ოქმი საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის, ფინანსური დახმარების განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2006
ძალაში შესვლა 18.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480300000.03.030.000637
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/02/2007
matsne.gov.ge 587 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2006 მიღება
18.03.2009 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის, ფინანსური დახმარების განხორციელების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 40.5pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ოქმი საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის ფინანსური დახმარების განხორციელების შესახებ  საქართველო წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ და თურქეთის რესპუბლიკა, წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ (შემდგომში ,,მხარეებად“ წოდებულნი) ხელმოწერილი სამხედრო გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამოყენების მიზნით, შეთახმდნენ ქვემოთ მოყვანილ მუხლებზე: მუხლი 1🔗. მიზანი ამ ოქმის მიზანია განსაზღვროს თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადასაცემი 272.000 (ორას სამოცდათორმეტი ათასი) ახალი თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების განხორციელების პირობები.     მუხლი 2🔗. ფარგლები თურქეთის მხარიდან გაღებული ფინანსური დახმარება გამოყენებულ იქნება შემდეგი ღონისძიებების მატერიალური საჭიროების დასაფინანსებლად: 1. KFOR-ის (Kosovo force) ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს სამშვიდობო ძალების ოცეულის დღიური ფულადი ანაზღაურება; 2. საქართველოს  მიერ NATO-ს შტაბ-ბინაში ბრიუსელში/ბელგიაში მივლინებული ოფიცრის ხარჯები.     მუხლი 3🔗. განსახორციელებელი პრინციპები ფინანსური დახმარების განსახორციელებელი პრინციპები მდგომარეობს შემდეგში: 1. 221.000 (ორას ოცდაერთი ათასი) ახალი თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გამოყოფილია KFOR-ის ღონიძიებებში მონაწილე საქართველოს სამშვიდობო ოცეულის პერსონალის დღიური ხარჯებისათვის. დღიური ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს: 1. ოფიცრებისათვის: 24 აშშ დოლარი 2. ზემდეგებისათვის: 22 აშშ დოლარი 3. რიგითებისათვის: 10 აშშ დოლარი 2. 51.000 (ორმოცდათერთმეტი ათასი) ახალი თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გამოყოფილია NATO-ს შტაბ-ბინაში (ბრიუსელი) მივლინებული ქართველი ოფოცრის ხარჯების დასაფინანსებლად. გამოყოფილი თანხებიდან უზრუნველყოფილი იქნება ქართველი ოფიცრის ქვემოთ ჩამოთვლილი ხარჯები: ა) ოფისისა და ბინის არენდა; ბ) ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ხარჯები; გ) ტელეფონისა და ფაქსის ხარჯები; დ) საკანცელარიო ხარჯები; ე) სხვა ხარჯები. 3. თურქეთის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების წყარო გადაირიცხება ბანკის იმ ანგარიშზე, რომელსაც მიუთითებს თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშატი თბილისში. აღნიშნული დახმარების თანხა გამოყენებული იქნება თბილისში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს კონტროლის ქვეშ. 4. საჭიროების შემთხვევაში თანხებს შორის გადანაწილება მოხდება თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ.     მუხლი 4🔗. გადასინჯვა და შესწორება წინამდებარე ოქმში შეიძლება მხარეების თხოვნის შესაბამისად გაკეთდეს ცალკეული ოქმების სახით  დამატებები და შეტანილ იქნეს ცვილებები. დამატებითი ოქმები იქნება ფინანსური დახმარების ოქმის განუყოფელი ნაწილი და მე-6 მუხლში გათვალისწინებული პირობით შევა ძალაში. ყველა ის გაუგებრობა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ამ ხელშეკრულების განხორციელებისას, გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 5🔗. ხანგრძლივობა წინამდებარე ოქმი ძალაში რჩება თურქეთის რეწსპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გადარიცხვასთნ დაკავშირებული პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინებიდან მის სრულყოფილად ათვისებამდე.     მუხლი 6🔗. სანქციონირება და ძალაში შესვლა წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან.     მუხლი 7🔗. ტექსტი და ხელმოწერა წინამდებარე ოქმი შესრულებულია ქ. თბილისში/საქართველოში 2006 წლის 28 ნოემბერს ორ ეგზემპლიარად თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ ოქმის განმარტებისას წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით ზვიად შანავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი თურქეთის რესპუბლიკის სახელით იუქსელ ოზთექინ ბრიგადის გენერალი შეიარაღებული ძალების ატაშე თბილისში