მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ნიშნების საკონტროლო გადათვლა-განადგურების დროებითი საგანგებო კომისიის შესახებ
მიღების თარიღი 05.02.1999
ძალის დაკარგვა 26.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010220030.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4(11), 05/02/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ნიშნების საკონტროლო გადათვლა-განადგურების დროებითი საგანგებო კომისიის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:20.25pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:78.0pt 64.45pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №16
1999 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ნიშნების საკონტროლო გადათვლა-განადგურების დროებითი საგანგებო კომისიის შესახებ
მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ნიშნები – ლარის ბანკნოტების, მონეტებისა და ეროვნული ბანკის კუპონების დარჩენილი ნაშთის საკონტროლო გადათვლა-განადგურების ღონისძიების ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:
1. შეიქმნას მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ნიშნების საკონტროლო გადათვლა-განადგურების დროებითი საგანგებო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი მანაგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ დვალი – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი დუღაშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
ივანე ვახტანგიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
ილია ზაქარიაძე – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ჯემალ მიქელაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოდგილე
ალექსანდრე ტალიაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ნოდარ ულუმბერაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
2. დამტკიცდეს მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ნიშნების საკონტროლო გადათვლა-განადგურების დროებითი საგანგებო კომისიის საქმიანობის შესახებ თანდართული დებულება.
3. საგანგებო კომისიამ უვარგისი ბანკნოტების შემდგომი დაგროვების პროცესების შეჩერებისა და მათი განადგურების ავტომატური რეჟიმის დანერგვის მიზნით შეისწავლოს ფულის ნიშნების დამუშავების ეროვნულ ბანკში მოქმედი მოწყობილობის მუშაობის პრინციპი და სიმედოობის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები.
ე. შევარდნაძე
დებულება
მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ნიშნების საკონტროლო გადათვლა-განადგურების დროებითი საგანგებო კომისიის შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
1. მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ნიშნების საკონტროლო გადათვლა-განადგურების დროებითი საგანგებო კომისია (შემდგომში – კომისია) ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
2. კომისია დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და თავის საქმიანობას ძირითადად წარმართავს ეროვნული ბანკის ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
3. კომისია, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, დროებითია და მისი ფუნქციონირება წყდება მოძველებული ფულის ნიშნების ბანკნოტების განადგურებისთანავე.
4. კომისია ვალდებულია მიიღოს საჭირო ზომები მოძველებული ფულის ნიშნების ბანკნოტების გადათვლა-განადგურების სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვისათვის.
5. კომისია ვალდებულია მოძველებული ლარის ბანკნოტების განადგურების პროცესის დამთავრების შემდეგ ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
6. კომისიის წევრთა რაოდენობის ან მისი წევრის შეცვლა ხდება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
II. კომისიის ამოცანები და უფლება-მოვალეობანი
1. კომისიის ძირითადი ამოცანაა მიმოქცევისათვის უვარგისი ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების (ბანკნოტებისა და მონეტების), კუპონების ნარჩენი ნაშთის საკონტროლო გადათვლა-განადგურება და ფულის დამხარისხებელი მოწყობილობის განადგურების ავტომატურ რეჟიმზე ჩართვა.
2. კომისიას უფლება აქვს საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის შექმნას სამუშაო ჯგუფი საგანგებო კომისიაში გაერთიანებული ყველა სამსახურის წარმომადგენლის მონაწილეობით.
3. კომისია შეიმუშავებს და დაამტკიცებს სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმას, წარმართავს და აკონტროლებს მის საქმიანობას.
4. კომისიის სხდომები, როგორც წესი, იმართება თვეში ორჯერ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეიძლება რიგგარეშე სხდომების მოწვევაც.
5. კომისიის მიერ განხილული საკითხებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.