მეორე აუქციონის განაცხადი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110317062, 18/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მეორე აუქციონის განაცხადი

გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „მაკრო ჯგუფის“ გაკოტრების მმართველი, ფიზიკური პირი, პაატა კუნჭულია აცხადებს აუქციონს შპს „მაკრო ჯგუფის“ (იურიდიული მისამართი: თბილისი, გლდანის მას. მე-6 მ/რ, კორპ. 6, ბ. 113; ს/კ 200277716) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.

აუქციონი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი 4, სართული 2, ოფისი №11, 2011 წლის 28 მარტს, 11:00 სთ-ზე.

აუქციონზე იყიდება შპს „მაკრო ჯგუფის“ კუთვნილი/ბალანსზე არსებული შემდეგი მოძრავი ქონება, მათ შორის:

 

დასახელება

რაოდენობა

რაოდენობის
ერთეული

ღირებულება

ლარი

შხამქიმიკატები

კარბამიდი

250

კგ

150

ამოფოსი

600

კგ

300

ვუქსალმაკრომიქსი

72

ლტ

612

გროდილმაქსი

12

ლტ

1176

პუმასუპერი

10

ლტ

215

კომბაინის სათად.ნაწილები

ღვედი

2

400

ღვედი

2

350

ღვედი

1

160

ღვედი

2

266

ღვედი

1

60

კბილანა

2

140

საკისარი

3

135

საკისარი207

2

35

საკისარი206

2

40

საკისარი306

2

45

საკისარი205

4

70

ღვედის დამჭიმი რგოლი

1

140

სულ

4294

 

 

ჩამონათვალში მითითებული ობიექტები მდებარეობს ქ. წნორში, ვარგის მდგომარეობაში.

 

აუქციონზე გასაყიდი სამეურვეო ქონების საწყისი ფასია 4294(ოთხი ათას ორას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი.

აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა გაკოტრების მმართველს უნდა მიმართოს არა უგვიანეს 2011 წლის 27მარტს 18 საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული (ტელ: 99595 959997), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით გაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმ ოად გინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით,რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა;

ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;

გ) პირადობის მოწმობა.

გაკოტრების მმართველი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სრულყოფილებას, რის შემდეგაც რეგისტრაციაში ატარებს განაცხადს და აფიქსირებს მიღების დროს.

აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება წყდება.

აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმია მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა.

აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება გაკოტრების მმართველის ანგარიშზე (მიმართეთ გაკოტრების მმართველს) შეიტანოს გადასახდელი თანხა სრულად 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობა საკუთრების უფლება.

თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება, გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან ამოქმედდება საბანკო გარანტია.