საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უკანონოდ მცხოვრები პირების რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2002
ძალაში შესვლა 14.03.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000643
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/03/2007
matsne.gov.ge 2,993 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2002 მიღება
14.03.2003 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
„უცხოელი”
პიროვნება, რომელიც არც საქართველოს და არც ბულგარეთის მოქალაქე არ არის.
მუხლი 1
„ვიზა“
მოქმედი ნებართვა, რომელიც გაცემულია ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ ერთჯერადი ან მრავალჯერადი შესვლისა და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ცხოვრებისათვის.
მუხლი 1
„ცხოვრების უფლება“
მოქმედი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაცემულია ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ და პიროვნებას მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას ანიჭებს. „ცხოვრების უფლება“ არ ნიშნავს არც ვიზას, არც დარჩენის ნებართვას ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თავშესაფრის თხოვნის განცხადების მიღებამდე, ცხოვრების ნებართვის მიღებამდე ან გაძევების პროცედურის მსვლელობის დროს. II. ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეთა რეადმისია     მუხლი 2
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უკანონოდ მცხოვრები პირების რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 49.5pt 56.7pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უკანონოდ მცხოვრები პირების რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ საქართველოს მთავრობა (აღმასრულებელი ხელისუფლება) და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა; შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა სურვილით თავიანთი წვლილი შეიტანონ არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის საქმეში, ისწრაფვიან რა ხელი შეუწყონ იმ პირთა რეადმისიასა და ტრანზიტის გაადვილებას, რომლებიც არალეგალურად შედიან და/ან ცხოვრობენ მათ ტერიტორიებზე, მტკიცედ იცავენ რა ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, რომლებიც გარანტირებულია მათი ეროვნული კანონმდებლობებითა და ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მხედველობაში იღებენ რა ჟენევის 1951 წლის 28 ივლისის კონვენციას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რომელიც შესწორებულია 1967 წლის 31 იანვრის ნიუ -იორკის ლტოლვილთა სტატუსის ოქმით. თანამშრომლობის სულისკვეთებითა და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, შეთანმხდნენ შემდეგზე: I. განმარტებები მუხლი 1🔗  ამ შეთანხმების მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ განმარტებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1. „უცხოელი” – პიროვნება, რომელიც არც საქართველოს და არც ბულგარეთის მოქალაქე არ არის. 2. „ვიზა“ – მოქმედი ნებართვა, რომელიც გაცემულია ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ ერთჯერადი ან მრავალჯერადი შესვლისა და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ცხოვრებისათვის. 3. „ცხოვრების უფლება“ – მოქმედი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაცემულია ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ და პიროვნებას მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას ანიჭებს. „ცხოვრების უფლება“ არ ნიშნავს არც ვიზას, არც დარჩენის ნებართვას ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თავშესაფრის თხოვნის განცხადების მიღებამდე, ცხოვრების ნებართვის მიღებამდე ან გაძევების პროცედურის მსვლელობის დროს. II. ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეთა რეადმისია     მუხლი 2🔗 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე, მოახდენს იმ ნებისმიერი პირის რეადმისიას, რომელიც არ აკმაყოფილებს ან აღარ აკმაყოფილებს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ აღნიშნული პირის ვინაობა სათანადოდ იდენტიფიცირებულია და დამტკიცებულია ან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ იგი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა. იგივე პირობები ეხება პიროვნებებს, რომლებმაც მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას დაკარგეს მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა ან მოქალაქეობაზე უარი თქვეს პირადი თხოვნის საფუძველზე მოთხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ნატურალიზაციის პროცედურის ღიად გავლის გარეშე. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე; მოახდენს იმ ნებისმიერი პირის რეადმისიას, რომელიც, პირველი პუნქტის შესაბამისად, გაძევებულია მისი ტერიტორიიდან, იმ პირობით; თუ შესაბამისი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გაძევების მომენტში ეს პირი არ იყო მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე ან მისი ვინაობის დადგენა შეუძლებელია, და თუ ამ შეთანხმების მე-6 და მე-7 მუხლის პუნქტები არ ეხება ზემოაღნიშნულ პირს. ამ შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარე, რომელმაც მიიღო ეს პირი, აბრუნებს მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან მიღებულ ყველა დოკუმენტაციას პირველადი რეადმისიის შესახებ. აღნიშნული პირის დაბრუნებაზე დგება ოქმი და მუშავდება შესაბამისი დოკუმენტები.     მუხლი 3🔗 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ნებისმიერი პირის ვინაობა და მოქალაქეობა; რომლის მიმართაც განხორციელდება რეადმისია, განისაზღვრება შემდეგი სახის მოქმედი დოკუმენტებით: - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; - პასპორტი ან პასპორტის შემცვლელი ფოტოსურათიანი სამგზავრო დოკუმენტი (Laissez passez). 2. მოქალაქეობის სავარაუდო დადგენა ხდება შემდეგი დოკუმენტებით: - წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომელთა მოქმედების ვადა შეწყდა რეადმისიის მოთხოვნის წარდგენამდე არაუმეტეს 1(ერთი) წლით ადრე; - სამხედრო ბილეთი ან შეიარაღებული ძალების მოსამსახურის სხვა დამადასტურებელი ფოტოსურათიანი დოკუმენტი; - ნებისმიერი სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული პირის ვინაობის დადგენას (მაგ., მართვის მოწმობა, და სხვა); - საკონსულო რეგისტრაციის დოკუმენტი, მოქალაქეობის სერტიფიკატი ან სამოქალაქო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული რეადმისიის მოთხოვნის წარდგენამდე არაუმეტეს 6(ექვსი) თვით ადრე. 3. რეადმისიის მოთხოვნას შეიძლება აგერთვე თან ერთოდეს: - მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ პატიოსანი მოწმეებიდან სათანადო წესით აღებული დაწვრილებითი ჩვენება; - აღნიშნული პირის ვინაობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; - ზემოაღნიშნული დოკუმენტების ფოტოასლები; - მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ, აღნიშნული პირისგან სათანადო წესით აღებული დაწვრილებითი ჩვენება; - ენა, რომელზეც საუბრობს აღნიშნული პირი.     მუხლი 4🔗 1. ნებისმიერი მოთხოვნა რეადმისიის შესახებ სრულდება წერილობით და შეიცავს; a) აღნიშნული პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, თუ შესაძლებელია მეტსახელი ან ფსევდონიმი, ბოლო საცხოვრებელი ადგილი) აგრეთვე, ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული პირის ვინაობის დადგენას; b) პასპორტის ან პასპორტის შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტის აღწერილობის (მაგ.: სერია, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა, გაცემის ადგილი და გამცემი ორგანო) და სხვა დოკუმენტურ მტკიცებას; რომლის მეშვეობითაც შეიძლება მოხდეს პირის მოქალაქეობის დადგენა ან დამტკიცება; c) 2 ფოტოსურათს პასპორტისათვის; d) ინფორმაციას დაგეგმილი მარშრუტის, სატრანსპორტო საშუალების, გათვალისწინებული რეადმისიის თარიღისა და დროის, აგრეთვე, სასაზღვრო საკონტროლო პუნქტების შესახებ; e) მითითებას, რომელიც ადასტურებს პოლიციის ესკორტის და/ან სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობას. თუკი ესკორტის თანხლებას უზრუნველყოფს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები – პირის სკორტის წევრების მონაცემებს. 2. მოთხოვნა რეადმისიის შესახებ, განცხადებაში აღნიშნული დოკუმენტების დედნებთან ერთად, წარედგინება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურ ან საკონსულო მისიებს. შედგება ოქმი მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენა/მიღების შესახებ.     მუხლი 5🔗 1. რეადმისიის მოთხოვნაზე პასუხი მზადდება წერილობით, წარდგენიდან 30(ოცდაათი) დღის განმავლობაში. მოთხოვნაზე უარი უნდა დასაბუთდეს. 2. თუკი რეადმისიის შესახებ მოთხოვნა ეფუძნება მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, პასუხი მოთხოვნაზე მიეწოდება განცხადების წარდგენიდან 72 (სამოცდათორმეტი) საათის განმავლობაში. როდესაც არსებობს თანხმობა ამა თუ იმ პირის რეადმიიის შესახებ და მისი გადაადგილება ხდება საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით, მისი გადაყვანის მიზნით, უნდა შედგეს ოქმი მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისათვის წარსადგენად. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე იღებს წარდგენილ დოკუმენტებს და სხვა ფაქტობრივ მონაცემებს, რომლის თანახმადაც მისი მოქალაქეობა საბოლოოდ დამტკიცებული ან აშკარად დასაბუთებულია, და რეადმისია გამონაკლისის სახით უნდა განხორციელდეს ხმელეთით, ამ ქვეყნის დიპლომატიური ან საკონსულო მისიები უზრუნველყოფენ ამ პირს სამგზავრო დოკუმენტით პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში. 4. თუკი წარდგენილი დოკუმენტები და ფაქტობრივი მონაცემები არ არის საკმარისი და/ან სადავოა, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა საკონსულოს თანამდებობის პირებმა შეიძლება მოითხოვონ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარისაგან, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მათი თანდასწრებით დაინტერესებული პირისაგან ჩვენების აღება. 5. ჩვენების აღების ადგილი და დრო დგინდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მოთხოვნა ამგვარი ჩვენების მიღების და მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის საკონსულო წარმომადგენლის დასწრების თაობაზე, წარდგენილი იქნება პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში. პასუხი მოთხოვნაზე რეადმისიის შესახებ მზადდება წერილობით და გაიცემა ჩვენების დღიდან მაქსიმუმ 14 (თოთხმეტ) დღეში. 6. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე მოახდენს იმ პირის დეპორტირებას, რომლის რეადმისია შეთანხმებულია, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დასტურის მიღებიდან მაქსიმუმ 30 (ოცდაათ) დღეში. აღნიშნული ვადა შესაძლოა გაიზარდოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ნებისმიერი იურიდიული და პრაქტიკული ხასიათის გაუთვალისწინებელი პირობების გადასაჭრელად საჭირო დროის განმავლობაში. III. უცხოელ მოქალაქეთა რეადმისია მუხლი 6🔗 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, ხელახლა მიიღებს უცხოელებს, რომლებმაც მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირ წავიდნენ მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან და ვისი შესვლაც ან ცხოვრებაც არ აკმაყოფილებს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის პირობებს. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნისამებრ, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე თავის ტერიტორიაზე მოახდენს იმ ნებისმიერ უცხოელთა რეადმისიას, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ან აღარ აკმაყოფილებენ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისა და ცხოვრების მოთხოვნებს, იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს მოქმედი ვიზა ან ცხოვრების ნებართვა, გაცემული მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ და აკმაყოფილებს ამ ქვეყნის კანონმდებლობას უცხოელთა შესვლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებით. 3. პირველი პუნქტის დებულებების თანახმად, რეადმისია არ ეხება უცხოელებს, რომლებისთვისაც მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე აწესებს უვიზო გადაადგილების რეჟიმს. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე ხელშემკვრელი მხარე გასცემს ვიზას ან ცხოვრების ნებართვას, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის მიერ გაცემულ ვიზასაც მოგვიანებით გასდის ვადა.     მუხლი 7🔗 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნისამებრ, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე, მის ტერიტორიაზე განახორციელებს უცხოელთა რეადმისიას, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ან აღარ აკმაყოფილებენ მოქმედ პირობებს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისა და ცხოვრების შესახებ, იმ პირობით, თუ დამტკიცებული და აშკარად დასაბუთებულია, რომ აღნიშნული პირი ცხოვრობდა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. 2. პირველი პუნქტის დებულებების თანახმად არ არსებობს ვალდებულება რეადმისიასთან დაკავშირებით: a) უცხოელთათვის, რომლებსაც მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს ლტოლვილის სტატუსს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის 28 ივლისის ჟენევის კონვენციისა და აღნიშნული კონვენციის დანართის ნიუ-იორკის 1967 წლის 31 იანვრის ოქმის თანახმად; b) იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელიც ესაზღვრება მომთხოვნ ხელშემკვრელ მხარეს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის და მესამე ქვეყნების სხვა მოქალაქეებისათვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ამ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე; c) უცხოელთათვის, რომელთა მიმართაც მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე იყენებს უვიზო გადაადგილების რეჟიმს; d) უცხოელთათვის, რომლებმაც დატოვეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია რეადმისიის შესახებ განცხადების მიღებიდან 3(სამ) თვეზე მეტი ხნის წინათ; e) უცხოელთათვის, რომლებიც მოთხოვნის მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ ნამდვილად დააბრუნა თავიანთ სამშობლოში ან სხვა მესამე ქვეყანაში; f) უცხოელთათვის, რომლებსაც მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის დატოვებამდე ან დატოვების შემდეგ, მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა მისცეს ვიზა, ან შესვლისა და ცხოვრების სხვა ნებართვა; g) უცხოელთათვის, რომლებზეც მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ გაიცა ტრანზიტული ვიზა შესაბამისი სატრანზიტო ქვეყნის მიერ გაცემული მოქმედი ვიზის ან ცხოვრების სხვა ნებართვის საფუძველზე, ან მსგავს შემდგომ სატრანზიტო ქვეყანასა და იმ ქვეყანას შორის არსებული უვიზო გადაადგილების შესახებ რეჟიმის საფუძველზე, რომელმაც გასცა ამ პირებზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.     მუხლი 8🔗 1. უცხოელთა შესვლა და ცხოვრება მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დასტურდება მიმღები ხელშემკვრელი მხარის საზღვრების კონტროლის ორგანოების მიერ, მათ სამგზავრო დოკუმენტებში სასაზღვრო ბეჭდის დასმით ან სხვა შესაბამისად დართული შენიშვნებით, ამ მხარის ტერიტორიიდან გასვლისას ან შესვლისას. 2. უცხოელთა შესვლა ან ცხოვრება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიძლება დაიშვას შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველეზე: - სატრანსპორტო დოკუმენტაცია; - სასტუმროს, სამედიცინო ან სხვა სახის მომსახურების გაწევის დამადასტურებელი საბუთი; - მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ აღებული მოწმეთა დაწვრილებითი ჩვენება; - მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ დაინტერესებული პირისაგან აღებული დაწვრილებითი ჩვენება.     მუხლი 9🔗 1. უცხოელთა განცხადება რეადმისიის შესახებ წარდგენილი იქნება წერილობით და შეიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას: a) მონაცემები აღნიშნულ პირთა შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სქესი) საჭიროების შემთხვევაში ფსევდონიმი ან მეტსახელი, ბოლო საცხოვრებელი ადგილი, და სხვა ნებისმიერი მონაცემები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პირის ვინაობის დადგენას; b) პასპორტის დამოწმებული ასლების აღწერილობა (სერია, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა, გაცემის ადგილი და გამცემი ორგანო) ან სხვა სამგზავრო დოკუმენტი და/ან სხვა მტკიცება, რომელიც ხელს უწყობს რეადმისიის ვალდებულებების განხორციელებას და მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მცხოვრები აღნიშნული პირის ვინაობის დადგენას; c) 2 (ორი) ფოტოსურათი პასპორტისათვის; d) განცხადება თავშესაფრის მოთხოვნაზე ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, და ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; e) ინფორმაცია მარშრუტის, სატრანსპორტო საშუალების, რეადმისიის დროის, თარიღის და შესვლის სასაზღვრო პუნქტის შესახებ; f) საბუთ, რომელიც ადასტურებს პოლიციის თანხლების, სპეციალური სამედიცინო ან სხვა სახის მეთვალყურეობის აუცილებლობას. თუკი თანმხლებ პირებს უზრუნველყოფენ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები – ამ პირთა დეტალური მონაცემები. g) განცხადება იმის შესახებ, რომ ეს პირი აკმაყოფილებს მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტის ან მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და არ არსებობს მე-7 მუხლის მეორე პუნქტის დებულებათა თანახმად რეადმისიის შესახებ მოთხოვნის უარყოფის საფუძველი. 2. განაცხადი რეადმისიის შესახებ მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა ან მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაეცემა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურ ან საკონსულო მისიებს. უნდა შედგეს რეადმისიის შესახებ მოთხოვნის გადაცემისა და მიღების ოქმი. 3. პასუხი რეადმისიის შესახებ მოთხოვნაზე გაიცემა წერილობით, მოთხოვნის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. ნებისმიერი უარი რეადმისიასთან დაკავშირებით უნდა დასაბუთდეს. 4. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე ახდენს იმ პირის დეპორტირებას, რომლის რეადმისია შეთანხმებულ იქნა, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დასტურის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. მოცემული დროის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იურიდიული და პრაქტიკული ხასიათის გაუთვალისწინებელი პირობების გადასაჭრელად საჭირო დროში. 5. უცხოელები, რომელთა რეადმისია შეთანხმებულ იქნა, გადაეცემა მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს, შესაბამისად მიეწოდება ოქმი მათი გადაცემის შესახებ.     მუხლი 10🔗 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა მიიღებს, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე, ნებისმიერ პირს გაძევებულს მისი ტერიტორიიდან მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა ან მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების თანახმად, როდესაც შესაბამისი შემოწმების შედეგად ვლინდება, რომ ხელახლა მიღებული პირი, მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან დეპორტირების დროს არ აკმაყოფილებს მოცემული შეთანხმების III ნაწილში ჩამოთვლილ მოთხოვნებს. 2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშემკვრელმა მხარემ, რომელმაც თავდაპირველად მოახდინა ამ პირთა რეადმისია, უნდა შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თუ რატომ არ იღებს მათ და დაუბრუნოს მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, რომელიც მიღებულ იქნა თავდაპირველი რეადმისიის პროცედურასთან დაკავშირებით. უნდა შედგეს ოქმი ამ პირთა დაბრუნების შესახებ და შესაბამისი დოკუმენტაცია. I V. ტრანზიტი     მუხლი 11🔗 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას დართავს, მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე, განხორციელდეს მისი ტერიტორიის გავლით იმ უცხოელთა სატრანზიტო გადაყვანა, რომლებიც მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მიერ იქნენ გაძევებულნი, რათა მოხდეს მათი რეადმისია თავიანთ სამშობლოში ან სხვა მესამე ქვეყნებში. 2. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია გადაიყვანოს ეს პირები საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში და უზრუნველყოს გაყვანა მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან, თუ ამ პირთა შემდგომი მგზავრობა შეუძლებელი ხდება. 3. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე გასცემს საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში ამ პირთა გადასვლისა და გადაადგილებისათვის აუცილებელ დოკუმენტებს და საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში რეადმისიისა და შემდგომი სატრანზიტო ქვეყნების ტერიტორიებზე ტრანზიტით გავლისათვის აუცილებელ ნებართვას. 4. ამ შეთანხმჟების გამოყენებისას ხელშემკვრელი მხარეები ეცდებიან აღნიშნული პირები მათი წარმოშობის ქვეყანაში გადაიყვანონ.     მუხლი 12🔗 1. დეპორტაციის შემთხვევაში მოთხოვნა სატრანზიტო გადასვლაზე, გადაეცემა ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს. 2. მოთხოვნა შეიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: a) პირადობის მოწმობა, სამგზავრო დოკუმენტები, მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, აგრეთვე ინფორმაცია დეპორტაციის და მოტივაციის შესახებ; b) გადაადგილების დაგეგმილი თარიღი, სატრანსპორტო საშუალება, მარშრუტი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიისა და შემდეგი სატრანზიტო ქვეყნების გავლით; c) განცხადება იმის შესახებ, რომ არსებობს საბოლოო დანიშნულების ქვეყნის თანხმობა რეადმისიის შესახებ და მე-13 მუხლის დებულებების თანახმად არ არსებობს ტრანზიტული გასვლის მოთხოვნის მიუღებლობის საფუძველი; d) პოლიციის ესკორტის ან სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობა, იმ შემთხვევებში ,თუკი პოლიციის ესკორტით უზრუნველყოფს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე – თანმხლებ პირთა დეტალური მონაცემები.     მუხლი 13🔗 ამ შეთანხმების საფუძველზე, მოთხოვნა სატრანზიტო გადასვლაზე დეპორტაციისას, შესაძლოა არ იქნეს დაკმაყოფილებული იმ პირის მიმართ: - რომელსაც ემუქრება დევნის საფრთხე საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში და/ან ნებისმიერ შემდგომ სატრანზიტო ქვეყანაში, მისი რასის, რელიგიური მრწამსის, ეროვნებისა და განსაკუთრებული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო; - რომელიც წარმოადგენს არასასურველ პირს მიმღები ხელშემკვრელი მხარისათვის და/ან საფრთხეს უქმნის მის სახელმწიფოებრივ უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან ჯანმრთელობის დაცვას. V. ზოგადი და დასკვნითი დებულებები     მუხლი 14🔗 1. შეთანხმების განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები გამართავენ კონსულტაციებს. მოთხოვნები კონსულტაციების გამართვის თაობაზე დიპლომატიური არხების საშუალებით იგზავნება. 2. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან სტატისტიკურ და ოპერატიულ ინფორმაციას არალეგალური მიგრაციის შესახებ და ითანამშრომლებენ ამ კუთხით ანალიზისა და შესაძლო პროგნოზირების მომზადების სფეროში. 3. რადგანაც პირადი მონაცემების გაცვლა ხდება ამ შეთანხმების მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენება შემდეგი დამატებითი წესები: a) ასეთი მონაცემები გამოიყენება მიმღები მხარის მიერ მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის მიზნით და წარმდგენი მხარის მიერ დადგენილი პირობების თანახმად; b) მონაცემების წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ორგანოს თხოვნის საფუძველზე მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა მიღწეული შედეგებისათვის; c) პირადი მონაცემები წარედგინება იმ ორგანოს, რომელიც ვალდებულია განახორციელოს მოცემული შეთანხმება; d) თუკი მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო კანონმდებლობა გარკვეულწილად განსხვავდება a) და c) პუნქტებისგან, საჭიროა მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის დასტური და მისი შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ ფორმასთან.  სხვა მონაცემთა წარდგენა სხვა ორგანოებისათვის და მათი გამოყენება ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელი მიზნებისათვის შესაძლებელია მხოლოდ იმ ორგანოთა წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ვინც უზრუნველყოფს აღნიშნული მასალის მიწოდებას; e) ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს პირადი მონაცემების წარდგენას, პასუხისმგებელია მათი სიზუსტისათვის, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლიდან გამომდინარე მიზნების მართებულობისათვის. თუკი წარდგენილი მონაცემები არასწორია ან მათი გამჟღავნება დაუშვებელია; ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მიმღებ მხარეს. მიმღები მხარე ვალდებულია შეასწოროს ან გააუქმოს მიღებული მონაცემები. f) იმ პირებს, რომლებსაც ეხებათ აღნიშნული მონაცემები, გააცნონ, მოთხოვნისამებრ, მიწოდებული პირადი ინფორმაციის შინაარსი და გამოყენების მიზნებით. არ არის სავალდებულო შეტყობინების გაგზავნა იმ შემთხვევებში, როდესაც ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისას საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული პირის ინტერესებზე მაღლა დგას. ძირითადად, ამ პირის უფლება, გაეცნოს მასზე შემდგარ პირად საქმეს, რეგულირდება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც სრულდება მოთხოვნა; g) წარმდგენი და მიმღები მხარეები ვალდებულნი არიან რეგისტრაციაში გაატარონ პირადი მონაცემების გადაცემაამ შეთანხმების დებულებების თანახმად; h) წარმდგენი და მიმღები ორგანოები ვალდებულნი არიან დაიცვან გადაცემული პირადი მონაცემები, რათა ისინი უნებართვოდ არ გახდეს ხელმისაწვდომი, არ შეიცვალოს და არ გავრცელდეს.     მუხლი 15🔗 1. მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს პოლიციის ესკორტის გამოყოფის აუცილებლობას იმ პირთათვის, რომელთა რეადმისია ან სატრანზიტო გადაყვანა შეთანხმებულია. 2. როდესაც მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე გამოყოფს ესკორტს, თანმხლები პირნი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესასვლელი ვიზის გარეშე დაიშვებიან, თუკი მათი მონაცემები მოყვანილია გადასვლისათვის შედგენილ ოქმში. 3. როდესაც სატრანზიტო გადასვლა ხდება აეროპორტში მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან მის ტერიტორიაზე შესვლით, პოლიციის ესკორტი გამოყოფილია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ. 4. როდესაც სატრანზიტო გადასვლა ხდება აეროპორტში, გაძევებულ პირებს არა აქვთ უფლება დატოვონ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სატრანზიტო ზონა ან აეროპორტის სასაზღვრო ზონა. 5. როდესაც დეპორტაცია, რეადმისიის ან სატრანპზიტო გადასვლის მიზნით ხორციელდება თვითმფრინავში, რომელიც მიეკუთვნება მიმღები ხელშემკვრელი მხარის ავიაკომპანიას, პოლიციის ესკორტს გამოყოფენ ამ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები.     მუხლი 16🔗 1. მე-2, მე-6, მე-7 და მე-10 მუხლების თანახმად, პირთა რეადმისიასთან დაკავშირებულ ხარჯებს, პოლიციის ესკორტის, გაჩერების და ტარნსპორტირების ჩათვლით, გაიღებს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე. 2. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სატრანზიტო გადასვლისას, გაძევებისათვის საჭირო ხარჯებს, პოლიციის ესკორტის ხარჯების ჩათვლით, და მეორადი რეადმისიის ხარჯებს გაიღებს მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე.     მუხლი 17🔗  ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხებით შეატყობინებენ ერთმანეთს: - თუ რომელი სასაზღვრო საკონტროლო პუნქტები შეიძლება გამოიყენონ გაძევების შემთხვევაში რეადმისიისა და სატრანზიტო გადასვლის მიზნებისათვის; - თუ რომელი კომპეტენტური ორგანოები აღასრულებენ ამ შეთანხმებას.     მუხლი 18🔗 1. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებს და ხელშეკრულებებს დამნაშავეთა გადაცემის შესახებ, სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ და გაძევების შემთხვევაში რეადმისიისა და/ან ტრანზიტული გადაყვანის საკითხებზე, რომლებიც მოქმედებს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის. 2. ეს შეთანხმება არ ზღუდავს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის და ნიუ-იორკის 1967 წლის 31 იანვრის ოქმის დებულებების გამოყენებას. 3. ეს შეთანხმება არ ზღუდავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შეთანხმებების დებულებების გამოყენებას, რომლებიც მოქმედებს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის.     მუხლი 19🔗 1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინებიდან 30(ოცდაათი) დღის შემდეგ. 2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხების საშუალებით მიწოდებული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. 3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს შეთანხმების მოქმედება საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხებით შეტყობინების საფუძველზე, იმ დებულებების გარდა, რომლებიც არეგულირებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეთა რეადმისიის საკითხებს. შეთანხმების შეჩერება ძალაში შედის მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან ან იმ პერიოდიდან, როგორც ეს აღნიშნულია შეტყობინებაში. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ატყობინებენ ერთმანეთს მოცემული შეთანხმების შეჩერების მიზეზს და მისი მოქმედების განახლებას. 4. მოცემული შეთანხმების შეწყვეტა ძალაში შევა შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში, 2002 წლის 27 მარტს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)