საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ
მიღების თარიღი 26.09.1995
ძალაში შესვლა 22.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480430000.03.030.000555
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 20/08/2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ
პრეამბულა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ”მონაწილე მხარეებად” წოდებულნი;
ორივე ქვეყნის ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების სურვილით;
ერთი მონაწილე მხარის ინვესტორის მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ინვესტორების განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და შენარჩუნების მიზნით;
ერთი მონაწილე მხარის ინვესტორების მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
1. ტერმინი „ინვესტიცია” მოიცავს ყველა სახის აქტივს, სახელდობრ:
ა) მოძრავ და უძრავ ქონებას, ასევე მათთან დაკავშირებულ უფლებებს, როგორიცაა გირაო, იპოთეკა, ყადაღის დადება და უზუფრუქტი;
ბ) აქციებს ან კომპანიებში მონაწილეობის ნებისმიერ სახეს;
გ) უფლებებს ფულის მოთხოვნაზე ან ეკონომიკური ღირებულებების მქონე ნებისმიერ ოპერაციაზე;
დ) უფლებებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, უფლებებს სამრეწველო საკუთრებაზე, როგორიცაა პატენტი, დამხმარე მოწყობილობების მოდელები, სამრეწველო ნახაზები ან მოდელები, სავაჭრო ან სამომსახურებო ნიშნები, სავაჭრო სახელები, ნოუ-ჰაუ და გუდვილი;
ე) ნატურალური რესურსების ძიების, ამოღების და გამოყენების უფლებები, ისევე როგორც სხვა საქმიან უფლებებს, მინიჭებულს კანონით, კონტრაქტით ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილებით.
2.ტერმინი „ინვესტორი” რომელიმე მონაწილე მხარის მიმართებაში ნიშნავს:
ა) ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამ მონაწილე მხარის კანონების შესაბამისად ითვლება მის მოქალაქედ;
ბ) იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ მონაწილე მხარის კანონების მიხედვით არიან დაფუძნებულნი, აქვთ მთავარი ოფისი და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე;
რომლებიც ახორციელებენ ინვესტირებას მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე.
3. ტერმინი „შემოსავალი” ნიშნავს დაშვებული ინვესტიციებისაგან მიღებულ თანხებს და განსაკუთრებით მოიცავს, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, მოგებას, პროცენტს, კაპიტალის შემოსავლებს, დივიდენდებს, როიალტის და ჰონორარებს.
4. ტერმინი „ტერიტორია” ნიშნავს თითოეული მონაწილე მხარის ტერიტორიას და მათ მიმდებარე სივრცეს, აგრეთვე კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას, იმდენად, რამდენადაც მოცემული სახელმწიფოები ახორციელებენ მათზე სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ინვესტიციების ხელშეწყობა
1. თითოეული მონაწილე მხარე წაახალისებს და შეუქმნის ხელშემწყობ პირობებს თავის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებისათვის.
2. თითოეული მონაწილე მხარე წაახალისებს და შეუქმნის ხელშემწყობ პირობებს მეორე მონაწილე მხარის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თავის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებისათვის.
მუხლი 3🔗
ნებართვა ინვესტირებისათვის
1. თითოეული მონაწილე მხარე მიიღებს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორების ინვესტიციებს თავის ტერიტორიაზე თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად.
2. როდესაც მონაწილე მხარე მიიღებს თავის ტერიტორიაზე ინვესტიციას, ის გასცემს ყველა აუცილებელ უფლებას ასეთ ინვესტირების სათანადო რეალიზაციისათვის.
მუხლი 4🔗
ინვესტიციების დაცვა
1. ერთი მონაწილე მხარის ინვესტორები, რომლებიც მოქმედებენ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიის ფარგლებში ამ უკანასკნელის კანონებისა და წესების მიხედვით, სარგებლობენ მეორე მონაწილე მხარის სრული სამართლებრივი დაცვით და სასურველი პირობებით, რომელიც იქნება არანაკლებ ხელშემწყობი, ვიდრე პირობებით, რომელსაც იღებს მისი ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორი ანალოგიურ სიტუაციაში.
2. თუ მონაწილე მხარე ანიჭებს განსაკუთრებულ უპირატესობებს მესამე ქვეყნის ინვესტორებს, გამომდინარე თავისუფალი ეკონომიკური ზონის ან საბაჟო კავშირიდან, ან საერთო ბაზრის, ან მსგავსი რეგიონალური ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმებიდან, ან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებიდან, ეს არ დაავალდებულებს მას მიანიჭოს მსგავსი უპირატესობები მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებს.
მუხლი 5🔗
ექსპროპრიაცია და კომპენსაცია
1. ერთი მონაწილე მხარის ინვესტორის ნებადართული ინვესტიციები არც ერთი მონაწილე მხარის მიერ არ იქნება ექსპროპრიირებული, ნაციონალიზებული ან პირდაპირად თუ არაპირდაპირად ტოლფასოვან ღონისძიებებს დაქვემდებარებული, გარდა საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელებისას და არადისკრიმინაციულ საფუძველზე კანონის შესაბამისი დაუყოვნებლივი, ეფექტური და სამართლიანი კომპენსაციის სანაცვლოდ.
2. ინვესტიციას ექსპრორიაციისათვის კომპენსაცია შეესაბამება ექსპროპრირებული ინვესტიციის ღირებულებას უშუალოდ ექსპროპრიაციის ღონისძიებების განხორციელებამდე ან მოსალოდნელი ექსპროპრიაციის განხორციელების ღონისძიებების ოფიციალურად აღიარების მომენტამდე, რომელიც მოხდება უფრო ადრე. იგი უნდა იყოს ეფექტურად გამოყენებადი და თავისუფლად ტრანსფერებადი.
მუხლი 6🔗
ზარალი
ერთ-ერთი მონაწილე მხარის მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციებისთვის მიყენებულ ზარალს, გამოწვეულს შეიარაღებული კონფლიქტის, რევოლუციის, საგანგებო მდგომარეობის ან აჯანყების ან სხვა მსგავსი მოქმედების შედეგად კომპენსაციასთან, რესტიტუციასთან და ანაზღაურებასთან მიმართებაში მეორე მონაწილე მხარე მიანიჭებს არანაკლებ ხელშეწყობის რეჟიმს, ვიდრე რეჟიმს, რომელსაც იგი ანიჭებს თავის ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორებს.
მუხლი 7🔗
რეპატრიაცია და ტრანსფერტი
1. თითოეული მონაწილე მხარე გასცემს უფლებას ინვესტიციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანსფერტი განხორციელდეს თავისუფლად და უმიზეზო დაყოვნების გარეშე როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ. ასეთი ტრანსფერტი მოიცავს:
(ა) შემოსავლებს;
(ბ) შემოსავლებს, მიღებულს ინვესტიციების მთლიანი ან ნაწილობრივი გაყიდვისაგან ან ლიკვიდაციისაგან;
(გ) მე-5 და მე-6 მუხლებთან დაკავშირებულ კომპენსაციებს;
(დ) ინვესტიციებთან დაკავშირებული სესხიდან გამომდინარე ანაზღაურებებსა და გადახდილ პროცენტებს;
(ე) ჯამაგირებს, ხელფასებს და სხვა გასამრჯელოებს, რომლებიც მიიღება ერთი მონაწილე მხარის მოქალაქის მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისათვის;
(ვ) ინვესტიციებთან დაკავშირებული დავებიდან გამომდინარე გადახდებს.
2. ტრანსფერტები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი კონვერტირებად ვალუტაში ტრანსფერტის განხორციელების დღეს არსებული ძირითადი გაცვლითი კურსის მიხედვით.
მუხლი 8🔗
სუბროგაცია
1. თუ ერთი მონაწილე მხარის ინვესტორის ნებადართული ინვესტიციები დარღვეულია არაკომერციული რისკისაგან ამ მონაწილე მხარის მიერ დანიშნული სააგენტოს მიერ კანონით განსაზღვრული სისტემის მიხედვით, მეორე მონაწილე მხარე ცნობს დამზღვევის ნებისმიერ სუბროგაციას, რომელიც გამომდინარეობს სადაზღვეო შეთანხმების პირობებიდან.
2. ასეთ დამზღვევს არა აქვს უფლება განახორციელოს ინვესტორისათვის მინიჭებულისაგან განსხვავებული უფლებები.
3. დავები მონაწილე მხარესა და ასეთ დამზღვევს შორის, რომელიც იქნება კერძო ან სამთავრობო კომპანია, გადაწყდება შესაბამისად სიტუაციისდა მიხედვით ამ შეთანხმების მე-11 ან მე-12 მუხლების დებულებების მიხედვით.
მუხლი 9🔗
უფრო ხელსაყრელი პირობები
ამ შეთანხმებაში აღნიშნული პირობების მიუხედავად გამოიყენება უფრო შეღავათიანი პირობები, რომელზეც შეთანხმდნენ ან შეთანხმდებიან ერთ-ერთი მონაწილე მხარე და მეორე მონაწილე მხარის ინვესტორები.
მუხლი 10🔗
ვალდებულებების დაცვა
თითოეული მონაწილე მხარე გასცემს მტკიცე გარანტიებს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორის ინვესტიციების წინაშე აღებული ვალდებულებების დაცვის შესახებ.
მუხლი 11🔗
მონაწილე მხარესა და ინვესტორს შორის წამოჭრილი დავა
1. თუ მონაწილე მხარესა და ერთ ან მეტ ინვესტორს შორის წარმოიშვება დავა ინვესტიციებთან დაკავშირებით, მონაწილე მხარე და ინვესტორი (ინვესტორები) უპირველეს ყოვლისა შეეცდებიან მის გადაჭრას კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
2. თუ მონაწილე მხარე და ზემოხსენებული ინვესტორი (ინვესტორები) ვერ მიაღწევენ შეთანხმებას დავის წამოჭრიდან ექვსი თვის განმავლობაში, მაშინ დავა გადაწყდება ერთ-ერთი მონაწილე მხარის (შესაბამისი კანონებისა და წესების მიხედვით) ან ინვესტორის (ინვესტორების) მოთხოვნის საფუძველზე სამი წევრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოში.
3. ერთ-ერთი მონაწილე მხარე ან ინვესტორი (ინვესტორები), რომელმაც დაიწყო საარბიტრაჟო პროცესი საარბიტრაჟო მოთხოვნით დანიშნავს თავის არბიტრს. თუ მონაწილე მხარე ან ინვესტორი (ინვესტორები) არ დანიშნავს თავის არბიტრს არბიტრაჟის ჩატარების მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში, აღნიშნული არბიტრი დაინიშნება სიტუაციის მიხედვით, მონაწილე მხარის ან ინვესტორის (ინვესტორები) მოთხოვნის საფუძველზე, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივნის მიერ.
4. თუ მეორე არბიტრის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში ორივე არბიტრი ვერ შეთანხმდება თავმჯდომარის არჩევაზე, მაშინ ეს უკანასკნელი, ერთ-ერთი მონაწილე მხარის ან ინვესტორის (ინვესტორების) მოთხოვნის საფუძველზე, დაინიშნება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივნის მიერ.
5. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ყოველთვის იქნება დანიშვნის მომენტისათვის ორივე მონაწილე მხარესთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქე.
6. არბიტრაჟი ითანამშრომლებს UNCITRAL-ის წესებით.
7. არბიტრაჟის ადგილი განისაზღვრება მონაწილე მხარეების მიერ. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ადგილის შესახებ თავმჯდომარის დანიშვნიდან ერთი თვის განმავლობაში, მაშინ არბიტრაჟის ადგილი იქნება პარიზი.
8. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოოა და სავალდებულოა მონაწილე მხარისათვის და ინვესტორისათვის (ინვესტორებისათვის)
მუხლი 12🔗
მონაწილე მხარეთა შორის დავის გადაჭრა
1. მონაწილე მხარეთა შორის ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების გამო წამოჭრილი დავის შემთხვევაში მონაწილე მხარეები უპირველეს ყოვლისა ეცდებიან გადაჭრან იგი კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების საფუძველზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას დავის წამოჭრის მომენტიდან თორმეტი თვის განმავლობაში, მაშინ ეს უკანასკნელი მათი შესაბამისი კანონებისა და წესების გათვალისწინებით, ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდება სამი წევრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოში.
3. მონაწილე მხარე, რომლის საარბიტრაჟო მოთხოვნითაც გაიმართა საარბიტრაჟო სასამართლო, დანიშნავს თავის არბიტრს. თუ მეორე მონაწილე მხარე არ დანიშნავს თავის არბიტრს საარბიტრაჟო სასამართლოს მოწვევის დღიდან 30 დღის განმავლობაში. მაშინ საარბიტრაჟო სასამართლოს მოწვევის ინიციატორი მონაწილე მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს დანიშნავს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტი.
4. თუ მეორე არბიტრის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში ორი არბიტრი ვერ შეთანხმდება თავმჯდომარის არჩევაზე, ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოთხოვნის საფუძველზე დაინიშნება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ.
5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფებში აღნიშნული შემთხვევების დროს, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტი რაღაც მიზეზის გამო ვერ ასრულებს ხსენებულ ფუნქციას, ან ის ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოქალაქეა, მაშინ დანიშვნებს გააკეთებს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი და თუ ეს უკანასკნელი რაღაც მიზეზის გამო ვერ ასრულებს ხსენებულ ფუნქციას, ან ის ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოქალაქეა, მაშინ დანიშვნებს გააკეთებს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შემდგომი ყველაზე უფროსი წევრი, რომელიც არ იქნება არცერთი მონაწილე მხარის მოქალაქე.
6. მონაწილე მხარეებს შორის სხვაგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ აწესებს დავის პროცედურას და ჩატარების ადგილს.
7. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოოა და სავალდებულოა მონაწილე მხარეებისათვის.
მუხლი 13🔗
ძალაში შესვლა
თითოეული მონაწილე მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით შეატყობინებს მეორე მონაწილე მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა კონსტიტუციური პროცედურების დასრულების შესახებ. შეთანხმება ძალაში შედის მონაწილე მხარეთაგან უკანასკნელის მიერ მეორე მონაწილე მხარის შეტყობინების თარიღიდან.
მუხლი 14🔗
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
1. ეს შეთანხმება ძალაში რჩება 10 წლის ვადაში და დარჩება ძალაში მანამ, სანამ არ შეწყდება ამ მუხლის მე-2 პარაგრაფის მიხედვით.
2. თითოეული მონაწილე მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება თავდაპირველი ათწლიანი პერიოდის ამოწურვისას ან ამის შემდეგ ნებისმიერ დროს, მეორე მონაწილე მხარისათვის ერთი წლით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებების საფუძველზე.
3. იმ ინვესტიციების მიმართ, რომლებიც განხორციელებულია ან მიღებულია ამ შეთანხმების შეწყვეტის მომენტამდე, იმოქმედებს ამ შეთანხმების ყველა დანარჩენი მუხლების დებულებები შეთანხმების შეწყვეტის მომენტიდან შემდგომი ათწლიანი პერიოდის განმავლობაში.
ამისათვის შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები ხელს აწერენ ამ შეთანხმებას.
შესრულებულია თბილისში, ორ ეგზემპლარად, 1995 წლის 26 სექტემბერს (1374 წლის მეჰრის თვის მე-4 დღე), ქართულ, სპარსულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ტექსტის ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ოქმი
საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერისას მონაწილე მხარეები შეთანხმების ზოგიერთი ტერმინის განმარტების მიზნით შეთანხმდნენ აგრეთვე შემდეგ პუნქტებზეც, რომლებიც წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
1. საქართველოს რესპულიკის შემთხვევაში ტერმინი „ინვესტიცია”, რომელიც ნახსენებია შეთანხმების 1-1 მუხლში და აგრეთვე სხვა მუხლებშიც, ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რანის ისლამური რესპუბლიკის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ყველა ინვესტიციას უცხოური ინვესტიციების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ან ამ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, რომლებიც შეცვლიან ზემოხსენებულ კანონსა და კანონქვემდებარე აქტებს.
2. ირანის ისლამური რესპუბლიკის შემთხვევაში ტერმინი „ინვესტიცია”, რომელიც ნახსენებია შეთანხმების 1-1 მუხლში და აგრეთვე სხვა მუხლებშიც, ნიშნავს მხოლოდ იმ ინვესტიციას, რომელიც მიღებული და რეგისტრირებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ირანში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და დაცვის შესახებ კანონისა და წესების შესაბამისად ან იმ კანონებისა და წესების შესაბამისად, რომლებიც შეცვლიან აღნიშნულ კანონსა და წესებს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის ინვესტორების ინვესტიციების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს „ნებართვის სერტიფიკატის” გაცემის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობებისა და ფინანსთა სამინისტროს, ირანის ინვესტიციების, ეკონომიკური და ტექნიკური დახმარების ორგანიზაციის ან მისი შემცვლელი ორგანიზაციების მიერ გაცემულ სპეციალურ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ ინვესტიცია ნებადართულ იქნა უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონებისა და წესების შესაბამისად.
„ნებართვის სერტიფიკატი” შეიძლება განსაზღვრავდეს კონკრეტულ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც მიღებულ იქნა ინვესტიცია. ის ინვესტიციები, რომლებზეც არ იქნა გაცემული „ნებართვის სერტიფიკატი” არ ისარგებლებენ შეთანხმებიდან გამომდინარე დაცვითა და უპირატესობებით.
3. მონაწილე მხარეები ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის შეიძლება შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ ერთი მონაწილე მხარის ინვესტორების ის ინვესტიციები, რომლებიც მიღებულ იქნა მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტამდე, ასევე ისარგებლებენ შეთანხმების დებულებებში მოცემული დაცვითა და უპირატესობებით.
შესრულებულია თბილისში, ორ ეგზემპლარად, 1995 წლის 26 სექტემბერს (1374 წლის მეჰრის მე-4 დღე), ქართულ, სპარსულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ტექსტის ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის სახელით