საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ
მიღების თარიღი 05.07.2000
ძალაში შესვლა 22.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480180000.03.030.000561
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/10/2005
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია ) | ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია ) |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს მთავრობა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი;
ითვალისწინებენ რა, რომ საბაჟო კანონმდებლობების დარღვევები ზარალს აყენებენ მათი ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ ინტერესებს ისევე, როგორც ვაჭრობის კანონიერ ინტერესებს;
ითვალისწინებენ რა ექსპორტირებული და იმპორტირებული საქონლის სწორად დაბეგვრის და საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადების ამოღების, ასევე აკრძალვის, შეზღუდვის და კონტროლის მოთხოვნების ზუსტად შესრულების მნიშვნელობას;
დარწმუნებულნი არიან, რომ საბაჟო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მიმართული დარღვევების თავიდან აცილების ცდები, ექსპორტსა და იმპორტზე გადასახადების ამოღების უზრუნველყოფის ცდები უფრო ეფექტურად განხორციელდება მათი საბაჟო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მეშვეობით;
ითვალისწინებენ რა საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს 1953 წლის 5 დეკემბრის რეკომენდაციას ორმხრივი ადმინისტრაციული დახმარების შესახებ;
ითვალისწინებენ რა, აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ერთიანი კონვენციის (ნიუ-იორკი, 1961 წლის 30 მარტი), გაეროს ეგიდით შემუშავებული ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ კონვენციის (ვენა, 1971 წლის 21 თებერვალი) ისევე, როგორც ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის შესახებ გაეროს კონვენციის (ქ.ვენა, 1988 წლის 19 დეკემბერი) დებულებებს.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. განმარტებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
1. „საბაჟო კანონმდებლობა“ გულისხმობს საბაჟო სფეროს საქმიანობის მარეგულირებელ საბაჟო კოდექსს, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ეხება საქონლის იმპორტს, ექსპორტს, ტრანზიტსა და სხვა საბაჟო რეჟიმებს, საბაჟო გადასახადებს, საბაჟო მოსაკრებლებს, სხვა გადასახადებს, რომლებსაც ამოიღებს საბაჟო ორგანო, აგრეთვე, აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომებს.
2. „დარღვევა“ გულისხმობს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის მცდელობას.
3. „საბაჟო ორგანო“ გულისხმობს:
საქართველოსათვის – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს.
ლატვიის რესპუბლიკაში – სახელმწიფო საშემოსავლო სამსახურის ეროვნული საბაჟო კომიტეტი.
4. „მოთხოვნის წარმდგენი ორგანო“ გულისხმობს მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ითხოვს საბაჟო საკითხებში დახმარებას.
5. „მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო“ გულისხმობს მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც იღებს თხოვნას საბაჟო საკითხებში დახმარების თაობაზე.
6. „კონტროლირებადი მიწოდება“ გულისხმობს: ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ან მათი შემცველი ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი და რადიოაქტიური ნივთიერებების, მომწამვლელი გაზის უკანონო ან საეჭვო ნებართვის ტექნიკას, რომლის დოსაც გადაზიდვა ხორციელდება მათი კომპეტენტური ორგანოების ქვეშ ან მათი მიღება იმ მიზნით, რომ დადგინდეს ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში ჩაბმული პიროვნებები.
მუხლი 2🔗. შეთანხმების მიზნები
მხარეები, თავიანთი საბაჟო ორგანოების მეშვეობით და შეთანხმების დებულებების თანახმად ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას:
საბაჟო კანონმდებლობის ზუსტად შესრულების უზრუნველყოფაში;
a) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილებასა და აღკვეთაში;
b) საბაჟო კანონმდებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიწოდებასა და შეტყობინებაში.
2. ამ შეთანმხებით გათვალისწინებული დახმარება განხორციელდება მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და მისი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში. აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო დახმარებისათვის მიმართავს სხვა კომპეტენტურ ორგანოს, მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ინფორმაციის გადაცემა
1. საბაჟო ორგანოები მოთხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება მათ უზრუნველყონ სიზუსტე:
a) საბაჟო გადასახადების, სხვა გადასახადების, მოსაკრებლების და ჯარიმების შეგროვებაში, რომელთაც ამოიღებს საბაჟო ორგანო, კერძოდ; ამ ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც ხელს შეუწყობს საქონლის ღირებულების განსაზღვრასა და მათი სატარიფო კლასიფიკაციის დადგენას;
b) იმპორტსა და ექსპორტზე აკრძალვებისა და შეზღუდვების განხორციელებაში;
c) ეროვნული კანონმდებლობის შესრულებაში, რომლებსაც არ ეხება ერთი ან მეორე მხარის მიერ დადებული შეთანხმებები.
2. თუ მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო არ ფლობს მოთხოვნილ ინფორმაციას, ის მოიპოვებს ამ ინფორმაციას თავის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო ინფორმაციას შეაგროვებს ისე, როგორც ამას მოიმოქმედებდა საკუთარი მიზნებისათვის.
მუხლი 4🔗
საბაჟო ორგანოები, მოთხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას:
a) ერთი მხარის ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი კანონის შესაბამისად არის თუ არა ექსპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიიდან; ან,
b) ერთი მხარის ტერიტორიიდან ექსპორტირებული საქონელი კანონის შესაბამისად არის თუ არა იმპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიაზე; ან,
c) ერთი მხარის ტერიტორიიდან ხელსაყრელი პირობებით ექსპორტირებული საქონელი, შესაბამისად, იქნა იმპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიაზე, თუ არა. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ინფორმაცია ამ საქონლის მიმართ განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შესახებ.
მუხლი 5🔗
ერთ-ერთი მხარის საბაჟო ორგანოები თავისი ინიციატივით ან მოთხოვნის საფუძველზე მეორე მხარის საბაჟო ორგანოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, კერძოდ:
a) იმ პირთა შესახებ, რომლებიც ცნობილნი ან ეჭვმიტანილნი არიან მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევაში; ან ჩაიდინეს ასეთი დარღვევები;
b) ახალი საშუალებებისა და მეთოდების შესახებ, რომლებიც გამოიყენება საქონლის უკანონო ბრუნვაში;
c) საქონლის შესახებ, რომელიც მიჩნეულია უკანონო ბრუნვის საგნად;
d) სატრანსპორტო საშუალებების და კონტეინერების შესახებ, თუ ცნობილია, ან, არსებობს მოსაზრება, რომ ისინი გამოიყენება მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებში;
e) შენობები, რომლებიც გამოიყენება, ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაჟო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მეორე მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗
ერთი მხარის საბაჟო ორგანო თავისი ინიციატივით ან მოთხოვნის საფუძველზე მიაწვდის მეორე მხარის საბაჟო ორგანოს მოხსენებებს, მტკიცებულებათა ჩანაწერებს, ან დოკუმენტების დამოწმებული ასლებს, რომლებიც შეიცავენ არსებით ცნობებს გამოვლენილი, ან დაგეგმილი შეთანხმების თაობაზე, რომელიც ამხელს ან ადასტურებს იმ მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.
ფაილებისა და დოკუმენტების დედნები გამოითხოვება იმ შემთხვევაში, როდესაც დამოწმებული ასლები შეიძლება საკმარისი იყოს. გამოთხოვილი ფაილები და დოკუმენტები უკან უნდა იქნეს დაბრუნებულნი შესაძლო მოკლე ვადაში.
მუხლი 7🔗
შეთანხმებით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი ფორმით შესრულებული კომპიუტიზირებული ინფორმაციით, რომელიც იმავე მიზნით არის შესრულებული. ამავე დროს მიწოდებული უნდა იქნეს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია მასალების განმარტებისათვის ან გამოსაყენებლად.
მუხლი 8🔗. პიროვნებებზე, საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე ზედამხედველობა
ერთი მხარის საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით ან მეორე მხარის საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს ზედამხედველობას:
- იმ პიროვნებების გადაადგილებაზე, კერძოდ, თავის ტერიტორიაზე მათ შესვლასა და გასვლაზე, რომლებიც ცნობილნი, ან ეჭვმიტანილნი არიან, ან ჩაიდენენ მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებში;
- ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებებსა და კონტეინერებზე, რომლებიც გამოიყენება, ან, არსებობს მოსაზრება, რომ მათ იყენებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებში;
- საქონლის გადაადგილებაზე, რომელთა შესახებ მეორე მხარეს აცნობა, რომ ისინი ზრდიან უკანონო ბრუნვას მის ტერიტორიაზე, ან, მისი ტერიტორიიდან, ან, არსებობს მოსაზრება ამის თაობაზე.
მუხლი 9🔗. კონტროლირებადი მიწოდება
1. მხარეები, თავიანთი შიდა სამართლებრივი სისტემების ძირითადი პრინციპების შესაბამისად, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იღებენ აუცილებელ ზომებს საერთაშორისო დონეზე კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისათვის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული, ან მათთან გათანაბრებული ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, ტოქსიკური გაზის, ასაფეთქებელი და რადიაქტიური მასალების უკანონო ბრუნვაში ჩაბმულნი და მათ წინააღმდეგ პირების იდენტიფიკაციებზე მოქმედებებით საბრძოლველად.
2. გადაწყვეტილება კონტროლირებადი მიწოდების გამოყენების შესახებ მიიღება თითოეული შემთხვევისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მხედველობაში მიიღონ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი ფინანსური შეთანხმებები.
3. კომპეტენტური ორგანოების ურთიერთშეთანხმებით უკანონო გადაზიდვების კონტროლირებადი მიწოდება შეიძლება შეჩერებულ ან ნებადართულ იქნეს ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული, ან მათთან გათანაბრებული ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, მომწამვლელი გაზის, ასაფეთქებელი და რადიაქტიული მასალების მიმართ, რომლებიც ამოღებულია ან შეცვლილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
მუხლი 10🔗. მოკვლევები
1. მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო განცხადების საფუძველზე იწყებს ოფიციალურ მოკვლევას იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც მიმართულია მოთხოვნის წარმდგენი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის წინააღმდეგ. იგი აცნობებს ასეთი მოკვლევის შედეგებს მოთხოვნის წარმდგენ საბაჟო ორგანოს.
2. ასეთი მოკვლევა ტარდება მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს მხარე მოქმედებს ისე, თითქოს მოკვლევას თავისი მიზნებისათვის ატარებდეს.
3. მოთხოვნის მიმღებ საბაჟო ორგანოს შეუძლია ნება დართოს მოთხოვნის წარმდგენი მხარის თანამდებობის პირებს, დაესწრონ ასეთ მოკვლევას.
მუხლი 11🔗. ექსპერტები და მოწმეები
1. სასამართლოს, ან ერთ-ერთი მხარის ორგანოთა მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც განიხილავენ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებს, მეორე მხარის საბაჟო ორგანო უფლებამოსილებას ანიჭებს თავის თანამდებობის პირებს, გამოცხადდნენ ექსპერტებად და მოწმეებად სასამართლოში, ან, ამ ორგანოებში.
ეს თანამდებობის პირები წარადგენენ მონაცემებს, რომლებიც ეხება მათ მიერ დადგენილ ფაქტებს და თუ რა კომპეტენციით გამოვა თანამდებობის პირი.
2. ექსპერტებისა და მოწმეებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ მოთხოვნაში ნათლად უნდა იქნას მითითებული საქმის არსის შესახებ და გამოძახებული თანამდებობის პირების კომპეტენციის თაობაზე.
საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირების მიწვევა ექსპერტებად და მოწმეებად უნდა მოხდეს მხარეთა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12🔗. ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოყენება
1. ამ შეთანხმებით მიღებული ინფორმაცია, დოკუმენტები და სხვა მონაცემები არ გამოიყენება სხვა მიზნებისათვის, ვიდრე ამ შეთანხმებაშია მოცემული, თუ ამის თაობაზე არ არის მათი მომწდებელი საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობა. ეს დებულებები არ ვრცელდება იმ ინფორმაციის, დოკუმენტებისა და სხვა მონაცემების მიმართ, რომლებიც ეხება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპულ, ან მათთან გათანაბრებულ ნივთიერებებთან, იარაღთან, საბრძოლო მასალებთან, მომწამვლელ გაზთან, ასაფეთქებელ და რადიაქტიულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ დარღვევებს.
2. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიწოდებულია შეთანხმებიდან გამომდინარე ფორმით, კონფიდენციალურია, ინფორმაცია დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების ვალდებულებით და მიმღები მხარის მოქმედი კანონმდებლობით.
3. ერთ-ერთი მხარის საბაჟო ორგანოს შეუძლია სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებში, მოხსენებებსა და მონაცემებში გამოიყენოს შეთანხმების შესაბამისად მტკიცებულების სახით მიღებლი ინფორმაცია, შეთანმხების მიზნებისათვის და მის ფარგლებში. ასეთი ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოყენება სასამართლოში მტკიცებულების სახით და მათი მნიშვნელობა განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით.
მუხლი 13🔗. მიწოდება/შეტყობინება
მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანო, თავის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიაწვდის/შეატყობინებს ფიზიკურ პირს და მის ტერიტორიაზე არსებულ და დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ამ შეთანმხების ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს და გადაწყვეტილებას, რომლებიც მიღებულია მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოდან.
მუხლი 14🔗. დახმარების შესახებ მოთხოვნის ფორმა და შინაარსი
1. შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნა სრულდება წერილობით. ასეთი მოთხოვნის აღსრულებისათვის აუცილებელი დოკუმენტები მოთხოვნას თან ერთვის. მოთხოვნის გადაუდებლობის გამო მისაღებია მისი ზეპირი ფორმა, მაგრამ გადაუდებლად უნდა დადასტურდეს წერილობით.
2. ამ მუხლის პირველი პარაგრაფის გათვალისწინებით, მოთხოვნა შეიცავს ინფორმაციას:
a) მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანოს შესახებ;
b) მოთხოვნილი ღონისძიება;
c) მოთხოვნის ობიექტისა და მიზეზის შესახებ;
d) გამოსაყენებელი კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების შესახებ;
e) მოპოვებული და შეძლებისდაგვარად ამომწურავი ნიშნების შესახებ იმ ფიზიკური და იურიდიული პირების თაობაზე, რომლებიც მოკვლევის ობიექტები არიან;
f) შესაბამისი ფაქტების მიმოხილვის შესახებ, გარდა მე-12 მუხლში მოცემული შემთხვევებისა.
3. მოთხოვნა სრულდება მოთხოვნის მიმღები მხარის ოფიციალურ ენაზე, ინგლისურად ან ნებისმიერ ენაზე, რომელიც მისაღებია მოთხოვნის მიმღები საბაჟო ორგანოსათვის.
4. თუ მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ოფიციალურ მოთხოვნებს, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მისი შესწორება ან დასრულება, ეს გავლენას არ იქონიებს წინასწარი ღონისძიებების განხორციელებაზე.
მუხლი 15🔗. გამონაკლისები დახმარების გაწევის ვალდებულებიდან
1. თუ მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანო თვლის, რომ დახმარების შესახებ მოთხოვნის საფუძველზე ირღვევა მოთხოვნის მიმღები მხარის სუვერენიტეტი, საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება ან სხვა არსებითი ინტერესები, ან, თუ მოიცავს მხარის ტერიტორიაზე სამრეწველო, სავაჭრო ან პროფესიულ საიდუმლოებათა დარღვევას; ასეთი დახმარება შეიძლება იქნას უარყოფილი ან შესრულდეს გარკვეული პირობების დაცვით.
2. თუ დახმარების შესახებ მოთხოვნა არ შეიძლება იქნეს შესრულებული, მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო ორგანო დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინფორმირებული და ეცნობოს მას დახმარების უზრუნველყოფის უარის მიზეზების შესახებ.
მუხლი 16🔗. ხარჯები
თითოეული საბაჟო ორგანო უარს აცხადებს ყველა იმ პრეტენზიის დაკმაყოფიელბის შესახებ, რომელიც შეეხება შეთანხმების შესრულებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, გარდა ექსპერტების, მოწმეების, თარჯიმნებისა და მთარგმნელებისათვის, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო მოხელეებად, გაწეული ხარჯებისა.
მუხლი 17🔗. იმპლემენტაცია
1. ამ შეთანმხებით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენა უზრუნველყოფილი იქნება უშუალოდ მხარეთა საბაჟო ორგანოებს შორის.
2. მხარეთა საბაჟო ორგანოების მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას შეთანმხების შესრულებისათვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე.
3. მხარეთა საბაჟო ორგანოები შეეცდებიან ორმხრივი თანხმობით გადაწყვიტონ ნებისმიერი უთანხმოება ან განსხვავება, რომელიც წამოიჭრება შეთანხმების განმარტების და გამოყენების დოს. უთანხმოება, რომლის მიმართ ვერ იქნა ნაპოვნი გადაწყვეტილება, მოგვარდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 18🔗. ტერიტორიის გამოყენება
შეთანხმება გამოყენებულ უნდა იქნეს ორივე მხარის საბაჟო ტერიტორიაზე.
მუხლი 19🔗. ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
1. ეს შეთანხმება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
2. თითოეული მხარე დიპლომატიური არხებით შეატყობინებს მეორე მხარეს მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ. შეთანხმება ძალაში შედის ბოლო შეტყობინების მიღებიდან მესამოცე (60) დღეს.
3. შეთანმხება მოქმედებას წყვეტს დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ, რის დასტურადაც, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილებმა ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. თბილისში 2000 წლის 5 ივლისს ორ პირად, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების დებულებების განმარტების დროს წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია
)
ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია
)