⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.07.2014)
გაუქმებულია:

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.03.2011
ძალის დაკარგვა 23.07.2014
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110321010, 25/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,104 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2011 მიღება
23.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:14.2pt 42.5pt 35.45pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს დადგენილება №8 201 1 წლის 18 მარტი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისიი ს დებულების დამტკიცების შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   1. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულება (დანართი №1) .   2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                      ა.მელიქიძე დანართი №1 მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულება ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად , განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისია (შემდგომ – კომისია) არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).     მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია: ა) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული მიწათსარგებლობის დაგეგმვის ა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალურ ზონებად ) დაყოფის , მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ ; ბ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს; გ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, აგრეთვე ქალაქმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცების შესახებ ; დ ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს ; ე) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაცის შესახებ ; ვ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმების , მათი საზღვრების დ ადგენისა და შეცვლის შესახებ ; ზ ) განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების და გეგმების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს ; თ ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ ; ი ) განიხილავს სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ამ პროგრამების დამტკიცებასთან დაკავშირებით; კ ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ ; ლ ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და მათი ორგანიზების წესების შესახებ ; მ ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენასთან დაკავშირებით ; ნ ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ინფორმატიზაციის კონცეფციისა და პროგრამის და თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს ; ო ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში საინფორმაციო სისტემის, ქსელის, ბაზების, მონაცემთა ბანკების გამოყენების წესების დადგენასთან დაკავშირებით ; პ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებული არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუ დგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოა დგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.     მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და გადაირჩევა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 26-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და საკრებულოს გარეთ; დ) კომისიას ასარჩევად წარუდგენს ამ დებულებით განსაზღვრული კომისიის სტრუქტურული ერთეულების – ქვეკომისიების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს; ე) კომისიის ქვეკომისიების სამუშაო გეგმათა გათვალისწინებით ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ვ ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; ზ ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; თ) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; ი) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; კ ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ლ ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ნ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 4🔗. ქვეკომისიები 1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება ქვეკომისიები. 2. ქვეკომისიის ხელმძღვანელებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის წევრთა გადანაწილებას ქვეკომისიებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახორციელებს ქვეკომისიის ხელმძღვანელი და ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე ქვეკომისიის წევრი. 3. ქვეკომისიის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ქვეკომისიის სამუშაო გეგმის შედგენას და მის შესრულებას, ქვეკომისიის სხდომების მოწვევას და წარმართვას. 4. ქვეკომისიების ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. 5. კომისიაში იქმნება შემდეგი ქვეკომისიები: ა) სივრცით-ტერიტორიული დადგეგმარების და ინრტასტრუქტურის საკითხთა ქვეკომისია; ბ) აგრარულ საკითხთა ქვეკომისია; გ) საინფორმაციო სისტემის განვითარების საკითხთა ქვეკომისია.