⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.01.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის შესახებ

მიღების თარიღი 22.02.1999
ძალის დაკარგვა 24.01.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 9(16), 26/02/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,405 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.1999 მიღება
24.01.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 48.2pt 56.7pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №75 1999 წლის 22 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის თანდართული სტრატეგია. 2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება), კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ს. ესაკია), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა), შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა განახორციელონ ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიით განსაზღვრულ დავალებათა შესრულება დადგენილ ვადებში. ე. შევარდნაძე საქართველოს ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია I. შესავალი საქართველოს ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონების, ეკონომიკური რეფორმების მეორე ეტაპის  პროგრამისა და საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში 1998-2000 წლისათვის პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის შესაბამისად და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ძირითადი მიმართულებების შემადგენელი ნაწილია. ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირებისათვის დიდი როლი ენიჭება ტელეკომუნიკაციის სექტორში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას, მენეჯმენტის პროგრესული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, მომსახურების ტარიფების მოწესრიგებას, მმართველობის ცენტრალური ორგანოების  უცხო სამეურნეო ფუნქციებისაგან გათავისუფლებას. ყოველივე ამან ტელეკომუნიკაციის სექტორი უნდა აიყვანოს თვისობრივად ახალ საფეხურზე, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ცნობილი საერთაშორისო კომპანიების სექტორის რეაბილიტაციაში მონაწილეობა, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომხმარებელთა მომსახურების უზრუნველყოფა. საქართველოს ტელეკომუნიკაციის სექტორი საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, როგორც საერთაშორისო კავშირგაბმულობის, ისე ადგილობრივი ქსელების განვითარებისათვის. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მასში ცვლილებების შეტანის შესახებ. II. სტრატეგიის განხორციელების მიზნები ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებისა და მასში ინვესტიციების მოზიდვის საერთო მიზნებია: ა) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსათვის სამეურნეო ფუნქციების მთლიანი ჩამოშორება; მისი, როგორც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის წარმმართველის, მარეგულირებელი ორგანოს როლის გაზრდა. აღნიშნულის შედეგად კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში რაციონალური სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფა; ბ) ბაზრის მაღალი კონცენტრაციისა და სახელმწიფო მონოპოლიის ლიკვიდაცია, საკუთრების მრავალფეროვნების დამკვიდრება, კონკურენტული გარემოს შექმნა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. გ) ტელეკომუნიკაციის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მისი უწყვეტი და მდგრადი ფუნქციონირება, მართვის ორგანიზაციის დონის ამაღლება, კავშირგაბმულობის ბაზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა, საფინანსო დისციპლინის ამაღლება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ელექტროკავშირგაბმულობის სფეროს ცალკეულ მიმართულებებს შორის განვითარების დისპროპორციის დაძლევა, საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელების უპირატესი განვითარება; დ) ფისკალურ პოლიტიკაში დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღწევა. III. სტრატეგიის განხორციელების მექანიზმი ტელეკომუნიკაციის სექტორში ინვესტიციების წარმატებით მოზიდვის მიზნით პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვროს სექტორში არსებულ საწარმოთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (აქციების) პრივატიზება ან მართვის უფლებით გადაცემა (20-25 წლით) საერთაშორისო კონკურსის წესით. უზრუნველყოფილ იქნეს ამ საწარმოთა საპრივატიზებოდ მომზადება შემდგომში მათი წილის (აქციების) გასაყიდად, საინფორმაციო მემორანდუმების მომზადების ჩათვლით, დაიწყოს კონკურსის ფორმით პრივატიზება ან მართვის უფლებით გადაცემა 1999 წლის პირველი ნახევრიდან. მოზიდული იქნეს სტრატეგიული ინვესტორები, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ საფინანსო მრჩევლის (საინვესტიციო ბანკის) მეშვეობით, რომლის გამოსავლენად მიზანშეწონილად ჩაითვალოს ორ თვეში საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება და მოწყობა. პრივატიზების ან მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს საფინანსო მრჩევლის (საინვესტიციო ბანკის) რეკომენდაციების საფუძველზე. პრივატიზების პროცესში წარმოდგენილი წინადადებების განხილვა და პოტენციურ ინვესტორთა მოლაპარაკება გაიმართოს მხოლოდ საფინანსო მრჩევლის  (საინვესტიციო ბანკის) მონაწილეობით. სხვა მოთხოვნებთან ერთად კონკურსის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად განისაზღვროს არგუმენტირებული ფისკალური პირობისა და საჭირო ინვესტიციების განხორციელება ტელეკომუნიკაციის საწარმოო ტექნიკური რეაბილიტაციისათვის. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ ორ თვეში დარგის რეგულირების კომისიის მრჩევლებთან ერთად შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს წინადადებები დარგის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ. გათვალისწინებული იქნეს, რომ ინვესტორები უმთავრესად მიიჩნევენ და გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ტარიფებისა და ლიცენზიების შესახებ გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებას. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსთან შეთანხმებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირის“ ქონების ბაზაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირი“. პოტენციური ინვესტორისათვის მიმზიდველი საპრივატიზებო პაკეტის ჩამოყალიბებისა და კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით განხილულ იქნეს საკითხი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ტელეკომისათვის“ ადგილობრივი ოპერატორის, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირისათვის“ საერთაშორისო ოპერატორის ლიცენზიების მიცემის შესახებ. ტელეკომუნიკაციის სექტორში შემდგომმა ლიბერალიზაციამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს კონკურენტული გარემო, რაც აუცილებელი წინაპირობაა ინვესტიციების მოსაზიდად. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემაში არსებული რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მოზიდვის ფართომასშტაბიანი პროცესის განხორციელების წინაპირობად, რომელიც საფუძვლად დაედება გამოცხადებულ კონკურსს, მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1999 წლის 1 აპრილამდე კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგის განვითარების პროგრამის შემუშავება, სადაც განსაზღვრულ იქნება ტელეკომუნიკაციისა და საფოსტო კავშირის განვითარება და სტრატეგია უახლოესი 5-7 წელიწადში, ქვეყნის ერთიანი სატელეფონო ნუმერაციის, სინქრონიზაციის პრინციპების, ოპერატორებს შორის (საკუთრების ფორმის მიუხედავად) სამართლებრივი, ფინანსური, ურთიერთჩარევის საკითხების გათვალისწინებით. IV. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ტელეკომის“ შესახებ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ტელეკომი“ დაფუძნებულია საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს (40 %), საქართველოს საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრის (11 %), აშშ-ს ფირმა „მეტრომედია ინტერნეიშენალის“ (30 %), კვიპროსის ფირმა  „ბულკომის“ (19 %) მიერ. შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ტელეკომის წილის 5%. საქართველოს ტელეკომუნიკაციის ბაზარზე ფუნქციონირებენ შემდეგი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ოპერატორები: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ტელეკომი“ არის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირების განმახორციელებელი დომინანტი ოპერატორი, რომლის მომსახურების მოცულობა საქართველოს ტელეკომუნიკაციის ბაზარზე დაახლოებით 80 %-ს შეადგენს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ეგრისის“ მიერ (კერძო სექტორი), გაწეული მომსახურების მოცულობა დაახლოებით  10 %-ია. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქტელკომის“ მიერ (კერძო სექტორი), გაწეული მომსახურების მოცულობა დაახლოებით შეადგენს 5 %-ს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გუდვილკომის“ მიერ (კერძო სექტორი), გაწეული მომსახურების მოცულობა დაახლოებით შეადგენს 5 %-ს. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ტელეკომის“ წილის პრივატიზების ან მართვის უფლებით გადაცემისათვის საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდეს 1999 წლის პირველ ნახევარში. საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობა უნდა იქნეს ადგილობრივი კავშირგაბმულობის განვითარება. კონკურსის პირობების შემუშავებისას, გათვალისწინებული იქნეს საწარმოში დასაქმებულთა უფლებები. V. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირის“ შესახებ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირი“ საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოა. იგი წარმოადგენს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის განმახორციელებელ ოპერატორს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირის“ ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მთელი ტერიტორიის შეუფერხებელი სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფას და საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტირებას ტექნიკური გადაიარაღებისა და მოქმედების არეალის გასაფართოებლად. მიზანშეწონილად ჩაითვალოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირის“ გაუქმება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მის ბაზაზე სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირის“ დაფუძნება. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირის“ ბაზაზე სააქციო საზოგადოების დაფუძნება 1999 წლის მაისამდე. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირის“ პრივატიზებისას ან მართვის უფლებით გადაცემისას ყურადღება უნდა დაეთმოს ნაკლებად მიმზიდველ ობიექტებს. პრივატიზაციის პროცესმა უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი ქსელების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განვითარება და აღნიშნული სისტემის მდგრადი ფუნქციონირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირი“ ამავე დროს უნდა გარდაიქმნეს მძლავრ საერთაშორისო ოპერატორად, რითაც  უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა, ხოლო საწარმო უფრო მეტ მიმზიდველობას შეიძენს პოტენციური ინვესტორებისათვის, რისთვისაც მათ დადგენილი წესით შეეთავაზოთ ლიცენზიები საერთაშორისო კავშირგაბმულობაში GSM-1800, NMT მობილური ტელეფონის სტანდარტებზე, აგრეთვე ბოჭკოვან-ოპტიკური საკაბელო მაგისტრალების მშენებლობაზე. ტელეკომუნიკაციის ბაზარზე ფუნქციონირებენ შემდეგი ადგილობრივი ოპერატორები: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირი“ – ძირითადი ოპერატორი (სახელმწიფო სექტორი), გაწეული მომსახურეობის მოცულობა შეადგენს 85 %-ს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახალი ქსელები“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ (კერძო სექტორი), გაწეული მომსახურების მოცულობა შეადგენს 10 %-ს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ცენტრალური კ/გ კორპორაცია CGC“ გაწეული მომსახურების მოცულობა შეადგენს 5 %-ს. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირის“ აქციათა პაკეტის 75 %-ის პრივატიზების ან მართვის უფლებით გადაცემისათვის საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდეს 1999 წლის პირველი ნახევრიდან. კონკურსის აუცილებელ პირობად ჩაითვალოს ინვესტიციების მოზიდვა სათანადო ტექნიკური გადაიარაღებისა და უწყვეტი სატელეფონო კავშირის უზრუნველსაყოფად, როგორც ქალაქებში, ისე სოფლად. VI. პროცესის საჯაროობა ტელეკომუნიკაციის სექტორში ინვესტიციების წარმატებით მოზიდვისათვის აუცილებელია პროცესის ფართოდ გაშუქება მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებით; საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსთან ერთად ტელეკომუნიკაციის სექტორის საწარმოთა პრივატიზებასთან ან მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საინფორმაციო, სარეკლამო და მეთოდური მასალების მომზადება, მათი გავრცელება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, აგრეთვე ინტერნეტის საერთაშორისო ქსელით. სათანადო ბიულეტენები გაეგზავნებათ პოტენციურ ინვესტორებს, საქართველოში უცხოეთის საელჩოებს და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს, მოეწყობა საერთაშორისო სემინარები. საჯაროობის მექანიზმის გაძლიერების მიზნით გამოქვეყნდება ინფორმაცია ყველა ლიცენზიისა და ნებისმიერი მესაკუთრის, აგრეთვე მომავალში გასაცემი ნებისმიერი ლიცენზიის შესახებ, პოტენციური მსურველისათვის სათანადო შენიშვნების გათვალისწინებით. ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრული ინფორმაციის მიღება იმ ეკონომიკური კავშირების თაობაზე, რომელიც არსებობს კერძო და სახელმწიფო კომპანიებს შორის.