⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.05.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.03.2011
ძალის დაკარგვა 04.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №132
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016293
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110318016, 18/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,387 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.03.2011 მიღება
04.05.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 55.35pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №13 2 2011 წლის 1 6 მარტი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის № 50 დადგენილება. მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედებისთანავე. პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81​2 მუხლისა და „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობას გარემოს დაცვის სფეროში. 2. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 3. საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას სამინისტრო უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა. 4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 6. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. 7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. 8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქ. № 6.     მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს გარემოს დაცვის სფეროში წარმოადგენს: ა) გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; დ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის, ქმედებათა კოორდინირებისა და კონტროლის განხორციელება; ე) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ვ) გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვა; ზ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო მართვა; თ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, გაუვნებლებისა და განთავსების სახელმწიფო მართვა; ი) მიწის, წყლის (მათ შორის – შავი ზღვის), ატმოსფერული ჰაერის, ბიომრავალფეროვნებისა და გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი; კ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების განსაზღვრა და მონიტორინგი; ლ) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოდინამიკური პროცესების, გარემოს გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება; მ) გარემოს მონიტორინგის (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების) ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება; ნ) ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია, „ წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ო) მონაწილეობა ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების წესებისა (მათ შორის, – მოპოვების ვადების, ადგილების, აკრძალული იარაღებისა და მეთოდების, მოპოვებისათვის დაშვებული სახეობების, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის) და რესურსის მოპოვების კვოტების დადგენაში; პ) მონაწილეობა სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავებაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული გეგმების შეთანხმება; ჟ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა; რ) „ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა; ს) კლიმატის ცვლილების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებების ინვენტარიზაცია და გაფრქვევის რეგულირება, კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შემცირებისა და მისი გამომწვევი ნივთიერებების გაფრქვევების შემცირების და კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; ტ) ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების (მათ შორის, გეოლოგიური) მონიტორინგი, პროგნოზირება, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია, საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატური და ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეული გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; უ) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების წესების განსაზღვრა; ფ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობების (ნორმების) შეთანხმება; ქ) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) მნიშვნელობების (ნორმების) შეთანხმება; ღ) საქართველოს ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი მოთხოვნების, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების უზრუნველყოფა; ყ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი; შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს სახელით ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონალური გარემოსდაცვითი კონვენციებისა და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან; ჩ) წინადადებათა შემუშავება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონების გამოცხადებისა და მათი გაუქმების შესახებ; ც) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება, მიღება (გამოცემა); წ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება.     მუხლი 3🔗. სამინისტროს უფლებამოსილება სამინისტროს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) გარემოსდაცვითი საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია, სტატისტიკური ანგარიშები და სხვა მასალები; ბ) შექმნას და აწარმოოს დამოუკიდებელ ექსპერტთა სახელმწიფო რეესტრი ეკოლოგიური ექსპერტიზის განსახორციელებლად; გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის შემთხვევებში, საკონკურსო და საკონტრაქტო ფორმით სამინისტროში მოიწვიოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები); დ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 4🔗. მინისტრი 1. მინისტრის კომპეტენცია განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. მინისტრი: ა) მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას; ბ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს; გ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ნომენკლატურას, საქმისწარმოების წესს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სამინისტროს საშტატო ნუსხას; ხარჯთა ნუსხას, აკონტროლებს მათ შესრულებას და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; დ) შეიმუშავებს სამინისტროს მმართველობის სფეროს ბიუჯეტის პროექტს; ე) ამტკიცებს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისათვის; ვ) ქმნის კომისიებს, საბჭოებს სათათბირო უფლებებით და დებულებებით განსაზღვრავს მათ კომპეტენციასა და საქმიანობის წესს; ზ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. მინისტრის მოადგილეები 1. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირველი. 2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, გარდა იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონებითა და საქართველოს მთავრობის აქტებით.     მუხლი 6🔗. სამინისტროს სისტემა 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) ნებართვების სამსახური; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ე) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი; ზ) მინისტრის აპარატი; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ი) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვის რეგიონალური სამმართველო; ბ) გარემოს დაცვის დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო; გ) გარემოს დაცვის აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო; დ) ქვემო ქართლის გარემოს დაცვის რეგიონალური სამმართველო; ე) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვის რეგიონალური სამმართველო; ვ) კახეთის გარემოს დაცვის რეგიონალური სამმართველო. 3. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია: ა) დაცული ტერიტორიების სააგენტო; ბ) გარემოს ეროვნული სააგენტო.     მუხლი 7🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელება; ბ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი; გ) სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და შესაბამისი დასკვნების მომზადება. 2. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში; გ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „ საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა; დ) საერთაშორისო გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება. 3. ნებართვების სამსახურის კომპეტენციაა: ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება; ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ნებართვების გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა. 4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია; ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; გ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და შემოწმება; დ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის, ატესტაციისა და სტაჟირების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ე) შრომითი დავების თაობაზე სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში; ვ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია; ზ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი; თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ი) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა არსებული წესის თანახმად; კ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა; ლ) მატერიალური, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება; მ) სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობის, აღრიცხვა-ანგარიშგების, ბალანსზე არსებული ქონების, მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი; ნ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ო) სამინისტროს სისტემის ვებგვერდის, კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების შექმნა, ადმინისტრირება. 5. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მომზადება, კოორდინაცია და კონტროლი; ბ) გარემოს დაცვის ეფექტური სისტემის დაგეგმვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება; გ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინირება და ორგანიზება; დ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება; ე) რეგიონული მასშტაბის გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავების პროცესში მონაწილეობა და მათი განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; ვ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს სახელით ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონალური გარემოსდაცვითი კონვენციებისა და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან; თ) საერთაშორისო და რეგიონალური გარემოსდაცვითი კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია; ი) საერთაშორისო და რეგიონალურ გარემოსდაცვით კონვენციებთან მიერთების პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა. 6. გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) ჰაერდაცვითი და წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია; გ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და ზღვრულად დასაშვებ (ან დროებით შეთანხმებული) მნიშვნელობათა განხილვისა და შეთანხმების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) წყლის დაშრეტისგან დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია; ე) წყლის სახელმწიფო კადასტრის, წყალსამეურნეო ბალანსების, მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება; ვ) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების განხილვისა და შეთანხმების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების განხილვისა და შეთანხმების უზრუნველყოფა; თ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, გაუვნებლებისა და განთავსების სახელმწიფო მართვის განხორციელების უზრუნველყოფა; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროებში საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება; კ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; ლ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; მ) საქართველოში კლიმატის ცვლილებების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; კლიმატის ცვლილების კონვენციის შესრულების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; ნ) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმებისა და გარემოზე დატვირთვის ნორმების შემუშავებაში მონაწილეობა. 7. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა: ა) მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი; ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მივლინებების ორგანიზება; ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება; ვ) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობის ხელშეწყობა. 8. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა. 9. ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის კომპეტენციაა: ა) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; გ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია; დ) ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია, „ წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა; ე) მონაწილეობა ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების წესებისა (მათ შორის, მოპოვების ვადების, ადგილების, აკრძალული იარაღებისა და მეთოდების, მოპოვებისათვის დაშვებული სახეობების, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის) და რესურსის მოპოვების კვოტების დადგენაში; ვ) მონაწილეობა სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავებაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული გეგმების შეთანხმება; ზ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ ცვლილებებისა და დამატებების პროექტების განხილვა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია, „ წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების რეგულირება; თ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში „ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება.     მუხლი 8🔗. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული  პირების კომპეტენცია სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებითა და მოქმედი კანონმდებლობით.     მუხლი 9🔗. სამინისტროს სიმბოლიკა 1. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და სახელმწიფო გერბს, სხვა სახელმწიფო სიმბოლიკას – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამინისტროს აქვს ემბლემა (ლოგო), რომლის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. 3. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამშრომლების სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებზე, აგრეთვე სამინისტროს სუვენირებსა და კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე.     მუხლი 10🔗. სამინისტროს ლიკვიდაცია სამინისტროს ლიკვიდაცია ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.