საერთაშორისო სავაჭრო ინფორმაციისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამთავრობათშორისო ორგანიზაციის სახით ჩამოყალიბების შესახებ
მიღების თარიღი 13.03.2003
ძალაში შესვლა 10.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480490000.03.030.000588
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/05/2006
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სპონსორი წევრი | გასაკეთებელი შესატანი |
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო სავაჭრო ინფორმაციისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამთავრობათშორისო ორგანიზაციის სახით ჩამოყალიბების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საერთაშორისო სავაჭრო ინფორმაციისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის სახით ჩამოყალიბების შესახებ
მოცემული შეთანხმების მხარეები:
აღნიშნავენ რა საერთაშორისო ვაჭრობის, როგორც ზრდისა და განვითარების ინსტრუმენტის, მზარდ მნიშვნელობასა და მის პოტენციალს სიღატაკის შემცირების საქმეში წვლილის შეტანის თვალსაზრისით.
აღნიშნავენ რა, აგრეთვე, ვაჭრობის სფეროში შესაძლებლობათა და უნარის წარმოქმნისა და ტექნიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში განვითარებადი ქვეყნების მონაწილეობის გაძლიერებისათვის,
კვლავ ადასტურებენ
რა თავიანთ მხარდაჭერასა და ერთგულებას სამართლიანი მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისადმი და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) შემადგენლობის გაფართოებისადმი,
აცნობიერებენ რა,
თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს შეზღუდული რესურსების მქონე განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალ პერიოდში მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყნების,მცირე და დაუცველი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ჩათვლით, შესაძლებლობათა და უნარის გაძლიერებას, რის დროსაც პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და და ჟენევაში წარმომადგენლობის არმქონე ქვეყნების ქმედით მონაწილეობას ვმო-სა და საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში და იზიარებენ რა მისწრაფებას იმისადმი, რათა ვმო-ს ყველა წევრი და დამკვირვებელი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ჟენევაში,
აცნობიერებენ რა
აგრეთვე სიძნელეებს, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნების ქმედით მონაწილეობას ვმო-ში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ არა აქვთ წარმომადგენლობა ჟენევაში,
რეაგირებენ რა
შეზღუდული რესურსების მქოპნე ამ ქვეყნების გადაუდებელ მოთხოვნილებასა და მისწრაფებაზე ვაჭრობის სფეროში ტექნიკური თანამშრომლობის მიმართ და შესაძლებლობათა და უნარის წარმოქმნის მიმართ; რამაც საშუალება უნდა მისცეს მათ, ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ვმო-ს სამუშაო პროგრამასა და მოლაპარაკების პროცესში, და იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომელიც ამ მოთხოვნილებებს მიენიჭა დოჰას მინისტრთა დეკლარაციაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა მინისტრების მიერ ვმო-ს მინისტრთა კონფერენციის მეოთხე სესიაზე, რაც განმეორებულია 38-ე მუხლში მონტერეის კონსენსუსისა, რომელიც დამტკიცდა განვითარების დაფინანსებისადმი მიძღვნილ გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე დამსწრე სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მიერ,
აღიარებენ რა ეფექტიანობას დახმარებისა, რომელიც შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებს 1998 წლიდან მოყოლებული გაუწია შვეიცარიის მიერ დაფინანსებულმა საერთაშორისო სავაჭრო ინფორმაციისა და თანამშრომლობის სააგენტომ (სსითს), უნიკალურ როლს, რომელსაც სსით-ი თამაშობს კონკრეტული ქვეყნებისათვის განკუთვნილი ინდივიდუალური მხარადაჭერის გაწევაში, ამგვარ მხარადაჭერაზე მზარდ მოთხოვნასა და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაწეულ ძალისხმევას,
სურთ რა, შეზღუდული რესურსების მქონე და დონორ ქვეყანათა შორის პარტნიორობის საფუძველზე, შეუქმნან სსით-ს უფრო ფართო დაფინანსების ბაზა, მართვის სრულყოფილი სტრუქტურა და სათანადო იურიდიული ბაზა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. სსითს-ის შექმნა
ამით საერთაშორისო სავაჭრო ინფორმაციისა და თანამშრომლობის სააგენტო (შემდგომში „სსითს“-ად წოდებული) იქმნება სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის სახით.
მუხლი 2🔗. სსით-ის მიზნები
სსითს-ის მიზნებია, დაეხმაროს შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებსა და გარდამავალ პერიოდში მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, მცირე და დაუცველი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ჩათვლით, პრიორიტეტის მინიჭებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და ჟენევაში მუდმივი წარმომადგენლობის არმქონე ქვეყნებისათვის (რომლებიც შემდგომში „მონაწილე წევრებად“ იწოდებიან) ქმედითი მონაწილეობის მიღებაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასა (ვმო) და საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში, რისთვისაც იგი:
(a) დაეხმარება მონაწილე წევრებს სავაჭრო პოლიტიკის საკითხებისა და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის უკეთ გაგებაში;
(b) დაეხმარება მონაწილე წევრებს მათი სავაჭრო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში, ვმო-ს მოლაპარაკებებისა და სხვა ღონისძიებებისათვის მომზადებაში, და
(c) მიაწვდის მონაწილე წევრებს ინფორმაციასა და ანალიტიკურ მასალებს, რომლებიც შეეხება ვმო-ს მოლაპარაკებებს, მრავალმხრივი სავაჭრო პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და ვაჭრობის სფეროში ტექნიკურ თანამშრომლობასა და შესაძლებლობათა და უნარის წარმოქმნას, მე-4 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗. ფუნქციები
1. სსითს-ის ფუნქციებში შედის:
(a) თვალყურის დევნება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში, მოლაპარაკებებსა და ვმო-ს სხვა საქმიანობაში მიმდინარე მოვლენებისათვის, როგორც საფუძველი მონაწილე წევრების ინფორმაციითა და მასთან დაკავშირებული კონსულტაციებით უზრუნველყოფისა;
(b) შეგროვება, გაანალიზება და წევრებისათვის ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებეზე მიწოდება სინთეზირებული ინფორმაციისა და მოლაპარაკებების ვმო-ს სხვა საქმიანობის შესახებ, რომელიც მონაწილე წევრთა ინტერესის საგანს წარმოადგენს;
(c) მოთხოვნის საფუძველზე, ინდივიდუალური მონაწილე წევრების უზრუნველყოფა კონკრეტული ქვეყნისათვის გათვალისწინებული სპეციალური დახმარებითა და კონსულტაციებით;
(d) მომსახურების გაწევა ჟენევაში წარმომადგენლობის არმქონე მონაწილე წევრთა კონკრეტულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად;
(e) მოლაპარაკებათა წარმოების უნარ-ჩვევების გაუმჯობესების საკითხისადმი მიძღვნილი არაფორმალური შეხვედრების, სასწავლო სესიებისა და სემინარების მოწყობა, მათ შორის სხვა სააგენტოებთან და რეგიონალურ ორგანიზაციებთან ერთად;
(f) მისთვის წარმომადგენელთა საბჭოს მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციათა შესრულება.
2. სსითს-ის მიერ მონაწილე წევრთათვის გაწეული მომსახურებანი ხელმისაწვდომი უნდა იყოს აგრეთვე არაწევრ შეზღუდული რესურსების მქონე განვითარებად და გარდამავალ პერიოდში მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყანათათვის, მცირე და დაუცველი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ჩათვლით, პრიორიტეტის მინიჭებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და ჟენევაში მუდმივი წარმომადგენლოის არმქონე ქვყნებისათვის, წარმომადგენელთა საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობებით.
მუხლი 4🔗. ურთიერთობა სხვა ორგანიზაციებთან
1. სსით-მა სათანადო ზომები უნდა მიიღოს ეფექტიანი თანამშრომლობის მიზნით სხვა სამთავრობათშორისო ორგანიზაციებთან, რომლებსაც სსითს-ის მოვალეობათა ანალოგიური მოვალეობანი აკისრიათ, განსაკუთრებით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციასთან, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრთან და ვმო-ს სამართლის საკონსულტაციო ცენტრთან, მოცემული შეთანხმების მიზნების მიღწევისათვის ხელის შესაწყობად და გატარებულ ძალისხმევათა დუბლირების თავიდან ასაცილებლად.
2. სსითს-მა სათანადო ზომები უნდა მიიღოს აგრეთვე კონსულტაციების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით იმ არასამათავრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ დაწესებულებებთან, რომელთა საქმიანობაც სსითს-ის საქმიანობის ანალოგიურია.
მუხლი 5🔗. წევრობა
1. სსით-ს ჰყავს მონაწილე და სპონსორი წევრები.
2. სსითს-ის წევრობა მონაწილე წევრის სახით ღიაა ყველა შეზღუდული რესურსების მქონე განვითარებადი ქვეყნისათვის და გარადამავალ პერიოდში მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, მცირე და დაუცველი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა, ნაკლებად განვითარებულ ქვეყანათა და ჟენევაში მუდმივი წარმომადგენლობის არმქონე ქვეყანათა ჩათვლით.
3. სსითს-ის წევრობა სპონსორი წევრის სახით ღიაა სხვა ქვეყნებისა და საბაჟო ტერიტორიებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაწილე წევრთა მეტი მონაწილეობით მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში, სავაჭრო თანამშრომლობისა და შესაძლებლობათა და უნარის წარმოქმნის პროექტების დაფინანსებისა და სსითს-ის საქმიანობაში წვლილის შეტანის მეშვეობით. სპონსორი წევრების მიერ გასაკეთებელი შესატანების ფორმა და ხასიათი განხილულია მე-11 მუხლში.
მუხლი 6🔗. სსითს-ის სტრუქტურა
სსითს-ი ფუნქციონირებს წარმომადგენელთა საბჭოს, აღმასრულებელი კომიტეტისა და აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით მოქმედი სამდივნოს მეშვეობით.
მუხლი 7🔗. წარმომადგენელთა საბჭო
1. წარმომადგენელთა საბჭო, შემდგომში „საბჭოდ“ წოდებული, შედგება სპონსორი წევრებისა და მონაწილე წევრების წარმომადგენელთაგან. საბჭო ირჩევს თავმჯდომარესა და სხვა თანამდებობის პირებს. საბჭო იკრიბება საჭიროებისდა მიხედვით, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, იმისათვის, რათა:
(a) რეგულარულად შეაფასოს სსითს-ის საქმიანობა და, საჭიროებისდა მიხედვით, ხელმძვანელობა გაუწიოს მის შემდგომ მუშაობას, აღმასრულებელი დირექტორის ანგარიშის გათვალისწინებით;
(b) აირჩიოს აღმასრულებელი კომიტეტი;
(c) მიიღოს წესები;
(d) მიიღოს წლიური ბიუჯეტი;
(e) მიიღოს სსითს-ის ფინანსური რესურსების შევსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები;
g) დაამტკიცოს სსითს-ის საქმიანობის წლიური ანგარიში;
(f) დაამტკიცოს წლიური სამუშაო პროგრამა;
(h) დანიშნოს გარეშე აუდიტორი;
(i) შეასრულოს სხვა ფუნქციები, რომლებიც მას ეკისრება მოცემული შეთანხმების სხვა მუხლების ძალით და რომლებიც კავშირშია სსითს-ის მიზნების მიღწევისათვის ხელის შეწყობასთან.
2. საბჭო იღებს თავის საპროცედურო წესებს.
მუხლი 8🔗. აღმასრულებელი კომიტეტი
1. აღმასრულებელი კომიტეტი, შემდგომში „კომიტეტად“ წოდებული, ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე. იგი შედგება სპონსორი წევრების სამი წარმომადგენლის, მონაწილე წევრების სამი წარმომადგენლისა და, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, აღმასრულებელი დირექტორისაგან. კომიტეტში შემავალი პირები მასში პირადი სახით შედიან და მათი კანდიდატურები შემოთავაზებული უნდა იქნეს ვმო-ს სფეროში ან საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებსა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში მათი პროფესიული კვალიფიკაციის საფუძველზე.
2. საბჭო იკრიბება აუცილებლობისდა მიხედვით, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, იმისათვის, რათა:
(a) მიიღოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც აუცილებელია სსითს-ის ქმედითი და ეფექტიანი საქმიანობისათვის მოცემული შეთანხმების თანახმად;
(b) რეგულარულად განიხილოს სსითს-ის ფინანსური მდგომაროება;
(c) მოამზადოს სსითს-ის რეგულარული წლიური ბიუჯეტი და წლიური სამუშაო პროგრამა საბჭოს მიერ განსახილველად;
(d) შესთავაზოს საბჭოს სსითს-ის რესურსების შევასებასთან დაკავშირებული წინადადებები, მე-11 მუხლის თანახმად;
(e) დაამტკიცოს სპეციალური პროექტების, ე.ი. ბიუჯეტგარეშე წყაროებიდან ფინანსირებული პროექტების, დამოუკიდებელი და ფინანსური კომპონენტები;
(f) მეთვალყურეობა გაუწიოს სსითს-ის საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადებას;
(g) დანიშნოს აღმასრულებელი დირექტორი წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე;
(h) საბჭოს განსახილველად წარუდგინოს წესები, რომლებიც შეეხება:
(i) კომიტეტის პროცედურებს;
(ii) აღმასრულებელი დირექტორის, სსითს-ის პერსონალისა და სსითს-ის მიერ დაქირავებული კონსულტანტების მოვალეობებსა და მუშაობის პირობებს;
(iii) საფინანსო წესებსა და პროცედურებს.
მუხლი 9🔗. აღმასრულებელი დირექტორი და სამდივნო
აღმასრულებელი დირექტორი:
(a) ხელმძღვანელობს სსითს-ის ყოველდღიურ საქმიანობას;
(b) სამუშაოდ აჰყავს, ხელმძვანელობს და სამუშაოდან ითხოვს სსითს-ის სამდივნოს პერსონალს, საბჭოს მიერ მიღებული საკადრო წესდების მიხედვით;
(c) ხელშეკრულებებს აფორმებს კონსულტანტებთან და მეთვალყურეობას უწევს მათ;
(d) წარადგენს წლიურ სამუშაო პროგრამასთან, ბიუჯეტთან და სსითს-ის ანგარიშთან დაკავშირებულ წინადადებებს კომიტეტის განსახილველად და საბჭოს მიერ დასამტკიცებლად;
(e) ეხმარება კომიტეტსა და საბჭოს მათ მოვალეობათა აღსრულებაში;
(f) კომიტეტსა და საბჭოს წარუდგენს წინა ფისკალური პერიოდის დამოუკიდებელ აუდიტორულ დასკვნას შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ;
(g) არის სსითს-ის საგარეო წარმომადგენელი.
მუხლი 10🔗. გადაწყვეტილებათა მიღება
1. საბჭო გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საბჭოს კრებაზე მისაღებად წარდგენილი წინადადება კონსენსუსის საფუძველზე მიღებულად ითვლება, თუ კრების განმავლობაში მის წინააღმდეგ გამოთქმული არ იქნება ოფიციალური პროტესტი სსითს-ის რომელიმე წევრის მიერ. ეს დებულება, აუცილებელი ცვლილებებით, გამოიყენება აგრეთვე კომიტეტის გადაწყვეტილებათა მიმართ.
2. თუკი საბჭოს თავმჯდომარე დაადგენს, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის საფუძველზე, მას შეუძლია გადაწყვიტოს, საკითხი კენჭის საყრელად წარუდგინოს საბჭოს. ასეთ შემთხვვაში საბჭო, მე-3 პუნქტში მოხსენიებული გამონაკლისით, გადაწყვეტილებას ღებულობს კენჭისყრაზე დამსწრე წევრთა ორი მესამედის ხმათა უმრავლესობით. სსითს-ის წევრთა უბრალო უმრავლესობა შეადგენს კვორუმს საბჭოს ნებისმიერი კრებისა, რომლის დროსაც საკითხი კენჭის საყრელად იქნება წარდგენილი.
3. მოცემულ შეთანხმებაში შესწორებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებათა შემთხვევაში, ფულადი შესატანების გრაფიკის შესწორებათა ჩათვლით, გამოიყენება პროცედურები, მოყვანილი, ხსენებული თანამიმდევრობით, 1-ლ და მე-2 პუნქტებში წინამდებარე შეთანმხების მე-15 მუხლისა.
მუხლი 11🔗. სსითს-ის ფინანსური სტრუქტურა
1. სსითს-ის რეგულარული წლიური ბიუჯეტი ფინანსდება სპონსორი წევრების შესატანებითა და ნებაყოფლობითი შესატანებით. მე-16 მუხლში მოყვანილ პირობათა თანახმად, შეთანხმებასთან მიერთებული სპონსორი წევრების მინიმალური შესატანი უდრის 2 000 000 შვეიცარულ ფრანკს. თითოეული სპონსორი წევრის მიერ შესატანებისათვის განკუთვნილი თავდაპირველად შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში სსითს-ის დაარსების შემდეგ გასაკეთებელი შესატანების გრაფიკის მოყვანილია მოცემული შეთანხმების 1-ლ დანართში.
2. სსითს-ის დაარსებიდან მეოთხე წლის განმავლობაში და, შემდგომში, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, საბჭო განიხილავს სსითს-ის ფინანსურ საჭიროებებს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად და, შესაბამისად, დაადგენს სპონსორი წევრების მიერ გასაკეთებელი შესატანების გრაფიკებს.
3. სპეციალური პროექტები, რომლებიც სსითს-ის მანდატის ფარგლებში ხვდება, როგორც ეს განსაზღვრულია მოცემული შეთანხმების მე-2 და მე-3 მუხლებში, ფინანსდება ნებაყოფლობითი შესატანებით.
4. სსითს-ი მიესალმება ნებაყოფლობით შესატანებს ნაღდი ფულითა და ნატურით, გაკეთებულს სპონსორი და მონაწილე წევრებისა და სხვა მთავრობების მიერ, ისევე როგორც სამთავრობათშორისო სააგენტოებისა და კერძო სპონსორების მიერ, შესამუშავებელი ფინანსური წესდების დებულებათა თანახმად.
მუხლი 12🔗. წევრთა უფლებები და მოვალეობები
1. ყოველ მონაწილე წევრს ეკუთვნის სსითს-ის მომსახურებანი, თანახმად მოცემული შეთანხმების დებულებებისა და წესდებისა, რომელიც საბჭომ შეიძლება მიიღოს.
2. ყოველმა სპონსორმა წევრმა დროულად უნდა გადაიხადოს თავისი შეთანხმებული შესატანი, თანახმად 1-ლ დანართში მოყვანილი შესატანების გრაფიკისა. ყოველი სპონსორი წევრის საწყისი შესატანი, ეკვივალენტური, სულ მცირე, თორმეტთვიანი პერიოდის პროპორციულად გადასახდელი მისი შეთანხმებული შესატანებისა, გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 90-ე დღისა თარიღიდან, როდესაც შეთანხმებამ მისთვის სავალდებულო ძალა შეიძინა. ყოველ სპონსორ წევრს, რომელიც უერთდება მოცემულ შეთანხმებას მე-17 მუხლის თანახმად, შეაქვს საწყისი შესატანები მიერთების შესახებ თავისი დოკუმენტის დებულებათა თანახმად. მონაწილე წევრებს შესატანების გაკეთება ნებაყოფლობით შეუძლიათ.
3. არაფერი მოცემულ შეთანმხებაში არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც რომელიმე წევრისათვის რაიმე ვალდებულებათა დამკისრებელი, გარდა მოცემული მუხლის 1-ლი და მე-2 მუხლებიდან გამომდინარე ვალდებულებებისა.
მუხლი 13🔗. სსითს-ის სამართლებრივი სტატუსი
1. სსითს-ი იურიდიულ პირს წარმოადგენს. კერძოდ, მას აქვს ხელშეკრულებათა გაფორმების, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენისა და განკარგვის, და სასამართლო საქმეების აღძვრის უფლება.
2. სსითს-ის ადგილსამყოფელია ჟენევა, შვეიცარია.
3. სსითს-ი შვეიცარიის კონფედერაციასთან დებს ხელშეკრულებას შტაბბინის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს სსითს-ის სტატუსს, პრივლეგიებსა და იმუნიტეტებს. სსითს-ი, მისი აღმასრულებელი დირექტორი და მისი პერსონალი სარგებლობენ შვეიცარიაში პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებს ენიჭება.
მუხლი 14🔗. სამუშაო ენები
სსითს–ის სამუშაო ენებია ინგლისური, ფრანგული და ესპანური.
მუხლი 15🔗. შესწორება, გამოსვლა და მოქმედების შეწყვეტა
1. წინადადება მოცემული შეთანხმების ამა თუ იმ დებულების შესწორების შესახებ შეიძლება გაკეთდეს წევრის ან კომიტეტის მიერ. ამგვარი წინადადება უნდა წარედგინოს საბჭოს და მის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ყველა წევრს. საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს მისაღებად წარუდგინოს წინადადება წევრებს. შესწორება ძალაში შედის 30-ე დღეს დეპოზიტარის მიერ ყველა წევრისაგან მიღების შესახებ დოკუმენტების მიღების თარიღიდან.
2. თუკი სსითს-ის ფინანსური მდგომარეობა ამას მოითხოვს, წინადადება ფულადი შენატანების გრაფიკის შესწორების შესახებ შეიძლება წევრის ან კომიტეტის მიერ წარედგინოს საბჭოს. შესწორება ძალაში შედის 30-ე დღეს საბჭოს მიერ კონსენსუსის საფუძველზე მისი მიღების თარიღიდან.
3. ნებისმიერ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოვიდეს მოცემული შეთანხმებიდან დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის გზით. დეპოზიტარი აცნობებს სსითს-ის აღმასრულებელ დირექტორსა და სსითს-ის წევრებს ამგვარი შეტყობინების შესახებ. გამოსვლა ძალაში შედის 30-ე დღეს დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან. სპონსორი წევრის გამოსვლა მოცემული შეთანხმებიდან გავლენას არ ახდენს ამ წევრის მოვალეობაზე, გადაიხადოს მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის შეთანხმებული შესატანები.
4. საბჭო, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში ხსენებულ ფინანსურ საჭიროებათა კონტექსტში, აგრეთვე შეაფასებს, მე-2 მუხლში მოყვანილი შეთანხმების მიზნების მიღწევაში არსებული პროგრესის გათვალისწინებით, კვლავაც საჭიროა თუ არა სსითს-ის მიერ მომსახურებათა გაწევა. საბჭოს შემდგომში შეუძლია, გადაწყვატილება მიიღოს შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. მოქმედების შეწყვეტის შემდეგ სსითს-ის აქტივები უნდა განაწილდეს ახლანდელ და ყოფილ სპონსორ წევრებს შორის, თითოეული წევრის მიერ სსითს-ის ბიუჯეტში შეტანილი მთლიანი თანხის პროპორციულად.
მუხლი 16🔗. თანხმობა სავალდებულო ძალის ცნობაზე და ძალაში შესვლა
1. მოცემული შეთანხმება ხელმოწერილი შეიძლება იქნეს 2002 წლის 9 დეკემბრიდან 2003 წლის 31 დეკემბრამდე ვმო-ს ნებისმიერი წევრის მიერ და ვმო-სთან მიერთების პროცესში მყოფი ნებისმიერი სახელმწიფოსა თუ ცალკეული საბაჟო ტერიტორიის მიერ, რომლებმაც შეიძლება გამოთქვან თანხმობა, მოცემულმა შეთანხმებამ მათთვის სავალდებულო ძალა შეიძინოს:
(a) ხელმოწერის გზით, ან
(b) ხელმოწერის გზით, რომელიც რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას ექვემდებარება.
დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ უნდა გადაეცეს დეპოზიტარს არაუგვიანეს 2005 წლის 31 დეკემბრისა.
2. მოცემული შეთანხმება ძალაში შედის 30-ე დღეს ორივე ქვემომოყვანილი პირობის შესრულების თარიღიდან:
(a) სამ მონაწილე წევრსა და სამ სპონსორ წევრს გამოხატული აქვთ თანხმობა, შეთანხმებამ მათთვის სავალდებულო ძალა შეიძინოს, ან შეტანილი აქვთ დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ;
(b) მთლიანი თანხა სსითს-ის რეგულარულ ბიუჯეტში ჩარიცხული შესატანებისა, რომლებიც მოცემული შეთანხმების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მოცემული შეთანხმების 1-ლი დანართის თანახმად უნდა გადაიხადონ სახელმწიფოებმა ან საბაჟო ტერიტორიებმა, რომლებმაც გამოხატეს თანხმობა, მოცემულმა შეთანხმებამ მათთვის სავალდებულო ძალა შეიძინოს, ორჯერ აღემატება სსითს-ის შექმნის შემდგომი პირველი წლის ბიუჯეტის თანხას.
3. მოცემული შეთანმხების თითოეული ხელმომწერისათვის, რომელსაც თავისი დოკუმენტი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ შეაქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ და ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ თარიღამდე, შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტის შეტანის თარიღიდან 30-ე დღეს.
4. 1-ლ პუნქტში მითითებული ვადები შეიძლება გაგრძელდეს საბჭოს მიერ კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით.
მუხლი 17🔗. მიერთება
1. ძალაში მისი შესვლის შემდეგ მოცემულ შეთანხმებას შეიძლება მიუერთდნენ ვმო-ს წევრები და ვმო-სთან მიერთების პროცესში მყოფი სახელმწიფოები თუ ცალკეულ საბაჟო ტერიტორიები, რომელთაც მოცემული შეთანხმებისათვის ხელი არ მოუწერიათ მე-16 მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული პერიოდის განმავლობაში, ან რომელთაც არ შეუტანიათ თავიანთი დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ მე-16 მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ თარიღამდე.
2. ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსა თუ ცალკეულ საბაჟო ტერიტორიას შეუძლია მიუერთდეს მოცემულ შეთანხმებას მასსა და სსითს-ს შორის შეთანხმებული პირობებით.
3. დოკუმენტები მიერთების შესახებ შესანახად უნდა გადაეცეს დეპოზიტარს. მიერთება ძალაში შედის მიერთების შესახებ დოკუმენტის გადაცემის თარიღიდან 30-ე დღეს.
მუხლი 18🔗. დათქმები
მოცემული შეთანხმების არცერთ დებულებასთან დაკავშირებით არ შეიძლება რაიმე დათქმების გაკეთება.
მუხლი 19🔗. დანართები
მოცემული შეთანხმების 1-ლი დანართი წარმოადგენს მოცემული შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 20🔗. დეპოზიტარი და რეგისტრაცია
1. მოცემული შეთანხმების დეპოზიტარია შვეიცარიის მთავრობა.
2. მოცემული შეთანხმების რეგისტრაცია უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის 102-ე მუხლის თანახმად.
შედგენილია ჟენევაში, ორი ათას ორი წლის 9 დეკემბერს, ერთ ეგზემპლარად, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
ამით ვადატურებ, რომ ზემომოყვანილი ტექსტი წარმოადგენს ზუსტ ასლს შეთანხმების ტექსტისა საერთაშორისო სავაჭრო ინფორმაციისა და თანამშრომლობის სააგენტოს შექმნის შესახებ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის სახით, რომელიც მიღებულ იქნა 2002 წლის 9 დეკემბერს და შესანახად არის შეტანილი შვეიცარიის კონფედერაციის არქივებში.
ბერნი, 2003 წლის 13 მარტი
საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის
სახელით
სტეფან მიშელი
საერთაშორსიო ხელშეკრულებათა განყოფილების მე-10 სექციის ხელმძღვანელი
I დანართი
გრაფიკი თითოეული სპონსორი წევრის მიერ გასაკეთებელი შესატანებისა მისი თავდაპირველად შეთანმხებული შესტანების გადახდის პერიოდისათვის სსითს-ის შექმნის შემდეგ
სპონსორი წევრი
გასაკეთებელი შესატანი
შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტი
დანია 12 000 000 დანიური კრონა 2 370 000
ფინეთი 1 368 000 ევრო 2 011 000
ირლანდია 1 400 000 ევრო 2 058 000
ნიდერლანდი 2 058 000 ევრო 3 018 000
შვედეთი 13 000 000 შვედური კრონა 2 072 000
შვეიცარია 4 000 000 შვეიცარიული ფრანკი 4 000 000
შეერთებული სამეფო 1 000 000 გირვანქა სტერლინგი 2 335 000
17 864 000
შენიშვნა
:
შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტები ეფუძნება ვალუტის საშუალო გაცვლით
კურსებს 2002 წლის 12 სექტემბრისათვის და მარტოოდენ საორიენტაციოდაა მოყვანილი.