შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ
მიღების თარიღი 09.02.1999
ძალის დაკარგვა 01.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 470230000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6(13), 17/02/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.35pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №48
1999 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ
„საქართველოში ნახშირის მრეწველობის რესტრუქტურიზაციის გეგმის დამტკიცებისა და ნახშირის მრეწველობის განვითარების დაჩქარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მარტის №196 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების თანდართული წესი.
2. სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხები გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში ტერიტორიული ერთეულებისათვის გადასაცემ ტრანსფერებში.
3. ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა მოხდეს ტერიტორიული ერთეულების გამგეობების (მერიების) სოციალური დახმარების სამსახურების მოთხოვნების მიხედვით.
4. ამ წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს: „საწარმოო-ორგანიზაციების მიერ საწარმოო ტრავმით გამოწვეული შრომითი დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №502 დადგენილება და „უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 12 აგვისტოს №619 დადგენილება.
ე. შევარდნაძე
შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში (შემდგომში – ორგანიზაცია), მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, დასაქმებულ მუშაკთა შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმით, პროფესიული დაავადებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. დამქირავებელი მატერიალურად პასუხისმგებელია მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანისათვის, აგრეთვე იმ საწარმოო ტრავმისათვის, რომელიც მოხდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ორგანიზაციის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე სამუშაოზე ან სამუშაოს შემდეგ მგზავრობისას დამქირავებლის მიერ გამოყოფილ ტრანსპორტზე.
3. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს იმ დამქირავებელმა, რომელთანაც იგი ზიანის მიყენებისას შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა, ამ უკანასკნელის ბრალის არსებობის შემთხვევაში.
4. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო.
5. მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ითვლება დამქირავებლის ბრალეულობით, თუ იგი მოხდა მისგან შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესების, ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უგულებელყოფით ან არასათანადო შესრულებით.
6. თუ დაზარალებულის გაუფრთხილებლობამ ხელი შეუწყო ზიანის წარმოშობას, დაზარალებულის ბრალის ხარისხის შესაბამისად ზიანის ანაზღაურება შეიძლება შემცირდეს.
7. შერეული პასუხისმგებლობის ხარისხის განსაზღვრა ხდება დამქირავებელსა და დაზარალებულს შორის შეთანხმების საფუძველზე, ხოლო იქ, სადაც პროფესიული კავშირებია და დაზარალებული მისი წევრია, დამქირავებლის, დაზარალებულისა და პროფკავშირების შეთანხმებით. უთანხმოების შემთხვევაში საკითხი წყდება სასამართლოში.
8. შერეული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ზიანის ანაზღაურებისას დამატებით ხარჯებსა და ერთჯერად დახმარებაზე.
9. დაზარალებულს დაკარგული შრომის უნარის ხარისხი განესაზღვრება პროცენტობით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის მიერ.
შრომის უნარის ხარისხის დაკარგვის პროცენტულ განსაზღვრასთან ერთად, თუ ამის საფუძველი არსებობს, დგინდება ინვალიდობის ჯგუფი და განისაზღვრება დამატებითი დახმარების სახეები.
10. ამ წესის მიხედვით ზიანის ასანაზღაურებელი ფულადი თანხები, დამატებითი ხარჯების კომპენსაცია და ერთჯერადი დახმარების თანხა შეიძლება გაიზარდოს კოლექტიური ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.
თავი II
ზიანის ასანაზღაურებელი სარჩოს ოდენობის განსაზღვრა
11. დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ინვალიდობის ჯგუფი.
ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი.
თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს აღნიშნული იმავე ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობიდან.
დაკარგული შრომის უნარის ხარისხით იგულისხმება როგორც პროფესიული, ისე საერთო შრომის უნარის ხარისხის დაკარგული ოდენობა. ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გაანგარიშება ხდება შრომის უნარის ხარისხის დაკარგული ნაწილის იმ ოდენობიდან (პროფესიული ან საერთო), რომელიც მეტი აქვს დაზარალებულს დაკარგული.
12. ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება.
13. ხელფასში, საიდანაც იანგარიშება ზიანის ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე, შედის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება (ძირითადი ხელფასი, პრემია, დამატებითი ანაზღაურება იმავე ორგანიზაციაში, ზეგანაკვეთური სამუშაოებისათვის, შრომის მავნე და მძიმე პირობებისათვის, დანამატი ნამსახურობისათვის, აგრეთვე სხვა დამქირავებელთან მუშაობისას მიღებული შრომის ანაზღაურება).
14. დაზარალებულს ან გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს დაწესებული ყოველთვიური სარჩო ეძლევა მთლიანად, მიუხადავად იმისა, იღებენ თუ არა პენსიას, ხელფასს (შემოსავალს) ან სტიპენდიას.
15. სხვა სახის ზიანის ანაზღაურება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
16. განმეორებით საწარმოო ტრავმის შემთხვევაში, თუ ზიანი მიყენებულია ერთსა და იმავე დამქირავებელთან მუშაობისას, ყოველთვიური სარჩოს ოდენობა გაიანგარიშება შრომის უნარის ხარისხის დაკარგული საერთო პროცენტიდან, რომელიც შეჯამებულია ორივე საწარმოო ტრავმის შედეგად.
17. თუ საწარმოო ტრავმები მიყენებულია სხვადასხვა დამქირავებელთან მუშაობის პერიოდში, ყოველთვიური სარჩოს ოდენობა გაიანგარიშება თითოეულ დამქირავებელთან ცალ-ცალკე, შესაბამისი საწარმოო ტრავმების შედეგად შრომის უნარის დაკარგული პროცენტების მიხედვით.
18. იმ პირებს, რომლებიც გაგზავნილნი არიან სამუშაოდ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ზიანი აუნაზღაურდებათ ამ წესების მიხედვით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
19. დაზარალებულის ყოველთვიური სარჩოს გაანგარიშება საწარმოო სწავლებისას (პრაქტიკის გავლისას) ხდება საერთო საფუძველზე. ზიანის ასანაზღაურებელი სარჩო გაიანგარიშება იმ პროფესიის შრომის ანაზღაურებიდან, რომელზედაც ხდება პრაქტიკის გავლა, არანაკლები მე-3 თანრიგის სპეციალისტის საშუალო ხელფასიდან.
20. დაზარალებულს, რომელიც დროებით იქნა გადაყვანილი მისი თანხმობით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის ან ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების საექიმო-საკონსულტაციო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შედარებით მსუბუქ, დაბალანაზღაურებად სამუშაოზე (თანამდებობაზე), დამქირავებელი უხდის სხვაობას წინანდელ და ახალ სამუშაოზე დანიშნულ ხელფასებს შორის. ასეთ სხვაობას იხდიან შრომისუნარიანობის აღდგენამდე ან შრომისუნარიანობის ხარისხის დაკარგვამდე, ან ინვალიდობის დადგენამდე.
თუ დამქირავებელს არ შეუძლია უზრუნველყოს მითითებულ დროში სხვა სამუშაოზე გადაყვანა, დაზარალებულს უნაზღაურდება წინანდელი ხელფასი იმავე ვადებით.
21. თუ დაზარალებულს არ შეუძლია ადრინდელი სამუშაოს შესრულება, დამქირავებელი ვალდებულია დაზარალებულთან შეთანხმებით სამკურნალო დაწესებულების ან სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის დასკვნის საფუძველზე უზრუნველყოს ორგანიზაციის ხარჯებით დაზარალებულის გადამზადება ახალი პროფესიის დაუფლების მიზნით. პროფესიული გადამზადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ახალი პროფესიის დაუფლების პერიოდში დაზარალებულს უნაზღაურდება თვიური გამომუშავება ადრინდელი სამუშაოს მიხედვით.
22. დაზარალებულის სურვილის მიხედვით დამქირავებელს შეუძლია პროფესიული გადამზადების ხარჯების წინასწარ გადახდა.
23. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებულია დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად მისცეს კომპენსაცია ფულადი სახით ორგანიზაციის ქონებიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III
დამატებითი ხარჯების ანაზღაურება
24. დამქირავებელი ვალდებულია ყოველთვიური სარჩოს გარდა დაზარალებულს აუნაზღაუროს დამატებითი ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად.
ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯები დამატებითი კვებისათვის, წამლების შეძენისათვის, პროთეზირებისათვის, დაზარალებულის მოვლისათვის, მოვლის საგნებისათვის, სანატორიულ-საკურორტო მკურნალობისათვის დაზარალებულის სამკურნალო ადგილამდე მგზავრობის საფასურის ჩათვლით, აუცილებლობის შემთხვევაში კი მისი გამცილებლის მგზავრობის ხარჯებიც, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენისა და მათი კაპიტალური შეკეთებისათვის, საწვავის შეძენისათვის და სხვ.
25. დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე განისაზღვრება შესაბამისი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე ან იმ რეგიონში არსებული საბაზრო ფასების მიხედვით, სადაც დაზარალებულმა გასწია ეს ხარჯები.
26. პირველი ჯგუფის ინვალიდებს მომვლელის დანიშვნისათვის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა არ სჭირდებათ (გარდა სპეციალური სამედიცინო მოვლისა).
27. სპეციალური სამედიცინო მომვლელის დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების სანიტარის თვიურ თანამდებობრივ სარგოს, ხოლო საყოფაცხოვრებო მოვლისათვის – ამ სარგოს 50 პროცენტს.
28. დაზარალებულს, რომელიც საჭიროებს როგორც სპეციალურ სამედიცინო, ისე საყოფაცხოვრებო მოვლას, ხარჯები აუნაზღაურდება ორივე მოვლისათვის ცალ-ცალკე.
29. დაზარალებულის მოვლის ხარჯების ანაზღაურება ხდება იმის მიუხედავად, თუ ვინ უვლის მას.
30. სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენისა და კაპიტალური შეკეთების ხარჯები ანაზღაურდება მათი ღირებულების ფარგლებში.
31. დაზარალებულს უფლება აქვს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მათი კაპიტალური შეკეთების, მკურნალობისა და დამატებითი კვების ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.
32. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის დასკვნის საფუძველზე დაზარალებულს სანატორიულ-საკურორტო მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ის ზიანის მიმყენებელ დამქირავებელთან აგრძელებს მუშაობას, ყოველწლიური კუთვნილი შვებულების გარდა ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება. სამკურნალო შვებულების პერიოდში დაზარალებულს უნარჩუნდება ყოველთვიური სარჩო.
თუ დაზარალებული სხვა დამქირავებელთან აგრძელებს მუშაობას, მაშინ მას ეძლევა უხელფასო სამკურნალო შვებულება.
33. შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დაზარალებულს შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, შრომისუნარიანობის სრული დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
34. მუშაკისათვის საწარმოო ტრავმით და პროფესიული დაავადების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
თავი IV
ზიანის ანაზღაურება მარჩენალის გარდაცვალებისას
35. ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობენ შრომისუუნარო პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ გარდაცვლილის კმაყოფაზე, ან მისი გარდაცვალების დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან მიეღოთ სარჩო, შვილი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, აგრეთე ერთ-ერთი მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი, თუ ის არსად მუშაობს და ეწევა გარდაცვლილის შვილების, ძმების, დების ან შვილიშვილების აღზრდას 18 წლის ასაკის მიღწევამდე, პირები, რომელთა შესანახად გარდაცვლილი იხდიდა ან ვალდებული იყო გადაეხადა ალიმენტი.
შრომისუუნაროებად ითვლებიან: არასრულწლოვანი პირები 18 წლის ასაკამდე (სტუდენტები სასწავლებლის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს 23 წლის ასაკისა), ან უფრო მეტი ხნის, თუ ისინი დაინვალიდნენ 18 წლის ასაკამდე, 65 წელს გადაცილებული მამაკაცები და 60 წელს გადაცილებული ქალები. გარდაცვლილის მეუღლე ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.
36. მარჩენალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირებს ზიანი უნაზღაურდებათ ყოველთვიური სარჩოს გადახდით, გარდაცვლილის იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან.
თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს აღნიშნული იმავე ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს სარჩო განესაზღვრებათ ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობიდან. ზიანის ანაზღაურებისას თითოეული პირისათვის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება ამ პუნქტით გათვალისწინებული სარჩოს გაყოფით გარდაცვლილის ჩათვლით ყველა იმ პირის რაოდენობაზე, ვისაც ეკუთვნის ზიანის ანაზღაურება.
37. შერეული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება მარჩენალის დაკარგვის გამო ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობის განსაზღვრის დროს.
38. მარჩენალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დანიშნული სარჩო გადაანგარიშებას ექვემდებარება, თუ მარჩენალის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა ბავშვი, თუ ერთ-ერთ მშობელს ან ოჯახის სხვა წევრს, რომელიც უვლის გარდაცვლილის 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, და-ძმებს ან შვილიშვილებს, ან კმაყოფაზე მყოფ სხვა პირებს დაენიშნათ ან შეუწყდათ ზიანის ანაზღაურება; თუ ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონე შეიცვალა. ასეთ შემთხვევაში ამ წესის შესაბამისად ხელახლა გადანაწილდება სარჩო მისი მიღების უფლების მქონე პირებზე.
39. შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურებრივი სარგოს ოდენობით, აგრეთვე დაკრძალვის ხარჯები, ხოლო დაღუპული საჯარო მოსამსახურე იკრძალება სახელმწიფოს ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ხარჯზე.
40. გარდაცვლილის ოჯახისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
თავი V
ზიანის ანაზღაურების შესახებ განცხადების განხილვის წესი
41. განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიტანება დამქირავებლის სახელზე.
42. სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ან პრივატიზაციის შემთხვევაში განცხადება შეიტანება მის უფლებამონაცვლე ან მისი ქონების ბაზაზე დაფუძნებულ ან შექმნილ ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
იმ შემთხვევაში, თუ უფლებამონაცვლე ორგანიზაცია არ არსებობს, ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგინებით გაიცემა ტერიტორიული ერთეულების გამგეობების (მერიების) სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით.
43. ზიანის ანაზღაურებისათვის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის დასკვნა შრომის უნარის ხარისხის დაკარგვის შესახებ და ცნობა ძირითადი საცხოვრებელი ადგილიდან (წელიწადში ერთხელ);
ზიანის ასანაზღაურებელი თანხების გადახდის გაგრძელების შემთხვევაშიც წარდგენილ უნდა იქნეს იგივე საბუთები.
აღნიშნული ცნობების გაცემა უფასოა.
44. მარჩენალის დაკარგვასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირების განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობის პირი (გაცემული მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს მიერ);
ბ) ცნობა ან სხვა საბუთი გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირების შესახებ;
გ) ცნობა იმის შესახებ, რომ გარდაცვლილის მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი, რომელიც უვლის გარდაცვლილის შვილებს, ძმებს, დებს ან შვილიშვილებს, არ მუშაობს (წელიწადში ერთხელ);
დ) სასწავლებლიდან ცნობა იმის შესახებ, რომ გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირები სწავლობენ;
ე) ცნობა ინვალიდობის შესახებ;
ვ) ცნობა ძირითადი საცხოვრებელი ადგილიდან (წელიწადში ერთხელ).
აღნიშნული ცნობების გაცემა უფასოა.
45. სარჩოს ანაზღაურების გასაგრძელებლად საჭიროა ისეთი საბუთების წარდგენა, რომლებიც მიუთითებენ მისი შემდგომი მიღების უფლებაზე (ცნობა სწავლის შესახებ, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.).
46. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიაზე შემოწმებისათვის გაგზავნა ხდება დამქირავებლის, პროფკავშირის, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების, სასამართლოს ან პირადად დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, ორგანიზაციაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტის ან სხვა საბუთის თანდართვით, რომელიც ადასტურებს უბედური შემთხვევის კავშირს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.
პროფესიული დაავადების შემთხვევაში წარედგინება შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და მის ბაზაზე არსებული სამედიცინო უნივერსიტეტის თანამოსახელე კათედრის კლინიკის დასკვნა.
47. დასკვნის ვადის გასვლის შემთხვევაში სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიაზე განმეორებითი ექსპერტიზა ხორციელდება დაზარალებულის ან სხვა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, პროფესიული დაავადების შემთხვევაში – დაზარალებულის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განმეორებითი გამოკვლევის შედეგად გაცემული დასკვნის საფუძველზე.
48. დამქირავებელი ვალდებულია განიხილოს განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ერთი თვის განმავლობაში. გადაწყვეტილება ფორმდება ბრძანებით (განკარგულებით, დადგენილებით). ბრძანება უნდა იყოს მოტივირებული იმ პირების ჩვენებით, ვისაც ენიშნება ზიანის ანაზღაურება, მისი ოდენობა და გადახდის ვადები.
ბრძანების პირი ზიანის ანაზღაურების შესახებ ან მოტივირებული წერილობითი უარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს აღნიშნულ ვადაში ყველა აუცილებელი საბუთების თანდართვით. განცხადების განხილვის ან ბრძანების დაგვიანება დადგენილი ვადიდან ითვლება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმად.
49. თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება დამქირვებლის გადაწყვეტილებას ან პასუხი დადგენილ ვადაში არ მიუღია, დავა განიხილება სასამართლოში დამქირავებლის ადგილსამყოფელის ან დაზარალებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით .
50. დაზარალებულებს ზიანის ანაზღაურება გადაეხდებათ იმ დღიდან, როდესაც მათ სრულად ან ნაწილობრივ დაკარგეს შრომის უნარი; მარჩენალის დაკარგვასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირებს – მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, მაგრამ არა უგვიანეს ზიანის ანაზღაურებისათვის უფლების მოპოვების დღისა.
51. თუ განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ დამქირავებელთან შეტანილია შრომის უნარის ხარისხის დაკარგვიდან ან მარჩენალის გარდაცვალებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ზიანის ანაზღურება ხდება განცხადების შეტანის დღიდან. განცხადების შეტანის დღედ ითვლება მისი ორგანიზაციაში მიღების დღე.
52. დაზარალებულის შრომის უნარის ხარისხის დაკარგვის პერიოდისათვის დანიშნული სარჩოს თანხის გაცემის ვადის დამთავრებისას შემდგომი პერიოდისათვის თანხის გაცემის განახლება ხდება წინა პერიოდის ვადის დამთავრების დღიდან სათანადო საბუთების წარდგენისას. გასული პერიოდის გაუცემელი ზიანის ასანაზღაურებელი თანხა იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს იმ პერიოდისათვის ამტკიცებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისია. ასეთივე წესით ხდება დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაც. ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება ხდება მიმართვის დღისათვის ორგანიზაციაში არსებული შესაბამისი ხელფასიდან. დამატებითი ხარჯების ანაზღაურება ხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – გაანგარიშების დღისათვის საბაზრო ფასებზე დაყრდნობით.
53. ზიანის ანაზღაურება ხდება შრომის უნარის ხარისხის დაკარგვის პერიოდისათვის, ხოლო დამატებითი ხარჯებისა – იმ დროისათვის, როცა განსაზღვრულია მათი საჭიროება; იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სარჩოს მიღების უფლება მარჩენალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ზიანი აუნაზღაურდებათ იმ დღიდან, როცა მათ მიეცათ ზიანის ანაზღაურების უფლება.
54. დაზარალებულის შრომის უნარის დაკარგვის ხარისხისა და სარჩოს მიღების უფლების მქონე პირების რაოდენობის შეცვლისას ხდება ასანაზღაურებელი სარჩოს თანხის გადაანგარიშება.
დაზარალებული ვალდებულია წერილობით შეატყობინოს დამქირავებელს მომხდარი ცვლილებები შესაბამისი საბუთების თანდართვით.
55. ზიანის ასანაზღაურებელი სარჩო გაიცემა ყოველთვიურად დამქირავებელთან ხელფასის გაცემის დადგენილ დღეს.
56. ზიანის ასანაზღაურებელი სარჩოს შინ მიტანა და გაგზავნა ხდება დამქირავებლის ორგანიზაციის ხარჯზე. მიმღების სურვილის მიხედვით ეს თანხა შეიძლება გადაირიცხოს შემნახველ ბანკში მის პირად სადეპოზიტო ანგარიშზე. თუ დაზარალებული ან პირები, რომლებსაც ზიანის ანაზღაურების უფლება აქვთ და საცხოვრებლად გადავლენ საზღვარგართ, სარჩოს გადაგზავნა ხდება სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების შესაბამისად.
57. ხანდაზმულთა და ინვალიდთა სახლში ყოფნის მიზეზით დაზარალებულს ზიანის ანაზღაურება არ შუწყდება. ასეთივე წესით მიეცემათ სარჩო იმ პირებსაც, რომლებიც მთლიან სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებიან.
58. თავისუფლების აღკვეთისას სასჯელის მოხდის პერიოდში დაზარალებულს ზიანის ანაზღაურება არ შეუწყდება და სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადაერიცხება სპეციალურ ანგარიშზე ან მიეცემა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან განთავისუფლების შემდეგ, ან მისი სურვილის მიხედვით მიეცემათ მის ახლობლებს.
59. ზიანის ასანაზღაურებელი მიუღებელი თანხები, რომლებიც ეკუთვნოდა დაზარალებულს ან ამ უფლების მქონე პირებს მარჩენალის გარდაცვალების გამო, მაგრამ ვერ მიიღეს გარდაცვალების გამო, გადაეხდებათ მათ მემკვიდრეებს საერთო წესის საფუძველზე.
60. გარდაცვლილის ოჯახის წევრს, რომელიც დაკრძალავს დაზარალებულს, ეძლევა დაკრძალვის ხარჯები.
61. ზიანის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხები შეიძლება ამოღებულ იქნეს უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხების გაანგარიშება მოხდა წინასწარ გამიზნული ყალბი საბუთების საფუძველზე; ანგარიშში შეცდომის გაპარვის ან მონაცემების დამალვის შემთხვევაში, რამაც გავლენა იქონია ზიანის თანხის ოდენობაზე.
არასწორად გაცემული თანხების უკან ამოღება ხდება მხოლოდ სასამართლოს წესით.
62. დამქირავებლის ბრძანების პირი (სასამართლოს გადაწყვეტილება) ზიანის ანაზღაურების დანიშვნის შესახებ, დაზარალებულის განცხადება და სხვა აუცილებელი საბუთები ინახება დამქირავებლის მიერ ცალკე საქმედ თითოეულ მიმღებზე. დამქირავებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ საბუთების შენახვა ზიანის ანაზღაურების გადახდის მთელ პერიოდში. დაზარალებულთა საქმეები ინახება ბუღალტერიაში.
ზიანის ანაზღაურების შეწყვეტიდან ორი წლის გასვლის შემდეგ აღნიშნული საქმე ინახება ორგანიზაციის არქივში. ორგანიზაციის ფუნქციონირების შეწყვეტის შემდეგ საქმე ინახება კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI
დასკვნითი დებულება
63. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ გამოიყენება ამ წესების ნორმები, გარდა 22-ე, 33-ე, 34-ე, 39-ე, მე- 40 პუნქტებისა.