„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4401-Iს
სარეგისტრაციო კოდი
140120000.05.001.016212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110317031, 17/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა)„კ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ქვეპუნქტი:

„კ1) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;“.

2.მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ.სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4401–Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

იარაღის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.03.2011.
როდის იქნა მიღებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4401-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 140120000.05.001.016212.
რამდენი მუხლისგან შედგება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №4401-Iს, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.016212 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1240240/