,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №181
2006 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №154, მუხლი 1714) დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ლ“ ქვეპუნქტები:
„ა1) რეფორმების კოორდინაციის ოფისი (დეპარტამენტი);
ლ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის განყოფილება.“;
ბ) მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. რეფორმების კოორდინაციის ოფისი (დეპარტამენტი)
რეფორმების კოორდინაციის ოფისის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) რეფორმების პროცესში სამინისტროს წინაშე დასახული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამოცანების პროექტებად დაგეგმვა და მართვა;
ბ) ოფისის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია.“;
დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:
„მუხლი 181. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის განყოფილება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის განყოფილების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საგანგებო სიტუაციის დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მობილიზაცია სამოქალაქო თავდაცვისა და მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა განხორციელებისათვის. მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით და სამოქალაქო თავდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ფორმირებების შექმნა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამობილიზაციო გეგმების შედგენა-განხორციელება როგორც საომარი მდგომარეობის, ისე ტექნოგენური, ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის; საომარი მდგომარეობისა და კატასტროფების დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამედიცინო რეზერვის შექმნა და შენახვა დადგენილი წესით; სამინისტროს საპასუხისმგებლო შენახვაზე არსებული სამობილიზაციო რეზერვის შენახვის პროცესის ზედამხედველობა; სამობილიზაციო რეზერვში დასაგროვებელი ქონების ნუსხისა და რაოდენობის შემუშავება, შენახვისას ხარისხისა და რაოდენობის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
გ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი