საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.03.2011
ძალის დაკარგვა 04.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №133
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016294
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110318017, 18/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,126 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.03.2011 მიღება
04.05.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 55.35pt 53.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №13 3 2011 წლის 1 6 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 . „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანდართული დებულება . მუხლი 2🔗 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “. მუხლი 3🔗 . დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის გამოქვეყნებისთანავე . პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. სამინისტრო ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და სახელმწიფო პოლიტიკას ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის სფეროში, საქართველოს ენერგეტიკის დარგში, ასევე უზრუნველყოფს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. 3. სამინისტრო შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 5 . სამინისტროს ამოცანები , უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით . 6 . სამინისტრო თავისი ერთიანი სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას , სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო კონტროლსა და სამსახურებრივ ზედამხედველობას . 7 . სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ , აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს მთავრობისა და პრემიერ -მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს . 8 . საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას სამინისტრო უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა . 9 . სამინისტროს ცენტრალური აპარატი , სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას . 10 . სამინისტრო არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი . 11 . სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში , ხარჯთა ნუსხა , ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით . 12 . სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.minenergy.gov.ge. აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს საჯარო ადგილს . 13 . სამინისტროს იურიდიული მისამართია : ქ . თბილისი , ბარათაშვილის ქ . 2 , V სართული .     მუხლი 2🔗. სამინისტროს ძირითადი ამოცანები და საქმიანობის სფერო 1. სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას : ა ) ენერგეტიკის დარგში ; ბ ) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის სფეროში ; გ ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების სფეროში . 2 . სამინისტრო ახორციელებს ენერგეტიკის , ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის , ასევე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის , სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგს , უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას , შეისწავლის შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს . 3 . სამინისტრო ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის დარგში და ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამისათვის აუცილებელი ქმედებების განხორციელებას . 4 . სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგეტიკის დარგში და ბუნებრივი რესურსების ეფექტიან მართვასა და სარგებლობასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას . 5 . საქართველოს ენერგეტიკის დარგის , როგორც ერთიანი კომპლექსის , განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სტაბილურად ფუნქციონირების , ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს . 6 . სახელმწიფო პოლიტიკის , სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად სამინისტრო შეიმუშავებს ენერგიის წარმოების , ენერგოშემცველების გადაცემის , დისპეტჩერიზაციის , დისტრიბუციის , მიწოდებისა და მოხმარების , აგრეთვე იმპორტ -ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით წინადადებებს და განხორციელების მიმართულებებს . 7 . სამინისტრო ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის , ენერგოსისტემის უსაფრთხოების , მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის მიზნით მოითხოვს საბიუჯეტო დაფინანსებას და ახორციელებს დარგში სახელმწიფო ინვესტირებას . 8 . სამინისტრო უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობასა და მათ მართვას , გარემოს პოტენციური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით . 9 . სამინისტრო ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და რეგულირებას კანონმდებლობით დადგენილი წესით . 10 . სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების ან /და წილების მართვას (პარტნიორის /აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება ) კანონმდებლობით დადგენილი წესით .     მუხლი 3🔗. სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. სამინისტრო თავისი ფუნქციების მიხედვით: ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის, ენერგეტიკის, ასევე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების სფეროებში; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ინვესტირებას; იღებს გადაწყვეტილებას დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე; შეიმუშავებს საიმედოობის სტანდარტებს; ამტკიცებს ენერგეტიკის დარგში ბალანსებსა და ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას; შეისწავლის სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობას; გ ) ხელს უწყობს რეაბილიტაციისა და განვითარების უზრუნველყოფის მიზნით მოკლე , საშუალო და გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვას ; დ ) უზრუნველყოფს ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნასა და კონკურენციის განვითარებას , ამ მიზნით ახორციელებს ენერგეტიკაში დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფას , ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების დამკვიდრებას და ენერგეტიკის მდგრადი ფუნქციონირებისათვის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვას , ასევე შეიმუშავებს ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიასა და წესებს ; ე ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში , შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში და ახორციელებს მათ მიღებას (გამოცემას ); ვ ) შეისწავლის    ენერგეტიკის დარგში მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზებს , რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია , და ამზადებს სათანადო დასკვნებს ; ზ ) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად ხელს უწყობს მისთვის მინდობილ სფეროებში საფინანსო -საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელებას ; თ )     ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკის დარგებისა (მათ შორის ,O იმპორტიორებს , ექსპორტიორებს , მიმწოდებლებს ) და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარებას და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ტრანზიტისა და ექსპორტ -იმპორტის ურთიერთობის გაღრმავებას ; ი ) ხელს უწყობს საგარეო ურთიერთობათა დამყარებას ; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან , სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებსა და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ; კ ) მისთვის მინდობილ სფეროებში ხელს უწყობს სამეცნიერო -კვლევითი , საპროექტო -საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებას ; ლ )     ხელს უწყობს რესურსების მოპოვების გაფართოებას , განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების უპირატეს ათვისებას , ენერგოეფექტიან ღონისძიებათა განხორციელებას , რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან ; მ ) მისთვის მინდობილ სფეროებში ხელს უწყობს სხვადასხვა სახის პროექტებისა და პროგრამების შემუშავებისას ბუნების დაცვის უზრუნველყოფას და მათი განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინებას ; ნ ) ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან მათი ურთიერთობის მონიტორინგს ; ო ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და წარმართავს საკადრო პოლიტიკას , ხელს უწყობს კადრების შერჩევის , მომზადების , გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შექმნას ; პ ) ელექტროენერგიის დამატებითი , ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების , ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისას განსაზღვრავს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების კლასიფიკაციასა და სტატუსს , აგრეთვე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის განხორციელების პირობებს ; ჟ ) ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის დაგეგმვის მიზნით განსაზღვრავს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ღონისძიებათა პრიორიტეტულ მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მათ განხორციელებას ; რ ) მონაწილეობს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებაში; ს) ახორციელებს გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეულის მართვის სახელმწიფო პოლიტიკას; ტ) ახორციელებს ენერგორესურსების შიდა ბაზრის მონიტორინგს მისი გაჯერებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით; უ) ახორციელებს ბუნებრივი რესურსების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციას და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ფ) განსაზღვრავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას; ქ) თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ღ) ამზადებს წინადადებებს მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების განაწილებისა და გამოყენების შესახებ და მონაწილეობს საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში; ყ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ შესაბამის ნორმებს; შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს და აუქმებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო/სანებართვო მოწმობებს. ახორციელებს ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლსა და მონიტორინგს; ჩ) ახორციელებს სახელმწიფო რეგულირებას და კონტროლს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში; ც) ახორციელებს ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნით ბუნებრივი რესურსების რაციონალურ მართვასა და სარგებლობას; ძ) უზრუნველყოფს ტყის ფონდის მართვასა და სარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას და განხორციელებას; წ) შეიმუშავებს ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, ტყის ფონდის მართვისა და სარგებლობის კუთხით, პრიორიტეტების შესაბამისად რაციონალური ბუნებათსარგებლობის განხორციელების ღონისძიებებს; ჭ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობას; ხ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების ან/და წილების მართვას (პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება). 2. სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებას სამინისტრო ზედამხედველობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამინისტროს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს: ა)  მოითხოვოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებისა და ორგანოსაგან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების სრულფასოვანი განხორციელებისათვის; ბ) არსებული წესის დაცვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; დადოს ხელშეკრულებები მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში; გ) ბაზრის წესების შესაბამისად განახორციელოს მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია; დ) საჯაროდ გამოცხადების მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და სხვა სახის საჯარო ინფორმაცია განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მისამართზე (www.minenergy.gov.ge); ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 4🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1 . სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. 2. მინისტრი: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას, აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; დ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ნომენკლატურას, საქმისწარმოების წესს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, სამინისტროს საშტატო ნუსხას; ხარჯთა ნუსხას, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელს, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას თანამდებობაზე დასანიშნად ან თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს; ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის; ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს; თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; ი) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში; კ) წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, კონტრაქტებს, ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ლ) პასუხს აგებს საქართველოს მთავრობის წინაშე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის; მ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლს. მინისტრს უფლება აქვს, სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს თავის პირველ მოადგილეს; ნ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ო) უფლებამოსილია აგრეთვე ძალადაკარგულად ცნოს ამ პუნქტის „ ნ“ ქვეპუნქტში მითითებულ ხელმძღვანელთა აქტები მიზანშეუწონლობის მოტივით; პ) დადგენილი წესით აკეთებს წარდგინებებს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად; ჟ) კანონით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას; რ) დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს; ასევე ამტკიცებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით; ს) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ტ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესს; უ) წყვეტს სამართლებრივ დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის; ფ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის, ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ქ) სამინისტროსათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით გამოსცემს ბრძანებას; ღ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 3. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. 4. მინისტრის არყოფნისას მის უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე. 5. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის მოვალეობების განაწილება ხდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 6. მინისტრი ან მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი.     მუხლი 5🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 2. სათათბირო ორგანო იქმნება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად და შესასწავლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს სათათბირო ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი. 3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფი. 4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები. 5. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და მის სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს სათათბირო ორგანოს მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 6. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია დასახულ ამოცანათა შესასრულებლად გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები. 7. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.     მუხლი 6🔗. სამინისტროს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან: ა) მინისტრის აპარატი; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ე) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი; ვ) ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი; ზ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი (სამსახური); თ) იურიდიული დეპარტამენტი; ი) შიდა აუდიტის დეპარტამენტი. 2. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან: ა) გარემოს დაცვის ინსპექცია; ბ) საგამოძიებო დეპარტამენტი. 3. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: ა) სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა; ბ) ბუნებრივი რესურსების სააგენტო. 4. მინისტრის აპარატის ფუნქციებია: ა) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს მოხელეებისა და მოსამსახურეების დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებათა პროექტების მომზადება; გ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; დ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი; ე) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თანამშრომელთათვის, სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; ვ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ზ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი; თ) პროტოკოლის საქმიანობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება; ი) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება. 5 . საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია : ა ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების , განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება ; ბ ) სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება ; გ ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრესის მიმოხილვის გავრცელება ; დ ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვის უზრუნველყოფა ; ე ) სამინისტროს ღონისძიებების ფოტო - და ვიდეოგადაღება ; ვ ) სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება ; ზ ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან , სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება ; თ ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე- და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; ი) სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება; კ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; მ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება და ორგანიზება; ნ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება; ო) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის შეხვედრების, თათბირების, სამინისტროში ზეპირი მოსმენების, პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება; ჟ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; რ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება. 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი; ე) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ანალიზი; ვ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. მათ შორის, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება; ზ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება; თ) საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა; ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მონიტორინგი (მათ შორის, ფინანსური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინადადებების შემუშავება; ლ) საქართველოს მთავრობისა და სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება; მ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 7. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; ბ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია (სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში); გ) სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, დასკვნების მომზადება, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; ე) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 8. საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პროექტებისა და დადებული საინვესტიციო შეთანხმებების მონიტორინგი, მათი განხორციელების ხელშეწყობა; ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 9 . ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია : ა ) ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; ბ) მინისტრის დავალების შესაბამისად საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზადება, განხორციელება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება; გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება; ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტორინგი; ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება; თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინება; ი) საქართველოს ენერგოსექტორის სუბიექტებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა; კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა; ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა; ო) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; პ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება; რ) ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისთვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ს) გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეულის მართვის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ტ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მიზნით გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ქ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 10. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი (სამსახური): ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის (სამსახური) კომპეტენციაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება; გ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 11. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ბ) სამინისტროს მოქმედების სფეროში სამართლებრივი ბაზის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა; ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებსა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში; ზ) სამინისტროს, მისი სტრუქტურული ერთეულების და სისტემაში შემავალი ორგანოების სამართლებრივი უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 12. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება და მათ სამართავად სათანადო ზომების მიღება;  ბ) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სისტემაში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტების განუხრელი შესრულებისა და დაცვის უზრუნველყოფა;  გ) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების შემოწმება; დ) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების კანონიერების შესწავლა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემოწმება;  ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;  ვ) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;  ზ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;  თ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, ასევე მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, წინასწარი ღონისძიებების განხორციელება უფლებამოსილების ფარგლებში;  ი) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისათვის წარდგენა;  კ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;  ლ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობები და მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.     მუხლი 7🔗. სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენცია სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები, უფლებამოსილებები და კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებითა და მოქმედი კანონმდებლობით.     მუხლი 8🔗. სამინისტროს სიმბოლიკა 1. სამინისტროს აქვს მრგვალი 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. ცენტრის გარშემო განთავსებულია წარწერა – „ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო“ , ქართულ და ინგლისურ ენებზე. 2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და გერბს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.     მუხლი 9🔗. სამინისტროს ლიკვიდაცია სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.