აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2011
ძალის დაკარგვა 13.01.2014
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/07
სარეგისტრაციო კოდი 220020040.33.062.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110316002, 17/03/2011
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 13.01.2014
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.CharChar {mso-style-name:"Char Char"; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 52.15pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №01/07
2011 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. კვარაცხელია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უზრუნველყოფს აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროს საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებას საორგანიზაციო მმართველობით საკითხებზე, სამინისტროს ფუნქციონირების ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოსა და აფხაზეთის მთავრობის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის ცალკეული დავალებებით.
3. სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
თავი II
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
1. სამინისტროს უზრუნველყოფა საექსპერტო რჩევებით და რეკომენდაციებით სამინისტროს ფუნქციონირების, საფინანსო-საბიუჯეტო სახსრების და პერსონალის მართვის ეფექტიანობის ამაღლების, აგრეთვე, შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფილად შესრულების თაობაზე.
2. საქმიანობის წარმართვა სამინისტროს მმართველობითი პროცესისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირების შესაძლო ხარვეზების გამოსავლენად, მათი პრევენციის მიზნით მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა და შეთავაზებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის განხორციელება.
3. სამსახურის ფუნქციებია:
მინისტრის დავალებით:
ა) საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება სამინისტროს სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ეკონომიურობის, მატერიალურ ფასეულობათა კანონიერად და მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობისათვის, მმართველობითი პროცესის სრულყოფის, საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან დისციპლინისა და კანონიერების დაცვის, სამსახურებრივ გადაცდომათა თავიდან აცილების მიზნით;
ბ) საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა გამოყენების თაობაზე სამინისტროში მისაღები გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
გ) სამინისტროს ფუნქციონირების პროცესში შესაძლო რისკების დადგენა და შეფასება;
დ) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავება და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) საქართველოს კონტროლის პალატის მიერ სამინისტროში ჩატარებული შემოწმებების შედეგად მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის განხორციელება;
ვ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის ცალკეული სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგის განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
4. დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და საჯარო მოსამსახურეებისაგან მოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ბ) დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროში არსებულ მონაცემთა ბაზებით.
თავი III
შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ ჩატარების წესი
მუხლი 3🔗. შიდა აუდიტი /ინსპექტირება/
1. სამსახური დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების მეშვეობით.
2. შიდა აუდიტი გულისხმობს სამინისტროს სისტემის ორგანოთა ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების, დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლასა და ანალიზს, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმებას მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
3. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების განხორციელების პრევენციის ან/და მისი აღმოჩენის მიზნით სამსახური ატარებს ინსპექტირებას.
4. შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მინისტრმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს ერთხელ, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
მუხლი 4🔗. შიდა აუდიტის სახეები
1. შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:
ა) შესაბამისობის აუდიტი;
ბ) ოპერაციული აუდიტი;
გ) ეფექტიანობის აუდიტი;
დ) ფინანსური აუდიტი.
2. შიდა აუდიტის ეტაპებია:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) შემდგომი ღონისძიებები შეთავაზებული რეკომენდაციების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით.
3. შიდა აუდიტი ხორცილდება გასვლითი ან კამერალური აუდიტის მეთოდით.
4. შიდა აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტი ხორციელდება თემატური ან კომპლექსური აუდიტის მეთოდით.
5. შიდა აუდიტი /ინსპექტირება/ ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის მიერ გაცემული შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე.
6. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვროს თითოეული შიდა აუდიტორული დავალების შესასრულებლად საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, მიზანი, განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა.
მუხლი 5🔗. შიდა აუდიტის /ინსპექტირების/ საფუძველი
1. შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა/ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი განცხადებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ფაქტები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამსახურს.
მუხლი 6🔗. შიდა აუდიტის დაგეგმვა, შედეგები და ანგარიშგება
1. თითოეული შიდა აუდიტორული დავალებისათვის მუშავდება შიდა აუდიტის გეგმა, რომელშიც აისახება მოქედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმებით.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს რისკის შეფასების საფუძველზე ადგენს სამსახურის უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს მიზნებიდან, მოიცავს 3-წლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ დავალებებს.
4. თუ შიდა აუდიტორული დავალება დაკავშირებულია უწყებათაშორის პროგრამასთან ან პროექტთან, შიდა აუდიტის წლიური გეგმა ასევე კოორდინირებულ უნდა იქნეს იმ სამინისტროს შიდა აუდიტის წლიურ გეგმასთან, რომელიც ამ პროგრამაში ან პროექტში მონაწილეობს.
5. სამსახურის უფროსის წინადადებით შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე და მას ამტკიცებს მინისტრი.
6. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტადარტების ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად უნდა შედგეს შიდა აუდიტორული დასკვნა.
7. შიდა აუდიტორული დასკვნა უნდა მოიცავდეს შიდა აუდიტორის მიერ ცალკეული პროცესის, სისტემის ან შიდა აუდიტისადმი დაქვემდებარებული სხვა საკითხების შესახებ მიღებული ინფორმაციის, დოკუმენტაციის, შიდა აუდიტის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას და სხვა მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას.
8. შიდა აუდიტის შედეგები განსახილველად წარედგინება მინისტრს და შიდა აუდიტის ობიექტის უფროსს.
9. შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ შედეგად დგება შიდა აუდიტორული ანგარიში, რომელშიც აისახება შემაჯამებელი რეზიუმე, შიდა აუდიტორული დავალების ამოცანები და მოქმედების სფერო, გამოვლენილი ფაქტები, შიდა აუდიტორული დასკვნები და შემუშავებული რეკომენდაციები, ასევე შიდა აუდიტის ობიექტის უფროსის წერილობითი მოსაზრებები.
10. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს მიმართავს წარდგინებით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე.
11. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის ან/და ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრს მიმართავს წარდგინებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
12. შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ ობიექტის უფროსი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რომელიც უნდა წარუდგინოს სამსახურის უფროსს.
მუხლი 7🔗. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში
1. შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშში, რომელსაც ამზადებს სამსახურის უფროსი, აისახება:
ა) სამსახურის მიერ შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტის შესახებ;
გ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;
დ) სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;
ე) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ;
ვ) შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვა.
2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება მინისტრს და საბჭოს.
3. სამსახური უფლებამოსილია მინისტრთან და საბჭოსთან შეთანხმებით ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს შიდა აუდიტორული დასკვნა, ანგარიში ან/და მოხსენება.
თავი IV
სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები (შიდა აუდიტორები)
მუხლი 8🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევა სამსახურის უფროსი და სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
2. სამსახურის მოსამსახურეებს /შიდა აუდიტორებს/ (სამსახურის ხელმძღვანელი და სამსახურის მთავარი სპეციალისტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 9🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
დ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ე) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას;
ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე იმ სამსახურში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს;
ზ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს სტრუქტურასა და ფუნქციებში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას;
თ) პასუხისმგებელია სამსახურის შიდა აუდიტორებით უზრუნველყოფისათვის, მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით;
ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე;
კ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის აკუმულირებას რისკის ანალიზის, შიდა აუდიტის გეგმების, აუდიტის ყველა ანგარიშისა და სამსახურის სხვა საქმიანობის შესახებ;
ლ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
მ) ზედამხედველობს სამინისტროს სისტემაში შემავალი სტუქტურული ქვედანაყოფების, შემოწმებას;
ნ) მინისტრთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემაში შემავალი სტუქტურული ქვედანაყოფების შიდა აუდიტის /ინსპექტირების/ დაწყების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
პ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურის მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ჟ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურის ანგარიშს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
რ) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ს) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ტ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
უ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს;
ფ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ქ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის მთავარი სპეციალისტი მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 10🔗. სამსახურის მთავარი სპეციალისტი
სამსახურის მოსამსახურე (მთავარი სპეციალისტი):
ა) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ)ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ე) ახდენს ჩატარებული შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ შედეგების წინასწარ განხილვას;
ვ) სამსახურის მთავარი სპეციალისტი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
ზ) იხილავს სამსახურში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას, მონაწილეობს მათ განხილვაში;
თ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი შიდა აუდიტის/ინსპექტირების /შესახებ;
ი) აკონტროლებს შიდა აუდიტის/ინსპექტირების/ მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ სამსახურის უფროსს მოახსენებს შედეგების შესახებ;
კ) ყოველკვარტალურად სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულება
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.