საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 იანვრის №37 ბრძანებულება უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა პენსიონერთა ოჯახების სოციალური დახმარების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.1999
ძალის დაკარგვა 09.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 280120000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5(12), 12/02/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 იანვრის №37 ბრძანებულება უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა პენსიონერთა ოჯახების სოციალური დახმარების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 59.15pt 42.55pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №37
1999 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა პენსიონერთა ოჯახების სოციალური დახმარების შესახებ
უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა პენსიონერთა ოჯახების სოციალური დახმარების მიზნით:
1. 1999 წელს გაგრძელდეს უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა პენსიონერთა ოჯახებისათვის სოციალური დახმარების გაცემა.
2. განისაზღვროს უმწეო მდგომარეობაში მყოფ არამომუშავე მარტოხელა პენსიონერთა ოჯახებისათვის ყოველთვიური სოციალური დახმარება:
ა) ერთი პენსიონერისაგან შემდგარ მარტოხელა ოჯახზე – ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადით დაუბეგრავი მინიმუმის ორმაგი ოდენობით – 18 ლარი;
ბ) ორი და მეტი პენსიონერისაგან შემდგარ მარტოხელა ოჯახზე – ერთად ცხოვრების ეფექტის გათვალისწინებით – 29 ლარი(18X1,6).
3. ამ ბრძანებულებით დადგენილი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის საკითხების მოგვარება განახორციელონ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სოციალური დახმარების განყოფილებებმა საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული დადგენილი წესით დამტკიცებული ინსტრუქციით, ამასთან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული კონტინგენტის მატერიალური მდგომარეობის შეფასებას და პერიოდულად შეამოწმონ მათი სოციალური პირობები.
4. ამ ბრძანებულებით დადგენილი ყოველთვიური სოციალური დახმარება გაიცეს არამომუშავე მარტოხელა უმწეო მდგომარეობაში მყოფ პენსიონერთა ოჯახებზე, რომელთაც არ ჰყავთ კანონით გათვალისწინებული მარჩენალები, ამ უკანასკნელთა საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.
5. ეს ბრძანებულება არ ვრცელდება:
ა) ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე;
ბ) იმ პენსიონერთა ოჯახებზე, რომელთა წევრებს „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ„ და „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით დაენიშნათ ან ეტაპობრივად ენიშნებათ პენსიები;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულთა იმ კატეგორიებზე, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობით გაეზარდათ ან ეზრდებათ პენსიები ეტაპობრივად.
6. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი):
ა) ამ ბრძანებულების საფუძველზე ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა პენსიონერთა ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის ინსტრუქცია;
ბ) უზრუნველყოს სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო სამუშაოთა შესრულება;
გ) დამტკიცებული ტრანსფერის ფარგლებში შესაძლებლობის შემთხვევაში საანგარიშო პერიოდში გადაწყვიტოს სოციალური დახმარების მიზნით დამატებითი კონტინგენტის შერჩევის საკითხი.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი):
ა) საქართველოს 1999 წლის ბიუჯეტით გაითვალისწინოს უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა პენსიონერთა ოჯახების სოციალური დახმარებისათვის 14 300 000 ლარი და უზრუნველყოს მისი დაფინანსება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით შესაბამისი ტრანსფერებით, რომლებშიც გათვალისწინებულ იქნება საფოსტო მომსახურებისა და ტერიტორიის ფარგლებში ამ სამუშაოს ორგანიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავალების შესასრულებლად საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს ცალკე ხაზად გამოეყოს 28 000 ლარი.
8. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მკაცრად იხელმძღვანელონ ამ ბრძანებულების განსახორციელებლად საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით, არ დაუშვან სოციალური დახმარების ტრანსფერის არამიზნობრივი გამოყენება და მიმღები კონტინგენტის თვითნებური შეცვლა.
9. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სახელმწიფო სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 დეკემბრის №780 ბრძანებულება.
10. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს ტელევიზიით.
ე. შევარდნაძე