გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1816-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110316011, 18/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2011 წლის 9 მარტი                                               

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი: შპს „ხიმინჯი“;

წარმომადგენელი: თეიმურაზ სამთელაძე (დირექტორი);

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2011 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „ხიმინჯის“ დირექტორმა თეიმურაზ სამთელაძემ და განმარტა, რომ სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის საფუძველს წარმოადგენს შპს „ხიმინჯის“ უუნარობა დააკმაყოფილოს ვადამოსული საგადასახადო ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები, ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საწარმოს არ შესწევს უნარი სამომავლოდ უზრუნველყოს საბანკო კრედიტის დაფარვა. შესაბამისად, უკვე არსებული გადახდისუუნარობის და მოსალოდნელი გადახდისუუნარობის საფუძვლებით მოვალე ითხოვს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „ხიმინჯს“ მიეთითა განცხადებისათვის დამახასიათებელი ხარვეზის თაობაზე და მიეცა ვადა მათ აღმოსაფხვრელად. 2011 წლის 7 მარტს, კანონით დადგენილი ვადის დაცვით, შპს „ხიმინჯის“ დირექტორმა თეიმურაზ სამთელაძემ სასამართლოს მიმართა განცხადებით ხარვეზის შევსების თაობაზე.

სასამართლო გაეცნო გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყებისა და ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებებს, სასამართლოსათვის წარდგენილ დოკუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს  „ხიმინჯის“ მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები და ამდენად, განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის  მე-7, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 24-ე, 25-ე 26-ე, 29-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოვალე – შპს „ხიმინჯის“ (ს/კ 205143334) განცხადება მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში;

2. შპს „ხიმინჯის“ (ს/კ 205143334) მეურვედ დაინიშნოს ვახტანგ კეკელიძე (პირადი ნომერი 01019008731) – სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი (სპეციალიზაცია საერთო), მცხოვრები თბილისი, ვაშლიჯვარი, კორპუსი 14-ვ, ბინა №35;

3. მოვალე შპს „ხიმინჯს“ მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა. მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო;

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების და საურავების (მათ შორის საგადასახადო და საბაჟო) დარიცხვა-გადახდა;

5. შეჩერდეს შპს „ხიმინჯის“ წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.;

7. განემარტოს მოვალე შპს „ხიმინჯის“ დირექტორს თეიმურაზ სამთელაძეს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ უფლება აქვთ მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წინამდებარე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვეს და სასამართლოს. ამასთან, განემარტოთ კრედიტორებს, რომ თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, აგრეთვე მოთხოვნები წარდგენილ და ასახულ უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში;

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 20 აპრილს 10.00 (ათი) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №22);

10. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არა უგვიანეს 2011 წლის 18 მარტისა, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც;

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

    მოსამართლე                                 ბ. სისვაძე