მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2011
ძალის დაკარგვა 23.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110321001, 22/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 22.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.NoSpacingChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 46.35pt 45.1pt 57.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №42
2011 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნი
ს განხორციელების წესის
შესახებ
„პატიმრობის კოდექსის“ 172 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი
1🔗. დამტკიცდეს მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესი
თანდართული რედაქციით
.
მუხლი
2🔗
. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ.კალმახელიძე
მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს წესი მიღებულია პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-1
1 ნაწილის საფუძველზე და აწესრიგებს მსჯავრდებულთა მიერ ხანგრძლივი პაემნის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. ხანგრძლივი პაემნის მიღება
1. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემანი მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასთან და ძმასთან
(შემდგომში – სტუმარი).
2
. ხანგრძლივი
პაემნით სარგებლობის
თაობაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება)
ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული ორი კვირით ადრე.
3
. დაწესებულების
ადმინისტრაცია ხანგრძლივი
პაემნის მოთხოვნაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირისა,
უზრუნველყოფს ხანგრძლივი
პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი ინფორმირებული უნდა იქნეს 10
დღი
ს ვადაში
.
მუხლი 3🔗. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა
1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა უფლება აქვს ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნით, რომელიც გრძელდება არა უმეტეს 24 საათისა.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში ერთი დამატებითი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში ერთი დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.
3. ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ, ხანგრძლივი პაემნებისათვის
გამოყოფილ პაემნის ოთახში დაწესებულების
ადმინისტრაციის წარმომადგენლის
დაუსწრებლად.
4. მსჯავრდებულთან ერთად ხანგრძლივ პაემანზე, ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ერთი არასრულწლოვანი პირი.
5.
ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს (გარდა მსჯავრდებულებისა, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა), აგრეთვე იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც იმყოფებიან
საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა.
მუხლი 4🔗. ხანგრძლივ პაემანთან დაკავშირებული ხარჯები
1. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა ხორციელდება მსჯავდებულის ან სტუმრის ხარჯზე უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. ერთი ხანგრძლივი პაემნის საფასურის ოდენობა განისაზღვრება 60 ლარით.
3. ხანგრძლივი პაემნის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს არა უგვიანეს დანიშნული პაემნის წინა სამუშაო დღეს
.
4. იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივი პაემნის საფასურის გადახდის შემდეგ, პაემნის ჩატარებამდე მსჯავრდებულს დაეკისრება დისციპლინური/ ადმინისტრაციული სახდელი ან გადაყვანილი იქნა საკარანტინო რეჟიმში, მას ხანგრძლივი პაემანი აღარ მიეცემა, ხოლო გადახდილი თანხა, უნაღდო ანგარიშსწორებით უბრუნდება იმ პირს ვინც გადაიხადა აღნიშნული თანხა.
5. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორცილებას და ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 5🔗. პაემნის ოთახში შესვლის წესი
1. პაემნის ოთახს იცავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილება (დაწესებულების მიხედვით).
2. გუშაგი გამშვებ პუნქტზე გაატარებს ხანგრძლივ პაემანზე მისულ სტუმარს დაწესებულების თანამშრომლის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების შესახებ, შესაბამისი ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დირექტორის მიერ გაცემული საშვი.
3. გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:
ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;
ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ;
გ) გამოკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი, თუ პირს იარაღი გააჩნია, გუშაგი მოახსენებს უშუალო უფროსს და მისი ბრძანებით საამისოდ გამოყოფილ იარაღს ინახავს დაცულ ადგილას და სანაცვლოდ აძლევს პირს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება ჟურნალში;
დ) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, პაემნის ოთახიდან გამომსვლელი და შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
4. სტუმარს ჩამოერთმევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაეცემა საშვი (საკონტროლო ტალონის მოხევის შემდეგ), გამოსვლისას უბრუნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩამოერთმევა საშვი. სტუმარს, რომელმაც ობიექტიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე.
5. სტუმარს სრული შემოწმება უტარდება ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობამდე და მის შემდეგ. სრული შემოწმებისას ხდება სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები.
6. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სტუმარს, რომელიც პაემნის ოთახის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს პაემნის ოთახში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, დაწესებულების წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს, რომ მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას ოპერატიული მორიგის გამოძახების საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავებს პირს და დაუყოვნებლივ აცნობებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
7. პაემნის ოთახის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სტუმრის დაკავების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა დაკავებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგები.
8. შემსვლელ/გამომსვლელ პირთა აღრიცხვის მიზნით წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი.
მუხლი 6🔗. მსჯავრდებულის შემოწმება
1. მსჯავრდებულის სრული შემოწმება ტარდება მსჯავრდებულის მიერ ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობამდე და მის შემდეგ. სრული შემოწმებისას ხდება მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული შემოწმებისას მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. მსჯავრდებულს დარჩება მხოლოდ ის კვების პროდუქტები პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, სხვა ნივთები და საგნები, რომელთა კანონიერად გამოყენებისა და მაღაზიაში შეძენის უფლებაც დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში მათ გააჩნიათ (დანართი №2)
.
2. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხდება იმ ნივთების, ნაკეთობების ნივთიერებების, დოკუმენტების, კვების პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენებაც აკრძალულია (დანართი №1), აგრეთვე, რომლებიც არ ეკუთვნის მსჯავრდებულს. შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. მსჯავრდებულის შემოწმებას ახორციელებს დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.
3. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები, რომლებიც
ა) წარმოადგენენ საფრთხეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის;
ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღად ან თავისუფლების აღკვეთის მიზნების საწინააღმდეგოდ;
გ) არ არის გათვალისწინებული იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის დროს კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში (დანართი №2).
4. სრული შემოწმებისას აკრძალული ნივთების და ნივთიერებების ამოღების თაობაზე დგება აქტი.
5. დაწესებულების
ადმინისტრაცია ვალდებულია დაიცვას ,,თქვენობით’’ მიმართვის ფორმა.
6. ადმინისტრაციას უფლება აქვს ხანგრძლივი პაემნის გაცემისას განცხადებების შეტანის მიხდვით დაიცვას თანმიმდევრული რიგითობა.
მუხლი 7🔗. პაემნის ოთახში ყოფნის პირობები
1. პაემნის ოთახი წარმოადგენს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს.
2. პაემნის ოთახში შექმნილი პირობები არ უნდა ლახავდეს მსჯავრდებულის ან სტუმრის პატივსა და ღირსებას.
3. ხანგძლივი პაემნის ოთახში შექმნილი პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
4. პაემნის ოთახი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთებით (საწოლი – ორი სტანდარტული და ერთი ბავშვის, მაგიდა, სკამი, ტუმბო) და აბაზანით.
5. პაემნის ოთახში უნდა იყოს თეთრეული და ჰიგიენური საშუალებები. სტუმარს უფლება აქვს თავისი სურვილის შესაბამისად შეიტანოს თეთრეული და ჰიგიენური საშუალებები.
6. მსჯავრდებულს ან სტუმარს უფლება აქვთ პირადი მოთხოვნებიდან ან უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე ტელეფონით დაუკავშირდეს ადმინისტრაციის თანამშრომელს.
7. ხანგძლივი პაემნით მოსარგებლე პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტელეფონით ადმინისტრაციის თანამშრომელთან კონტაქტის დროს, გარკვეული ეჭვის არსებობის საფუძველზე ადმინისტრაციის ან/და გარე დაცვის განყოფილების თანამშრომელი უფლებამოსილია შევიდეს პაემნის ოთახში და შეამოწმოს იქ არსებული მდგომარეობა.
8. პაემნის ოთახში ყოფნის დროს მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით, საკუთარ ხარჯზე, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, დაწესებულების სოციალური მუშაკის მეშვეობით.
9. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისას, პირები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ პაემნის ოთახში არსებულ ინვენტარს, დაიცვან პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიონ ტანსაცმელი და თეთრეული.
მუხლი 8🔗. ხანგრძლივი პაემნის შეწყვეტის წესი
1. ხანგრძლივი პაემანი შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს, მსჯავრდებულის ან მისი სტუმრის მოთხოვნით.
2. ადმინისტრაციას უფლება აქვს შეწყვიტოს პაემანი მსჯავრდებულის ან სტუმრის მოთხოვნით, ანდა თუ მსჯავრდებულსა და სტუმარს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რომელიც ხელს უშლის პაემნის მიზნის შესრულებას ან საფრთხეს უქმნის მსჯავრდებულის ან სტუმრის უსაფრთხოებას.
3. ხანგრძლივი პაემნის შეწყვეტისას ადმინისტრაციის თანამშრომელი ადგენს ოქმს.
მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები
ამ წესის ამოქმედებიდან საწყის
ეტაპზე დაწესებულების
ადმინისტრაცია ხანგრძლივი
პაემნის მოთხოვნაზე განცხადების მიღების შემდეგ, თუ არ არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, უფლებამოსილია შეადგინოს გარკვეული გრაფიკი, რა დროსაც განცხადებების შეტანის მიხდვით დაცული უნდა იყოს თანამიმდევრობა.
დანართი №1
ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის დროს იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, დოკუმენტების, კვების პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა შენახვა და გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებსა და მის სტუმრებს
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.
6. ოპტიკური ხელსაწყოები.
7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.
8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.
9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
10. გადასამრავლებელი აპარატები.
11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, სანთებლები.
12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
13. ბანქო.
14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები.
15. მობილური ტელეფონები.
16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
17. ტოპოგრაფიული რუკები და კომპასები.
18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.
19. ფერადი ფანქრები, საღებავები, კოპირების ქაღალდები.
დანართი №2
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის დროს კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში
1. შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში არსებული ნებისმიერი საკვები პროდუქტი.
2. თამბაქო და ასანთი.
3. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და საწოლის ნივთები.
4. საცვლები (თბილი და უბრალო).
5. ცხვირსახოცები, წინდები, კოლგოტკები, ხელთათმანები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, მოსასხამები, პირსახოცები.
6. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი).
7. თავსაფრები, რეიტუზები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ბამბა, შამპუნი
.
8. სარკე.
9. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.
10. ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.
1
1. ლიტერატურა (დაწესებულების ბიბლიოთეკის).
1
2. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
1
3. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული მაჯისა და ჯიბის საათები.
1
4. რადიომიმღებები.
1
5. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).