საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკურ, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 05.10.2005
ძალაში შესვლა 24.11.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480230000.03.030.000569
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, 000000000, 30/12/2005
matsne.gov.ge 981 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.10.2005 მიღება
24.11.2005 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკურ, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}  შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკურ, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, ითვალისწინებენ რა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის განვითარებულ მეგობრულ ურთიერთობებს, მხედველობაში იღებენ რა ტრადიციულ ხანგრძლივ ეკონომიკურ ურთიერთობებს, სურთ რა შეინარჩუნონ, განავითარონ და გააძლიერონ ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა ხელშემკვრელ მხარეებს შორის და გაძლიერონ და გააფართოონ ურთიერთვაჭრობა, ხელმძღვანელობენ რა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპებით, საერთო ინტერესებითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ითვალისწინებენ რა, რომ ლატვია არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ითვალისწინებენ რა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დებულებებს, რომელიც საფუძვლად უდევს თანამშრომლობას ევროპულ გაერთიანებებსა და მათი წევრი ქვეყნების, ერთი მხრივ, და საქართველოს შორის, მეორე მხრივ, რომელიც ხელმოწერილ იქნა 1996 წლის 22 აპრილს, გადაწყვიტეს დაედოთ შემდეგი შეთანხმება: მუხლი 1🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები, თავისი შიდა კანონმდებლობის ჩარჩოებში და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, განავითარებენ, გააძლიერებენ და გააფართოებენ ეკონომიკურ, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობას ურთიერთსარგებლიან საფუძველზე ყველა იმ სფეროში, რომელიც წარმოადგენს საერთო დაინტერესების საგანს. 2. კონკრეტულად, ასეთი თანამშრომლობა მიზნად უნდა ისახავდეს: - ხელშემკვრელ მხარეებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და გაფართოებას, - საწარმოებს შორის თანამშრომლობის წახალისებას, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს შორის, იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყონ ინვესტიციებს, ერთობლივ საწარმოებსა და სხვა ფორმით მათ შორის თანამშრომლობას.     მუხლი 2🔗 1. მუხლი 1🔗-ით განსაზღვრული თანამშრომლობა უნდა გაფართოვდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის, განსაკუთრებით კი შემდეგ სექტორებში: - მრეწველობა; - ტრანსპორტი, ტრანზიტი და კომუნიკაციები, - საინფორმაციო ტექნოლოგიები; - სოფლის მეურნეობა; - საბანკო საქმე, დაზღვევა და სხვა ფინანსური მომსახურება; - საინვესტიციო პოლიტიკა; - გამოკვლევები, ტექნოლოგიები და ინოვაციები; - ტურიზმი და სპორტი, - ტექნიკური და პროფესიული სწავლება; - სასურსათო უსაფრთხოება; - ხე-ტყის დამუშავება; - რეგიონალური განვითარების საკითხებზე თანამშრომლობა; - ურთიერთინტერესის სხვა სფეროები, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას. 2. ხელშემკვრელი მხარეები გამართავენ კონსულტაციებს იმისათვის, რათა განსაზღვრონ მათი თანამშრომლობის პრიორიტეტული სექტორები, ისევე როგორც ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის ახალი სექტორები.     მუხლი 3🔗 იმისათვის, რათა მიღწეულ იქნეს ამ შეთანხმების მიზნები, ხელშემკვრელი მხარეები სხვა საკითხებთან ერთად წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ: - სამთავრობო ინსტიტუტებს შორის კავშირსა და თანამშრომლობას; - პროფესიულ ორგანიზაციებს, პალატებსა და ასოციაციებს შორის კავშირებს; - ვიზიტებს, კონტაქტებსა და ღონისძიებებს, გამიზნულს როგორც ინსტიტუციონალური თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის, ასევე ცალკეულ პირთა, დელეგაციებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის; - ბაზრობებისა და გამოფენების ორგანიზებას; - სემინარებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას; - ერთობლივი საწარმოების შექმნასა და ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის სხვა ფორმებს; - მცირე და საშუალო ზომის სექტორული საწარმოების მონაწილეობას ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში; - ვაჭრობის ხელშემწყობ ღონისძიებებს.     მუხლი 4🔗 1. ორივე ხელშემკვრელი მხარე რეგულარულად გაცვლის ინფორმაციას ვაჭრობის, კომერციული საქმიანობის, ინვესტიციების, ფინანსური მომსახურების შესახებ და ასევე სხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და წახალისებისათვის. 2. ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტური დაცვის მნიშვნელობას. ხელშემკვრელი მხარეები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას მათ ქვეყნებში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მარეგულირებელი კანონებისა და პროცედურების შესახებ.     მუხლი 5🔗 1. წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები ჩამოაყალიბებენ საქართველო-ლატვიის სამთავრობათაშორისო კომისიას ეკონომიკურ, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ (შემდგომში _ მთავრობათაშორისი კომისია). 2. მთავრობათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი უნდა იქნენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლები. 3. სამთავრობათაშორისო კომისია გამართავს შეხვედრებს აუცილებლობის შემთხვევაში, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, რიგრიგობით, ლატვიიის რესპუბლიკასა და საქართველოში. 4. სამთავრობათაშორისო კომისიამ შესაძლოა მოიწვიოს საქმიანი წრეების წარმომადგენლები მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.     მუხლი 6🔗 1. სამთავრობათაშორისო კომისიის ძირითადი ამოცანები შემდგომში მდგომარეობს: - გააკონტროლოს და შეაფასოს ამ შეათანხმების მოქმედება და ნებისმიერი საკითხი, რომელიც შესაძლოა წამოიჭრას წინამდებარე შეთანხმების შესრულების პროცესში; - საერთო დაინტერესების სფეროებში არსებული ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამების განხილვა; - განიხილოს ის პრობლემები, რომელთაც შეუძლიათ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის განვითარების შეფერხება; - შეადაროს ხელშეკვრელი მხარეების სტატისტიკური მონაცემები. 2. სამთავრობათაშორისო კომისია მოამზადებს რეკომენდაციებს წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.     მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმება განხორციელებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ევროკავშირში ლატვიის რესპუბლიკის წევრობით აღებულ ვალდებულებებთან. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ან განმარტებული იმგვარად, რომ წინააღმდეგობაში მოვიდეს ან სხვაგვარად იქონიოს გავლენა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების ან სხვა შეთანხმებებით წარმოშობილ ვალდებულებებთან.     მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმების დებულებები შესაძლოა შეიცვალოს და შესწორდეს ხელშემკვრელი მხარეების ურთიერთთანხმობით. ასეთი ცვილებები და დამატებები უნდა ჩამოყალიბდეს დამატებითი ოქმების სახით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში უნდა შევიდეს წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლში აღწერილი პროცედურის შესაბამისად.     მუხლი 9🔗 1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან, რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული მხარის მიერ ამ შეთანმხების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას. 2. შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. 3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საშუალებით. შეთანხმების შეწყვეტა მოხდება მეექვსე თვის პირველ დღეს იმ დღიდან, როდესაც მეორე ხელშემკვრელმა მხარემ მიიღო შეტყობინება. შესრულებულია ქ. თბილისში, 2005 წლის 5 ოქტომბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების სხვადასხვა ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)