საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №478

1998 წლის 14 აგვისტო

ქ.თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულებანი

 საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია (შემდგომში– კომისია)თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით, სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებ ებ ითა და განკარგულებებით, ამ დებულებით.

 

II. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 1. კომისია:

ა) განიხილავს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის აღებასთან, ვალის რესტრუქტურიზაციასა და სავალო პრეტენზიებთან დაკვშირებულ საკითხებს;

ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციისა და სავალო პრეტენზიების შესახებ.

 

III. კომისიის უფლებამოსილება

 კომისია უფლებამოსილია:

ა) მოითხოვს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო ვალის აღებასთან, ვალის რესტრუქტურიზაციასა და სავალო პრეტენზიებთან დაკავშირებით მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები და ცნობები;

ბ) საჭიროების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტის მიზნით კომისიის სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დაინტერესებული პირები და პასუხისმგებელი მუშაკები;

გ) სახელმწიფო კომისია უფლებამოსილი არ არის განიხილოს საკითხები, რომლებიც არ ეხება სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის აღებას, ვალის რესტრუქტურიზაციასა და სავალო პრეტენზიებს.

 

IV. კომისიის ხელმძღვანელობა

საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.