საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2006
ძალაში შესვლა 08.05.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 310050020.03.030.000647
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 45.0pt 49.5pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლკიის მთავრობა (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ხელშეკმკვრელი მხარეები“), არიან რა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციიის შესახებ“ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის წევრები;
აღიარებენ რა ურთიერთთანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის გაღრმავების პრინციპებს;
ითვალსწინებენ რა ბათუმის აეროპორტის მოდერნიზაციის და რეკონსტრუქციის აუცილებლობას, რათა განხორციელდეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურება;
აქვთ რა სურვილი, უზრუნველყონ საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის პროცედურების გამარტივების გზით ბათუმის (საქართველო) აეროპორტის ერთობლვიი გამოყენება;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. შეთანხმების მიზანი
1. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის, ბარგის და ფოსტის გადაზიდვის მომსახურებას, ამ შეთანხმებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. ამ შეთანხმებაში მოყვანილი დებულებები არ გავრცელდება იმ მგზავრებზე, რომლებიც არ გადიან ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საჭირო ფორმალობებს ხოფის ტერმინალში.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განსაზღვრებანი
ამ შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
a) ტერმინი „ჩიკაგოს კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და მოიცავს: (i) მის ნებისმიერ შესწორებას; რომელიც ძალაშია შესული 94 (a) მუხლის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ და (ii) მის ნებისმიერ დამატებას ან შესწორებას, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად, იმდენად, რამდენადაც ეს შესწორება ან დამატება მოქმედია ნებისმიერ განსაზღვრულ დროს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის.
b) ტერმინი „საავიაციო ხელისფულება“ საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას, ხოლო თურქეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში ნიშნავს ტრანსპორტის სამინისტროს და ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელსაც უფლება აქვს შეასრულსო აღნიშნული სამინისტროს მიერ დადგენილი, ამ შეთანხმებით განსაზღვრული ნებისმიერი ფუნქცია;
c) ტერმინს „სახელმწიფო ტერიტორია“ აქვს ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით მინჭიებული მნიშვნელობა;
d) ტერმინი „ეს შეთანხმება“ მოიცავს ამ შეთანხმებას, და ამ შეთანხმების ნებისმიერ დამატებას, დანართებს და დამატებთი ოქმებს;
e) ტერმინი „ბათუმის აეროპორტის ხოფის შემოსასვლელი“ – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიის იზოლირებული ნაწილი, საიდანაც ხორციელდება იმ მგზავრების, ტვირთის, ბარგის და ფოსტის შემოსვლა, რომლებმაც გაიარეს საჭირო ფორმალობები ხოფის ტერმინალში;
f) ტერმინი „ბათუმის აეროპორტის ხოფის გასასვლელი“ – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიის იზოლირებული ნაწილი, საიდანაც ხორციელდება ბათუმის აეროპორტში ჩამოსული და ხოფის ტერმინალში მიმავალი მგზავრების, ტვირთის, ბარგის და ფოსტის გასვლა;
g) ტერმინი „ხოფის ტერმინალი“ – თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სპეციალური ნაგებობა, სადაც ბათუმის აეროპორტის საერთაშორისო დარბაზიდან მიმავალი მგზავრები, ბარგი, ტვირთი და ფოსტა გადიან საერთაშორისო ნორმებითა და თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გაფრენისწინა და ჩამოფრენის შემდგომ კონტროლს;
h) ტერმინი „სპეციალური ავტობუსი“ – სპეციალური განმასხვავებელი ნიშნებით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობით, მგზავრები, ტვირთი, ბარგი და ფოსტა გადაადგილდება „ხოფის ტერმინალსა“ და ბათუმის აეროპორტს შორის;
i) „ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები“ – საქართველოს მხრიდან ნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის საბაჟოს სამდივნოს;
j) „შეთანხმებით განსაზღვრული მგზავრები“ – ნიშნავს იმ მგზავრებს, რომლებიც ხვდებიან ბათუმის აეროპორტში ხოფის ტერმინალიდან ან ბათუმის აეროპორტში დაფრენის შემთხვევაში მიემართებიან ხოფის ტერმინალში.
მუხლი 3🔗. ტერმინალებს შორის მოძრაობის პრინციპები
1. თურქეთში ან მესამე ქვეყნებისაკენ მიმავალი მგზავრები, ბარგი, ტვირთი და ფოსტა ხოფის ტერმინალში გაივლიან რეგისტრაციას და თურქეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალობებს და სპეციალური ავტობუსებით მიემართებიან ბათუმის აეროპორტში.
2. თურქეთიდან ან მესამე ქვეყნებიდან ხოფის ტერმინალში მიმავალი მგზავრები; ბარგი, ტვირთი და ფოსტა ბათუმის აეროპორტში სხდებიან სპეციალურ ავტობუსებში და მიემართებიან ხოფის ტერმინალში, სადაც განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმალობები.
3. ხოფის ტერმინალში, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმალობების გავლის შემდგომ; მგზავრები, ბარგი, ტვირთი და ფოსტა სპეციალური ავობუსებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას (სასაზღვრო-გამტარი პუნქტი „სარფი“) არ გადიან დამატებით სასაზღვრო-საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
4. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე სპეციალური ავტობუსებით მგზავრების, ბარგის ტვირთისა და ფოსტის გადაადგილება ხორციელდება აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანხლებით.
5. თურქული მხარე, კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, უზრუნველყოფს სპეციალური ავტობუსების გაცილებას ხოფის ტერმინალიდან საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე „სარფის“ სასაზღვრო-გამტარ პუნქტამდე და პირიქით.
6. ქართული მხარე, კომპეტენტური ორგანოების მეშვოებით, უზრუნველყოფს სპეციალური ავტობუსების გაცილებას საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე „სარფის“ სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით.
7. ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ სპეციალური ავტობუსების საკუთარ ტერიტორიაზე შეუფერხებელ; შეძლებისდაგვარად გაჩერების გარეშე გადაადგილებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს მოითხოვება ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი საგზაო მოძრაობის წესებით, მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნებითა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას.
8. შეთანხმების შესასრულებლად, ორივე ხელეშემკვრელი მხარე, კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს საკუთარ ტერიტორიაზე სპეციალური ავტობუსების საგზაო-სატრანსპორტო, ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, მასში მყოფი მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის ხელშეუხებლობას, უსაფრთხოებასა და დამატებითი საჭირო ზომების მიღებას.
მუხლი 4🔗. მხარეთა ვალდებულებები
1. მომზადდება და ხელი მოეწერება შემდეგ ოქმებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებებთან:
a) ოქმი მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის ამ შეთანხმებით გათვალსიწინებული მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის კონტროლის, რეგისტრაციისა და მომსახურების ტექნოლოგიის შესახებ;
b) ოქმი მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის ორივე ხელშემკვრელი, ან მესამე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ შეთანმხებით განსაზღვრული მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის მობრუნების შემთხვევაში გასატარებელი პროცედურების შესახებ;
c) ოქმი მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და მომხმარებელთა მოთხოვნილებების უზრუნველყოფის შესეხებ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოქმები და მათი დანართები იქნება ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი;
3. შეთანხმების შესასრულებლად ქართული მხარე ვალდებულია უზრუნველყოს:
a) ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
b) ამ შეთანხმებით განსაზღვრული მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის გადაადგილებისას საავიაციო უშიშროების სათანადო კონტროლის განხორციელება;
c) სპეციალურ ავტობუსებში მყოფი ამ შეთანხმებით განსაზღვრული მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის საქართველოს ტერიტორიაზე გაცილება, უსაფრთხოდ გადაადგილება და გარეშე პირებთან კონტაქტის დაუშვებლობის მიზნით საჭირო ზომების მიღება;
d) ამ შეთანხმებით განსაზღვრული მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის თვითმფრინავში ჩატვირთვა და დანიშნულებისამებრ გაგზავნა;
e) თურქეთის მხარის კომპეტენტური ორგანოებისათვის იმ მგზავრების გადაცემა, რომლებმაც დაარღვიეს ჩასხდომისწინა საავიაციო უშიშროების კონტროლის პროცეწდურები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე;
f) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „e“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში მგზავრის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება თურქეთის მხარისათვის;
4. ამ შეთანხმების შესასრულებლად თურქული მხარე ვალდებულაი უზრუნველყოს:
a) ხოფის ტერმინალში ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
b) შეთანხმებით განსაზღვრული მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის სათანადო სასაზღვრო, საბაჟო და თურქეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის კონტროლის განხორციელება;
c) სპეციალურ ავტობუსებში მყოფი ამ შეთანხმებით განსაზღვრული მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცილება, უსაფრთხოდ გადაადგილება და გარეშე პირებთან კონტაქტის დაუშვებლობის მიზნით საჭირო ზომების მიღება;
d) იმ მგზავრების (უკან) მიღება, რომლებმაც დაარღვიეს ჩასხდომისწინა საავიაციო უშიშროების კონტროლის პროცედურები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე.
5. მხარეები მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად:
a) ხელს შეუწყობენ სპეციალური ავტობუსების და მათი მძღოლებისათვის საჭირო ნებართვების გაცემის პროცედურებს, სარფის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გადაკვეთისათვის ხოფის ტერმინალსა და ბათუმის აეროპორტს შორის მოძრაობის პროცესში;
b) უზრუნველყოფენ მძღოლების კვალიფიკაციისა და ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობის საჭირო კონტროლს.
6. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ზომების გატარებაზე პასუხისმგებლობას იღებს ქართული მხარე.
7. ხოფის ტერმინალში საერთაშორისო ნორმებისა და თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ზომების გატარებაზე პასუხისმგებლობას იღებს თურქეთის მხარე.
8. ტერიტორიაზე შეთანხმების პირობების შესრულებისას სამართალდარღვევის გამოვლენის, გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის წესი განისაზღვრება შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა
1. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი დებულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს მხარის უფლებამოსილებას, გაატაროს ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართით („უშიშროება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“) გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე.
2. ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად განხორციელებული სატრანსპორტო, ტექნოლოგიური და მომსახურების ნებისმიერი ოპერაცია უნდა შეესაბამებოდეს ბათუმის აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამას.
მუხლი 6🔗. კონსულტაციები
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება ამ შეთანხმების განმარტების, შესრულების, მისი შესწორების მიზნით. ამგვარი კონსულტაციები, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს მხარეებს შორის, დაიწყება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 7🔗. სადაო საკითხების მოგვარება
1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეეხება ამ შეთანხმების ან მისი დამატებების განმარტებასა და გამოყენებას, გადაჭრილი იქნება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საავიაციო ხელისუფლებებსა და/ან კომპეტენტურ ორგანოებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. ეს მოლაპარაკებები დაიწყება როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებების ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს სამოცი (60) დღისა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ორგანოები ვერ შეძლებენ დავის მოგვარებას, ხელშემკვრელი მხარეები დავის გადაწყვეტას მოახდენენ დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 8🔗 ცვლილებები და დამატებები
ამ შეთანხმებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს ცალკეული ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან ამ შეთანხმების მე-10 მუხლის პირველ აბზაცში მოცემული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 9🔗. მოქმედების შეწყვეტა
ერთ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით გაუგზავნოს შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა.
მუხლი 10🔗. ძალაში შესვლა
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ დიპლომატიური ნოტების გაცლის დღიდან, რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულებას და რჩება ძალაში ერთი (1) წლის ვადით.
2. ეს შეთანხმება ყოველწლიურად ავტომატურად გაგრძელდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე შეატყობინებს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის სურვილის თაობაზე.
მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებები
რის დასადასტურებლადაც, ქვემორე ხელის მომწერებმა, არიან რა უფლებამოსილებით აღჭურვილნი თავიანთი შესაბამისი მთავრობებსი მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ორ პირად 2006 წლის 14 მარტს; ქ. თბილისში, ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია, ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ირაკლი ჩოგოვაძე თუნჯერ ქაიალარი
ეკონომიკური განვითარების მინისტრი საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე