საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4421-Iს
სარეგისტრაციო კოდი
400010020.05.001.016232
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110317051, 17/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 320 

ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2011 წლის 15 აპრილამდე საქართველოს საზღვაო კოდექსის 320-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლი განახორციელონ ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.

 მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2011 წლის 16აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი

№4421-Iს           

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს საზღვაო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.03.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 11.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4421-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 400010020.05.001.016232.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4421-Iს, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.016232 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1240864/