„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4419-Iს
სარეგისტრაციო კოდი
040030000.05.001.016230
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110317049, 17/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტყის ფონდის მართვის შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი −ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო).“.

3. მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც პირს უფლება აქვს, მოიპოვოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით განსაზღვრული სახეობისა და რაოდენობის ცხოველთა სამყაროს ობიექტი გარკვეულ ტერიტორიაზე, დადგენილ დროში, დაწესებული საშუალების გამოყენებით.“.

4. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-5−მე-8მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სააგენტოს ძირითადი მიზნები და ამოცანები ტყის ფონდის მართვისას

1. ტყ ის ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი მიზნებია:

ა) ტყის მოვლა და აღდგენა;

ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.

2. ტყ ის ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) ტყის ფონდის მართვა;

გ) ტყითსარგებლობის რეგულირება;

დ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;

ე) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.

    მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები ტყის ფონდის მართვისას

ტყის ფონდის მართვი სა ს ს აგენტოს უფლებამოსილებებია:

ა) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;

ბ) ტყის მოვლა – აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება;

გ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

დ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის;

ე) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;

ვ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;

ზ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;

თ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან;

კ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;

ლ) სააგენტოს დებულებისა და სააგენტოს მიზნების შესაბამისად სხვა მომსახურების გაწევა;

მ) საშეშე ხე-ტყის დამზადება;

ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.

    მუხლი 7.  სააგენტოს უფროსი

სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

    მუხლი 8. სააგენტოს დებულება და სტრუქტურა

სააგენტოს დებულებას ა და სტრუქტურას ამტკიცებს მინისტრი.“.

6. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომ −სამინისტრო).“.

8. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს თანამშრომელს არანორმირებული სამუშაო რეჟიმის პირობებში მუშაობისას დაუწესდება სამსახურში გამოცხადების სხვა რეჟიმი, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი.“.

9. 23-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ 1998–2003 წლებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურების, სხვა საქონლისა და მომსახურების, სოციალური უზრუნველყოფის) ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4419Iს