„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 5, 1998 წელი, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :
1. მე-7 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – რადიოაქტიური ზემოქმედებისაგან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო მართვის, საგანგებო ბირთვულ და რადიაციულ სიტუაციებში პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვისა და კონტროლის, საგანგებო მოქმედებათა გეგმების დამტკიცების სფეროში;“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შ ი ნაარსის „ა1 “ქვეპუნქტი:
„ა1 ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო − გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგის სფეროში;“;
გ) „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები – ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის სფეროში, ხოლო ბირთვული ავარიის შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, – დეზაქტივაციისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა სფეროში;“.
2 . მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).“.
3 . მე- 11 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.“.
4 . 111 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.“.
5 . 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ს აჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.“.
6 . 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ყოველწლიურად წარედგინება მოხსენება, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს თავდაცვის და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.“.
7 . 39-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ფიზიკური დაცვის სამსახური სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს ფიზიკურ დაცვასთან დაკავშირებულ ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედებათა გეგმებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11 მარტი .
№4 388– Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.03.2011.
- როდის იქნა მიღებული „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4388-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 360090000.05.001.016199.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №4388-Iს, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 360090000.05.001.016199 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1239883/