი საბაზრო განაკვეთი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილება. 3. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ტრანსფერტი „უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე” განხორციელებულად ჩაითვლება, თუ იგი განხორციელდება ამ მიზნით აუცილებელი დროის ფარგლებში.     მუხლი 7🔗. სუბროგაცია თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ორგანო განახორციელებს გადახდას თავისი ინვესტორების მიმართ, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, მის მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე, ეს უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარე აღიარებს: a) ინვესტორის მიერ პირველი ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული ორგანოსთვის კანონის ან იურიდიული გარიგების საფუძველზე ნებისმიერი უფლებისა და მოთხოვნის გადაცემას, და b) რომ პირველი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ორგანო უფლებამოსილია სუბროგაციის საფუძველზე განახორციელოს ამ ინვესტორის უფლებები და მოითხოვოს მისი მოთხოვნების შესრულება და რომ იგი იკისრებს ინვესტიციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; c) სუბროგირებული უფლებები ან მოთხოვნები არ უნდა აღემატებოდეს ინვესტორების თავდაპირველ უფლებებსა ან მოთხოვნებს.     მუხლი 8🔗. დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს შორის 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერ სადავო საკითხი გადაწყდება დავის მონაწილე მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. 2. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების გადაწყვეტა ვერ ხერხდება დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებით წერილობითი მოთხოვნების დადგენიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორი უფლებამოსილია საქმე, საკუთარი შეხედულებისამებრ, გადასცეს: a) იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ტრიბუნალს, რომელიც დავის მონაწილე მხარეა; ან b) საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს (ICSID), „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ“ კონვენციის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ვაშინგტონში, 1965 წლის 18 მარტს, იმ შემთხვევაში, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე გახდება ამ კონვენციის მხარე; ან c) არბიტრს ან საერთაშორისო საგანგებო საარბიტრაჟო ტრიბუნალს, შექმნილს საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობის საკითხებზე გაეროს კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. დავის მონაწილე მხარეებმა შესაძლოა წერილობით შეათანხმონ აღნიშნული წესების შეცვლა. 3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებებს მიიღებს კანონის საფუძველზე. საკანონმდებლო წყაროები მხედველობაში მიიღება შემდეგი თანმიმდევრობით: - წინამდებარე შეთანხმების დებულებები და ხელშემკვრელ მხარეთა შორის მოქმედი სხვა შესაბამისი შეთანხმებები; - შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონმდებლობა; - ინვესტიციასთან დაკავშირებული სპეციალური შეთანხმებების დებულებები; - საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპები. - საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა დავის მონაწილე ორივე მხარისათვის და ძალაში შედის შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. დავების მოგვარება ხელშემკვრელ მხარეთა შორის 1. წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა შეძლებისდაგვარად გადაწყდება კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გზით. 2. თუ სადაო საკითხის გადაწყვეტა ვერ ხერხდება ექვსი თვის განმავლობაში, იგი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნისამებრ წარედგინება საარბიტრაჟო ტრიბუნალს წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად. 3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი შეიქმნება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის შემდეგი წესის დაცვით: არბიტრაჟის მოწვევასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ტრიბუნალის ერთ წევრს. ეს ორი წევრი შემდგომში შეარჩევს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობით დაინიშნება ტრიბუნალის თავმჯდომარედ (შემდგომში „თავმჯდომარე“). თავმჯდომარე დაინიშნება აღნიშნული ორი წევრის დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში. 4. თუ აუცილებელი დანიშვნები ვერ განხორციელდება წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პერიოდში, მოთხოვნა აუცილებელი დანიშვნების განხორციელების მიზნით წარედგინება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ აღმოჩნდება, რომ თავმჯდომარე რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, ან თუ მას სხვა გარემოებების გამო არ შეუძლია აღნიშნული ფუნქციის შესრულება, აუცილებელი დანიშვნების განხორციელების მოთხოვნა წარედგინება თავმჯდომარის მოადგილეს, თუ აღმოჩნდება, რომ თავმჯდომარე რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, ან თუ მას სხვა გარემოებების გამო არ შეუძლია აღნიშნული ფუნქციის შესრულება, აუცილებელი დანიშვნების განხორციელების მოთხოვნა წარედგინება თავმჯდომარის მოადგილეს, თუ აღმოჩნდება, რომ თავმჯდომარის მოადგილეც რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა ან თუ მას სხვა გარემოებების გამო არ შეუძლია აღნიშნული ფუნქციის შესრულება, აუცილებელი დანიშვნების განხორციელების მოთხოვნა წარედგინება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თანამდებობით ყველაზე უფროს წევრს, რომელიც არ არის არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე. 5. საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ამგვარი გადაწყვეტილება სავალდებულოა. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თვითონ აანაზღაურებს თავისი არბიტრისა და საარბიტრაჟოს პროცესში მისი მონაწილეობის ხარჯებს; თავმჯდომარის და სხვა ხარჯები თანაბრად გადანაწილდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის. საარბიტრაჟო ტრიბუნალი თავად განსაზღვრავს თავის პროცედურას.     მუხლი 10🔗. სხვა წესების გამოყენება და სპეციალური ვალდებულებები 1. თუ რომელიმე საკითხს ერთდროულად არეგულირებს წინამდებარე შეთანხმება და რომელიმე სხვა საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მონაწილეც არის ორივე მხარე, წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი ხელს არ შეუშლის ხელშემკვრელ მხარეს ან მის რომელიმე ინვესტორს, რომელიც ფლობს ინვესტიციებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გამოიყენოს ის წესი, რომელიც მისთვის უფრო ხელსაყრელია. 2. თუ ის რეჟიმი, რომლის მინიჭებასაც აპირებს ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებისათვის თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ან ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო პირობები წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულზე უფრო ხელსაყრელია, გამოიყენება უფრო ხელსაყრელი რეჟიმი და პირობები.     მუხლი 11🔗. უსაფრთხოების ძირითადი ინტერესები 1. წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, თითქოს იგი ხელს უშლიდეს ისეთი ზომების მიღებას, რომლებსაც რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აუცილებლად მიიჩნევს უსაფრთხოების ძირითადი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. a) სისხლის სამართლის ან სხვა დასჯად დანაშაულებთან დაკავშირებული ზომები; b) იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალების გატანასთან ან სხვა სახის საქონლის, მასალების, მომსახურებისა და ტექნოლოგიების შესყიდვასთან დაკავშირებული ზომები, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამიზნულია სამხედრო ან უშიშროების სხვა უწყებისათვის; c) საომარ ან საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილ სხვა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული ზომები; ან d) ეროვნული პოლიტიკის ან იმ საერთაშორისო შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებული ზომები, რომლებიც შეეხება ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი საშუალებების გაუვრცელებლობას; ან e) საერთაშორისო მშვიდობის ან უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით გაეროს წესდების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად მიღებული ზომები. 2. ხელშემკვრელი მხარის უსაფრთხოების ძირითადი ინტერესები შეიძლება მოიცავდეს ასევე საბაჟო, ეკონომიკური ან სავალუტო კავშირს, საერთო ბაზრის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის წევრობიდან გამომდინარე ინტერესებს.     მუხლი 12🔗. შეთანხმების გამოყენება წინამდებარე შეთანხმების დებულებები გამოიყენება ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ინვესტორთა მიერ მომავალში განსახორციელებელ ინვესტიციებთან და ასევე იმ ინვესტორებთან მიმართებაში, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად არსებობდა იმ დღეს, როდესაც წინამდებარე შეთანხმება შევიდა ძალაში. მიუხედავად ამისა, წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ გავრცელდება იმ პრეტენზიებზე, რომლებიც წარმოიშვა ან მოგვარდა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე.     მუხლი 13🔗. ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეატყობინებს მეორეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ ბოლო შეტყობინებიდან ოცდამეათე დღეს, რომლის საფუძველზეც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდა საკანონმდებლო პროცედურების შესახებ. 2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება ათი წლის ვადით. ამის შემდგომ, ის ძალაში დარჩება იმ თორმეტთვიანი პერიოდის გასვლამდე, რომლის ათვლასაც დაიწყება იმ დღიდან, რომელსაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე წერილობით შეატყობინებს მეორეს თავისი განზრახვის შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას. 3. იმ ინვესტიციების მიმართ, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე, წინამდებარე შეთანხმების დებულებები ძალაში დარჩება შეთანხმების შეწყვეტის დღიდან ათი წლის განმავლობაში. ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია 2009 წლის 29 აგვისტოს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. თარგმანში განსხვავებების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს სახელით /ხელმოწერილია/ ჩეხეთის რესპუბლიკის სახელით /ხელმოწერილია/