მ. ამირანაშვილის, ნ. ბრეგვაძის, ნ. ბურმისტროვასა და გ. ჩუბინიძისათვის საქართველოს პრეზიდენტის გრანტების დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №466
1998 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
მ. ამირანაშვილის, ნ. ბრეგვაძის, ნ. ბურმისტროვასა და გ. ჩუბინიძისათვის საქართველოს პრეზიდენტის გრანტების დანიშვნის შესახებ
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს წინადადება და 1998წლის 1 აგვისტოდან საქართველოს პრეზიდენტის გრანტები დაენიშნოთ საქართველოს ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებს: მედეა ამირანაშვილს, ნანი ბრეგვაძეს, ნატალია ბურმისტროვას და გრიგოლ ჩუბინიძეს, – თითოეულს თვეში 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) 1998 წლის ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს შესაბამისი თანხა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს, 1999 წლიდან კი შესაბამისი წლის ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს სათანადო ასიგნებანი.
ე.შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მ. ამირანაშვილის, ნ. ბრეგვაძის, ნ. ბურმისტროვასა და გ. ჩუბინიძისათვის საქართველოს პრეზიდენტის გრანტების დანიშვნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „მ. ამირანაშვილის, ნ. ბრეგვაძის, ნ. ბურმისტროვასა და გ. ჩუბინიძისათვის საქართველოს პრეზიდენტის გრანტების დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „მ. ამირანაშვილის, ნ. ბრეგვაძის, ნ. ბურმისტროვასა და გ. ჩუბინიძისათვის საქართველოს პრეზიდენტის გრანტების დანიშვნის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1239778/