საქართველოს ტერიტორიაზე დეკრეტული დროის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №636
1998 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე დეკრეტული დროის შემოღების შესახებ
საქართველოში დროის ათვლის მოქმედ სისტემაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე დედაქალაქისა და რეგიონების მოქალაქეთა თხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აგრეთვე მიმდინარე წელს ექსტრემალური ბუნებრივი პირობების გამო ენერგოსისტემაში შექმნილი რთული მდგომარეობის გათვალისწინებით:
1. გაუქმდეს "საქართველოს ტერიტორიაზე საზაფხულო დროის გაუქმების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 სექტემბრის №524 ბრძანებულება.
2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1998 წლის 14 ნოემბრიდან შემოღებულ იქნეს დეკრეტული დრო და საათის ისრები 02 საათზე გადაიწიოს ერთი საათით წინ.
3. ნება დაერთოთ სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მიზანშეწონილობის შემთხვევაში სამუშაო დრო შეამცირონ ერთი საათით, საღამოს საათების ხარჯზე.
ე. შევარდნაძე