აზიური გზატკეცილის ქსელის შესახებ

მიღების თარიღი 26.04.2004
ძალაში შესვლა 09.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №მარშრუტი
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000579
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 000000000, 21/03/2011
matsne.gov.ge 4,040 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2004 მიღება
09.03.2006 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
მარშრუტის ნომერი AH მარშრუტი
AH-4 ნოვოსიბირსკი-ბარნაული-ტაშანტა-ულანბაიშინტი-ხოვდი-იარანტაი ურუმჩი-კაში-ჰონქირაფი-ხუნჯერები-ჰასანაბდალი-რავალპინდი(ისლამაბადი)-ლაქორი-მულტანი-რორი-ჰიდერაბადი-ყარაჩი
AH-11 ვიენტიანი-ბანლაო-თხაკხეკი-სენო-პაკსა-ვეუნხამი-ტრაპენგკრეაი-სტინგტრენგი-კრატიე-პნომპენი-სიანუკვილი
AH-12 ნატი-უდომსაი-პაკმონგი-ლუანპრაბანგი-ვიენტიანი-თხანალენგი-ნონგკხაი-უდონტხანი-კხონკენი-ნაკხონრაჩასიმა-ხინგკონგი
AH-13 უდომსაი-მუაგჰგეონ-ჰუაიკონი-უტარადიტი-პიტსალუნოკი-ნახონსავანი
AH-14 ხაიფონი-ჰანოი-ვიეტრი-ლაოკაი-ხეკოუ-კურმინი-რული-მუსე-ლაშიო-მანდალაი
AH-15 ვინი-კაუ tრე o-კეონია-ბანლაო-თხაკხეკი-ნაკხონ პხანომი-უდონთხანი
AH-16 დონგხა-ლაობაო-დენსავანი-სენო-სავანაკხეტი-მუკდახანი-ხონკაენი-პიტსანულოკი-ტაკი
AH-18 ხოტაი-სუნგაიკოლოკი-რანტაუ პანჯანგი-კოტა ბარუ-კუანტანი-ჯოხორ ბარუ-ჯოხორ ბარუს კაშხალი
AH-19 ნაკხონ რატჩასიმა-კაბინ ბური-ლემჩაბანგი-ჩონბური-ბანგკოკი
AH-25 ბანდა აჩეხი-მედანი-ტებინგტინგი-დუმაი-პეკანბარუ-ჯამბი-პალემბანგი-ტანჯუნგ კარანგი-ბაკაუჰენი-(ბორანი)-მერაკი
AH-26 ლაოაგი-მანილა-ლეგასპი-მატნოგი-(ბორანი)-ალენი -ტაკლობანი ( -ორმოკი -(ბორანი) -სებუ) -ლილოანი -(ბორანი) -სურიგაო-დავაო(კაგაიან დეორო)-გენერალ სანტოსი-ზამბოანგა
AH-30 უსურიისკი-ხაბაროვსკი-ბელოგორსკი-ჩიტა
AH-31 ბელოგორსკი-ბლაგოვეშჩენსკი-ჰეიჰე-ჰარბინი-ჩანჩუნი-შენიანი-დალიანი
AH-32 სონბონგი-ვონჯონგი-ხუანხე-ჰუნჩუნი-ჩანგჩუნი-არშანი-ნუმრუგი-სუმბერი-ჩოიბალსანი-ონდორხანი-ნალაი-ულანბატორი-ულიასტაი-ხოვდი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აზიური გზატკეცილის ქსელის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 42.55pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} მთავრობათაშორისი შეთანხმება აზიური გზატკეცილის ქსელის შესახებ ხელშემკვრელი მხარეები, ათვითცნობიერებენ რა, აზიისა და აზიის მეზობელ რეგიონებში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სტიმულირებისა და განვითარების აუცილებლობას, ეყრდნობიან რა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანეთისათვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის წევრ-ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას აზიური გზატკეცილის ქსელის შექმნისა და ამოქმედების საქმეში, მიიჩნევენ რა, რომ გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთისათვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის წევრ-ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებისა და საერთაშორისო ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აზიური გზატკეცილის ქსელის განვითარებას, საერთაშორისო გადაზიდვებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესაბამისად და აგრეთვე, ეფექტური საერთაშორისო შერეული გადაზიდვები, პრაქტიკაში დანერგვის გათვალისწინებით, აგრძელებენ რა ღონისძიებათა გატარებას აზიაში და ასევე აზიისა და მეზობელ რეგიონებს შორის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების დაგეგმვის, განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. აზიური გზატკეცილის ქსელის დამტკიცება ხელშემკვრელი მხარეები, შემდგომში ,,მხარეები” ამტკიცებენ შემოთავაზებული გზატკეცილების ქსელს, შემდგომში ,,აზიური გზატკეცილის ქსელი”, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების I დანართში საერთაშორისო მნიშვნელობის გზატკეცილთა მარშრუტების განვითარების კოორდინირებული გეგმის სახით, რომლის შესრულება მხარეებს თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი პროგრამების ჩარჩოებში აქვთ განზრახული.     მუხლი 2🔗. აზიური გზატკეცილის ქსელის განსაზღვრა I დანართში აღწერილი აზიური გზატკეცილის ქსელი მოიცავს აზიაში საერთაშორისო მნიშვნელობის მარშრუტებს, იმ მარშრუტების ჩათვლით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვეთს ერთზე მეტ სუბრეგიონს; აღნიშნული ქსელი მოიცავს აგრეთვე სუბრეგიონზე გამავალ გზატკეცილის მარშრუტებს, მეზობელ სუბრეგიონებთან დამაკავშირებელ მარშრუტებსა და წევრ-სახელმწიფოებზე გამავალ მარშრუტებს.     მუხლი 3🔗. აზიური გზატკეცილის ქსელის განვითარება აზიური გზატკეცილის ქსელის მარშრუტები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე შეთანხმების II დანართში აღნიშნულ საკლასიფიკაციო და საპროექტო სტანდარტებს.     მუხლი 4🔗. აზიური გზატკეცილის ქსელის ნიშნები 1. აზიური გზატკეცილის ქსელის მარშრუტები აღნიშნული უნდა იყოს სამარშრუტო ნიშნებით, რომელთა აღწერა მოცემულია წინამდებარე შეთანხმების III დანართში. 2. სამარშრუტო ნიშნები, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების III დანართში აღწერილ ნიშნებს, განთავსდება აზიური გზატკეცილის ქსელის ყველა მარშრუტზე, მოცემული სახელმწიფოს მიმართ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში, მე-6 მუხლის დებულებების შესაბამისად.     მუხლი 5🔗. წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერისა და მხარის სტატუსის მიღების პროცედურა 1. წინამდებარე შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც აზიისა და წყნარი ოკეანეთისათვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის წევრები არიან, 2004 წლის 26-დან 28 აპრილის ჩათვლით შანხაიში, შემდგომ კი 2004 წლის 1 მაისიდან 2005 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ნიუ-იორკში განლაგებულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში. 2. ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ გახდნენ წინამდებარე შეთანხმების მხარეები: a) საბოლოო ხელმოწერის; b) რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების პირობით ხელმოწერის, რასაც რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება მოჰყვება; ან c) მიერთების გზით. 3. რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მიერთება ხორციელდება გაეროს გენერალური მდივნისათვის სათანადო ფორმით შედგენილი დოკუმენტის შესანახად ჩაბარების გზით.     მუხლი 6🔗. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლა 1. ეს შეთანხმება ძალაში შედის 90-ე დღეს, იმ დღიდან, როდესაც სულ მცირე რვა (8) სახელმწიფოს მთავრობა დათანხმდება შეასრულოს ამ შეთანხმების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2. თითოეული იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო პირობების შესრულების შემდეგ საბოლოოდ მოაწერს ხელს ან შესანახად ჩააბარებს სარატიფიკაციო სიგელებს, ან მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტებს, შეთანხმება ძალაში შევა საბოლოოდ ხელმოწერის ან ამ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან ოთხმოცდაათი (90) დღის გასვლის შემდეგ.     მუხლი 7🔗. აზიური გზატკეცილის სამუშაო ჯგუფი 1. შეთანხმების შესრულების მიმდინარეობისა და ნებისმიერი წარმოდგენილი შესწორების განხილვის მიზნით, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთისათვის ეკონომიკური და სოციალური კომისია ქმნის აზიური გზატკეცილის სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედის გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთისათვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის ყველა წევრი სახელმწიფო. 2. სამუშაო ჯგუფი ატარებს სხდომას ორ წელიწადში ერთხელ. ამასთან, სამდივნოსათვის გაგზავნილი შეტყობინების გზით, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს სამუშაო ჯგუფის საგანგებო სხდომის ჩატარება. ამ მოთხოვნის შესახებ სამდივნო ატყობინებს სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს და ატარებს სამუშაო ჯგუფის საგანგებო სხდომას, იმ შემთხვევაში, თუ სამდივნოს მიერ ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღებიდან ოთხი (4) თვის განმავლობაში მხარეთა არა-ნაკლებ ერთი მესამედი გამოთქვამს თანხმობას საგანგებო სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით.     მუხლი 8🔗. შეთანხმების ძირითად ტექსტში შესწორებების შეტანის პროცედურა 1. ამ შეთანხმების ძირითად ტექსტში შესწორებების შეტანა შეიძლება განხორციელდეს წინამდებარე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად. 2. შესწორებები წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება ნებისმიერმა მხარემ შეიტანოს. 3. ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტს სამდივნო ავრცელებს აზიური გზატკეცილის სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს შორის სულ მცირე ორმოცდახუთი (45) დღით ადრე სამუშაო ჯგუფის იმ სხდომის ჩატარებამდე, რომელზეც უნდა მოხდეს მისი მიღება. 4. შესწორებას ამტკიცებს აზიური გზატკეცილის სამუშაო ჯგუფი დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა 2/3-ის ხმათა უმრავლესობით. სამდივნო დამტკიცებულ შესწორებას უგზავნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც შესწორების მიღების მიზნით გადასცემს მას ყველა მხარეს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორება ძალაში შედის მხარეთა 2/3-ის ხმათა უმრავლესობით მისი მიღების მომენტიდან 12 თვის შემდეგ. შესწორება ძალაში შედის ყველა მხარის მიმართ, გარდა იმ მხარეებისა, რომლებმაც მისი ძალაში შესვლამდე განაცხადეს, რომ ისინი არ იღებენ ამ შესწორებას. ნებისმიერ მხარეს, რომელმაც განაცხადა, რომ იგი არ იღებს მოცემული პუნქტის შესაბამისად მიღებულ შესწორებას, შეუძლია ამის შემდეგ ნებისმიერ დროს შესანახად გადასცეს გაეროს გენერალურ მდივანს შესწორების მიღების აქტი. ამ სახელმწიფოს მიმართ შესწორება ძალაში შედის მოცემული აქტის შესანახად გადაცემიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ.     მუხლი 9🔗. წინამებარე შეთანხმების I დანართში შესწორებების შეტანის პროცედურა 1. წინამდებარედ შეთანხმების I დანართში შეიძლება შეტანილ იქნეს შესწორებები ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. 2. შესწორებები შეიძლება წარმოადგინოს ნებისმიერმა მხარემ დაინტერესებულ მეზობელ სახელმწიფოებთან უშუალო კონსულტაციისა და კონსენსუსის მიღების შემდეგ, გარდა შიდა გზების გეგმასთან დაკავშირებული შესწორებებისა, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთის ადგილების შეცვლას. 3. ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტს სამდივნო ავრცელებს სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს შორის ორმოცდახუთი (45) დღით ადრე სამუშაო ჯგუფის იმ სხდომამდე, რომელზეც მისი მიღებაა განსაზღვრული. 4. შესწორება მტკიცდება აზიური გზატკეცილის სამუშაო ჯგუფის მიერ დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა უმრავლესობით. სამდივნო დამტკიცებულ შესწორებას უგზავნის გაეროს გენერალურ მდივანს, რომელიც მისი მიღების მიზნით ავრცელებს მას ყველა ხელშემკვრელ მხარეს შორის. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებების შესაბამისად დამტკიცებული შესწორება ითვლება მიღებულად, თუ შეტყობინებიდან ექვსი (6) თვის განმავლობაში არც ერთი უშუალოდ დაინტერესებული მხარე არ შეატყობინებს გაეროს გენერალურ მდივანს იმის შესახებ, რომ იგი ამ შესწორების წინააღმდეგია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი შესწორება ძალაში შედის ყველა მხარისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ექვსთვიანი (6) ვადის გასვლის დღიდან სამი (3)თვის შემდეგ. 7. უშუალოდ დაინტერესებულ მხარეებად ითვლებიან: a) ერთზე მეტ სუბრეგიონზე გამავალი აზიური გზატკეცილის ახალი მარშრუტის დაწესების ან უკვე არსებული მარშრუტის შეცვლის შემთხვევაში - ნებისმიერი მხარე, რომლის ტერიტორიაზეც გადის მოცემული მარშრუტი; და b) სუბრეგიონების შიგნით აზიური გზატკეცილის ახალი მარშრუტის დაწესების ან უკვე არსებული მარშრუტის შეცვლის შემთხვევაში, მეზობელ სუბრეგიონებთან დამაკავშირებელი მარშრუტებისა და წევრ-ქვეყნებზე გამავალი მარშრუტების ჩათვლით, – ნებისმიერი მხარე, რომელიც ესაზღვრება მოთხოვნის წარმდგენ იმ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც გადის ეს მარშრუტი ან აზიური გზატკეცილის ის მარშრუტი, რომელიც კვეთს ერთზე მეტ ისეთ სუბრეგიონს, რომელსაც ეს ახალი ან შეცვლას დაქვემდებარებული მარშრუტი უკავშირდება. ამ პუნქტის მიზნებისათვის მოსაზღვრედ აგრეთვე ითვლება ორი მხარე, რომელთა ტერიტორიებზეც მდებარეობს ზემოაღნიშნულ მარშრუტებზე ან აზიური გზატკეცილის იმ მარშრუტზე განლაგებული საზღვაო მიმოსვლის საბოლოო პუნქტები, რომელიც კვეთს ერთზე მეტ სუბრეგიონს. 8. მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საწინააღმდეგო მოსაზრებების განხილვის მიზნით, სამდივნო შესწორების ტექსტთან ერთად გაეროს გენერალურ მდივანს გადასცემს შესწორებით უშუალოდ დაინტერესებულ მხარეთა ნუსხას.     მუხლი 10🔗. წინამდებარე შეთანხმების II და III დანართებში შესწორებების შეტანის პროცედურა 1. წინამდებარე შეთანხმების II და III დანართებში შესწორებების შეტანა შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლში გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. 2. შესწორებების შემოთავაზება ნებისმიერ მხარეს შეუძლია. 3. ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტს სამდივნო ავრცელებს სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს შორის ორმოცდახუთი (45) დღით ადრე სამუშაო ჯგუფის იმ სხდომამდე, რომელზეც უნდა მოხდეს მისი მიღება. 4. შესწორებას ამტკიცებს აზიური გზატკეცილის სამუშაო ჯგუფი დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა ხმების უმრავლესობით. სამდივნო დამტკიცებულ შესწორებას უგზავნის გაეროს გენერალურ მდივანს, რომელიც მისი მიღების მიზნით ავრცელებს მას ყველა მხარეს შორის. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ითვლება მიღებულად, თუ შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი (6) თვის განმავლობაში მხარეთა არანაკლებ ერთი მესამედი არ შეატყობინებს გაეროს გენერალურ მდივანს იმის შესახებ, რომ იგი ამ შესწორების წინააღმდეგია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შედის ყველა მხარისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ექვსთვიანი (6) ვადის გასვლის დღიდან (3) სამი თვის შემდეგ.     მუხლი 11🔗. დათქმები დათქმები არ დაიშვება წინამდებარე შეთანხმების არცერთი დებულების მიმართ, გარდა მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.     მუხლი 12🔗. წინამდებარე შეთანხმებიდან გასვლა ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ შეთანხმებიდან გასვლა გაეროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. ასეთი გასვლა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამ შეტყობინების მიღების დღიდან ერთი (1) წლის გასვლის შემდეგ.     მუხლი 13🔗. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა ეს შეთანხმება წყვეტს მოქმედებას, თუ მხარეთა რაოდენობა ზედიზედ 12 თვის განმავლობაში იქნება რვაზე (8) ნაკლები.     მუხლი 14🔗. დავების მოგვარება 1. ორ ან მეტ მხარეს შორის ამ შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხი, რომელიც მხარეებს არ შეუძლიათ გადაჭრან მოლაპარაკების ან სხვა საშუალებით, დავის მონაწილე ნებისმიერი მხარის მოთხოვნით გადაწყდება საარბიტრაჟო განხილვის წესით. კერძოდ, სადავო საკითხი გადაეცემა მოდავე მხარეთა საერთო თანხმობით არჩეულ ერთ ან რამდენიმე არბიტრს. თუ საარბიტრაჟო წესით საქმის განხილვის შესახებ მოთხოვნის წარდგენის დღიდან სამი თვის მანძილზე დავის მონაწილე ხელშემკვრელი მხარეები არ მიაღწევენ შეთანხმებას არბიტრის ან არბიტრების არჩევასთან დაკავშირებით, ნებისმიერ ამ მხარეთაგანს შეუძლია თხოვნით მიმართოს გაეროს გენერალურ მდივანს ერთი არბიტრის დანიშვნის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად დანიშნული აბრიტრის ან არბიტრების რეკომენდაცია არ არის სავალდებულო შესასრულებლად, მაგრამ წარმოადგენს საქმის ხელახალი განხილვის საფუძველს დავის მონაწილე მხარეებისათვის. 3. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დავის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ წინასწარ შეთანხმდნენ, რომ არბიტრის ან არბიტრების რეკომენდაცია ჩაითვალოს სავალდებულოდ. 4. წინამდებარე მუხლის 1-ლ, მე-2, და მე-3 პუნქტები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი გამორიცხავდეს დავის მონაწილე მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის სხვა ურთიერთშეთანხმებული ზომების გამოყენების შესაძლებლობას. 5. საბოლოო ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტის შესანახად გადაცემისას, ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დათქმა იმის შესახებ, რომ იგი არ თვლის თავს ვალდებულად შეასრულოს მოცემული მუხლის დებულებები სადავო საკითხთა საარბიტრაჟო წესით განხილვასთან დაკავშირებით. იმ მხარის მიმართ, რომელმაც მოახდინა ასეთი დათქმის დეპონირება, სხვა მხარეები აღარ იქნებიან ვალდებულნი შეასრულონ წინამდებარე მუხლის დებულებები სადავო საკითხთა საარბიტრაჟო წესით განხილვასთან დაკავშირებით.     მუხლი 15🔗. წინამდებარე შეთანხმების გამოყენების ფარგლები 1. ამ შეთანხმების არცერთი დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს იგი ხელს უშლიდეს რომელიმე მხარეს გაეროს წესდების შესაბამისად ისეთი ზომების მიღებაში, რომლებიც განპირობებულია არსებული საგანგებო მდგომარეობით და ამ მხარის შეხედულებით, ასევე აუცილებელია საგარეო და საშინაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 2. თითოეული მხარე ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ თავისი ბიუჯეტისა და სხვა სახის დაფინანსების ფარგლებში და თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს აზიური გზატკეცილის ქსელი განვითარება წინამდებარე შეთანხმების მიხედვით. 3. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, თითქოს რომელიმე მხარე კისრულობდეს ვალდებულებას დაუშვას საქონლისა და მგზავრთა გადაადგილება მისი ტერიტორიის გავლით.     მუხლი 16🔗. შეტყობინებები მხარეებისათვის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მუხლებში მითითებული შეტყობინებებისა და მე-14 მუხლში გათვალისწინებული დათქმის გარდა, გაეროს გენერალური მდივანი ატყობინებს მხარეებს და მე-5 მუხლში აღნიშნულ სხვა სახელმწიფოებს: a) საბოლოო ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცებისა და მიერთების შესახებ მე-5 მუხლის შესაბამისად; b) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ მე-6 მუხლის შესაბამისად; c) წინამდებარე შეთანხმების შესწორებათა ძალაში შესვლის თარიღის შესახებ მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. d) შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მე-12 მუხლის შესაბამისად; e) წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ მე-13 მუხლის შესაბამისად.     მუხლი 17🔗. შეთანხმების დანართები  წინამდებარე შეთანხმების I, II და III დანართები შეადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.     მუხლი 18🔗. შეთანხმების სამდივნო ამ შეთანხმების სამდივნოს როლს ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანეთისათვის ეკონომიკური და სოციალური კომისია.     მუხლი 19🔗. წინამდებარე შეთანხმების დეპონირება გენერალურ მდივანთან წინამდებარე შეთანხმების დედანი შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მის სათანადოდ დამოწმებულ ასლებს უგზავნის ამ შეთანხმების მე-5 მუხლში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს. რის დასტურადაც, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, საამისოდ და სათანადოდ უფლებამოსილნი ხელს ვაწერთ ამ შეთანხმებას. ღიაა ხელმოწერისათვის ორი ათას ოთხი წლის ოცდაექვსი აპრილიდან შანხაიში, ჩინეთი, ერთ ეგზემპლარად ინგლისურ, ჩინურ და რუსულ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. დანართი I აზიური გზატკეცილის ქსელი 1. აზიური გზატკეცილის ქსელი შეიცავს აზიაში გამავალ საერთაშორისო მნიშვნელობის გზატკეცილის მარშრუტებს, იმ მარშრუტების ჩათვლით, რომლებიც კვეთენ ერთზე მეტ ისეთ სუბრეგიონს, როგორიცაა აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი აზია, სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და ჩრდილოეთი და ცენტრალური აზია; იგი აგრეთვე შეიცავს მარშრუტებს სუბრეგიონების შიგნით, მათ შორის მეზობელ სუბრეგიონებთან დამაკავშირებელ და წევრი-ქვეყნების შიგნით გამავალ ისეთ მარშრუტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მიმოსვლას: ა) დედაქალაქებთან; ბ) მთავარ სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ცენტრებთან; გ) ძირითად საჰაერო, საზღვაო და სამდინარო პორტებთან; დ) ძირითად საკონტეინერო ტერმინალებთან და ბაზებთან; და ე) ტურისტული მნიშვნელობის ძირითად ღირსშესანიშნაობებთან. 2. მარშრუტების ნომრები იწყება ასოებით ,,AH”, რომლებიც ნიშნავს ,,Asian Highway” (,,აზიური გზატკეცილი”), რის შემდეგაც იწერება ერთი, ორი ან სამი ციფრი. 3. ერთნიშნა ნომრებით 1-დან 9-მდე აღინიშნება გზატკეცილის ის მარშრუტები, რომლებიც ერთზე მეტ სუბრეგიონს კვეთენ. 4. ორნიშნა და სამნიშნა ნომრებით აღინიშნება სუბრეგიონების შიგნით გამავალი მარშრუტები, მათ შორის მეზობელ სუბრეგიონთან დამაკავშირებელი მარშრუტები და წევრი სახელმწიფოების შიგნით გამავალი მარშრუტები, როგორც ეს ქვემოთაა ნაჩვენები. a) ნომრებით 10-29 და 100-299 აღინიშნება მარშრუტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სუბრეგიონში ბრუნეი-დარუსალამის, კამბოჯის, ინდონეზიის, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, მალაიზიის, მიანმარის, ფილიპინების, სინგაპურის, ტაილანდისა და ვიეტნამის ჩათვლით; ------------------------------------------------------------- 1. მარშრუტების ნუმერაციისათვის რუსეთის ფედერაცია მისი გეოგრაფიული განფენილობის გამო ორ სუბრეგიონში შედის. b) ნომრებით 30-39 და 300-399 აღინიშნება მარშრუტები აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიის სუბრეგიონში ჩინეთის, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის, იაპონიის, მონღოლეთის, კორეის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის (შორეული აღმოსავლეთი) და ჩათვლით; g) ნომრებით 40-59 და 400 599 აღინიშნება მარშრუტები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აზიის ​2 სუბრეგიონში ბანგლადეში, ბუტანის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის და შრი-ლანკის ჩათვლით. d) ნომრებით 60-89 და 600-899 აღინიშნება ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთი აზიის სუბრეგიონზე გამავალი მარშრუტები ავღანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის ფედერაციის​1, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის ჩათვლით. აზიური გზატკეცილის მარშრუტების ნუსხა აზიური გზატკეცილის მარშრუტები, რომლებიც ერთ სუბრეგიონზე მეტს კვეთენ მარშრუტის ნომერი AH მარშრუტი AH-1 ტოკიო-ფუკუოკა-(ბორანი)-პუსანი-კიონგჯუ-ტაეგუ-ტაეჯონი-სეული-მუნსანი-გაესუნგი-პხენიანი-სინუიჯუ-დანდონგი-შენიანი-პეკინი-შიჯიაჩუნგი-ჩენჯოუ-ქსინიანგი-ვუჰანი-ჩანგშა-ქსიანგტანი-გუანჯოუ-(შენჯენი)-ნანინგი-იუიგუანი-ჰუუ ნგჰი-დონგდანგი-ჰანოი-ვინჰი-დონგ ჰა-ჰუე-და ნაგი-ჰოი ანი-ნიატრანგი-ბიენჰუა(ვუნგ ტაუ)-ხოშიმინი-მოკბაი-ბავეტი-პნომპენი-პოიპეტი-არანიაპრატეტი-ქაბინბური-ჰინ კონგი-ბაგპაინი(ბანგკოკი)-ნახონ სავანი-ტაკი-მესოტი-მიავადი-პაიაჯი(იანგონი)-მეიკტილა-მანდალაი-ტამუ-მორეჰი-იმპხალი-კოხიმა-დიმაპური-ნაგაონი-ჯორაბადი(გუვაჰათი)-შილონგი-დაუკი-ტამაბილი-სილჰეტი-კაჩპური-დჰაკა-ჯესური-ბენაპოლი-ბანგაონი-კოლკატა-ბარჰი-კანპური-აგრა-ნიუ დელი-ატარი-უაგა-ლახორი-რავალპინდი(ისლამაბადი)-ჰასანაბდალი-ჰეშავარი-თორხამი-ქაბული-ყანდაგარი-დილარამი-ჰერატი-ისლამკალა-დოკხარუნი-მესხედი-შაბზევარი-დამგჰანი-სემნანი-თეირანი-ყაზვინი-თაბრიზი-ივეოქლუ-ბაზარგანი-გურბულაკი-დოგუბაიზითი-ასკალე-რეფაჰიე-სივასი-ანკარა-გერედე-სტამბოლი-კაპიკულე-ბულგარეთის საზღვარი AH-2 დენპასარი-სურაბაია-სურაკარტა-სემარანგი-ჩიკამპეკი(ბანდუნგი)-ჯაკარტა(მერაკი)-(ბორანი)-სინგაპური-სინაი-უტარა-სერემბანი-კუალა ლუმპური-ბატერუერტი-ბუკიტ კაიუ ჰითამი-სადაო-ჰათიაი-ბანგკოკი-ბანგ პაიმი-ნახონ სავანი-ტაკი-ჩაინგრაი-მესაი-ტაჩილეკი-კიანგტონი-მეიკტილა-მანდალაი-ტამუ-მორეჰი-იმპხალი-კოხიმა-დიმაპური-ნაგაონი-ჯორაბადი(გუვაჰათი)-შილონგი-დაუკი-ტამაბილი-სილხეტი-კაჩპური-დჰაკა-პატიკამრული-ბანგლაბანთხა-სილიგური-კაკარბხიტა-პათლაია-ნარაინგხატი-კოხალპური-მაჰენდრანაგარი-ბრამჰადევ მანდი-ბანბასა-რამპური-ნიუ დელი-ატარი-უაგა-ლაჰორე-მულტანი-რორი-კეტა-ტაფტანი-მარჯავეხი-ზახედანი-კერმანი-ანარი-იაზდი-სალაფჩეგანი-თეირანი)-სავეჰი-ჰამადანი-ხოსრევი AH-3 ულან-უდე-კიაჰტა-ალტანბულაგი-დარხანი-ულანბატორი-ნალია-ჩიორი-საინშანდი-ჟამინ-უდი-ერანჰოტი-პეკინი-ტანგუ შანხაი-ჰანგზუ-ნანჩანგი–ქსიანგტანი-გუიანგი-კუნმინგი -ჯინგჰონგი(დალუო-მონგლა-კიაინგტონგი)-მოჰანი-ბოტენი-ნატი-ხუაისაი-ჩიანგხონგი-ჩიანგრაი AH-4 ნოვოსიბირსკი-ბარნაული-ტაშანტა-ულანბაიშინტი-ხოვდი-იარანტაი ურუმჩი-კაში-ჰონქირაფი-ხუნჯერები-ჰასანაბდალი-რავალპინდი(ისლამაბადი)-ლაქორი-მულტანი-რორი-ჰიდერაბადი-ყარაჩი AH-5 შანხაი-ნანცზინი-ქსინუანგი-სიანი-ლანჯოუ-ტულფანი-ურუმჩი -კუიტუნი-ჯინგჰე-ჰორგოსი-ხოგორსი-ალმატი-კასკელენი-კორდაი-გეორგიავკა-ბიშკეკი-ყარაბალტა-ჩალდოვარი-მერკე-შიმკენტი-ჟიბეკ ჟოლი-ჩერნიავკა-ტაშკენტი-სირდარია-სამარყანდი-ნავოი-ბუხარა-ალატი-ფარაპი-თურქმენაბადი-მარი-ტეჯენი-აშხაბადი-სერდარი-ტურქმენბაში-(ბორანი)-ბაქო-ალატი-გაზიმამედი-განჯა-ყაზანი-წითელი ხიდი-თბილისი-მცხეთა-ხაშური-სენაკი-ფოთი(ბორანი-ბულგარეთამდე, რუმინეთამდე, უკრაინამდე)ბათუმი (ბორანი ბულგარეთამდე,რუმინეთამდე, უკრაინამდე)-სარფი-სარპი-ტრაბზონი-სამსუნი-მერზიფონი-გერედე-სტამბოლი-კაპიკულე-ბულგარეთის საზღვარი AH-6 პუსანი-კ iონგჯუ-კანგნუნგი-კანსონგი-კოსონგი-ვონსანი(ფხენიანი)-ჩონგჟინი-სონბონი-ხასანი-ჰასანი-რაზდოლნოე-(ვლადივოსტოკი-ნახოდკა)-უსურისკი-პოგრანიჩნი-სიუფენხე-ჰარბინი-კიკიჰარი-მანჯოული-ზაბაიკალსკი-ჩიტა-ულან უდე-ირკუტსკი-კრასნოიარსკი-ნოვოსიბირსკი-ომსკი-ისილკული-კარაკუგა-პეტროპავლოვსკი-ჩისტოე-პეტუხოვო-ჩელიაბინსკი-უფა-სამარა-მოსკოვი-კრასნოე ბელორუსის საზღვარი AH-7 ეკატერინბურგი-ჩელიაბინსკი-ტროისკი-კაერაკი-კუსტანაი-ასტანა-ყარაგანდა-ბურიბაიტალი-მერკე-ჩალდოვარი-ყარაბალტა-ოში-ანდიჯონი-ტაშკენტი-სირდარია-ჰავასტი-ხუჯანდი-დუშანბე-ნიჟნი პანჯი-შირხანი-პოლხუმრი-ჯბულსარჯი-ქაბული-ყანდაღარი-სპინბოლდაკი-ჩამანი-კეტა-ქალატი-ყარაჩი AH-8 ფინეთის საზღვარი-ტორპინოვკა-ვიბორგი-სანკტ-პეტერბურგი-მოსკოვი-ტამბოვი-ბორისოგლებსკი-ვოლგოგრადი-ასტრახანი-ჰასავიურტი–მაჰაჩკალა-კაზმალიარსკი-სამური-სუმგაითი-ბაქო-ალატი-ბილასუვარი-ასტარა-რაშტი-ყაზეინი-თეირანი-სავეჰი-აჰვაზი-ბანდარ-ემამი სუბრეგიონების შიგნით გამავალი გზატკეცილის მარშრუტები, მეზობელ სუბრეგიონებთან დამაკავშირებელი მარშრუტების ჩათვლით და წევრ-სახელმწიფოებზე გამავალი აზიური გზატკეცილის მარშრუტები სამხრეთ-აღმოსავლეთ i აზია AH-11 ვიენტიანი-ბანლაო-თხაკხეკი-სენო-პაკსა-ვეუნხამი-ტრაპენგკრეაი-სტინგტრენგი-კრატიე-პნომპენი-სიანუკვილი AH-12 ნატი-უდომსაი-პაკმონგი-ლუანპრაბანგი-ვიენტიანი-თხანალენგი-ნონგკხაი-უდონტხანი-კხონკენი-ნაკხონრაჩასიმა-ხინგკონგი AH-13 უდომსაი-მუაგჰგეონ-ჰუაიკონი-უტარადიტი-პიტსალუნოკი-ნახონსავანი AH-14 ხაიფონი-ჰანოი-ვიეტრი-ლაოკაი-ხეკოუ-კურმინი-რული-მუსე-ლაშიო-მანდალაი AH-15 ვინი-კაუ tრე o-კეონია-ბანლაო-თხაკხეკი-ნაკხონ პხანომი-უდონთხანი AH-16 დონგხა-ლაობაო-დენსავანი-სენო-სავანაკხეტი-მუკდახანი-ხონკაენი-პიტსანულოკი-ტაკი AH-18 ხოტაი-სუნგაიკოლოკი-რანტაუ პანჯანგი-კოტა ბარუ-კუანტანი-ჯოხორ ბარუ-ჯოხორ ბარუს კაშხალი AH-19 ნაკხონ რატჩასიმა-კაბინ ბური-ლემჩაბანგი-ჩონბური-ბანგკოკი AH-25 ბანდა აჩეხი-მედანი-ტებინგტინგი-დუმაი-პეკანბარუ-ჯამბი-პალემბანგი-ტანჯუნგ კარანგი-ბაკაუჰენი-(ბორანი)-მერაკი AH-26 ლაოაგი-მანილა-ლეგასპი-მატნოგი-(ბორანი)-ალენი -ტაკლობანი ( -ორმოკი -(ბორანი) -სებუ) -ლილოანი -(ბორანი) -სურიგაო-დავაო(კაგაიან დეორო)-გენერალ სანტოსი-ზამბოანგა აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთი აზია AH-30 უსურიისკი-ხაბაროვსკი-ბელოგორსკი-ჩიტა AH-31 ბელოგორსკი-ბლაგოვეშჩენსკი-ჰეიჰე-ჰარბინი-ჩანჩუნი-შენიანი-დალიანი AH-32 სონბონგი-ვონჯონგი-ხუანხე-ჰუნჩუნი-ჩანგჩუნი-არშანი-ნუმრუგი-სუმბერი-ჩოიბალსანი-ონდორხანი-ნალაი-ულანბატორი-ულიასტაი-ხოვდი AH-33 ჰარბინი-ტონგჯიანგი AH-34 ლიანიუნგანგი-ჟენგჟუ-სიანი სამხრეთ ი აზია AH-41 მიანმარის საზღვარი-ტექნაფი-კოკს-ბაზარი-ჩიტაგონგი-კაჩპური-დაკა-ხატიკამრული-ჯესური-მონგლა AH-42 ლანზუ-სინინგი-გოლმუდი-ლხასა-ჟანგმუ-კოდარი-კატმანდუ-ნარაიანგხატი-პათლაია-ბირგანჯი-რაკსაული-პიპრაკოთი-მუზაფარპური-ბარაუნი-ბარხი AH-43 აგრა-გვალიორი-ნაგპური-ჰიდერაბადი-ბანგალორი-კრიშნაგირი-მადურაი-დჰანუშკოდი-(ბორანი)-ტალაიმანარი-დამბულა-კურუნგალა-(კანდი)-კოლომბო-გალე-მატარა AH-44 დამბულა-ტრინკომალეე AH-45 კოლკატა-ხააგპური-ბალასორე-ბჰუბანესვარი-ვისახაპატნამი-ვიჟაიავადა-ჩენაი-კრიშნაგირი-ბანგალორე AH-46 ხარაგპური-ნაგპური-დჰულე AH-47 გვაილორი-დჰულე-ტჰანე- (მუმბაი)-ბანგალორე AH-48 ფხუენტშოლინგი-ინდოეთის საზღვარი AH-51 ფეშავარი-დერა ისმაილ ხანი-კეტა ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთი აზია AH-60 ომსკი-ჩერლაკი-პნირტიშსკოე-პავლოდარი-სემიპალატინსკი-გეორგიევკა-ტაშკესკენი-უჩირალი-ალმატი-კესკელენი-ბურუბაიტალი AH-61 კაში-ტურგატი-ტურუგარტი-ნარინი-ბიშკეკი-გეორგიევკა-კორდაი-მერკე-შიმკენტი-ყიზილორდა-არალსკი-ყარაბუტაკი-აკტიუბინსკი-ურალსკი-კამენკა-ოზინკი-სარატოვი-ბორისოგლებსკი-ვორონეჟი- კურსკი-კრუპეცი-უკრაინის საზღვარი AH-62 პეტროპავლოვსკი-არკალიკი-ჟეზკაზგანი-ყიზილორდა-შიმკენტი-ჟიბეკ ჟოლი-ჩერნიაევკა-ტაშკენტი-სირდარია-სამარყანდი-გუზარი-თერმეზი-ჰაირატანი-მაზარი შარიფი AH-63 სამარა-კურლინი-პოგოდაევო-ურალსკი-ატირაუ-ბეინეუ-ოაზისი-ნუკუსი-ბუხარა-გუზარი AH-64 ბარნაული-ვესელოიარსკი-კრასნი აული-სემიპალატინსკი-პავლოდარი-შიდერტი-ასტანა-კოკშეტაუ-პეტროპავლოვსკი AH-65 კაში-არკაკსტანი-ირკეშტამი-სარიტაში (-ოში)-ყარამიკი-ვახდატი-დუშანბე-ტურსუნზადე-უზუნი-თერმეზი AH-66 ჩინეთის საზღვარი-კულმას უღელტეხილი-ხორუგი-კულაბი-ვახდატი-დუშანბე AH-67 კუიტინი-ბაკეტუ-ბახრი-ტაშკესკენი-სემიპალატინსკი-პავლოდარი-შიდერტი-ყარაგანდა-ჟესკაზგანი AH-68 ჩზინხე-ალაშანკუ-დოსტიკი-უჩარალი AH-70 უკრაინის საზღვარი-დონეცკი-ვოლგოგრადი-ასტრახანი-კოტიაევკა-ატირაუ-ბეინეუ-ჟეტიბაი-(აქტაუ)-ბეკდაში-თურქმენბაში-სერდარი-გუდუროლუმი-ინჩე ბორუნი-გორგანი-სარი-სემნანი-დამგჰანი-იაზდი-ანარი-ბანდერ აბასი AH-71 დილარამი-ზარანგი-მილაკი-ზაბოლი-დაშტაკი AH-72 თეირანი-კომი-ესფახანი-შირაზი-ბუშერი AH-75 ტაჯენი-სარაჰსი-სარახსი-მაშჰადი-ბირჯანდი-ნეხბანდანი-დაშტაკი-ზახედანი-ჩაბაჰარი AH-76 პოლეხუმრი-მაზარი შარიფი-ჰერატი AH-77 ჯებელსარჯი-ბამიანი-ჰერატი-ტურგუნდი-სერხეტაბატი-მარი AH-78 აშგაბატი-ჩოვდანის უღელტეხილი-ბაჰგირამი-კუჩანი-შაბზევარი-კერმანი AH-81 ლარსი-მცხეთა-თბილისი-სადახლო-ბაგრატაშენი-ვანაჯორი-აშტარაკი-ერევანი-ერასხი-სადარაკი-ნახჩივანი-ჯულფა-(ჯოლფა)-ორდუბადი-აგარაკი-მეგრი-აგბანდი-გორადიზი-გაზიმამედი-ალატი-ბაქო-(ბორანი)-აქტაუ AH-82 რუსეთის ფედერაციის საზღვარი-ლესელიძე-სოხუმი-სენაკი-ხაშური-ახალციხე(-ვალე)-ჟდანოვი-ბავრა-გუმრი(-აკურიკი) -აშტარაკი-ერევანი-ერასხი-გორისი-კაპანი-მეგრი-აგარაკი-ნურდუზი-ჯოლფა-ივეოქლუ AH-83 ყაზახი-უზუნგალა-პარავაკარი-ერევანი AH-84 დოგუბაიაზიტი-დიარბაქირი-გაზაინთეფი-ტოპრაკალე(ისკენდერუნი)-ადანა-იჩელი AH-85 რეფაჰიე-ამასია-მერზიფონი AH-86 ასკალე-ბაიბურთი-ტრაბზონი AH-87 ანკარა-აფიონი-უსაკი-იზმირი შენიშვნა: ფრჩხილებში მითითებული მარშრუტები უშუალოდ ფრჩხილების წინ მდგარი ადგილის განშტოებებს აღნიშნავენ. ხაზგასმული მონაკვეთებით აღინიშნება აზიური გზატკეცილის პოტენციური მარშრუტები სიტყვა „ბორანი” არ უნდა იქნეს გაგებული ისე თითქოს იგი მხარეებს აკისრებდეს რაიმე ვალდებულებას. დანართი II აზიური გზატკეცილის საკლასიფიკაციო და საპროექტო სტანდარტები I. ზოგადი დებულებები აზიური გზატკეცილის საკლასიფიკაციო და საპროექტო სტანდარტები აზიური გზატკეცილის მარშრუტების მშენებლობის, სრულყოფის, ტექნიკური შენახვისა და მომსახურების ნორმებისა და რეკომენდაციების მინიმუმს წარმოადგენს. საჭიროა, რომ მხარეებმა ძალისხმევა მიმართონ წინამდებარე დებულებების დასაცავად როგორც ახალი გზების მშენებლობის, ისე არსებულის მოდერნიზაციის დროს. ეს სტანდარტები არ გამოიყენება უკვე განაშენიანებული ტერიტორიების​1 მიმართ. ​1 მხარემ უნდა აღნიშნოს განაშენიანებული ტერიტორიები შესაბამისი მოთხოვნების დაცვით. II. აზიური გზატკეცილის მარშრუტების კლასიფიკაცია აზიური გზატკეცილის მარშრუტების კლასიფიკაცია წარმოადგენილია ცხრილში 1. ცხრილი 1. აზიური გზატკეცილის მარშრუტების კლასიფიკაცია კლასი აღწერილობა გზის საფარი უმაღლესი კლასი ავტომაგისტრალი კონტროლირებადი შესასვლელით ასფალტის ან ცემენტ-ბეტონის კლასი I ოთხიან მეტი ზოლის მქონე ჩქაროსნული შოსე ასფალტის ან ცემენტ-ბეტონის კლასი II ორი ზოლი ასფალტის ან ცემენტ-ბეტონის კლასი III ორი ზოლი საფარი ორმაგი ბიტუმური დამუშავებით ,,უმაღლესი კლასი” აღნიშნავს ავტომაგისტრალებს კონტროლირებადი შესასვლელით. ავტომაგისტრალები კონტროლირებადი შესასვლელით გათვალისწინებულია მხოლოდ ავტომობილებისათვის. ავტომაგისტრალზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა დონეზე არსებული მისასვლელი ზოლების მეშვეობით. ავტომაგისტრალებით სარგებლობა აკრძალულია მოპედების, ველოსიპედების და ფეხით მოსიარულეთათვის მოძრაობის უსაფრთხოებისა და მაღალი სიჩქარის უზრუნველყოფის მიზნით. კონტროლირებადი შესასვლელის მქონე ავტომაგისტრალებზე გზაჯვარედინები ერთ დონეზე არ უნდა იყოს დაპროექტებული, ხოლო სავალი ნაწილი კი შუა ზოლით უნდა იყოფოდეს. ,,III კლასის” გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მშენებლობის დაფინანსების და/ან გზების გასაყვანად საჭირო მიწის შეძენისას სახსრების მოცულობა შეზღუდულია. მომავალში, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, საჭიროა გზის საფარის გაუმჯობესება ასფალტით ან ცემენტ-ბეტონით. ვინაიდან III კლასი ითვლება მინიმალურ სასურველ სტანდარტად, საჭიროა უფრო დაბალი კლასის საგზაო მონაკვეთზე გასაუმჯობესებელი სამუშაოების ჩატარება, მისი III კლასის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. III. აზიური გზატკეცილის მარშრუტების საპროექტო სტანდარტები 1. ადგილმდებარეობის კლასიფიკაცია ადგილმდებარეობის კლასიფიკაცია ნაჩვენებია მე-2 ცხრილში ცხრილი 2. ადგილმდებარეობის კლასიფიკაცია ადგილმდებარეობის კლასიფიკაცია გრძივი ქანობი სწორი რელიეფი(ს) 0-10 პროცენტი გორაკიანი რელიეფი(გ) 10-25 პროცენტი მთაგორიანი რელიეფი(მ) 25-60 პროცენტი ციცაბო რელიეფი(ც) 60 პროცენტზე მეტი 2. საანგარიშო სიჩქარე საანგარიშო სიჩქარე განისაზღვრება 120,100,80,60,50,40 და 30 კმ/სთ-ით ურთიერთმიმართება საანგარიშო სიჩქარეს, გზატკეცილების კლასიფიკაციასა და ადგილმდებარეობის კლასიფიკაციას შორის ნაჩვენებია მე-3 ცხრილში. საანგარიშო სიჩქარე 120 კმ/საათში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი კლასისათვის (ავტომაგისტრალები კონტროლირებადი შესასვლელით) გამყოფი ზოლით ან გზაჯვარედინებით სხვადასხვა დონეებზე. ცხრილი 3. საანგარიშო სიჩქარე, გზატკეცილების კლასიფიკაცია და ადგილმდებარეობის კლასიფიკაცია (ზომის ერთეული კმ/საათში) ადგილმდებარეობა უმაღლესი კლასი კლასი I კლასი II კლასი III სწორი რელიეფი (ს) 120 100 80 60 გორაკიანი რელიეფი (გ) 100 80 60 50 მთაგორიანი რელიეფი (მ) 80 50 50 40 ციცაბო რელიეფი (ც) 60 50 40 30 3. განივი პროფილი მე-4 ცხრილში ნაჩვენებია სავალი ნაწილის სიგანის, ზოლის სიგანის, გზისპირის სიგანის, გამყოფი ზოლის სიგანის, გზის საფარის დაქანებისა და გზისპირის დაქანების პარამეტრები ჩქაროსნული გზების ყოველი კლასის მიხედვით. ცხრილი 4. აზიური გზატკეცილის საპროექტო სტანდარტები, 2002 წელი გზატკეცილის კლასიფიკაცია უმაღლასი კლასი (4 და მეტი ზოლი) კლასი I (4 და მეტი ზოლი) კლასი II (2 ზოლი) კლასი III (2 ზოლი) ადგილის კლასიფიკაცია ს გ მ ც ს გ მ ც ს გ მ ც ს გ მ ც საანგარიშო სიჩქარე (კმ/სთ) 120 100 80 60 100 80 50 50 80 60 50 40 60 50 40 30 სიგანე (მ) სავალი ნაწილის (50) (40) (40) (30) ზოლი 3,50 3,50 3,50 3,00 (3,25) გზისპირის 3,00 2,50 3,00 2,50 2,50 2,00 1,50 (2,0) 0,75 (1,5) გამყოფი ზოლი 4,00 3,00 3,00 2,50 მონაცემები არ არის მონაცემები არ არის მონაცემები არ არის მონაცემები არ არის გზის გეგმაში მრუდის მინიმალური რადიუსი (მ) 520 350 210 115 350 210 80 210 115 80 50 115 80 50 30 გზის საფარის დაქანება (%) 2 2 2 2-5 გზისპირის დაქანება (%) 3-6 3-6 3-6 3-6 გზის საფარის სახეობა ასფალტი/ცემენტ-ბეტონი ასფალტი/ცემენტ-ბეტონი ასფალტი/ცემენტ-ბეტონი ორმაგი ბიტუმური დამუშავება მაქსიმალური ამაღლების კუთხე (%) 10 10 10 10 მაქსიმალურად ვერტიკალური დაქანება (%) 4 5 6 7 4 5 6 7 4 5 6 7 4 5 6 7 სტრუქტურული დატვირთვა (მინიმუმი) HS20-44 HS20-44 HS20-44 HS20-44 შენიშვნა: ფრჩხილებში ნაჩვენები ციფრები სასურველ პარამეტრებზე მიუთითებენ. გზის გეგმაში მრუდის მინიმალური რადიუსი მაქსიმალური ამაღლების კუთხესთან ერთად უნდა განისაზღვროს. გამოყოფი ზოლის რეკომენდებული სიგანე შეიძლება სათანადო დამცავი გადაღობვებით. მხარეებმა უნდა იხელმძღვანელონ თავიანთი ეროვნული სტანდარტებით აზიურ გზატკეცილზე ისეთი სტრუქტურების მშენებლობისას, როგორიცაა ხიდები, მილსადენები და გვირაბები. ფეხით მოსიარულეთა, ველოსიპედებისა და საჭაპნე ტრანსპორტის მოძრაობა განცალკევებული უნდა იქმნეს შემოვლითი გზების და/ან გვერდითი გზების მშენებლობის მეშვეობით იმ მონაკვეთებზე, სადაც ავტომობილების შეუფერხებელ მოძრაობას ხელს უშლის ასეთი სახის ადგილობრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 4. განივი პროფილი გზის განივი პროფილი იმ ადგილის ტოპოგრაფიული თავისებურებების შესაბამისად უნდა განისაზღვროს, რომელსაც ეს გზა გადის. მრუდეების მინიმალური რადიუსები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და გარდამავალ მრუდეებთან ერთად. ნებისმიერი შესაძლებლობისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული რთული მრუდეები. მე-5 ცხრილში ნაჩვენებია გეგმაში მრუდეთა მინიმალური რადიუსები გზატკეცილების ყოველი კლასის მიხედვით.  ცხრილი 5. ჰორიზონტალური მრუდეების მინიმალური რადიუსები (ზომის ერთეული:მ) ადგილი უმაღლესი კლასი კლასი I კლასი II კლასი III სწორი რელიეფი (ს) 520 (1000) 350 (600) 210 115 გორაკიანი რელიეფი (გ) 350 (600) 210 (350) 115 80 მთაგორიანი რელიეფი (მ) 210 ( 350) 80 (110) 80 50 ციცაბო რელიეფი (ც) 115 (160) 80 (110) 50 30 შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულია სასურველი პარამეტრები მრუდის მინიმალური რადიუსების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევაში. ჩვეულებრივ გამოყენებული უნდა იქნეს 50-100 პროცენტზე მაღალი პარამეტრები. რეკომენდირებულია მხედველობაში იქნეს მიღებული მთიან და ციცაბო მონაკვეთებზე მკვეთრ მოსახვევთა მანძილის, რადიუსისა და დახრის კუთხის კომბინაცია. გარდამავალი მრუდები გამოყენებული უნდა იქნეს იმ მრუდეთა შესაერთებლად, რომელთა რადიუსი მე-6 ტაბულაში ნაჩვენებ პარამეტრებზე ნაკლებია. ასევე რეკომენდებულია გარდამავალი მრუდეების გამოყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც რადიუსები ორჯერ აღემატება მე-6 ტაბულაში აღნიშნულ პარამეტრებს. ცხრილი 6. რადიუსები, რომელთა შემთხვევაშიც გამოყენებული უნდა იქნეს გარდამავალი მრუდები (ზომის ერთეული:მ) ადგილი უმაღლესი კლასი კლასი I კლასი II კლასი III სწორი რელიეფი (ს) 2 100 1 500 900 500 გორაკიანი რელიეფი (გ) 1 500 900 500 350 მთაგორიანი რელიეფი (მ) 900 500 350 250 ციცაბო რელიეფი (ც) 500 500 250 130 გარდამავალი მრუდის მინიმალურ განფენილობასთან დაკავშირებით რეკომენდებულია მე-7 ცხრილში მითითებული პარამეტრების გამოყენება.  ცხრილი 7. გარდამავალი მრუდის მინიმალური განფენილობა (ზომის ერთეული:მ) ადგილი უმაღლესი კლასი კლასი I კლასი II კლასი III სწორი რელიეფი (ს) 100 85 70 50 გორაკიანი რელიეფი (გ) 85 70 50 40 მთაგორიანი რელიეფი (მ) 70 50 40 35 ციცაბო რელიეფი (ც) 50 50 35 25 მაქსიმალური ამაღლების კუთხე ყველა სახის ადგილზე 10 პროცენტს უნდა უდრიდეს. 5. გრძივი პროფილი ყველა გზატკეცილის გრძივი პროფილი რაც შეიძლება გლუვი უნდა იყოს. მასთან, ეკონომიკურად მიზანშეწონილი უნდა იყოს, გრუნტის ამოღებისა და გორაკიანი რელიეფის გასასწორებლად ჩატარებული სამუშაოები. მაქსიმალურად ვერტიკალური გრადიენტის შემთხვევაში, დამპროექტებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მას შემდეგ, რაც გზა გარკვეული დახრის კუთხით აშენდება, შემდგომში ამ კუთხის შეცვლა შეუძლებელი იქნება, რადგანაც ამ დროს საჭირო გახდება ისეთივე ოდენობის ინვესტიციები, რამდენიც თავდაპირველი მშენებლობისას. მაქსიმალური ვერტიკალური გრადიენტის პარამეტრები გზატკეცილის ყველა კლასის მიხედვით ნაჩვენებია მე-8 ცხრილში.  ცხრილი 8. მაქსიმალური ვერტიკალური აღმართი ადგილის კლასიფიკაცია მაქსიმალური ვერტიკალური გრადიენტი სწორი რელიეფი(ს) 4 პროცენტი გორაკიანი რელიეფი (გ) 5 პროცენტი მთაგორიანი რელიეფი (მ) 6 პროცენტი ციცაბო რელიეფი (ც) 7 პროცენტი გზატკეცილებზე, რომლებზეც მოძრაობენ მძიმე სატვირთო ავტომობილები და სადაც აღმართის კუთხის სიგრძე აღემატება მე-9 ცხრილში მოცემულ სიდიდეებს, სასურველია აღმართზე დამატებითი მოძრაობის ზოლის შექმნა. უმაღლესი კლასის და 1 კლასის გზატკეცილებზე დამატებითი მოძრაობის ზოლის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია დაქანებული მონაკვეთების კრიტიკული განფენილობის იმ პარამეტრების გამოყენება, რომლებიც წარმოდგენილია მე-9 ცხრილში.  ცხრილი 9. დაქანებული მონაკვეთების კრიტიკული განფენილობა აღმართზე მოძრაობის დამატებითი ზოლის მშენებლობისას ადგილის კლასიფიკაცია უმაღლესი კლასი კლასი I სწორი რელიეფი (ს) 3 პროცენტი-800მ 3 პროცენტი-900მ 4 პროცენტი-500მ 4 პროცენტი-700მ გორაკიანი რელიეფი (გ) 4 პროცენტი-700მ 4 პროცენტი-800მ 5 პროცენტი-500მ 5 პროცენტი-600მ მთაგორიანი რელიეფი (მ) 5 პროცენტი-600მ 5 პროცენტი-700მ 6 პროცენტი-500მ 6 პროცენტი-500მ ციცაბო რელიეფი (ც) 6 პროცენტი-500მ 6 პროცენტი-500მ 7 პროცენტი-400მ 7 პროცენტი-400მ 6. გზის საფარი გზის სავალი ნაწილი უნდა დაიფაროს ცემენტბეტონით ან ასფალტბეტონით. ამასთან, III კლასის გზები შეიძლება დაიფაროს ორმაგი ბიტუმური დამუშავებით. აზიური გზატკეცილის ბევრ უბანზე საფარი ზიანდება იმის გამო, რომ ის ვერ უძლებს დატვირთვას. ამასთან დაკავშირებით, ზედმიწევნით უნდა განისაზღვროს დასაშვები დატვირთვა საფარზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული გზის ვაკისის დაზიანება და საბოლოოდ შემცირდეს გზის შენახვის ხარჯები. ამასთანავე, გზის საფარის დაპროექტებისას მხედველობში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი ფაქტორები: i) მაქსიმალური დატვირთვა ბორბალზე; ii) მოძრაობის ინტენსიურობა; iii) მასალების ხარისხი, რომლებიც გამოიყენება გზის ფუნდამენტისა და ყრილისათვის (რამდენადაც საშენ მასალათა ხარისხი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, გზის საფარის დატვირთვის სპეციფიკაცია არ იქნა შეტანილი აზიური გზატკეცილის სტანდარტებში). 7. კონsტრუქციული დატვირთვა მძიმე სატრანსპორტო საშუალებების, კერძოდ , კონტეინერების მოძრაობის ინტენსიურობის გაძლიერების შედეგად, საჭიროა სათანადოდ დაპროექტდეს გზების ზიდვის უნარი (ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა). საგზაო სამოსის სტრუქტურის სერიოზული დაზიანების თავიდან აცილებისა და გზების შენახვის ხარჯების შემცირების მიზნით, აზიური გზატკეცილისათვის, როგორც საერთაშორისო საგზაო ქსელისათვის, საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს მაღალი ტვირთზიდვის უნარი. ამასთან დაკავშირებით, საგზაო სამოსის სტრუქტურის დაპროექტებისას გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური საპროექტო დატვირთვა HS 20-44, რაც საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს და ორღერძიანი მისაბმელით გამოწვეულ დატვირთვას შეესაბამება. 8. ვერტიკალური გაბარიტი მინიმალური ვერტიკალური გაბარიტი უნდა შეადგენდეს 4,5 მ-ს, რაც აუცილებელია სტანდარტული კონტეინერების უსაფრთხო მოძრაობისათვის. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც საკმარისი ვერტიკალური გაბარიტის უზრუნველყოფა შეუძლებელია არსებული კონსტრუქციების, როგორიცაა მაგალითად ხიდები, გარდაქმნის მაღალი ღირებულების გამო, შეიძლება ისეთი მისაბმელების გამოყენება, რომლებსაც დაბალი ჩასმა და საწევროებთან მენჯისებური შეერთება აქვთ. 9.გარემო ახალი გზების მშენებლობის პროექტების მომზადებისას ხდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება. სასურველია ეს დებულება გათვალისწინებულ იქნეს არსებული საავტომობილო გზების რეკონსტრუქციის ან სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროსაც. 10. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება აზიური გზატკეცილის ქსელის გაფართოებისას მხარეები ყოველმხრივ ყურადღებას უთმობენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხების განხილვას. დანართი III აზიური გზატკეცილის მარშრუტების იდენტიფიკაცია და აღნიშვნა 1. ნიშანი, რომელიც აზიური გზატკეცილის მარშრუტების იდენტიფიკაციისა და აღნიშვნისათვის გამოიყენება, ოთხკუთა ფორმისაა. 2. ეს ნიშანი შედგება AH ასოებისაგან, რომლებსაც, როგორც წესი, მოჰყვება არაბული ციფრით აღნიშნული მარშრუტის ნომერი. 3. ნიშანი წარმოადგენს თეთრ ან შავ წარწერას; შეიძლება მისი მიმაგრება სხვა ნიშნებთან ან მათთან შეთავსება. 4. ნიშანი ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ დიდი სისწრაფით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ადვილად შეეძლოს მისი გარჩევა ან გაგება. 5. აზიური გზატკეცილის მარშრუტის იდენტიფიკაციისა და აღნიშვნისათვის განკუთვნილი ნიშანი არ გამორიცხავს იმ ნიშნის გამოყენებას, რომელიც გზის იდენტიფიკაციას ეროვნული სტანდარტების შესაბამისად ახდენს. 6. აზიური გზატკეცილის ნომრები შეტანილ იქნება მოცემული წევრი-ქვეყნის გზის მაჩვენებელი ნიშნების სისტემაში (ან ერთიანდება ამ სისტემასთან). ნომრები შეიძლება განთავსდეს როგორც ყოველი მისასვლელი გზის ან გართვის წინ, აგრეთვე მათ შემდეგ. 7. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოები არიან აზიური გზატკეცილის ქსელის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების, და ასევე საერთაშორისო მაგისტრალის შესახებ ევროპის შეთანხმების მხარეები, მარშრუტები აღინიშნება ან აზიური გზატკეცილის მარშრუტების ნიშნებით, ან ევროპული საგზაო ნიშნებით, ან ორივეთი, მხარეების შეხედულებისამებრ. 8. თუ აზიური გზატკეცილის მარშრუტი სხვა მარშრუტში გადადის ან აზიური გზატკეცილის სხვა მარშრუტს კვეთს, რეკომენდებულია აზიური გზატკეცილის მარშრუტების შესაბამისი ნომრების დადგმა ასეთი შესასვლელებისა და გართვის წინ.