საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ
მიღების თარიღი 05.10.2005
ძალაში შესვლა 05.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480400000.03.030.000578
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 10/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
აღიარებენ რა
, ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის ინვესტიციათა დაცვის საჭიროებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე;
მიზნად ისახავენ რა უფრო მეტად შეუწყონ ხელი ერთმანეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას, ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებისა და კომპანიების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით;
აღიარებენ რა, რომ შეთანხმება იმ რეჟიმის შესახებ, რომელიც უნდა მიენიჭოს ასეთ ინვესტიციებს წაახალისებს კერძო კაპიტალის მოზიდვასა და ხელშემკვრელი მხარეების ეკონომიკურ განვითარებას;
თანხმდებიან რა, რომ ინვესტიციებისათვის სტაბილური გარემო ხელს შეუწყობს ეკონომიკური რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას და გააუმჯობესებს ცხოვრების სტანდარტებს; და
გადაწყვიტეს რა დაედოთ შეთანხმება ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის,
1. ტერმინი „ინვესტიცია“ გულისხმობს ნებისმიერი სახის აქტივებს ინვესტირებულს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელ მხარის კანონებსა და წესების შესაბამისად ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით:
ა) მოძრავი და უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული საკუთრების უფლებები, ისეთი, როგორიცაა ლიზინგი, იპოთეკა, საგარანტიო უფლება, გარანტიის უზრუნველყოფა, უზუფრუქტი და მსგავსი უფლებები;
ბ) აქციები, ობლიგაციები, თამასუქები (სავალო ვალდებულებები) და კომპანიაში მონაწილეობის სხვა ფორმები;
გ) ფულის მოთხოვნა ან კონტრაქტის შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია, რომელსაც გააჩნია ეკონომიკური ღირებულება;
დ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მათ შორის საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშნები, პატენტები, სამრეწველო ნიმუშები და ტექნიკური პროცესები, ნოუ-ჰაუ, სავაჭრო საიდუმლოებები, სავაჭრო სახელები და გუდვილი;
ე) ბიზნესკონცესია გათვალისწინებული კანონით ან კონტრაქტის საფუძველზე, მათ შორის ბუნებრივი რესურსების მოძიების, დამუშავების, მოპოვებისა და გამოყენების კონცესია.
ფორმის ნებისმიერი სახის ცვლილება, რომლის დროსაც აქტივები არის ინვესტირებული ან რეინვესტირებული, არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას მათ ხასიათზე, როგორც ინვესტიციაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ცვლილება შესაბამისობაშია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებთან და წესებთან, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტირება.
2. ტერმინი „ინვესტორი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
ა) ლატვიის რესპუბლიკის შემთხვევაში:
I) „ფიზიკური პირი“ გულისხმობს ლატვიის მოქალაქეებს, ასევე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ლატვიაში და რომლებიც არ არიან ლატვიის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები, მაგრამ აქვთ უფლება ლატვიის რესპუბლიკის კანონებისა და წესების შესაბამისად მიიღოს არამოქალაქის პასპორტი.
II) „იურიდიული პირი“ გულისხმობს კომპანიებს, ასოციაციებსა და ორგანიზაციებს, რომელნიც ჩამოყალიბებულნი ან შექმნილნი არიან ლატვიის რესპუბლიკის კანონებისა და წესების შესაბამისად.
ბ) საქართველოს შემთხვევაში:
I) ნებისმიერი „ფიზიკური პირი“, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე;
II) ნებისმიერი „იურიდიული პირი“ , რომელიც ჩამოყალიბებულია ან რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ტერმინი „შემოსავალი“ გულისხმობს თანხას, რომელიც მიღებულ იქნა ინვესტიციის საშუალებით, კერძოდ კი მოგებას, სარგებელს; კაპიტალურ მოგებას, დივიდენდებს, როიალტის, სალიცენზიო მოსაკრებლებსა და სხვა მოსაკრებლებს.
4. ტერმინი „ტერიტორია“ გულისხმობს:
(ა) ლატვიის რესპუბლიკასთან მიმართებით:
სახმელეთო ტერიტორიას, შიდა წყლებსა და ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიულ ზღვას და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, ასევე ტერიტორიული ზღვის მიღმა საზღვაო ზონებს, მათ შორის ზღვის ფსკერსა და წიაღისეულს, რომელზეც ლატვიის რესპუბლიკა ახორციელებს სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ასეთ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების მოძიებისა და გამოყენების მიზნით.
(ბ) საქართველოსთან მიმართებით:
მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის, სახმელეთო ტერიტორიას, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს, რომელთა მიმართაც ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართაც საქართველოს შეუძლია კვლევის მიზნით გაავრცელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ინვესტიციათა ხელშეწყობა და დაცვა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს და შექმნის მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთათვის ხელსაყრელ პირობებს, რათა მათ განახორციელონ ინვესტიციები მის ტერიტორიაზე და ასეთ ინვესტიციებს დაუშვებს თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებსა და ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავლებს მიანიჭებს სამართლიან და ობიექტურ რეჟიმს და სრულ და მუდმივ დაცვასა და უსაფრთხოებას.
3. არც ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა შეუშალოს ხელი მის ტერიტორიაზე გაუმართლებელი, დისკრიმინაციული ან თვითნებური ღონისძიებების შემოღებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ ინვესტიციათა გაზრდას, მართვას, შენარჩუნებას, გამოყენებას, სარგებლობასა და გაყიდვას ან სხვა სახის განკარგვის უფლებას.
მუხლი 3🔗. ეროვნული და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს მიანიჭებს არანაკლებ ხელშემწყობ რეჟიმს, ვიდრე ის ანიჭებს თავისი ინვესტორების ან მესამე სახელმწიფოს ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რომელიც უფრო მეტად არის ხელსაყრელი.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მიანიჭებს არანაკლებ ხელშემწყობ რეჟიმს, ვიდრე იგი ანიჭებს თავის ინვესტორებს ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორებს ინვესტიციების გაზრდის, მართვის, შენარჩუნების, გამოყენების, სარგებლობისა და გაყიდვის ან განკარგვის სხვა სახის უფლებების თვალსაზრისით, რომელიც უფრო ხელსაყრელია.
მუხლი 4🔗. გამონაკლისები
წინამდებარე შეთანხმების არცერთი დებულება არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ მოითხოვდეს ხელშემკვრელი მხარის მხრიდან გაავრცელოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე, ასევე ინვესტიციებიდან შემოსავლებზე, ახლა ან მომავალში, ნებისმიერი სახის რეჟიმის სარგებლიანობა, უპირატესობა ან პრივილეგია გამომდინარე:
ა) ნებისმიერი სახის თავისუფალი სავაჭრო ზონის, საბაჟო კავშირის, სავალუტო კავშირის, საერთო ბაზრის და ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების, რომელსაც შედეგად მოჰყვება ასეთი კავშირები ან მსგავსი ინსტიტუტები, წევრობიდან გამომდინარე;
ბ) ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებით ან ნორმებით, რომელიც მთლიანად ან ძირითადად დაკავშირებულია დაბეგვრასთან.
მუხლი 5🔗. ექსპროპრიაცია და კომპენსაცია
1. ხელშემკვრელმა მხარემ პირდაპირ ან ირიბად არ უნდა მოახდინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის ინვესტიციის ექსპროპრიაცია ან ნაციონალიზაცია, ან განახორციელოს ნებისმიერი სახის ღონისძიება, რომელსაც ექნება მსგავსი შედეგი (შემდგომში – ექსპროპრიაცია), გარდა:
ა) საზოგადოებრივი მიზნებიდან გამომდინარე;
ბ) სპეციფიკურ და არადისკრიმინაციულ საფუძველზე;
გ) შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის მიხედვით; და
დ) წინამდებარე მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფების შესაბამისად, დაუყოვნებელი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის გადახდისა.
2. კომპენსაცია უნდა:
ა) გადახდილ იქნეს დაყოვნების გარეშე. დაყოვნების შემთხვევაში, გაცვლითი კურსის დანაკარგი, გამომდინარე აღნიშნული დაგვიანებიდან, დაფარული უნდა იქნეს მასპინძელი ქვეყნის მიერ;
ბ) იყოს ეკვივალენტური ჩამორთმეული ინვესტიციის სამართლიანი საბაზრო ღირებულებისა იმ მომენტისათვის, სანამ მოხდება ექსპროპრიაცია. სამართლიან საბაზრო ფასში არ უნდა აისახოს ნებისმიერი მომხდარი ცვლილება ღირებულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ექსპროპრიაციის შესახებ საზოგადოებისათვის უფრო ადრე გახდა ცნობილი;
გ) იყოს მთლიანად რეალიზებადი და თავისუფლად გადაცემადი;
დ) მოიცავდეს სარგებელს კომერციული განაკვეთით ექსპროპრიაციის დღიდან ფაქტობრივად გადახდის დღემდე, დადგენილს საბაზრო ღირებულებით იმ ვალუტისათვის, რომელშიც ხორციელდება გადახდა.
3. ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, რომელსაც მიაჩნია, რომ დაზარალდა მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ქონების ჩამორთმევით უნდა მიეცეს მისი შემთხვევის დაუყოვნებლად განხილვის უფლება, მათ შორის მისი ინვესტიციის შეფასებისა და კომპენსაციის გადახდისა წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად. ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლო ორგანოს ან სხვა კომპეტენტური და დამოუკიდებელი უფლებამოსილი ორგანოების მიერ.
მუხლი 6🔗. კომპენსაცია დანაკარგებისათვის
1. ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი, რომელმაც განიცადა დანაკარგი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით ომის ან სხვა შეიარაღებული კონფლიქტის გამო, საგანგებო მდგომარეობით, რევოლუციით, აჯანყებით, სამოქალაქო არეულობით ან სხვა მსგავსი მოვლენით ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელი მხარის მიერ უნდა მიენიჭოთ რესტიტუციის, ანაზღაურების, კომპენსაციის ან სხვა სახით ქონების დაბრუნების თვალსაზრისით არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ის, რომელსაც იგი ანიჭებს თავის ინვესტორს ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორებს, რომელიც უფრო მეტად ხელსაყრელი იქნება ინვესტორისათვის.
2. ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი, რომელმაც განიცადა დანაკარგი 1-ელ პარაგრაფში მითითებული ნებისმიერი მოვლენის შედეგად, გამომდინარე:
ა) მეორე ხელშემკვრელი მხარის ძალოვანი სტრუქტურების ან სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი ინვესტიციის მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამორთმევით, ან
ბ) მეორე ხელშემკვრელი მხარის ძალოვანი სტრუქტურების ან სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი ინვესტიციის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებით, რომელიც არ გამომდინარეობდა არსებული მდგომარეობის გადაუდებელი საჭიროებიდან,
ნებისმიერ შემთხვევაში ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის მიერ უნდა მიეცეს რესტიტუცია ან კომპენსაცია, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაუყოვნებელი, ადეკვატური და ეფექტური, და კომპენსაციის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფების შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ტრანსფერები
1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, თავისი წესებისა და კანონების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებისათვის უნდა უზრუნველყოს მათი ინვესტიციების ტრანსფერი, ასევე ინვესტიციებთან დაკავშირებული გადახდების გადარიცხვები. კერძოდ, კი ასეთი გადახდები უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ:
ა) საწყის კაპტალსა და დამატებით თანხებს ინვესტიციის შენარჩუნების ან გაზრდისათვის;
ბ) ინვესტიციებიდან შემოსავლებს;
გ) ინვესტიციის მთლიანად ან ნაწილობრივი გაყიდვით ან ლიკვიდაციით მიღებულ შემოსავლებს;
დ) კონტრაქტის შესაბამისად განხორციელებულ გადახდებს, მათ შორის სესხის გადახდას;
ე) ამ შეთანხმების მე-5 და მე-6 მუხლის შესაბამისად გადასახდელ კომპენსაციას;
ვ) დავის შედეგად წარმოქმნილ გადახდებს;
ზ) შემოსავლებსა და სხვა სახის ანაზღაურებებს პერსონალისათვის, რომელნიც დასაქმებულნი არიან საზღვარგარეთიდან და მუშაობენ ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2. ამას გარდა, თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე მუხლის 1-ლ პარაგრაფში მითითებული გადარიცხვები განხორციელებულ იქნეს თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში და არსებული საბაზრო გაცვლითი კურსით, რომელიც გამოყენებულია ინვესტიციის მიმღებ ხელშემკვრელი მხარის ქვეყანაში და არის გადარიცხვის განხორციელების დღეს.
3. უცხოური ვალუტის ბაზრის არარსებობის შემთხვევაში, გაცვლითი კურსი, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული იქნება ყველაზე ახალი გაცვლითი კურსი ვალუტათა ურთიერთგაცვლისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის „ნაცვალგების სპეციალური უფლების ფარგლებში“.
4. წინამდებარე მუხლის 1-ლ, მე–2 და მე–3 პარაგრაფების დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეაჩეროს გადარიცხვა სამართლიანი, არადისკრიმინაციული, თავისი კანონების კეთილსინდისიერად გამოყენების მეშვეობით, დაკავშირებული:
ა) გაკოტრების, გადახდისუუნარობის ან კრედიტორთა უფლებების დაცვის შემთხვევაში;
ბ) ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსის, ოფციონების, ან მეორადი ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვებასთან, ვაჭრობასთან, საქმიანობასთან;
გ) კრიმინალურ ან საჯარიმო თანხებთან;
დ) ფინანსურ მოხსენებებთან ან გადარიცხვების ჩანაწერების აღრიცხვასთან, როდესაც აუცილებელია სამართალდამცავ ან ფინანსების მარეგულირებელ ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობა; ან
ე) სასამართლო ან ადმინისტრაციულ განხილვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების ან ბრძანებების შესაბამისობის უზრუნველყოფა.
მუხლი 8🔗. სუბროგაცია
1. თუ ხელშემკვრელი მხარე ან მისი წარმომადგენელი ორგანო ახორციელებს თანხის გადახდას თავისი ინვესტორებისათვის იმ გარანტიის შესაბამისად, რომელიც მან გასცა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელმა ხელშემკვრელმა მხარემ მხედველობაში უნდა მიიღოს:
ა) უფლების გადაცემა,კანონის შესაბამისად ან შესაბამის იურიდიულ საფუძველზე ამ ქვეყანაში, ზემოაღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ან მისი წარმომადგენელი ორგანოს მიმართ ინვესტორის ნებისმიერი უფლება ან მოთხოვნა, ისევე როგორც,
ბ) ზემოაღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ან მისი წარმომადგენელი ორგანო უფლებამოსილია სუბროგაციის საფუძველზე გამოიყენოს თავისი უფლებები და ცხოვრებაში გაატაროს ამ ინვესტორის მოთხოვნები და აიღოს ინვესტიციასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
2. სუბროგაციასთან დაკავშირებული უფლებები ან მოთხოვნები არ უნდა აღემატებოდეს ინვესტორის თავდაპირველ უფლებებსა და მოთხოვნებს.
მუხლი 9🔗. დავა ინვესტორსა და ხელშემკვრელ მხარეს შორის
1. ნებისმიერი სამართლებრივი დავა, ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელი მხარეს შორის, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გადაწყდეს მეგობრული მოლაპარაკებების გზით დავის მონაწილე მხარეებს შორის.
2. თუ არ მოხდა დავის გადაწყვეტა მის შესახებ წერილობითი განაცხადიდან სამი თვის განმავლობაში, ინვესტორს შეუძლია, არჩევანისამებრ, დავა განიხილოს:
ა) იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელებულია ინვესტიცია; ან
ბ) ნებისმიერ საგანგებო საარბიტრაჟო ტრიბუნალში, რომელიც, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული დავის მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმებით, ჩამოყალიბებული უნდა იქნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების მიხედვით;
გ) საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის (ICSID) არბიტრაჟში, რომელიც ჩამოყალიბებულია ქვეყნებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს შორის ინვესტიციების მოგვარების კონვენციის თანახმად, რომელიც გაიხსნა ხელმოწერისათვის ვაშინგტონში 1965 წლის 18 მარტიდან (შემდგომში იწოდება როგორც ცენტრი) და იმ პირობით,რომ როგორც მოდავე ხელშემკვრელი მხარე, ასევე ინვესტორის ხელშემკვრელი მხარე არიან საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ კონვენციის (ICSID) მონაწილე მხარეები, ან
დ)ცენტრის სხვა დამატებითი სტრუქტურის არბიტრაჟში, იმის გათვალისწინებით, რომ ან მოდავე ხელშემკვრელი მხარე, ან ინვესტორის ხელშემკვრელი მხარე არის საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ კონვენციის წევრი.
3. ინვესტორს, რომელიც შეიტანს განაცხადს დავის შესახებ ეროვნულ სასამართლოში, ასევე შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს მე-2 პარაგრაფის (ბ) და (დ) პუნქტებში მოხსენიებულ საარბიტრაჟო ტრიბუნალებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ინვესტორი უარს განაცხადებს ეროვნულ სასამართლოში საქმის წარმოებაზე და შეწყვეტს საქმეს.
4. არც ერთ მოდავე ხელეშემკვრელ მხარეს არ აქვს უფლება საარბიტრაჟო პროცედურის რომელიმე ფაზაზე ან საარბიტრაჟო განაჩენის აღსრულებისას გამოხატოს პროტესტი იმ ფაქტის საფუძველზე, რომ ინვესტორმა, რომელიც დავის მეორე მხარეს წარმოადგენს, მიიღო კომპენსაცია, რომელიც ფარავს მთლიან დანაკარგებს ან მათ ნაწილს დაზღვევის საშუალებით.
5. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, რომელიც ჩამოყალიბებულია წინამდებარე მუხლის შესაბამისად, გადაწვეტილება უნდა მიიღოს მოდავე ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონმდებლობისა და წესების, წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმების საფუძველზე.
6. სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს საბოლოო და ორივე მოდავე მხარისათვის სავალდებულო, ორივე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების შესრულება.
მუხლი 10🔗. მხარეებს შორის დავის მოგვარება
1. დავა ხელშემკვრელ მხარეებს შორის, რომელიც შეეხება წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციას ან მის განხორციელებას, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გადაწყდეს მეგობრული მოლაპარაკებების გზით, დიპლომატიური არხების საშუალებით.
2. თუ დავის გადაწყვეტა არ მოხერხდა ამ გზით სამი (3) თვის განმავლობაში, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, შესაძლოა იგი წარედგინოს საარბიტრაჟო ტრიბუნალს ამ მუხლის დებულებების შესაბამისად.
3. თითოეულ ინდივიდუალურ საქმესთან დაკავშირებით საარბიტრაჟო ტრიბუნალი უნდა შედგეს შემდეგი წესით. არბიტრაჟზე მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ტრიბუნალის ერთ წევრს. ეს ორი წევრი შემდგომ აირჩევს მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ხელშემკვრელი მხარეების თანხმობთი დაინიშნება ტრიბუნალის თავმჯდომარედ (შემდგომში – თავმჯდომარე). თავმჯდომარე დანიშული უნდა იქნეს ტრიბუნალის სხვა ორი წევრის დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში.
4. თუ სათანადო დანიშვნები ვერ განხორციელდა წინამდებარე მუხლის მესამე პარაგრაფით გათვალისწინებულ ვადებში, საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს შესაძლოა ეთხოვოს დანიშვნების განხორციელება. თუ ის აღმოჩნდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ან თუ იგი სხვა მიზეზით ვერ განახორციელებს დაკისრებულ ფუნქციას, დანიშვნების განსახორციელებლად მოწვეული უნდა იქნეს სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი. იმ შემთხვევაში, თუ ვიცე-პრეზიდენტი აღმოჩნდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ან სხვა მიზეზით ვერ განახორციელებს დაკისრებულ ფუნქციას, შემდგომ იერარქიულ საფეხურზე მდგომი საერთაშორისო სასამართლოს თანამდებობის პირს, რომელიც არ არის არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე უნდა ეთხოვოს დანიშვნების განხორციელება.
5. საარბიტრაჟო ტრიბუნალი იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით, ასეთი გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება შესასრულებლად. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა დაფაროს თავისი არბიტრის და საარბიტრაჟო პროცედურებში თავისი მონაწილეობის ხარჯები. თავმჯდომარის მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები და დარჩენილი ხარჯები თანაბრად უნდა გადანაწილდეს მხარეებს შორის. თუმცა, საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია დაადგინოს, რომ ხარჯების მეტი წილი დაეკისროს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის. საარბიტრაჟო სასამართლო თავად ადგენს საკუთარ პროცედურას.
მუხლი 11🔗. სხვა წესების და განსაკუთრებული ვალდებულებების გამოყენება
1. როდესაც საკითხი ერთდროულად რეგულირდება წინამდებარე შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის წევრიც არის ორივე ხელშემკვრელი მხარე, წინამდებარე შეთანხმების დებულებები ხელს არ უშლის ან ხელშემკვრელ მხარეებს ან მათ ინვესტორებს, რომელნიც ფლობენ ინვესტიციებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამოიყენონ მათი შემთხვევისათვის უფრო ხელსაყრელი წესები.
2. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიმართ თავისი კანონმდებლობითა და წესებით ან კონტრაქტის სხვა ცალკეული დებულებებით გამოსაყენებელი რეჟიმი უფრო მეტად ხელსაყრელია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებით, გამოიყენება უფრო მეტად ხელსაყრელი პირობები.
მუხლი 12🔗. შეთანხმების გამოყენება
წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება შეთანხმების ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მისი კანონებისა და წესების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე როგორც შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ისე მას შემდეგ, მაგრამ არ გავრცელდება არცერთ დავაზე ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიშვა ან ნებისმიერი სახის საჩივარზე, რომელიც გადაწყდა შეთანხმების ძალაში შესვლამდე.
მუხლი 13🔗. ზოგადი გამონაკლისები
1. წინამდებარე შეთანხმების არცერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ხელი შეუშალოს ხელშემკვრელ მხარეს გაატაროს ნებისმიერი ქმედება, რათა დაიცვას თავისი უსაფრთხოების ძირითადი ინტერესები ომის, შეიარაღებული კონფლიქტის ან საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა საგანგებო სიტუაციის დროს.
2. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ზომები არ იქნება გამოყენებული თვითნებური და დაუსაბუთებელი სახით ან არ წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების შენიღბულ შეზღუდვას, აღნიშნულ ხელშეკრულების არცერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ხელი შეუშალოს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს მიიღოს და გამოიყენოს ზომები, გარემოსდაცვითი ზომების ჩათვლით:
ა) აუცილებელი საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად;
ბ) აუცილებელი ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
3. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე ან მე-7 მუხლის 1(ე) პარაგრაფზე.
მუხლი 14🔗. გამჭვირვალობა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს ან სხვაგვარად გახდის საჯაროდ ხელმისაწვდომს მის კანონებს, წესებს, პროცედურებს და ადმინისტრაციულ წესებს და სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელნიც გამიზნულია საყოველთაო გამოყენებისათვის, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე.
2. წინამდებარე შეთანხმების არცერთი დებულება არ მოითხოვს ხელშემკვრელი მხარისაგან გამოაქვეყნოს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი სახის კონფიდენციალური ან საკუთრებრივი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია, რომელიც შეეხება კონკრეტულ ინვესტორებსა ან ინვესტიციებს, რომლის გამომზეურება ხელს შეუშლის კანონის აღსრულებას ან იქნება მისი კონფიდენციალურობის დამცავი კანონების საწინააღმდეგო ან დააზარალებს კონკრეტული ინვესტორების სამართლიან კომერციულ ინტერესებს.
მუხლი 15🔗. კონსულტაციები
ხელშემკვრელი მხარეები, ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გამართავენ კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ და შეისწავლიან ნებისმიერ საკითხს, რომელიც წამოიჭრება წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე. კონსულტაციები ჩატარდება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებებს შორის დიპლომატიური არხებით შეთანხმებულ დროსა და ადგილას.
მუხლი 16🔗. შესწორებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში შესწორებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ხელშემკვრელი მხარეების წერილობითი ურთიერთშეთანხმებით. ნებისმიერი შესწორება და დამატება ძალაში შედის ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შესწორებების ძალაში შესვლისათვის საჭირო ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ წერილობით ურთიერთშეტყობინების შემდეგ. ყველა ასეთი გზით მიღებული შესწორება და დამატება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწლს.
მუხლი 17🔗. დასკვნითი დებულებები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. შეთანხმება ძალაში შევა ბოლო შეტყობინების მიღებიდან ოცდამეათე დღეს.
2. შეთანხმება ძალაშია ათი (10) წლის განმავლობაში და ამის შემდეგ ძალაში დარჩება იმავე ვადებით მანამ, სანამ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, თორმეტ (12) თვეში შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
3. შეთანხმების გაუქმებამდე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, აღნიშნული შეთანხმების 1-15 მუხლები ძალაში დარჩება შეთანხმების გაუქმების დღიდან 10 წლის განმავლობაში.
აღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილნი შესაბამისი მთავრობების მხრიდან, ხელს აწერენ აღნიშნულ შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. თბილისში, ორ პირად, 2005 წლის 5 ოქტომბერს, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
წინამდებარე შეთანხმების სხვადასხვა ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით სახელით
ხელმოწერილია ხელმოწერილია