საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2006
ძალაში შესვლა 27.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480190000.03.030.000601
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 01/08/2006
matsne.gov.ge 697 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2006 მიღება
27.06.2006 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 99.0pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  და ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო, შემდგომში მხარეებად“ წოდებულნი, სურვილი აქვთ რა ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა, რათა დაეხმარონ ორივე ქვეყანას ეროვნული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში და გააუმჯობესონ ორივე ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა. მოქმედებენ რა ორივე ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების თანახმად, ითვალისწინებენ რა საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტის 2004 წლის ერთობლივ დეკლარაციას; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები მომავალში ხელს შეუწყობენ და განავითარებენ თანასწორუფლებიან თანამშრომლობას გარემოს დაცვის სფეროში, რაც ხელსაყრელი და სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისათვის.     მუხლი 2🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივ ძალისხმევას გარემოს დაცვის სფეროში შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და კერძო მეწარმეობის ჩათვლით.     მუხლი 3🔗 1. შეთანხმება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს: ა) ადმინისტრაციული მექანიზმების შემუშავებაში გარემოს დაცვის მიზნით; ბ) ესტონეთის გამოცდილების გაზიარებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის პროცესის რეფორმაში; გ) ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მოხელეთა გადამზადებაში, კერძოდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში. 1. თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ა) მართვა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შემცირებისა და ოზონის შრის დაცვის ჩათვლით; ბ) ტყის მართვა; გ) გარემოს მონიტორინგი და კანონაღსრულება; დ) ყოფილი სამხედრო ტერიტორიების შეფასება და გარემოს მონიტორინგი; ე) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და გარემოს დაცვა; ვ) წყლის რესურსების მართვა; ზ) ზღვის წყლის დაცვა; თ) ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვა; ი) ნარჩენების მართვა და რეციკლირება; კ) ბუნების კონსერვაცია და ბიომრავალფეროვნების დაცვა; ლ) გარემოს დაცვის სფეროში მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების დებულებების განხორციელება; მ) ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის დირექტივებთან; ნ) გარემოსდაცვითი განათლება, სწავლება და კვლევა; ო) რადიაციული უსაფრთხოება.     მუხლი 4🔗 მხარეთა თანამშრომლობა ყალიბდება შემდეგი ფორმით: ა) ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება; ბ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, სტანდარტების და გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცვლა; გ) ექსპერტთა კონსულტაციების, ერთობლივი შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება; დ) სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა; ე) თითოეულ ქვეყანაში ორგანიზებულ საერთაშორისო გარემოსდაცვით კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში ექსპერტთა მონაწილეობა; ვ) თანამშრომლობის სხვა ურთიერთშეთანხმებული ფორმები.     მუხლი 5🔗 1. მხარეები, შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 3 თვის ვადაში, ერთმანეთს წერილობით აცნობებენ თანამშრომლობის განხორციელებაზე კოორდინატორების დანიშვნის თაობაზე. 2. კოორდინატორებს ექნებათ რეგულარული კონტაქტები ერთობლივი შეხვედრებისა და/ან სხვა საშუალებებით.     მუხლი 6🔗 ქვეყნის მიერ წარდგენილ ექსპერტთა დელეგაციების მგზავრობის ხარჯები დაფარული იქნება წარმდგენი მხარის მიერ, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული.     მუხლი 7🔗 ცალკეული ოქმების სახით შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილებს.     მუხლი 8🔗 ნებისმიერი დავა, წარმოშობილი ამ შეთანხმების ინტერპრეტაციის ან გამოყენების შედეგად, მოგვარებული უნდა იქნეს მხარეებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების საფუძველზე.     მუხლი 9🔗  1. ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისადმი წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. 2. მომზადდა ქ. ტალინში, 2006 წლის 27 ივნისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების ტექსტში შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და                  ესტონეთის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების                                 გარემოს დაცვის სამინისტროს სახელით                                  სამინისტროს სახელით ხელმოწერილია                                                ხელმოწერილია