ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 15.03.2011
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.151.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110317004, 25/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 31.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2011 წლის 15 მარტი
დ. სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №24 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონების სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის
ფორმით პრივატიზების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციოდ მომზადება
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება (ამ დებულებაში შემდგომში „ქონება“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რაზეც გამოსცემს განკარგულებას.
3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად, საპრივატიზაციო ქონების საწყის გასაყიდ ფასს ადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რაზედაც გამოსცემს განკარგულებას.
4. განმეორებით აუქციონზე გამოტანილი ქონების საფასურის 50%-მდე შემცირებულ ფასს ადგენს საკრებულო, რაზედაც გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.
5. განმეორებითი აუქციონის შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა ქონება, საფასურის შემდგომი შემცირებით ფასს ადგენს საკრებულო, რაზედაც გამოსცემს განკარგულებას.
6. ქონების საწყისი გასაყიდი ფასის დადგენის შესახებ საკითხს, გამგებლის წინადადების საფუძველზე, საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე.
7. საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ქონების აუქციონის ან სხვა ფორმით პრივატიზების თაობაზე, რაზედაც გამოსცემს ბრძანებას.
8. ქონების პრივატიზებისათვის, საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები გადასცეს მესამე პირს (რწმუნებულს, შუამავალს), რომელიც არის ფიზიკური ან იურიდიული პირი და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღწერას, რეგისტრაციასა და განკარგვას.
მუხლი 3🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ფორმით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
2. საჯარო აუქციონის ფორმით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სააუქციონო კომისიას ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სააუქციონო კომისიას ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საჯარო აუქციონი ორი სახისაა: პირობებიანი და უპირობო, რომელთა შერჩევის თაობაზე გამგებლის წინადადების საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს და ბრძანებას გამოსცემს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
5. საჯარო აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია საჯარო აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
6. საჯარო აუქციონის ფორმით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.
7. უძრავი ქონების საჯარო აუქციონის პრივატიზების შესახებ განცხადების გამოქვეყნების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო მოძრავი ნივთის ან სხვა არამატერიალური სიკეთის პრივატიზების შემთხვევაში – არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს.
8. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ქონების საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს და ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამგებლის წინადადების საფუძველზე – ადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რაზეც გამოსცემს ბრძანებას.
9. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან ბეს თანხის ოდენობას, ასევე ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის წინადადების საფუძველზე. „ბე“-ს თანხა შეადგენს ქონების საწყისი ფასის არა უმეტეს 30%,-ს ხოლო აუქციონის ბიჯი ქონების საწყისი გასაყიდი ფასის არა უმეტეს 10%-ს. აუქციონის ბილეთის ფასი შეადგენს 200 ლარს, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში ბილეთის ფასია 50 ლარი.
10. საჯარო აუქციონის შესახებ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ქონების მესაკუთრის შესახებ;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) საპრივატიზებო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან ბეს თანხის ოდენობას, ასევე ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) გამარჯვების შემთხვევაში საბოლოო საპრივატიზაციო თანხის გადახდის ვადებს და ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
11. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტების (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში.
12. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს ან შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო ქონების შესახებ კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე დაათვალიეროს იგი.
მუხლი 4🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულ ვადებში და მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ ქონების საპრივატიზებო საწყის საფასურს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობს მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას) ან უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას;
გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
ე) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ვ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ზ) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.
3. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე და ასევე ვალდებულია მონაწილის ბილეთის ფასი გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ინდივიდუალურად.
4. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.
5. პირს უფლება აქვს ბეს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.
6. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 5🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს და ბიჯს.
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი, ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას) აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.
7. საჯარო აუქციონის დასრულების შემდეგ არა უმეტეს 3 (სამი) დღისა დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი), რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას, აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 3(სამი) დღის ვადაში დგება ასევე საჯარო სააუქციონო კომისიის ოქმი, სადაც სააუქციონო კომისიის მიერ იქნება აღწერილი აუქციონის მიმდინარეობა დეტალურად. ასევე აუქციონში მონაწილე და დამარცხებული პირებისათვის ბეს და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაბრუნების საკითხი. აღნიშნულ „საჯარო სააუქციონო კომისიის ოქმს“ ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, მდივანი და კომისიის ყველა სხვა წევრი. „საჯარო სააუქციონო კომისიის ოქმი“ თანდართული, გაფორმებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებით, კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, წარედგინება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
8. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილ, საჯარო აუქციონის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის /ბეს თანხა სრულად ირიცხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, თუ საჯარო აუქციონის მონაწილემ დაარღვია აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.
9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა საჯარო აუქციონის დასრულებიდან დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა ქონების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
10. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულიად ირიცხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო გადახდილი ბეს თანხა არ უბრუნდება აუქციონის მონაწილეს.
მუხლი 6🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის მუდმივმოქმედი საჯარო სააუქციონო კომისიის თავმჯდომარისა და საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელმოწერილი საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში აღნიშნული საბოლოო საპრივატიზაციო თანხა დაფაროს და შეიტანოს ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე და ვადებში, უძრავი ქონების შემთხვევაში არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში – ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს. ამ ვადებს ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის თაობაზე განცხადების გამოქვეყნებამდე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, გამგებლის წინადადების საფუძველზე, ადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
4. გამარჯვებულის მიერ საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარმოდგენის შემდგომ და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საჯარო აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
5. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს და მყიდველს შორის შესაძლებელია გაფორმდეს წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება საჯარო აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
6. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის საფასური;
დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
7. თუ გამოცხადებული იყო საჯარო აუქციონი პირობებით, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი უნდა ასახავდეს დადგენილ საპრივატიზებო პირობებს და თანხის გადახდის ვადებს.
8. პირობები გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მოქმედების პერიოდში, ოქმით გათვალისწინებული საფასურის სრულად დაფარვამდე შემძენს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
9. საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის და საკუთრების მოწმობის გადაცემისას, ხოლო უძრავი ნივთის, აქციების ან წილების პრივატიზებისას – აგრეთვე საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა თანხის სრული გადახდის და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ.
10. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია განიხილოს ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირის გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.
მუხლი 7🔗. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში ქონების შემძენი ვალდებულია შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცავს გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ყოველთვიურად, საჭიროების შემთხვევაში კი, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.
2. ქონების შემძენს, შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ქონების მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე. ხოლო ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით, რაზედაც ახალ მესაკუთრესთან დგება წერილობითი ხელშეკრულება.
3. პირობებით გამოცხადებული აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ქონების მესაკუთრის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
4. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
5. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის) ბათილობის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება მესაკუთრეს და ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
მუხლი 8🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
1. საჯარო აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.
2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.