ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.03.2011
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №100
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.123.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110321005, 30/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,909 სიტყვა · ~30 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
2 260
4 240
5 160
6 60
7 100
10 120
11 260
13 160
14 160
15 240
16 330
17 585
21 520
22 180
23 600
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.FootnoteTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 56.65pt 62.9pt 54.15pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილება № 100 2011 წლი ს 14  მარტი ქ. ქუთაისი  ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული   სამგზავრო   გადაყვანის   (M1,  M2  და  M3  კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების  შესახებ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვების გაცემა მარტივი ადმინისტრაციული წესის ნაცვლად, განისაზღვრა კონკურსის ჩატარების საფუძველზე. ამასთან, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის ნაცვლად, შემოღებულ იქნა ნებართვის გაცემის ფასი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის   1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​2 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:   მუხლი 1🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 28 მარტის №55 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისა და მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის №215 დადგენილება. 2. „ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულური სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცებისა და 2000 წლის 10 მაისის №87 გადაწყვეტილების №2 დანართის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 11 მარტის №205 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2, და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და  მისი გადახდის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის  №63 დადგენილება. მუხლი 2🔗. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და  ნებართვის გაცემის ფასის  გადახდის წესი №1 დანართის შესაბამისად. (დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის )  მუხლი 3🔗. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასები №2 დანართის შესაბამისად. (დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის )  მუხლი 4🔗. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                      ა. ხვადაგიანი დანართი №1 ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული  სამგზავრო  გადაყვანის (M1,  M2  და M3  კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი თავი I ზოგადი ნაწილი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების, კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდისა და სანებართვო პირობების შესრულების პირობებს, აგრეთვე, ნებართვის მოქმედების ვადას.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად; ბ ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვილი (საკუთარი) მასა – ავტოსატრანს­პორტო საშუალების მასა ტვირთის (მგზავრების) გარეშე, კვების, გაგრილების, შეზეთვისა და სხვა სისტემების შევსებული მოცულობებით საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული მაკომპლექტებელი ინსტრუმენტებითა და აღჭურვილობით, სათადარიგო საბურავის ჩათვლით; გ ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასა – ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებ­ის მასა, რომლის ზღვარს ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებელი (მწარმოებელი); დ) მსუბუქი ავტომობილი – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება არა უმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით,  მძღოლის   ადგილის გარდა ( M1 კატეგორია); ე) მსუბუქი ავტომობილი - ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა; ვ) ავტობუსი – მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა (M2 და M3 კატეგორიები); ვ.ა)  M2 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა; ვ.ბ)  M3 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია; ზ ) მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე, დადგენილი წესით; თ ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე; ი ) ხელბარგი – მგზავრის მიერ პერსონალურად გადასატანი ნივთი, ზომით არა უმეტეს 60 სმ × 40 სმ × 30 სმ; კ ) ავტოსატრანსპორტო გადაყვანა – (გადაზიდვა საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მგზავრთა გადაყვანა) – ტვირთის გადაზიდვა; ლ ) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანა -გადაზიდვას; მ) რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ ი, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს; ნ ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით (არსებობის შემთხვევაში), თვითმმართველი ერთეულის  ადმინისტრაციული ტერიტორიის  ფარგლებში; ო ) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი; პ ) რეისი – მარშუტზე შესრულებული ან შესასრულებელი სატრანსპორტო პროცესი; ჟ ) მოძრაობის განრიგი – მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი; რ) ნებართვა – თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობითა და  ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ს ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი; ტ) ნებართვის გამცემი – ქალაქ ქუთაისის მერი; უ) პირი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი; ფ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად. ქ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;   ღ) ნებართვის გაცემის  ფასი – M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრთა რეგულარული გადაყვანის განხორციელებისათვის თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი, თვეზე გაანგარიშებით; ყ) სანებართვო პირობები – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას; შ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზე; ჩ) ფორსმაჟორი – მოვლენები, რომლებიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და ამასთან, აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შემდგომ შესრულებას და არ არის გამოწვეული იმ მხარის დაუდევარი მოქმედებით, რომლის ვალდებულების შესრულების უნარიც შეიზღუდა. ფორსმაჟორად ჩაითვლება: ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მასობრივი ეპიდემიები და სხვა მასობრივი სტიქიური კატაკლიზმები, ტერორიზმი, ბლოკადა, ემბარგო, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, საგანგებო მდგომარეობა, ომი, სამოქალაქო ომი, ლოკაუტი, გაფიცვა; ც) ხელშეკრულება – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ქალაქ ქუთაისის მერსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა გარკვეული უფლებები და მოვალეობები.     მუხლი 3🔗. ნებართვის გაცემის პირობები და წესები 1. ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება  წინამდებარე  წესის შესაბამისად. 2. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა ქალაქ ქუთაისში გაიცემა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებულ M1 M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულარულ მარშრუტებზე. 3.   კონკურსი ცხადდება: ა) M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (მსუბუქი ავტომობილებით) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად; ბ)  M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსებით) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად; გ)  M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსებით) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად;  4. მარშრუტზე გაიცემა ერთი ნებართვა. თავი II კონკურსის ორგანიზება, კომისია, კონკურსში მონაწილეობის პირობები     მუხლი 4🔗. კონკურსის ორგანიზება 1. კონკურსის მიზანია ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას. 2.  ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი – ქალაქ ქუთაისის მერი. 3. კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მერია. 4. კონკურსის ჩატარების შესახებ ქალაქ ქუთაისის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ უნდა იყოს: ა) ნებართვის სახეობა; ბ) ნებართვის გამცემის დასახელება; გ) ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და ადგილი; დ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; ე) კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ვადა; ვ) ინფორმაცია მარშრუტების  შესახებ;  ზ) მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა; თ) ნებართვის გაცემის ფასი;  ი) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები;  კ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც ქალაქ ქუთაისის მერი ჩათვლის მიზანშეწონილად. 5. ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ, მის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა, ქალაქ ქუთაისის მერია აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.     მუხლი 5🔗. კომისია 1.  კონკურსის   ჩატარების  უზრუნველსაყოფად  ქალაქ  ქუთაისის  მერი  ქმნის  კომისიას შესაბამისი საქალაქო სამსახურების სპეციალისტებისაგან, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესითა და კომისიის დებულებით. 3. კომისიის დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას  ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მერი. 4. კომისია დამოუკიდებელია, არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში. 5. კომისია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგენს ოქმს. 6. ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 6🔗. საკონკურსო  პირობები 1. კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით. 2. ქალაქ ქუთაისის მერის მიერ კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებართვის გამცემის ხელთარსებულ, საქართველოს კანონმდებლობით  დაშვებულ ნებისმიერ ინფორმაციას. 3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება კონკურსის ჩატარების შესახებ  ქალაქ ქუთაისის მერის ბრძანებით დადგენილ მისამართზე და ვადაში. 4. ნებართვის მაძიებელმა, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მერის სახელზე წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს განცხადების მიმღებ პასუხისმგებელ პირთან, რომელიც აწარმოებს განცხადებების მიღების რეესტრს და ნებართვის მაძიებელთაგან განცხადებების მიღების დამთავრებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში განცხადებებს გადასცემს კომისიის მდივანს და აღნიშნულის  შესახებ წერილობით აცნობებს ქალაქ ქუთაისის მერს.   განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითა და წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს; 5. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – პარტნიორების სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების  დამოწმებული ასლები; ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; გ) ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება; დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; ე) ნებართვის მაძიებლისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების  შესახებ; ვ) დოკუმენტაცია მარშრუტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს: ვ.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი (კატეგორია, მარკა, მოდელი, ტევადობა, ტრანსპორტის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი, ყოველ წარმოდგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული მართვის შესაბამისი კატეგორიის მქონე მძღოლის/ან მძღოლების სახელი და გვარი, მათი ტრანსპორტის მართვის მოწმობის ნომერი, ტრასპორტის სარეგისტრაციო და მძღოლების მართვის მოწმობების ქსეროასლები). ამასთან, მითითებული უნდა იყოს თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების   გამოშვების წელი; ვ.ბ) ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ.გ) ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს იმ კატეგორიისა და იმ ტიპის, რაც გათვალისწინებულია ნებართვის მისაღებად გამოცხადებული მარშრუტის/ან მარშრუტების სატრანსპორტო სქემით; ვ.დ) კონკურსზე წარმოდგენილ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირება; ვ.ე) კონკურსზე წარმოდგენილი არც ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ უნდა იყოს რეგისტრირებული სხვა მარშრუტის სანებართვო მოწმობის დანართში, რომელზეც გაცემული ნებართვა ძალაშია, ხოლო ერთდროულად რამდენიმე მარშრუტზე ნებართვის გაცემის გამოცხადების შემთხვევაში, ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთ მარშრუტზე; ვ.ვ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში  მომავალში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალების  მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად; ვ.ზ) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციელების დაწყების გრაფიკი; ზ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის  მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით. თ) ყველა სხვა დოკუმენტი, რომლებიც წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქნება განსაზღვრული. 6. თუ ნებართვის მაძიებელი უცხოური კომპანია ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ მუხლის მე -5 პუნქტის ,,ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული ცნობები, ქართულ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებიდან. 7. ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ მარშრუტზე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე. 8. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით. საფოსტო გზავნილის სახით მიღებული განცხადება კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება გზავნილზე მითითებულ მისამართზე  გაუხსნელად. 9. კომისია განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებაში  მოქმედებს იმავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად. 10. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან მიაწოდოს კომისიას მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე მოახდინოს წარდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური  შეცდომების  გასწორება. 11. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისათვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, ნებისმიერ დროს. 12. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება მარშრუტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ქალაქ ქუთაისის მერი ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ქალაქ ქუთაისის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, წინამდებარე წესის შესაბამისად. 13. ქალაქ ქუთაისის მერი უფლებამოსილია გადაავადოს განცხადების მიღების, კონკურსის ჩატარების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება საჯაროდ.     მუხლი 7🔗. საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3, მე-8, მე-10 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა; ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების და/ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციის სიყალბე. თავი III კონკურსის ჩატარება     მუხლი 8🔗. კონკურსის ჩატარება 1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ქულობრივი შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემებით; ბ)  ნებართვის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმებისა და პროგრამების მონაცემებით; გ) ნებართვის მაძიებლების საკუთრებაში/ან სარგებლობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო ბაზის მონაცემებით. 2. საერთო შეფასებაში თითეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი. 3. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს. 4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით: S = 0.5C + 0.1L + 0.4G, სადაც: C – არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.5 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; L – არის ნებართვის მაძიებლის ბიზნეს-გეგმისა და პროგრამის შეფასების ქულა, ხოლო 0.1 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი; G – არის ავტოსატრანსპორტო ბაზის შეფასების ქულა, ხოლო 0.4 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი. 5. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა იანგარიშება      შემდეგნაირად:   C   =       Yp       X     100,    სადაც:    Yp    –    არის    შესაფასებელი                                           Ypmax ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლისა და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:  Yp  =  Y1 + Y2 + Y3 + . . . + Yn            Ypmax  –   არის   ავტოსატრანსპორტო                                                                              n საშუალებების გამოშვების წლისა და ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას ნებართვის მაძიებელთა მიერ მიღებულ საშუალო ქულათა შორის მაქსიმალური ქულა; Y1, Y2, Y3, ა.შ. და Yn არის თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლისა და ტექნიკური მდგომარეობის  სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასებისას მიღებული ქულა; n – არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეფასებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის Y1, Y2, Y3, ა.შ. და Yn იანგარიშება შემდეგნაირად: Yn = Ayear + Astandart სადაც, Ayear – არის თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვების წლის შეფასების ქულა; Astandart – ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტთან შესაბამისობის დონის ქულა. 6. თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლის შეფასება ხდება  შემდეგი ქულებით: ა) 2010 წლის და მეტი – 50 ქულა; ბ) 2005-დან 2010 წლამდე  – 30 ქულა; გ) 2000-დან 2005 წლამდე  – 10 ქულა; დ) 2000 წლის ქვემოთ  – 0 ქულა. 7. თითეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის  სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებითა და ქულებით: ა) ძარას მდგომარეობა                                                 1...5; ბ) ძარას საფარველის მდგომარეობა                           1...5; გ) სალონის მდგომარეობა                                      1...5; დ) საბურავების  ცვეთა                                          1...5; ე) კარებების, ფანჯრებისა და მინების მდგომარეობა        1...5; ვ) სავარძლების მდგომარეობა                               1...5; ზ) სალონში გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების      სისტემების მუშაობის ხარისხი                                            1...10; თ) სალონის განათების ხარისხი                            1...5. ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის  სტანდარტთან შესაბამისობის დონის შეფასება ხდება თითოეულ კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებულ ქულათა ჯამით. 9. ნებართვის მაძიებლის ბიზნეს-გეგმისა და პროგრამის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: L  =    Lp        X   100, სადაც Lp = L b + Lr  : Lb – ბიზნეს-გეგმის შეფასების ქულა 5...10;                                 Lpmax Lr –  პროგრამის შეფასების ქულა 1...5. 10. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ერთი ნებართვის მაძიებლი,  მაშინ მისი L p = Lpmax .  11.   ავტოსატრანსპორტო    ბაზის    შეფასების    ქულა    იანგარიშება    შემდეგნაირად: G   =       Mp       X  100,  სადაც:  Mp – არის ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/ან სარგებლობაში    Mpmax არსებული ბაზის შეფასების ქულა; Mpmax – არის ნებართვის მაძიებლებლთა მიერ წარმოდგენილ ბაზების შეფასების ქულათა შორის მაქსიმალური ქულა. 12. ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო ბაზის შეფასება ხდება შემდეგი  ქულებით: Mp  = 50 – ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი მაღალი დონის მოწყობილობებით; Mp = 30 – ბაზა აღჭურვილია სტანდარტის შესაბამისი საშუალო დონის მოწყობილობებით; Mp  = 10 – ბაზა აღჭურვილია  სტანდარტის შესაბამისი დამაკმაყოფილებელი დონის მოწყობილობებით. 13. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მიიღო უფრო მაღალი ქულა მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შეფასებისას, ხოლო თუ ამ შეფასებათა ქულათა ჯამიც თანაბარია, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მეტი ქულა მიიღო მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმის შეფასებისას. 14. დაუშვებელია მომსახურების გასაწევად საკონკურსო განაცხადით  ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოთავაზება , თუ: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ აკმაყოფილებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45​1 მუხლის 1 -ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს; ბ) სალონში ჰაერის ვენტილაცია ან გათბობა არ ხორციელდება; გ) გადაკეთებულია მგზავრთა გადასაყვან ავტოსატრანსპორტო საშუალებად ან/და კუსტარულად აქვს დამატებული სავარძლები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებით, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესების  დარღვევით. 15. ამ მუხლის მე -14 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევაში შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეფასება კომისიის მიერ არ განხორციელდება და ქულებით შეფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებები. თუ მათი რაოდენობა შესაბამისობაშია სანებართვო პირობებთან, ნებართვის მაძიებელი აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. თუ არ ფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი არც ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ან შესაფასებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ არის შესაბამისობაში სანებართვო პირობებთან, მაშინ ნებართვის მაძიებელი ითვლება კონკურსიდან მოხსნილად და მას  უარი ეთქმება ნებართვის მიცემაზე.  16. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად , თუ: ა)  წარმოდგენილი საკონკურსო განცხადება არ შეესაბამება  სანებართვო პირობებს; ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.     მუხლი 9🔗. არშემდგარი კონკურსი კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი: ა) თუ კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, ან წინამდებარე წესის შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული; ბ) ყველა წარდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.     მუხლი 10🔗. კონკურსის შედეგების შეჯამება 1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე. 2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით. 3. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ და კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის ოქმი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს და ქალაქ ქუთაისის მერს. 4. კონკურსში გამარჯვებულს, ნებართვის მიღებამდე, უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა.     მუხლი 11🔗. განმეორებითი კონკურსი 1. ქალაქ ქუთაისის მერი ნიშნავს განმეორებით კონკურსს იმ შემთხვევაში, თუ პირველი კონკურსის დროს არ მოხდება მარშრუტზე გამარჯვებულის გამოვლენა წინამდებარე წესის შესაბამისად . 2. განმეორებითი კონკურსი ცხადდება წინამდებარე წესის შესაბამისად.      მუხლი 12🔗. სადავო საკითხების მოგვარება კონკურსთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი IV ნებართვის გაცემა     მუხლი 13🔗. ნებართვის გაცემა 1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელზე, თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე, კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ გამოცემული ბრძანებით , ნებართვის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე . 2. თუ კონკურსში გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაშინ, კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში მისი 100% წილობრივი მონაწილეობით უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა . 3. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ ქალაქ ქუთაისის მერის გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა  და ქალაქ ქუთაისის მერს შორის ფორმდება  ხელშეკრულება . 4. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება. 5. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს დაუფუძნებლობის, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსში გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ქალაქ ქუთაისის მერი ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ქალაქ ქუთაისის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად, არა უგვიანეს 6 თვის ვადაში.     მუხლი 14🔗. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს. 2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ: ა) ნებართვის მაძიებელი არ არის ქალაქ ქუთაისის მერის მიერ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული; ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად; გ) წინამდებარე წესის მე -13 მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. 3. უარი ნებართვის გაცემაზე უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს.     მუხლი 15🔗. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 16🔗. სანებართვო პირობები. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები 1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები: ა) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს მარშრუტზე მომსახურების გაწევა დადგენილი სატრანსპორტო სქემითა და დადგენილი რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით; ბ) ნებართვის გამცემის მიერ მარშრუტის სატრანსპორტო სქემის შეცვლის შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი სატრანსპორტო სქემის შესაბამისად; გ) „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ასევე სატრანსპორტო სქემის შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილების  ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო  სატრანსპორტო სქემის შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილების  ძალაში შესვლის დღიდან; დ) კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების დღიდან საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში, მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეცვლის, აგრეთვე, მძღოლების შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს; ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, საკუთრებაში ან ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, სარგებლობაში იყოლიოს საკონკურსოდ განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა; ვ) საკონკურსო განცხადებაში განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გაწევის დაწყებამდე, მომსახურება განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს სანებართვო პირობებს, მაგრამ სულ მცირე, ვარგისი უნდა იყოს მგზავრების გადაყვანისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) მომსახურების განხორციელებისას უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების  შენახვა -ექსპლუატაციის წესები, ხოლო უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებით, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მე-13 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 41-ე მუხლის მე -7 პუნქტით და მე -8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ; თ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან სტაბილური შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, დაიცვას ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის 2007 წლის 25 დეკემბრის №158 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი, ავტოსტრანსპოტო საშუალების სერვისის წესის მოთხოვნები; ი) ხაზზე გაშვებისას უზრუნველყოს თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების   სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; კ) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე საკუთრებაში/ან სარგებლობაში იქონიოს მინიმუმ ერთი ავტოსატრანსპორტო ბაზა; ლ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები; მ) თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები , მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი; ნ) უზრუნველყოს ნებართვის გამცემთან შეთანხმებული უნიფორმით (შემოღების შემთხვევაში) მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის შემოსვა; ო)  მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის პროცესში არ დაუშვას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება; პ) მომსახურების განხორციელებისას აანაზღაუროს მგზავრისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; ჟ) უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა მარშრუტის მაჩვენებელი დადგენილი ნიმუშის ფირნიშნებით (ელექტრონული ტაბლოებით), მარშრუტის სატრანპორტო სქემით, მოძრაობის განრიგის ცხრილით,  მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილას  განათავსოს ტაბლო მძღოლის სურათის, სახელისა და გვარის, ნებართვის მფლობელის დასახელების,  ცხელი ხაზის ნომრის და  მგზავრობის ღირებულების აღნიშვნით; რ) აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირება; ს) დაიცვას საწყის , შუალედურ და საბოლოო გაჩერებებზე დგომის წესები, სისუფთავის და ჰიგიენური ნორმები. არ დაუშვას მგზავრთა აყვანა და ჩასვლა ნებადართული გაჩერებების გარდა . ნებართვის გამცემის მოთხოვნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათავსოს ბიოტუალეტები; ტ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება -დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა; უ) არ დაუშვას  ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა; ფ) მომსახურების გაწევა განახორციელოს დადგენილი ტარიფის (თუ მომსახურების გაწევა არის რეგულირებადი ეკონომიკური სფერო) ან მის მიერ განსაზღვრული მგზავრობის ფასის (თუ მომსახურების გაწევა არ არის რეგულირებადი ეკონომიკური სფერო) შესაბამისად; ქ) მომსახურების განხორციელების დაწყებამდე ნებართვის გამცემს მიაწოდოს ინფორმაცია მგზავრობის ფასის ცვლილების შესახებ. შემდგომში მგზავრობის ფასის შეცვლის უფლება ნებართვის მფლობელს ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მინიმუმ 1 თვით ადრე აცნობებს ამის შესახებ ნებართვის გამცემს; ღ) აწარმოოს მგზავრის საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი; ყ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამა განათავსოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ ნებართვის გამცემის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში; შ) გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი დადგენილი წესით; ჩ) ნებართვის მფლობელი მძღოლების ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 1 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 3 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ნებართვის გამცემს წინასწარ 2 დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ; ც) ნებართვის გამცემს ნებართვის გაუქმების შესახებ მოთხოვნა წარუდგინოს მინიმუმ 3 თვით ადრე; ძ) ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის 1 -ლი პუნქტის ,,ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ნებართვის გამცემს აქვს უფლება მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ადმინისტაციული ხელშეკრულების საფუძველზე ; წ) არ დაუშვას ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა; ჭ) ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაასხვისოს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილი; ხ) ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში; ჯ) წარუდგინოს ნებართვის გამცემს ყველა საჭირო ინფორმაცია ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად; ჰ) დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის წილზე ან მის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) წარმოშობის შესახებ, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ; ჰ​,ა) სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს: ა) იმუშაოს მარშრუტზე სანებართვო პირობების დაცვით; ბ) მგზავრებისაგან მიიღოს სატრანსპორტო მომსახურების ტარიფით დადგენილი მგზავრობის საფასური; გ) ფორსმაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი , თუ შეუძლებელია ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება, მომსახურებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს დაუყოვნებლივ; დ) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით შეცვალოს ავტოსატრანსპორტო საშუალება მისი კატეგორიის, არაუმეტესი ხნოვანებისა და უკეთესი ტექნიკური მდომარეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით , ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და  ამ ცვლილების შესახებ  დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს; ე) შეცვალოს მძღოლი სხვა მძღოლით , თუ ის ფლობს  ტრანსპორტის სახეობის მიხედვით ნებადართული კატეგორიის მართვის მოწმობას; ვ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უკეთესად ორგანიზების შესახებ; ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) მძღოლად დასაქმება შესთავაზოს ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელ მძღოლებს იმავე პირობებით, რასაც შესთავაზებს მესამე პირებს. მათი თანხმობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია უპირატესად დაასაქმოს ისინი; ბ) ნებართვის მიღებისთანავე და შემდგომში პერიოდულად ავტოსატრანსპორტო საშულებების შეცვლის შემთხვევაში ნებართვის გამცემს  წარუდგინოს იმ ავტოსატრანსპორტო საშულებების ჩამონათვალი, მათი სარეგისტრაციო მონაცემების მითითებით, რომლითაც ის განახორციელებს მომსახურებას. 4. სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის 7 სამუშაო დღის განმავლობაში.     მუხლი 17🔗. ნებართვის გამცემის უფლება -მოვალეობები ნებართვის გამცემი: ა) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გასცემს ნებართვას, ან აუქმებს მას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს; გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის ან მისი გაუქმების შესახებ; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მოთხოვნების შესაბამისად, ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად,  შეაქვს ცვლილებები სანებართვო მოწმობის ჩანაწერებში; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების  შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულებაზე; ვ) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ზ) ფორსმაჟორის შემთხვევაში, მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტის სქემის ცვლილებისა და/ან მასზე ყოველდღიურად მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე; თ) ვალდებულია განსაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ექნება მომსახურების განხორციელების შესაძლებლობა ; ი) ნებართვის მფლობელის განცხადებით ან/და ნებართვის გამცემის ინიციატივით სანებართვო მოწმობების ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას ახოციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახური , რის შესახებ აცნობებ ს ნებართვის გამცემს, ქალაქ ქუთაისის მერს.     მუხლი 18🔗. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა 1. ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 10 -წლიანი  ვადით. 2. ნებართვა ძალაშია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მის გაუქმებამდე. 3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 4. ნებართვის გამცემი ვალდებულია კონკურსში გამარჯვებულის  მიერ წინამდებარე წესით  დადგენილი ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში  გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.     მუხლი 19🔗. სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები, მათი გამოყენება და  აღრიცხვა-ანგარიშგება სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესი მტკიცდება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით.     მუხლი 20🔗.  სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. 2. განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში. 3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასის ოდენობაა 50 ლარი. 5. ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის დუბლიკატის ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს. თავი V ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი     მუხლი 21🔗. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი.     მუხლი 22🔗. ნებართვის გაცემის ფასის გამოანგარიშების წესი ნებართვის გაცემის ფასი დგინდება ერთ თვეზე გაანგარიშებით, თითოეული მარშრუტისათვის ინდივიდუალურად (დადგენილების დანართი № 2).     მუხლი 23🔗. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები 1. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველკვარტალურად, წინამდებარე წესის 22-ე მუხლის შესაბამისად, კვარტ ალის ბოლო თვის  25 რიცხვამდე. 2. ნებართვის გაცემის ფასის ამ მუხლში მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0.1 % -ის ოდენობით. 3. ნებართვის გაცემის ფასის/პირგასამტეხლოს გადახდა ნებართვის მფლობელის  მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ, მითითებულ ი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. 4. საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მფლობელი. 5. ნებართვის ფასი სრულად გადაიხდევინება, მიუხედავად იმისა, საანგარიშო კვარტ ალის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა განახორციელა თუ არა მომსახურება.     მუხლი 24🔗. ნებართვის გაცემის ფასის შეცვლა ნებართვის გაცემის ფასი არ შეიძლება გაიზარდოს ნებართვის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.     მუხლი 25🔗. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელის პასუხისმგებლობა ამ თავის შესაბამისად, ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები.     მუხლი 26🔗. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ სადავო  საკითხთა გადაწყვეტის წესი 1. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ნებართვის მფლობელს  ნებართვის გაცემის ფასის გადახდისაგან. თავი VI კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე. ნებართვის გაუქმება     მუხლი 27🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე 1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესის შესაბამისად. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე და  135​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია, კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.     მუხლი 28🔗. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება 1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობითა და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული  ხელშეკრულების შესაბამისად. 2. ნებართვა ვადის გასვლამდე შეიძლება გაუქმებულ იქნეს: ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში; ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში (იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა; გ) სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის; დ) საქმიანობის უფლების  ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელს. 5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს. 6. სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას, მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი მფლობელი პასუხს აგებს  უნებართვო საქმიანობისთვის. თავი VII უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა     მუხლი 29🔗. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახური. 2. ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურს ნებართვის გაცემის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები უწყებრივ სანებართვო რეესტრში შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 საუშაო დღის ვადაში. 3. უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება უნდა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესის მოთხოვნების შესაბამისად . 4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. თავი VIII პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის     მუხლი 30🔗. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების (M1, M2 ან M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. თავი IX დასკვნითი დებულება     მუხლი 31🔗. დასკვნითი დებულება წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასები სამგზავრო სატრანსპორტო საშუალება მარშრუტის ნომერი ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ მარშრუტზე თვეზე გაანგარიშებით (ლარი) მსუბუქი ავტომობილები (M კატეგორია) 101 20 102 20 103 20 105 20 ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით (M კატეგორია) 1 1440 2 1440 4 520 10 180 11 2430 13 325 15 330 16 330 17 585 21 520 22 325 23 600 23ა 455 28 600 30 220 31 455 31ა 260 33 260 34 375 34ა 375 35 520 36 390 37 110 38 195 39 195 40 195 41 520 42 165 43 165 44 650 45 260 46 110 47 165 48 630 49 455 50 900 51 525 53 525 54 450 55 220 100 1800 200 მარცხენა 525 200 მარჯვენა 600 ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით (M კატეგორია) 1 მარცხენა 600 1 მარჯვენა 440 2 260 4 240 5 160 6 60 7 100 10 120 11 260 13 160 14 160 15 240 22 180