⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.09.2014)
გაუქმებულია:

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.03.2011
ძალის დაკარგვა 01.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №154
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110318023, 21/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 887 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2011 მიღება
01.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
რიგითი № განცხადების მიღების თარიღი, №
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.75in 46.45pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №154 2011 წლის 18 მარტი ქ. თბილისი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე 1. დამტკიცდეს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თანდართული წესი. 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. მ . სააკაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების/საკონსულო დაწესებულებების საკონსულო თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან ამ წესის შესაბამისად გასცენ ცნობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის (შემდეგში – საზღვარგარეთ მყოფი პირი) ნასამართლობის შესახებ (შემდეგში - ცნობა). 2. ეს წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ იმ პირზე, რომელიც ცნობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.     მუხლი 2🔗. ცნობის გაცემის უფლებამოსილება 1. ის საკონსულო თანამდებობის პირები, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპიუტერული ქსელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან სპეციალური დაშვებით, უფლებამოსილი არიან მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი პირის განცხადების საფუძველზე, გასცენ ცნობა. 2. ის საკონსულო თანამდებობის პირები, რომლებიც უზრუნველყოფილი არ არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპიუტერული ქსელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან სპეციალური დაშვებით, უფლებამოსილი არიან, საზღვარგარეთ მყოფი პირის განცხადების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მეშვეობით მოიპოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია და გასცენ ცნობა.     მუხლი 3🔗. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის/საკონსულო დაწესებულებებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობას და მისი გამოყენებისათვის საჭირო სხვა პირობების შექმნას. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის მონაცემთა ბაზის შეუფერხებელ მუშაობას. 3. მონაცემთა ბაზის წვდომისა და გამოყენების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე დიპლომატიურ წარმომადგენლობებში/საკონსულო დაწესებულებებში წვდომისა და გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირებზე მომხმარებლის სახელისა და შესაბამისი პაროლის გაწერას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით აწვდის ინფორმაციას ახლად დანიშნული ან გათავისუფლებული საკონსულო თანამდებობის პირის თაობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის სახელისა და შესაბამისი პაროლის გაწერას, არსებულის გაუქმებას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდებას. 5. მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობის შესახებ მონაცემები დიპლომატიურ წარმომადგენლობებს/საკონსულო დაწესებულებებს არ მიეწოდება.     მუხლი 4🔗. ცნობის გაცემა 1. საზღვარგარეთ მყოფი პირის (მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკონსულო თანამდებობის პირი ცნობას გასცემს 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკონსულო თანამდებობის პირი – ერთი თვის ვადაში. 2. ცნობის გაცემა რეგისტრირდება საზღვარგარეთ მყოფი პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების აღრიცხვის ჟურნალში (დანართის შესაბამისად). 3. ცნობა გაიცემა ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე ან ინგლისურ ენაზე და მოწმდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ბეჭდით. ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) საზღვარგარეთ მყოფი პირის სახელსა და გვარს; ბ) საზღვარგარეთ მყოფი პირის პირად ნომერს; გ) ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას. 4. ამ წესის შესაბამისად ცნობის გაცემისათვის არ გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელები.     მუხლი 5🔗. ანგარიშგება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება ვალდებულია ყოველკვარტალურად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია გაცემული ცნობების შესახებ, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდის მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დანართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების დასახელება საზღვარგარეთ მყოფი პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების აღრიცხვის ჟურნალი დაწყება ,, ––––“ –––––––––––––––––––––201 წ. დამთავრება ,,––––“ –––––––––––––––––––––201 წ. რიგითი № განცხადების მიღების თარიღი, № ცნობის გაცემის თარი ღი გვარი, სახელი დაბადების წელი პირადი № მისამართი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8