საქართველოს მთავრობასა და ლატვიიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

მიღების თარიღი 05.07.2000
ძალაში შესვლა 28.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000563
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 07/11/2005
matsne.gov.ge 1,963 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.2000 მიღება
28.10.2005 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ლატვიიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:14.15pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი), ურთიერთმოქმედების პრინციპებისა და ორმხრივი ინტერესების საფუძველზე საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ლიბერალიზაციის მიზნით, აგრეთვე, ორ ქვეყანას შორის და მათი ტერიტორიების გავლით საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობისა და ტვირთების ტრანსპორტირების ხელშეწყობის სურვილით, შეთანხმდნენ შემდეგზე: I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. განსაზღვრებანი 1. „რეგისტრაციის ქვეყანა“ ნიშნავს მონაწილე მხარის ტერიტორიას, სადაც სატრანსპორტო სააგენტო ფუძნდება და სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირდება. 2. „მასპინძელი ქვეყანა“ ნიშნავს მხარის ტერიტორიას, სადაც სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება სატრანსპორტო ოპერაციებში, გარდა იმ ქვეყნისა, სადაც სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა რეგისტრაცია. 3. „გადამზიდავი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, დაფუძნებულს საქართველოში ან ლატვიის რესპუბლიკაში, რომელიც უფლებამოსილია, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისა და საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, განახორციელოს საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები. 4. ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს: - მგზავრთა გადაყვანისას – ნებისმიერ ძრავიან საგზაო სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, აღჭურვილია ცხრაზე მეტი ადგილით, მძღოლის ადგილის ჩათვლით და რეგისტრირებულია ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე. - ტვირთების გადაზიდვისას – ნებისმიერ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, განკუთვნილია და ჩვეულებრივ გამოიყენება ტვირთების გადასაზიდად. ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, ეს ტერმინი აგრეთვე, გამოიყენება ნებისმიერი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის მიმართებაში, რომელიც შეწყვილებულია ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებასთან, მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის რეგისტრაციის ადგილის გაუთვალისწინებლად, აგრეთვე, საგზაო-სატრანსპორტო საშუალებათა ნებისმიერ კომბინაციასთან მიმართებაში. 5. „ნებართვა“ ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც გადამზიდავს ანიჭებს უფლებას, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელოს სატრანსპორტო ოპერაციები. 6. „ტრანზიტი“ ნიშნავს მგზავრების გადაყვანას (ჩასხდომის ან გადმოსხდომის გარეშე) ან ტვირთების გადაზიდვას (დატვირთვის ან გადმოტვირთვის გარეშე) ერთ-ერთი მხარის გადამზიდავის საშუალებით მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიის გავლით. 7. „კვოტა“ ნიშნავს ნებართვათა რაოდენობას, რომელიც შეთანხმებულია ერთობლივი კომიტეტის მიერ, დაფუძნებულია წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის მიხედვით და ყოველწლიურად იცვლება მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ. 8. „კაბოტაჟი“ ნიშნავს ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას და ტვირთის გადაზიდვას მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის. მუხლი 2🔗. საქმიანობის სფერო წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ოპერაციების მიმართ, რომელიც ხორციელდება გადამზიდავის მიერ თავის რეგისტრაციის ქვეყანაში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. გადამზიდავი უფლებამოსილია განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ოპერაციები ქირით, წახალისებით ან საკუთარი ანგარიშით და შეუძლია განახორციელოს ასეთი ოპერაციები სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან, სხვა ქვეყნის ტერიტორიისაკენ ან მათი ტერიტორიების გავლით სხვა ქვეყნებში ტრანზიტით. მუხლი 3🔗. ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და დოკუმენტთა აღიარება 1. გადამზიდავები და მათი შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობასა და დებულებებს, მაშინ, როდესაც საგზაო-სატრანსპორტო ოპერაციები ხორციელდება მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში. 2. წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელებისას, მძღოლს უნდა გააჩნდეს მოქმედი ეროვნული ან საერთაშორისო მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და რეგისტრაციის ქვეყნის განმასხვავებელი ნიშნები.     მუხლი 4🔗. ერთობლივი კომიტეტი და კომპეტენტური ორგანოები 1. წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა გამოყენებისათვის ორივე მონაწილე მხარე აარსებს ერთობლივ კომიტეტს, რომელიც ყალიბდება მონაწილე მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ დანიშნული წარმომადგენლებისაგან. 2. წინამდებარე ერთობლივი კომიტეტი შეიკრიბება რომელიმე მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე; შეხვედრები გაიმართება მონაცვლეობით, მონაწილე მხარეების ტერიტორიებზე არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 3. ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეეხება წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა თუ გამოყენებას, უნდა გადაწყდეს ერთობლივი კომიტეტის მიერ. 4. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ: - საქართველოს მხრიდან, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტო; - ლატვიიის რესპუბლიკის მხრიდან, ტრანსპორტის სამინისტრო. II. სამგზავრო ტრანსპორტი     მუხლი 5🔗. უფლებამოსილება მონაწილე მხარეების ტერიტორიებს შორის და მათი გავლით სხვა ქვეყნებში სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებულ ყველა სახის ოპერაციას, 7.2 მუხლში გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, უნდა გააჩნდეს მასპინძელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული შესაბამისი ნებართვა.     მუხლი 6🔗. რეგულარული და მაქოსებური მომსახურება 1. რეგულარული და მაქოსებური მომსახურება, რომელიც მოქმედებს მონაწილე მხარეების ტერიტორიებს შორის ან ტრანზიტით მათი გავლით სხვა ქვეყნებში, წინასწარ უნდა იყოს ერთობლივად დამტკიცებული მათი კომპეტენტური ორგანოების მიერ. 2. ტერმინი „რეგულარული მომსახურება“ ნიშნავს მგზავრთა ტრანსპორტირებას გზებზე, წინასწარ შეთანხმებული განრიგითა და ტარიფებით, სადაც მგზავრებს შეუძლიათ ჩასხდნენ ან დატოვონ სატრანსპორტო საშუალება წინასწარ განსაზღვრულ გაჩერებაზე. ეს რეგულარული მომსახურება განხორციელდება ურთიერთმოქმედების საფუძველზე. თითოეულმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გასცეს ნებართვა მარშრუტის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც გადის მის ტერიტორიაზე. 3. მაქოსებური მომსახურება წარმოადგენს ისეთ მომსახურებას, რომლის დროსაც განმეორებადი ორივე მიმართულების რეისების საშუალებით წინასწარ შედგენილი მგზავრთა ჯგუფები გადაადგილდებიან გამგზავრების ადგილიდან დანიშნულების ადგილისაკენ. ყოველი ჯგუფი, რომელიც შედგენილია ერთი მიმართულებით მიმავალი მგზავრებისაგან, უკან გამგზავრების ადგილზე დაბრუნდებიან ბოლო რეისით. 4. გადამზიდავებმა რეგულარული და მაოსებრი მომსახურებისათვის განაცხადით უნდა მიმართონ თავიანთი რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპეტენტური ორგანო დაამტკიცებს განაცხადს, იგი რეკომენდაციას და შესაბამის დოკუმენტებს გადაუგზავნის მასპინძელი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს. 5. ერთობლივმა კომიტეტმა უნდა: a)დაადგინოს პირობები და მოთხოვნები, რომლებიც შესრულდება განაცხადის მეშვეობით, და გადასაგზავნ დოკუმენტთა ნუსხა, წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; b)ორმხრივი მომსახურების შემთხვევაში განსაზღვროს გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილი.     მუხლი 7🔗. არარეგულარული მომსახურება 1. არარეგულარული მომსახურება აღნიშნავს ისეთ მომსახურებას, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლში წარმოდგენილ არც რეგულარული მომსახურების განმარტებას და არც მაქოსებრი მომსახურების განმარტებას. 2. ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული შემდეგი სახის არარეგულარული მომსახურებანი არ საჭიროებს არანაირი სახის სატრანსპორტო ნებართვას: a) „წრიული რეისით მომსახურება“, ე.ი. მომსახურება, რომლის დროსაც ერთი და იმავე შემადგენლობის მგზავრთა ჯგუფი მთელი მგზავრობის მანძილზე გადაიყვანება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით და ბრუნდება უკან გამგზავრების ადგილზე; b) მომსახურება, რომლის დოსაც სატრანსპორტო საშუალება გარე რეისს ახორციელებს დატვირთული და უკან ბრუნდება დაუტვირთავი; c) მომსახურება, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალება გარე რეისს ახორციელებს დაუტვირთავი და უკან ბრუნდება დატვირთული: - შეადგენს ჯგუფს, ჩამოყალიბებულს საეკიპაჟო კონტრაქტის შესაბამისად, რომელიც დადებულ იქნა მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მათ ჩასვლამდე, სადაც ისინი აყვანილ და გადაყვანილ იქნენ რეგისტრაციის ქვეყანაში; - წინასწარ იქნენ ჩაყვანილნი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე იმავე გადამზიდის მიერ, სადაც ისინი აყვანილ და გადაყვანილ იქნენ რეგისტრაციის ქვეყანაში; d) სატრანზიტო ტრანსპორტი, რომელიც წარმოდგენილია იდენტურ a), b) ან c) პუნქტებით განსაზღვრულ მომსახურებაში; e) მოძრაობს ავტობუსით (ეკიპაჟით), რომელიც გაგზავნილია დაზიანებული ავტობუსის შესაცვლელად. 3. მე-2 პუნქტში წარმოდგენილი მომსახურების სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იქონიონ სათანადოდ დასრულებული, გადამზიდის მიერ ხელმოწერილი და კომპეტენტური ორგანოს მიერ ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მგზავრთა სიას. 4. დოკუმენტი უნდა დასრულდეს წარმდგენ ქვეყანაში და იგი რეისის განმავლობაში თან უნდა იყოს იმ სატრანსპორტო საშუალებაში, რომლისთვისაც ის შედგა, უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარსადგენად. 5. ყველა სხვა დანარჩენი სახის მომსახურება, რომელიც არ არის აღნიშნული მე-6 და მე-7.2. მუხლებში ექვემდებარება ნებართვას, რომელიც გაცემულია კომპეტენტური ორგანოების მიერ მასპინძელი ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობასთან და საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში. III. ტვირთის გადაზიდვა მუხლი 8🔗. ნებართვის გაცემის რეჟიმი 1. თუ ერთობლივი კომიტეტის მიერ სხვაგვარად არ იქნა უზრუნველყოფილი, გადამზიდავებს შეუძლიათ მასპინძელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული წინასწარ მოპოვებული ნებართვის საფუძელზე, განახორციელონ ტვირთების გადაზიდვა როგორც მონაწილე მხარეთა ტერიტორიებს შორის, ასევე მათი ტერიტორიების გავლით სხვა ქვეყნებში. 2. გადამზიდავებს შეუძლიათ განახორციელონ ტვირთების გადაზიდვა მასპინძელ ქვეყანასა და მესამე ქვეყანას შორის, თუ მათ წინასწარ ექნებათ მოპოვებული მასპინძელი ქვეყნის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა. 3. ნებართვა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ გადამზიდავის მიერ, რომელზეც იგი გაიცა და არ უნდა იყოს სხვისთვის მისაწვდომი. ნებართვა უნდა ინახებოდეს სატრანსპორტო საშუალებაში მთელი რეისის მანძილზე და უფლებამოსილი საკონტროლო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში იქნეს წარდგენილი. 4. ორივე მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოები ყოველწლიურად გაცვლიან ტვირთების გადაზიდვაზე ერთობლივად მიღებულ ნებართვებს, ერთობლივად მიღებული კვოტების ფარგლებში. მუხლი 9🔗. გამონაკლისი ნებართვის მოთხოვნებიდან 1. ნებართვის მოთხოვნებიდან თავისუფლდებიან შემდეგი სახის სატრანსპორტო სახეობანი: a) სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რომლის წონის ზღვრული ნორმა დატვირთულ მდგომარეობაში (TPLW), მისაბმელის ჩათვლით, არ აღემატება 6 ტონას ან როდესაც დასაშვები მარგი ტვირთი, მისაბმელის ჩათვლით, არ აღემატება 3,5 ტონას; b) გაუთვალისწინებელი გადაზიდვა, აეროპორტში ან აეროპორტიდან, როდესაც მომსახურება იცვლის მიმართულებას; c) დაზიანებული ან ავარიული, აგერთვე, შემკეთებელი სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვა; d) სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს დაუტვირთავი, რათა შეცვალოს სხვა ქვეყანაში დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება და, აგრეთვე, შეკეთებული სატრანსპორტო საშუალება უკან დაბრუნებისას; e) საოკეანო გემებისა და თვითმფრინავებისათვის სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობების გადაზიდვა: f) მედიკამენტებით მომარაგებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გადაზიდვა, რომელიც საჭიროა საგანგებო შემთხვევებისას, კერძოდ, სტიქიური უბედურებისა და ჰუმანიტარული დახმარების შემთხვევაში; g) ბაზრობებისა და არაკომერციული დანიშნულების გამოფენებისათვის განკუთვნილი ნამუშევრებისა და ხელოვნების ნიმუშების გადაზიდვისას; h) არაკომერციული დანიშნულების საკუთრების, თეატრალური, მუსიკალური, ფილმების, სპორტული ან საცირკო წარმოდგენებისათვის, საგამოფენოდ და სადღესასწაულოდ, აგრეთვე, რადიოჩანაწერების, ფილმების ან სატელევიზიო გადაცემისათვის განკუთვნილი დეკორაციებისა და ცხოველების გადაზიდვისას; i) მიცვალებულის გადაყვანა; j) ფოსტის გადაზიდვა, როგორც საზოგადოებრივი მომსახურება; k) ახლად შეძენილი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების პირველი დაუტვირთავი რეისი; l) საოჯახო მოძრავი ქონების გადაზიდვა. 2. ერთობლივი კომიტეტი უფლებამოსილია შეიტანოს შესწორებები იმ გადაზიდვათა სახეობების ნუსხაში, რომლებიც წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ნებართვის მოთხოვნებიდან არიან გათავისუფლებულნი და შეთანხმდნენ იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ზემოაღნიშნული გადაზიდვების განხორციელებისას წარდგენილი იქნება საზღვარზე. IV. სხვა დებულებები მუხლი 10🔗. კაბოტაჟი გადამზიდავებს კაბოტაჟის განხორციელება არ შეუძლიათ მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მუხლი 11🔗. დარღვევები 1. იმ შემთხვევაში, თუ ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამზიდავი ან სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობა საზღვარზე არ დაიცავს მასპინძელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობას, ან წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს, ან ნებართვაში აღნიშნულ პირობებს, წარმდგენი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო მასპინძელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე განახორციელებს შემდეგ ზომებს: a) გასცემს გაფრთხილებას იმ გადამზიდავის სახელზე, რომელმაც ჩაიდინა დარღვევა; b)დროებით გააუქმებს ან ჩამოართმევს ნებართვებს, რომლებიც გადამზიდავს უფლებას აძლევს განხორციელოს გადაზიდვები იმ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც მოხდა შემოთავაზება. 2. იმ კომპეტენტურმა ორგანომ, რომელიც მიიღებს ასეთ ზომებს, ამის შესახებ უნდა აცნობოს მასპინძელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლისგანაც მოხდა შემოთავაზება. 3. წინამდებარე მუხლის დებულებები არ გამორიცხავს კანონიერ სანქციებს, რომლებიც შეიძლება წარმოდგენილ იქნეს იმ ქვეყნის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, სადაც მოხდა დარღვევა. მუხლი 12🔗. დაბეგვრა 1. ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები, განახორციელებენ რა ტვირთების  გადაზიდვას კვოტების და წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლში აღნიშნული გადაზიდვების სახეობათა ფარგლებში და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასპინძელ ქვეყანაში მგზავრთა რეგულარული გადაყვანის შესაბამისად, ურთიერთგაცვლის პრინციპზე გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან და ანაკრეფებისაგან, რომლებიც მათ ეკისრებათ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისა და ფლობისათვის და მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული სატრანსპორტო ოპერაციებისათვის დაკისრებული გადასახადებისაგან და ანაკრეფებისაგან, თუ ერთობლივი კომიტეტის მიერ სხვაგვარად არ არის მოწოდებული 2. მიუხედავად ამისა, ეს გამონაკლისები არ შეეხება საგზაო ანაკრეფების, სახიდო ანაკრეფებისა და სხვა მსგავსი ხარჯების დაფარვას, რომლებიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს განურჩევლობის პრინციპის საფუძველზე. 3. წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო გადასახადებისაგან  თავისუფლდებიან: a) სატრანსპორტო საშუალებები; b) სატრანსპორტო საშუალებების სტანდარტული ზომის ავზში და გამაგრილებელი მოწყობილობების ავზში მოთავსებული საპოხი საშუალებები და საწვავი; c) მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე იმპორტირებული სათადარიგო ნაწილები, რომლებიც გამიზნულია დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალებათა მომსახურების დროს. გამოცვლილი ნაწილები უნდა რეექსპორტირდეს ან განადგურდეს კომპეტენტური საბაჟო ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ.     მუხლი 13🔗. საშიში ტვირთი საშიში ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისას გადამზიდველები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან რომელიმე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, უნდა დაემორჩილონ საშიში ტვირთების საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვის შესახებ ევროპული შეთანხმების დებულებებს (ADR).     მუხლი 14🔗. წონა და ოდენობა 1. სატრანსპორტო საშუალებათა წონასა და ოდენობასთან მიმართებაში, თითოეული მონაწილე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ მეორე მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ წაუყენებს იმაზე მკაცრ პირობებს, ვიდრე საკუთარ ტერიტორიაზე დარეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე აქვს დაწესებული. 2. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო ოპერაციებისას სატრანსპორტო საშუალების წონა და ოდენობა, დატვირთულ ან დაუტვირთავ მდგომარეობაში, აჭარბებს მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს, იგი საჭიროებს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ სპეციალურ ნებართვას. გადამზიდველმა სრულად უნდა დააკმაყოფილოს ასეთ ნებართვაში განსაზღვრული ყველა მოთხოვნა.     მუხლი 15🔗. საერთაშორისო ვალდებულებები ამ შეთანხმების დებულებები არ გავრცელდება ორი ქვეყნის იმ უფლებებსა ან ვალდებულებებზე, რომლებიც განსაზღვრულია საერთაშორისო კონვენციებით, შეთანხმებებითა და საკანონმდებლო აქტებით.     მუხლი 16🔗. ძალაში შესვლა და ხანგრძლივობა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მონაწილე მხარეების მიერ შესაბამისი კონსტიტუციური მოთხოვნების შესრულების დამადასტურებელი დიპლომატიური ნოტების ურთიერთგაცვლის დღიდან. 2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთი მონაწილე მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით არ აუწყებს მეორე მონაწილე მხარეს მისი დენონსაციის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმების დენონსაცია მოხდება მეორე მონაწილე მხარის წერილობითი შეტყობინებიდან ექვსი თვის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში, 2000 წლის 5 ივლისს, ორ ორიგინალურ პირად ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განმარტების დროს დავების წამოჭრის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)