"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსმთავრობის
დადგენილება№129
2011 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“საქართველოს კანონის შესაბამისად „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III,2004 წელი, №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ც“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-4 მუხლის „ნ “ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-9 მუხლის:
ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებითა და მართვის უფლებით გადაცემის შესახებ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვა (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილებისა და აქციებისა); წინადადებათა მომზადება საერთო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ; წინადადებათა მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციის, გარდაქმნის, შერწყმის, ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვის, საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში, საწარმოების კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებების წარდგენა, აგრეთვე ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერის შესახებ წინადადებების მომზადება, სახელმწიფო ორგანოებისა და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ წინადადებების მომზადება; სახელმწიფო ქონების ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებითა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; სახელმწიფო ქონების ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებითა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობაში ან/და მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერა;“;
ბ) „თ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამინისტროს ადმინისტრაცია – სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე; სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მოიჯარესთან); სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადოდ ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; საკადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;“;
გ) „ნ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური