2011-2012 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №125
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.016287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110317009, 18/03/2011
matsne.gov.ge 1,963 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2011-2012 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:26.95pt 56.7pt 80.9pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №125 2011 წლის 11 მარტი ქ. თბილისი 2011-2012 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანიზაციული კოდი – 32 12 02) შესაბამისად, დაფინანსება განხორციელდეს შემდეგი სახით:     მუხლი 1🔗. დაფინანსების ოდენობა 1. 2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებისათვის გამოიყოს 1 073 000 (ერთი მილიონ სამოცდაცამეტი ათასი) ლარი. 2. სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. 3. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება სტუდენტზე გაიცემა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 კრედიტზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვებს გრანტის ნაწილობრივ ოდენობას, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არა უმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა.     მუხლი 2🔗. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი 1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს იმ პირმა (შემდგომში – სტუდენტი), რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2, მე-5, მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას ან არის ამ დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტი. 2. სტუდენტმა, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-6, მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას, და რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, შეიძლება მოიპოვოს სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება, თუ ის ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა შემდეგი მიმართულებებისა ან დარგების/სპეციალობებისა: ა) სამართალი; ბ) ჯანდაცვა; გ) ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა; დ) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა; ე) საერთაშორისო ურთიერთობები; ვ) საჯარო მმართველობა.  3. აბიტურიენტი, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, მაგრამ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგლებში.     მუხლი 3🔗. სტუდენტთა კატეგორიები სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: 1. 153 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან: ა) მესტიის მუნიციპალიტეტში – 9 სტუდენტს; ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში – 6 სტუდენტს; გ) ონის მუნიციპალიტეტში – 6 სტუდენტს; დ) ქედის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტს; ე) ხულოს მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტს; ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტს; ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – 3 სტუდენტს; თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთის, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში) – 6 სტუდენტს; ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში – 12 სტუდენტს; კ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 9 სტუდენტს; ლ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 6 სტუდენტს; მ) წალკის მუნიციპალიტეტში – 9 სტუდენტს; ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში – 12 სტუდენტს; ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში (პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში) – 12 სტუდენტს; პ) ასპინძის მუნიციპალიტეტში – 3 სტუდენტს. 2. 150 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან: ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 80 სტუდენტს; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 65 სტუდენტს; გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს.  3. 15 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. 4. 15 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. 5. 45 სტუდენტს, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები. 6. 2 სტუდენტს, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები. 7. 20 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (უდედმამო). 8. 20 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები. 9. 6 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 10. 20 სტუდენტს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე. 11. 30 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.     მუხლი 4🔗. რამდენიმე კატეგორიაში შემავალი სტუდენტები 1. იმ სტუდენტის მონაცემები, რომელიც ერთდროულად განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2–მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე კატეგორიას, დაფინანსების მოსაპოვებლად განიხილება ჯერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო შემდგომ ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2–მე-11 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების ფარგლებში. 2. სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2–მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.     მუხლი 5🔗. დაფინანსების პრინციპი კონკურსისა და თანაბარი ქულების დროს 1. თუ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიაში/ქვეკატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა (შემდგომში – დასაფინანსებელი სტუდენტები) აღემატება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის გამოყოფილი ადგილების (შემდგომში – ადგილი) რაოდენობას (შემდგომში – კონკურსი), თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე. 2. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორ ან მეტ სტუდენტს მიღებული აქვს თანაბარი აბსოლუტური ქულების ჯამი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსება გაიცემა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით, შემდეგი თანმიმდევრობის დაცვით: ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად; ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად; გ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.     მუხლი 6🔗. დარჩენილი ადგილების გადანაწილება თუ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქვეკატეგორიების მიხედვით დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია ადგილების რაოდენობაზე, დარჩენილი რაოდენობა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე დაემატება ამავე კატეგორიაში შემავალ ქვეკატეგორიას.     მუხლი 7🔗. დარჩენილი თანხის გადანაწილება თუ ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა ამ დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად გადანაწილდება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები, რომლებიც ჩარიცხული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს სრული გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2010-2011, 2009-2010, 2008-2009, 2007-2008, 2006-2007 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში; გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; დ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; ე) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ვ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; ზ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; თ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; ი) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; კ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები.   მუხლი 8🔗. განცხადების წარდგენა 1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3–მე-11 პუნქტებით, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 10 ოქტომბრისა. 3. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები ასევე უფლებამოსილი არიან განცხადება წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 3 ოქტომბრისა. საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ კვირაში წარუდგენს ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტაციას. 4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 3 ოქტომბრისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ერთ კვირაში დაადგენს სტუდენტებისაგან მიღებული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან და სათანადო დოკუმენტებს წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 3 ოქტომბრისა. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია ერთ კვირაში დაადგენს სტუდენტებისაგან მიღებული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან და სათანადო დოკუმენტებს წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.     მუხლი 9🔗. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ 1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, ამ პირის მოთხოვნის საფუძველზე, ცნობის სახით გაიცემა ამონაწერი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან.     მუხლი 10🔗. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა 2011-2012 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება, ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება.     მუხლი 11🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური