საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
მიღების თარიღი 13.07.2004
ძალაში შესვლა 11.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000560
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/10/2005
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.karixml, li.karixml, div.karixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
საქართველოს მთავრობა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა,
სურთ რა დადონ შეთანხმება შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. პირები, რომელთა მიმართ გამოიყენება შეთანხმება
ეს შეთანხმება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.
მუხლი 2🔗. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლების მთლიანი თანხა, ან მისი ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების და კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(
i) საწარმოთა მოგების გადასახადი;
(
ii) საწარმოთა ქონების გადასახადი;
(
iii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(
iv) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი“)
b) გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში:
(
i) საშემოსავლო გადასახადი;
(
ii) კორპორაციული გადასახადი; და
(
iii)კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადი;
(შემდგომში „გაერთიანებული სამეფოს გადასახადი“)
4. ეს შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომელიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.
მუხლი 3🔗. ზოგადი განსაზღვრებები
1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში, სახმელეთო სივრცის, შიდა წყლებისა და ტერიტორიული ზღვის, მათ ზევით არსებული საჰაერო სივრცის ჩათვლით, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს, ასევე, მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვენერული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი ,,გაერთიანებული სამეფო” ნიშნავს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული ზღვის მიღმა მდებარე ნებისმიერი სივრცის ჩათვლით, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მიჩნეულია ან მომავალში შესაძლოა იქნეს მიჩნეული, კონტინენეტური შელფის შესახებ გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის თანახმად, სივრცედ, რომლის ფარგლებში ზღვის ფსკერზე, წიაღსა და მათ ბუნებრივ რესურსებზე შესაძლოა განხორციელდეს გაერთიანებული სამეფოს უფლებები;
c) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან გაერთიანებულ სამეფოს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას და არ მოიცავს ამხანაგობას;
e) ტერმინი ,,კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც კორპორაციული წარმონაქმნი;
f) ტერმინი ,,საწარმო” გამოიყენება ნებისმიერი ბიზნესის (ეკონომიკური საქმიანობის) მიმართ;
g) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
h) ტერმინი ,,საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას გემებით ან საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება საწარმოს მიერ, რომლის ფაქტობრივი მართვის ადგილი მდებარეობს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გემების ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
i) ტერმინი ,,კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
(
i) საქართველოს შემთხვევაში - ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, და
(
ii) გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში – საგადასახადო დეპარტამენტის რწმუნებულს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
j) ტერმინი ,,ნაციონალური პირი” ნიშნავს:
(
i) საქართველოს შემთხვევაში ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა და ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ასოციაციას, რომელთაც თავიანთი სტატუსი მიღებული აქვთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
(
ii) გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში ბრიტანეთის ნებისმიერ მოქალაქეს ან ნებისმიერ ბრიტანელს, რომელსაც არა აქვს თანამეგობრობის ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ან ტერიტორიის, მოქალაქეობა და აქვს გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების შეუზღუდავი უფლება; აგრეთვე ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას, ასოციაციას ან ნებისმიერ სხვა სუბიექტს, რომელთაც თავიანთი სტატუსი მიღებული აქვთ გაერთანებული სამეფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
k) ტერმინი ,,ბიზნესი” (ეკონომიკური საქმიანობა) მოიცავს პროფესიული მომსახურების გაწევას და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობას;
l) ტერმინი ,,კაპიტალი” ნიშნავს უძრავ და მოძრავ ქონებას. იგი კერძოდ მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ნაღდ ფულს, აქციებს ან ქონებრივი უფლებების დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებს, ობლიგაციებს, ან სხვა სავალე ვალდებულებებს; იგი აგრეთვე მოიცავს პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, საავტორო უფლებებს ან მსგავს უფლებებსა და ქონებას.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც მასში არ არის განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭება იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონებით.
მუხლი 4🔗. რეზიდენტი
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრების ადგილის, მართვის ადგილის, რეგისტრაციის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოს და მის ნებისმიერ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ მასში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან ან ამ სახელმწიფოში მდებარე კაპიტალთან მიმართებაში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელთანაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს;
d) თუ ის არ არის არც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ამ საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც განთავსებულია მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი.
მუხლი 5🔗. მუდმივი დაწესებულება
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმო ახორციელებს თავის საქმიანობას მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი ,,მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკა-ქარხანას;
e) სახელოსნოს;
f) მილსადენს; და
g) მაღაროს, გაზის ან ნავთობის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო პროექტი ითვლება მუდმივ დაწესებულებად მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი ,,მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
a) ნაგებობების გამოყენებას მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების მარაგად შენახვის, დემონსტრირების, ან მიწოდების მიზნით;
b) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას, რომლებიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების, ან მიწოდების მიზნით;
c) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას, რომლებიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების შესყიდვის, ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ საწარმოსათვის მოსამზადებელი, ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას a)-დან e)-მდე ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ფიქსირებული ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას, რომელიც წარმოიშვება ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტს, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებას, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე ამ სახელმწიფოში. იგივე გავრცელდება ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც აღწერილია ამ მუხლის მე-4 პუნქტში. ეს უკანასკნელი, განხორციელებული თუნდაც ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, აღნიშნული პუნქტის დებულებების შესაბამისად, საქმიანობის ამგვარ ფიქსირებულ ადგილს არ გადააქცევს მუდმივ დაწესებულებად.
6. საწარმო არ განიხილება, ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, რწმუნებულის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.
მუხლი 6🔗. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინს ,,უძრავი ქონება” ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს იმ ქონებასაც, რომელსაც უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათი აქვს, პირუტყვს და სოფლისა და სატყეო მეურნობაში გამოყენებულ მოწყობილობას, უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებებს ცვალებად ან ფიქსირებულ ანაზღურებაზე, რომელიც დაწესებულია, როგორც კომპენსაცია მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ანალოგიური ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის; გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ეხება აგრეთვე უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ეხება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებს.
მუხლი 7🔗. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას არ ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
4. მუდმივ დაწესებულებას არ მიეწერება არავითარი მოგება მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის და ნაკეთობების შეძენის საფუძველზე.
5. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ იქნება მის შესაცვლელად.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ან კაპიტალის ნამეტი ღირებულების ისეთ სახეობებს, რომლებიც ცალკეა განხილული ამ შეთანხმების სხვა მუხლებში, მაშინ მათზე ამ მუხლების დებულებები გავლენას ვერ იქონიებს.
მუხლი 8🔗. შემოსავალი საერთაშორისო გადაზიდვებიდან
1. საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
2. თუ სანაოსნო საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს ამ გემის მიწერის ნავსადგური. მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარედ, ვის რეზიდენტსაც წარმოადგენს პირი, რომელიც გემის ექსპლუატაციას ახორციელებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე იმ მოგებების მიმართ, რომლებიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო გადაზიდვების სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდან.
მუხლი 9🔗. ასოცირებული საწარმოები
1. იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში; ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხვოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, რაც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების დროს, სათანადო წესით იქნება გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.
მუხლი 10🔗. დივიდენდები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი დივიდენდები:
a) გადასახადისაგან გათავისუფლდებიან იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, თუ ბენეფიციალური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის ხმების სულ მცირე 50 პროცენტს და ინვესტირებული აქვს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის აქციებში სულ მცირე 2 მლნ გირვანქა სტერლინგი (ან შესაბამისი თანხა საქართველოს ვალუტაში) დივიდენდების გადახდის დღისთვის;
b) ამ პუნქტის a) ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:
(
i) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციალური მფლობელია კომპანია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის ხმების სულ მცირე 10 პროცენტს;
(
ii) დივიდენდების მთლიანი თანხის 10 პროცენტს ყველა დანარჩენ შემთხვევაში.
ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებების მიმართ, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი ,,დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, მოგებაში მონაწილეობიდან, ისევე როგორც შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან დაბეგვრის ისეთივე რეჟიმს, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია და აგრეთვე მოიცავს ნებისმიერ სხვა პუნქტს, რომელიც იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, განიხილება როგორც დივიდენდი ან კომპანიის მიერ განაწილება.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი არის რა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, მჭიდროდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს შემოსავლებს ან მოგებას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია გადასახადი დააკისროს კომპანიის მიერ გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, ან როცა ქონება, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, პირდაპირ დაკავშირებულია ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დასაწესებულებასთან, მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.
6. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია იმ აქციების ან სხვა უფლებების წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება დივიდენდის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გადაცემის საშუალებით.
მუხლი 11🔗. პროცენტი
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის ბენეფიციალურ მფლობელობაში არსებული პროცენტი იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინი ,,პროცენტი” მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად; კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან. ტერმინი არ შეიცავს შემოსავლის რომელიმე სახეს, რომელიც ამ შეთანხმების მე-10 მუხლის დებულებათა შესაბამისად განიხილება, როგორც დივიდენდი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს იმ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც გადახდილია პროცენტი, მჭიდროდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
4. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, ნებისმიერი მიზეზის არსებობის მიუხედავად, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში წარმოშობილი ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
5. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია იმ სავალე ვალდებულებების წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება პროცენტის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა, ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გადაცემის საშუალებით.
მუხლი 12🔗. როიალტი
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის ბენეფიციალურ მფლობელობაში არსებული როიალტი დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი ,,როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოებით ან სამეცნიერო ნაშრომით (კინოფილმების, სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის ფილმებისა და ჩანაწერების ჩათვლით), ნებისმიერი პატენტით, სავაჭრო მარკით, დიზაინით ან მოდელით, გეგმით, საიდუმლო ფორმულით ან პროცესით, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციით (ნოუ-ჰაუ) სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, მჭიდროდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
4. თუ გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, გადახდილი როიალტის თანხა, ნებისმიერი მიზეზის არსებობის მიუხედავად, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, წარმოშობილი ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
5. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია იმ უფლებების წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება როიალტის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა, ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გადაცემის საშუალებით.
მუხლი 13🔗. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი გასხვისებიდან:
a) აქციების, იმ აქციების გარდა, რომლებით ვაჭრობა აღიარებულ საფონდო ბირჟებზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი მოცულობით და რეგულარულად, რომლებიც თავიანთ ღირებულებას ან ღირებულების ნაბევარზე მეტს, პირდაპირ ან ირიბად, იღებენ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებული უძრავი ქონებიდან; ან
b) პროცენტის, ამხანაგობაში ან ტრასტში, რომლის ქონება ძირითადად შედგება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განთავსებული უძრავი ქონებიდან, ან ამ პუნქტის a) ქვეპუნქტში ხსენებული აქციებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. შემოსავალი იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც ქმნის ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
4. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული გემების ან საჰაერო ხომალდების, ან ასეთი გემების ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
5. შემოსავლები, ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.
6. ამ მუხლის დებულებებმა გავლენა არ უნდა იქონიონ ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებაზე, მისი კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგროს იმ პირის ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი იმ საფინანსო წლის ნებისმიერ დროს, როდესაც მოხდა ქონების გასხვისება, ან იყო მისი რეზიდენტი იმ წლის უშუალოდ წინა ექვსი წლის ნებისმიერი დროის განმავლობაში.
მუხლი 14🔗. დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი
1. ამ შეთანხმების მე -15, მე -17, მე -18, მე -19 და მე -20 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი. გასამრჯელო, ან სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული შრომა განხორციელდა ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომიდან მიღებული ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს; და
b) ანაზღაურება გაიცემა იმ დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს; და
c) ანაზღურება არ არის წარმოქმნილი იმ მუდმივი დაწესებულებიდან, რომელიც დამქირავებელს აქვს მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებულ გემებსა და საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებული შრომისათვის, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
მუხლი 15🔗. დირექტორთა ჰონორარები
დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურებები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
მუხლი 16🔗. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
1. ამ შეთანხმების მე-7 და მე -14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ ხელშეკრულების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
მუხლი 17🔗. პენსიები
1. ამ შეთანხმების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად:
a) წარსულ დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებული პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებები; და
b) ნებისმიერი ანუიტეტები, რომლებსაც უხდიან ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ტერმინი “ანუიტეტი” ნიშნავს დანიშნულ თანხას, რომელსაც უხდიან ფიზიკურ პირს, პერიოდულად, დანიშნულ დროს მისი სიცოცხლის მანძილზე ან დროის გარკვეული, ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ ადეკვატური და სრული კომპეტენცია მოხდება ნაღდი ფულით, ან მისი შესაბამისი ფასეულობით.
მუხლი 18🔗. სახელმწიფო სამსახური
1. a) ხელფასი, გასამრჯელო და მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს, ამ სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:
(
i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან
(
ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ფიზიკური პირისათვის, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს.
3. ამ შეთანხმების მე-14, მე-15, მე-16, და მე-17 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასების, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
მუხლი 19🔗. სტუდენტები
სტუდენტი, სტაჟიორი ან პრაქტიკანტი, რომელიც ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო ან არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და იგი პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების, ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გათავისუფლდება გადასახადისაგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში:
(
i) მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთიდან გადმორიცხულ თანხებზე;
(
ii) ყველა სახის სტიპენდიაზე, გრანტზე, დახმარებასა და პრემიაზე, რომელსაც იღებს სახელმწიფო, საქველმოქმედო, სამეცნიერო, ლიტერატურული ან სასწავლო ორგანიზაციებისაგან, თუ იგი განკუთვნილია მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
მუხლი 20🔗. პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები
1. პროფესორი, მასწავლებელი ან მეცნიერ-მუშაკი, რომელიც ორ წლამდე პერიოდის მანძილზე ჩადის ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ სახელმწიფოს უნივერსიტეტში, კოლეჯში, სკოლაში ან სხვა სასწავლო ან კვლევით დაწესებულებაში სწავლების ან კვლევითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, რომელიც უშუალოდ ამ ჩასვლვმდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში სწავლებასთან ან კვლევით სამუშაოსთან დაკავშირებულ ანაზღაურებასთან მიმართებაში. ამასთან, ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ პერიოდის მიმართ, რომელიც არ აჭარბებს ორ წელს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ფიზიკური პირის პირველად ჩასვლის დღიდან.
2. ამ მუხლის დებულებები ეხება კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალს, თუ ასეთი კვლევა ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებში და არა ზოგიერთი კერძო პირის ან პირების მიერ სარგებლის მიღების მიზნით.
მუხლი 21🔗
. სხვა შემოსავლები
1. შემოსავლის სახეები, რომელთა ბენეფიციალურ მფლობელს წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მათი წარმოშობის მიუხედავად, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, იმ შემოსავლების გარდა, რომლებიც გადაიხდება გარდაცვლილ პირთა ტრასტებიდან ან ქონებიდან მათზე დაწესებული ადმინისტრაციის პერიოდში, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავდება ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ასეთი შემოსავლის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც მოხდა შემოსავლის გადახდა, მჭიდროდ უკავშირდება ამგვარ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე -7 მუხლის დებულებები.
3. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში ხსენებულ რეზიდენტსა და ზოგიერთ სხვა პირს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, ამ პუნქტში ხსენებული შემოსავლის ოდენობა აჭარბებს თანხას (თუ საერთოდ აჭარბებს), რომელიც შეთანხმებული იქნებოდა მათ შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში წარმოშობილი შემოსავლის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით.
4. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია იმ უფლებების წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა, ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გადაცემის საშუალებით.
მუხლი 22🔗. კაპიტალი
1. კაპიტალი წარმოდგენილი ამ შეთანხმების მე-6 მუხლში ხსენებული უძრავი ქონებით, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას და იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია მოძრავი ქონებით და შეადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციულ ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული გემებით და საჰაერო ხომალდებით, ან ამ გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მუხლი 23🔗. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდი
1) a) თუ საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად, შეიძლება დაიბეგროს გაერთიანებულ სამეფოში საქართველო დაუშვებს:
(
i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან გაერთიანებულ სამეფოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლი თანხის გამოქვითვას;
(
ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან გაერთიანებულ სამეფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლი თანხის გამოქვითვას.
ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.
b) როდესაც ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისაგან განთავისუფლებულია გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს, ამის მიუხედავად, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს, მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი და კაპიტალი.
2. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ გადახდილი გადასახადი, ჩაითვლება გაერთიანებულ სამეფოში გადახდილად (რომელიც არ მოახდენს გავლენას მის ძირითდ პრინციპებზე):
a) საქართველოს კანონმდებლობით და ამ შეთანხმების შესაბამისად გადახდილი საქართველოს გადასახადები, პირდაპირ ან გამოქვითვის წესით, საქართველოს წყაროებიდან მიღებულ მოგებებზე, შემოსავალზე ან დაბეგვრას დაქვემდებარებულ შემოსავლებზე (გამონაკლისს წარმოადგენს დივიდენდი, გადასახადი გადაიხდება იმ მოგებაზე, საიდანაც გადახდილია დივიდენდი) ჩაითვლება, როგორც გაერთიანებულ სამეფოში გადასახადების საპირისპიროდ გადახდილად, რომლებიც გამოითვლება იმავე მოგებებზე, შემოსავალზე ან დაბეგვრას დაქვემდებარებულ სხვა შემოსავლებზე, რომლებზეც საქართველოში მოხდა გამოთვლა;
b) საქართველოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტი კომპანიისათვის, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის ხმების სულ მცირე 10 პროცენტს, გადახდილი დივიდენდების ჩათვლის დროს მოხდება საქართველოს გადასახადის გათვალისწინება (საქართველოს ნებისმიერი გადასახადის დამატებით, რომლის მიმართ ჩათვლა დაიშვება ამ პუნქტის a) ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად), რომელიც გადაიხდება კომპანიის მიერ იმ მოგებებთან დაკავშირებით, საიდანაც ხდება ამგვარი დივიდენდების გადახდა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, მოგებები, შემოსავალი და კაპიტალის ნამეტი ღირებულება, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც ამ შეთანხმების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ჩაითვლება ამ მეორე სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან წარმოშობილად.
მუხლი 24🔗. გადასახადებისაგან გათავისუფლების შეზღუდვა
1. ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების თანახმად, როდესაც რომელიმე შემოსავალი ან მოგება ხელშემკვრელ სახელმწიფოში გათავისუფლებულია გადასახადიდან და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელიც დაკავშირებულია ამ შემოსავალთან ან მოგებებთან, ექვემდებარება დაბეგვრას მეორე ქვეყანაში გადაგზავნილ ან მიღებულ თანხაზე და არა მთლიან თანხაზე, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ამ შეთანხმებით ნებადართულ შეღავათს მიიღებს შემოსავლის ან მოგებების მხოლოდ იმ ოდენობის მიმართ, რა ოდენობაც იბეგრება მეორე სახელმწიფოში.
2. ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა მუხლის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც უცხოური ინვესტიციების წახალისების შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ამ სახელმწიფოში შემოსავალზე ან კაპიტალის ნამატზე არ ექვემდებარება ან შემცირებული განაკვეთით ექვემდებარება დაბეგვრას, არ გათავისუფლდება გადასახადებისაგან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ, ან არ მიიღებს მისგან ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო შეღავათებს, თუ ამ რეზიდენტის ან მასთან დაკავშირებული პირის მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების მიღება.
მუხლი 25🔗. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ მეორე სახელმწიფოს ნაციონალურ პირები, იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით.
2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას, ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ
, რეზიდენციის თვალსაზრისით.
3. იმ მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა, რომელიც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს საწარმოს დაბეგვრა იგივე საქმიანობის განხორციელების დროს.
4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 21-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება გამოქვითვას იმავე პირობებით, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაექვემდებაროს გამოქვითვას იმავე პირობებით, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში.
5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის, ან პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარება ან შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
6. ამ მუხლში შემავალი დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ისინი რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს ამ სახელმწიფოს არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს მიანიჭოს ისეთი საგადასახადო შეღავათი, შეუმცირონ გადასახადი, რომელსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს ან მოქალაქეებს.
7. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება იმ გადასახადებზე, რომლებიც განხილულია ამ შეთანხმებაში.
მუხლი 26🔗. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
1. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისაგან დამოუკიდებლად, მას შეუძლია თავისი საქმე განსახილველად წარუდგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, ან თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 25-ე მუხლის პირველ პუნქტს, იმ სახელმწიფოს, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს.
2. კომპეტენტური ორგანო, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და თუ მას არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი, ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაწყვიტონ ნებისმიერი სირთულე ან ეჭვი, რომელიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენებისას. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მათ აგრეთვე შეუძლიათ, ერთმანეთთან აწარმოონ კონსულტაციები.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტების გაგებაში შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ იქონიონ პირდაპირი კონტაქტი.
მუხლი 27🔗. ინფორმაციის გაცვლა
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმების ან ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ადგილობრივი კანონმდებლობების დებულებების განხორციელებისათვის იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება, მანამდე, ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას, განსაკუთრებით თაღლითობის თავიდან აცილებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების ლეგალური გზების წინააღმდეგ ადმინისტრირების დადგენილი ნორმების ხელშეწყობის მიზნით. ამ შეთანხმების პირველი მუხლით ინფორმაციის გაცვლა არ იზღუდება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია განიხილება როგორც საიდუმლო და მისი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უფლებამოსილ ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების განსაზღვრით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება ღია სასამართლო სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ პოლიტიკას.
მუხლი 28🔗. დიპლომატიური წარმომადგელობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები
ამ შეთანხმების ვერც ერთი დებულება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლების ფისკალურ პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან შესაბამისი შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.
მუხლი 29🔗. ძალაში შესვლა
1. ეს შეთანხმება ექვემდებარება რატიფიცირებას. სარატიფიკაციო დოკუმენტები უნდა გაიცვალოს რაც შეიძლება მოკლე დროში.
2. ეს შეთანხმება ძალაში შევა სარატიფიკაციო დოკუმენტების გაცვლის შემდეგ და მისი დებულებები იმოქმედებენ:
a) საქართველოში:
დადგენილ გადასახადებზე ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგი ნებისმიერი საფინანსო წლიდან, რომელიც იწყება კალენდარული წლის 1 იანვრიდან ან მის შემდეგ.
b) გაერთიანებულ სამეფოში:
(
i) საშემოსავლო გადასახადსა და ქონების ნამეტ ღირებულებაზე გადასახადზე ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგი კალენდარული წლის 6 აპრილიდან ან მის შემდეგ;
(
ii) კორპორაციულ გადასახადზე ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგი ნებისმიერი საფინანსო წლიდან, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი აპრილიდან ან მის შემდეგ.
მუხლი 30🔗. მოქმედების შეწყვეტა
1. ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით და შეიძლება შეწყვეტილ იქნეს თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მისი ძალაში შესვლის დღიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე დიპლომატიური არხებით შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს წერილობითი შეტყობინებით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას:
a) საქართველოში:
დადგენილ გადასახადებზე ამგვარი შეტყობინების შემდეგი საფინანსო წლიდან, რომელიც იწყება კალენდარული წლის 1 იანვრიდან ან მის შემდეგ.
b) გაერთიანებულ სამეფოში:
(
i) საშემოსავლო გადასახადსა და ქონების ნამეტ ღირებულებაზე გადასახადზე ამგვარი შეტყობინების შემდეგი კალენდარული წლის 6 აპრილიდან ან მის შემდეგ;
(
ii) კორპორაციულ გადასახადზე ამგვარი შეტყობინების შემდეგი ფინანსური წლიდან, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი აპრილიდან ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2004 წლის 13 ივლისს, ქ. ლონდონში, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)