საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას შორის ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 17.01.2005
ძალაში შესვლა 10.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000595
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 10/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას შორის ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.karixml, li.karixml, div.karixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას შორის ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა (აღმასრულებელი ხელისუფლება) (შემდგომში „საქართველო“) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა (შემდგომში „შვეიცარია“), შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“,
განზრახული აქვთ რა ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცება,
სურთ რა გააღრმაონ ეს ურთიერთობები და განავითარონ ნაყოფიერი ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის,
აღიარებენ რა, რომ ასეთი ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და გარემო პირობების განვითარებისათვის მიმდინარე რეფორმების, ეკონომიკური, სოციალური და გარემო პირობების რეგულირებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას, ასევე დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების მხარდაჭერას,
აცნობიერებენ რა, რომ საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება, განახორციელოს რეფორმები დემოკრატიულ პირობებში საბაზრო ეკონომიკის დაფუძნების მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. თანამშრომლობის საფუძველი
ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში ჩამოყალიბებული დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანთა ძირითადი უფლებების პატივისცემა განაპირობებს ორი ხელშემკვრელი მხარის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და წინამდებარე შეთანხმების მიზნების არსებით ელემენტს წარმოადგენს თანაბარწილად.
მუხლი 2🔗. შეთანხმების ფარგლები
ეს შეთანხმება განსაზღვრავს ხელშემკვრელ მხარეებს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის ყველა ფორმის ზოგად დებულებებსა და პირობებს.
ეს დებულებები და პირობები მოქმედებს მხარეებს შორის მე-5 მუხლის თანახმად შეთახმებული განვითარებისათვის თანამშრომლობის პროექტების/ პროგრამებისათვის.
ხელშემკვრელი მხარეები, თავიანთი შიდა კანონმდებლობის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის პროექტის/პროგრამების განხორციელებას საქართველოში. ეს პროექტები/პროგრამები ავსებს განვთარებისაკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას.
საქართველო აგრეთვე იყენებს აღნიშნულ პირობებს თავის შიდა საქმიანობაში, რომელიც გამომდინარებს შვეიცარიის მიერ თანადაფინანსებული რეგიონალური განვითარებისათვის თანამშრომლობის პროექტებიდან/პროგრამებიდან ან შვეიცარიის მიერ მრავალმხრივი ორგანიზაციების საშუალებით თანადაფინანსებული პროექტებიდან/პროგრამებიდან ამ შეთანხმებაზე აშკარა მითითების პირობით.
ამ შეთანხმების მიზანს წარმოადგენს აღნიშნული პროექტების/პროგრამების წარმართვისა და განხორციელების ჩარჩო წესებისა და პროცედურების ჩამოყალიბება.
სხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებთან/პროგრამებთან დამთხვევისა და ურთიერთგადაფარვის თავიდან აცილებისა და პროექტების პროგრამების შესაძლო მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს წარუდგენენ და უზიარებენ ეფექტური კოორდინაციისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაციას.
მუხლი 3🔗. განმარტებები
ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული კონკრეტული პროექტები/ პროგრამები და სხვა ერთობლივი საქმიანობა შემდგომში იწოდება როგორც „პროექტები“.
ამ შეთანხმების მიზნებისათვის ტერმინი „აღმასრულებელი სააგენტოები“ ნიშნავს ნებისმიერ საჯარო უწყებასა და საჯარო ან კერძო იურიდიულ პირს, ასევე ნებისმიერ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციას, რომელიც აღიარებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ და უფლებამოსილია შვეიცარიის მიერ, განახორციელოს 8.1 მუხლში მითითებული კონკრეტული პროექტები.
მათი ქართველი პარტნიორები იწოდებიან, როგორც „პროექტის პარტნიორები“.
შვეიცარიის ან აღმასრულებელი სააგენტოების მიერ ხანმოკლე ან ხანგრძლივი დროით დანიშნული ექსპერტები და კონსულტანტები, რომლებსაც დაევალათ პროექტების განხორციელება, შემდგომში იწოდებიან, როგორც „პერსონალი“. მათი „ოჯახი“ მოიაზრება, როგორც მეუღლე/თანამაცხოვრებელი და მათი შვილები.
ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი „საქონელი“ გულისხმობს საქონელს, მასალას, ტრასპორტს, მანქანა-დანადგარებს, აღჭურვილობასა და სხვა სახის საქონელს, რომელსაც მიაწვდის შვეიცარია ან აღმასრულებელი სააგენტოები პროექტებს ამ შეთანხმების ფარგლებში, ან ნებისმიერი სხვა სახის საქონელს, რომელიც მიეწოდება საქართველოს კონკრეტული შეთანხმებების ფარგლებში, 5.1 მუხლში მითითებულ პროექტებთან დაკავშირებით.
მუხლი 4🔗. თანამშრომლობის ფორმები
ნაწილი 1 – ფორმები
4.1 თანამშრომლობა განხორციელდება ტექნიკური, ფინანსური და ეკონომიკური დახმარების, აგრეთვე ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარების ფორმით, ამასთან. დახმარების ერთი ან მეტი ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთდროულად.
4.2 თანამშრომლობა განხორციელდება გრანტის (ნატურალური სახით, მომსახურება ან ფინანსური სახსრები), ან შეღავათიანი კრედიტის გამოყოფის ან თანამონაწილეობის საშუალებით.
4.3 თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე ან სხვა დონორებთან ან მრავალმხრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
4.4 დახმარება შეიძლება წარიმართოს კერძო ან საჯარო ორგანიზაციებისა და უწყებების მეშვეობით, იქნება ეს შიდა, საერთაშორისო, თუ მრავალმხრივი.
ნაწილი 2 – ტექნიკური დახმარება
4.5 ტექნიკური დახმარება განხორციელდება სწავლებისა და კონსულტაციების გზით, ნოუ-ჰაუს გადაცემის, მომსახურების გაწევის ან პროექტების განხორციელებისათვის საჭირო მასალისა და აღჭურვილობის მიწოდების ფორმით.
4.6 ტექნიკურ დახმარებას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი ფორმები:
ა) გრანტის სახით დახმარება;
ბ) საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) ადგილობრივი ან უცხოელი პერსონალით უზრუნველყოფა;
დ) სტიპენდიები სწავლებისათვის ან ტრენინგებისათვის საქართველოში, შვეიცარიაში ან მესამე ქვეყანაში; ან
ე) ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმებული ნებისმიერი სხვა ფორმა.
4.7 ტექნიკური დახმარების პროექტები უპირველეს ყოვლისა ორიენტირებული იქნება i) ეკოლგიურად მისაღები და მდგრადი განვითარების მხარდაჭერაზე; და ii) სტრუქტურული რეფორმების პროცესის ხელშეწყობაზე, რომელიც მიმართულია ღია საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისაკენ.
4.8 ტექნიკური დახმარების პროექტები ძირითადად განხორციელდება უკან დაუბრუნებლობის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პროექტები დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ნაწილი 3 – ფინანსური და ეკონომიკური დახმარება
4.9 ფინანსური და ეკონომიკური დახმარება მიიღებს განვითარების პრიორიტეტული პროექტებისათვის გათვალისწინებული შვეიცარიული წარმოშობის საქონლისა და მომსახურების დაფინანსების ან საფინანსო შუამავლების კაპიტალის წილის ფორმას. ალტერნატიული ფორმები გათვალისწინებული იქნება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.
4.10 ფინანსური და ეკონომიკური დახმარება განხორციელებულ იქნება ცალკეული შემთხვევიდან გამომდინარე გრანტების ან სესხების ფორმით ან ორივე მათგანის კომბინირებით, როგორც ამას გადაწყვეტენ ხელშემკვრელი მხარეები.
4.11 განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკის კერძო სექტორის წარმოშობას.
ნაწილი 4 – ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარების ფორმა
4.12 ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს მიმართ შვეიცარიის მხრიდან განხორციელდება საქონლის, მომსახურების, ექსპერტებისა და ფინანსური წვლილის ფორმით.
4.13 ჰუმანიტარული დახმარების პროექტები მიმართული იქნება საქართველოს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილების მიმართ და ამავე დროს შეიტანს წვლილს ადგილობრივი და ეროვნული ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებაში.
მუხლი 5🔗. გამოყენების სფერო
5.1 ამ შეთანხმების დებულებები ვრცელდება:
a) ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმებული პროექტების მიმართ;
b) ორივე ქვეყნის საჯარო ან კერძო იურიდიული პირების პროექტების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც ხელშემკვრელი მხარეები ან მათი სრულუფლებიანი წარმომადგენლები შეთანხმდებიან, რომ გამოიყენონ მე-6 მუხლის დებულებები ახალი პირობებით;
c) მიმდინარე, ან ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე მზადების პროცესში მყოფი პროექტების მიმართ.
5.2 შვეიცარიის მხარემ შეიძლება თავისი ვალდებულებების შესრულება დაავალოს აღმასრულებელ სააგენტოს.
5.3. ამ შეთანხმების დებულებები ასევე ვრცელდება შვეიცარიის იმ გადაუდებელი და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციებზე საქართველოში, რომლებიც განხორციელდება გაჭირვების შემთხვევაში.
მუხლი 6🔗. ვალდებულებები
6.1 თანამშრომლობის ნებისმიერი პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველო გაათავისუფლებს შვეიცარიის მხარის მიერ გრანტის და/ან კონცესიის საფუძველზე დაფინანსებულ ყველა აღჭურვილობას, მომსახურებას, სატრანსპორტო საშუალებასა და მასალას და ამ შეთანხმების ფარგლებში პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დროებით იმპორტირებულ აღჭურვილობას ყველა გადასახადისაგან, საბაჟო გადასახადებისაგან, მოსაკრებლებისაგან, სხვა სავალდებულო გადასახდელებისაგან და ნებართვას გასცემს, ზემოხსენებული პირობებით მათ რეექსპორტზე.
6.2 საქართველო გასცემს აღჭურვილობის დროებით იმპორტირებაზე აუცილებელ ნებართვებს, რომლებიც საჭიროა პროექტების განხორციელებისათვის ამ შეთანხმების ფარგლებში.
6.3 საქართველო ათავისუფლებს პროექტის განხორციელებაზე უფლებამოსილ აღმასრულებელ სააგენტოებს საპროექტო შეთანხმებიდან გამომდინრე ფულად ანაზღაურებაზე და შეძენაზე დაწესებული ნებისმიერი საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადისაგან და/ან ბეგარისაგან.
6.4 საქართველო თანახმაა, რომ ფინანსური დახმარების პროექტებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების პროცედურებისათვის შესაბამისი პროექტების ქართველი პარტნიორების სახელით მოქმედი ფინანსური აგენტები შეიძლება დანიშნულ იქნენ თითოეული პროექტის პარტნიორებს შორის შეთანხმებით. ადგილობრივ და/ან სხვა ვალუტაში ანგარიშსწორებისათვის, ფინანსური აგენტების მიერ შეიძლება გაიხსნას სპეციალური ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დეპონირებული სახსრების გამოყენებაზე გადაწყვეტილება მიიღება პროექტის პარტნიორების მიერ.
6.5 პერსონალი, რომელიც დანიშნულია ამ შეთანხმების ფარგლებში არსებული პროექტების განსახორციელებლად და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ცხოვრობენ საქართველოში, თავისუფლდებიან:
a) საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ყველა გადასახადისაგან, რომელიც დაკავშირებულია პროექტის განხორციელებით მიღებულ შემოსავალთან.
b) პირადი ქონების (საოჯახო საქონელი, ერთი ავტომანქანა ოჯახზე და მოწყობილობა, მათ შორის პროფესონალური და პერსონალური აღჭურვილობა) იმპორტისას და ექსპორტისას საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული საბაჟოზე გადასახდელი გადასახადებისა და საბაჟო მოსაკრებლებისაგან. ეს შეღავათები ვრცელდება ასევე იმ საქონლის რეექსპორტზე, რომელიც მათ მიერ იმპორტირებულ იქნა საქართველოში.
საქართველო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს პერსონალს და მათ ოჯახებს ცხოვრების უფლების დამადასტურებელი ბინადრობის ყველა საბუთითა და სამუშაო ნებართვით, რაც შეიძლება მოეთხოვებოდეთ კანონმდებლობის თანახმად.
6.6. საქართველო პერსონალს, ისევე როგორც მათ ოჯახებს, ანიჭებს იმავე სტატუსს, რაც განსაზღვრულია ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისათვის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციით.
6.7 შიდა კანონმდებლობის ფარგლებში, საქართველო დაუყოვნებლივ უფასოდ გასცემს ქვეყანაში შემოსავლის ვიზას პერსონალისათვის, ისევე როგორც ოჯახებისთვის.
6.8 საქართველო დახმარებას აღმოუჩენს პერსონალს მათი ამოცანების განხორციელებაში და უზრუნველყოფს მათ ყველა საჭირო დოკუმენტაციითა და ინფორმაციით.
მუხლი 7🔗. დებულება ანტიკორუფციის შესახებ
ხელშემკვრელი მხარეები იზიარებენ საერთო ინტერესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც საფრთხეს უქმნის ეფექტური მართვისა და განვითარებისათვის საჭირო რესურსების სწორ გამოყენებას, ამასთან ერთად იგი საფრთხეს უქმნის ფასსა და ხარისხზე დაფუძნებულ სამართლიან და ღია კონკურენციას. ამდენად, ხელშემკვრელი მხარეები აცხადებენ თავიანთ განზრახვას კორუფციასთან ბრძოლის მიზნით ძალისხმევათა გაერთიანების შესახებ. კერძოდ კი აღნიშნავენ, რომ არცერთი პიროვნების მიერ, ვინც არ უნდა იყოს იგი, წინამდებარე ხელშეკრულების დადებისას ან შესრულებისას პირდაპირ ან ირიბად არ ჰქონია და არც მომავალში ექნება ადგილი არანაირი სახის შეთავაზებას, საჩუქარს, გადასახდელს, ანაზღაურებას ან სარგებელს, რაც მიჩნეულია უკანონო ქმედებად ან ქრთამად. ნებისმიერი ასეთი სახის ქმედება ქმნის საკმარის საფუძველს წინამდებარე შეთანხმების, შესყიდვების თუ, აქედან გამომდინარე, გარიგებების გასაუქმებლად ან შესაბამისი კანონით გათვალისწინებული სათანადო ზომების მისაღებად.
მუხლი 8🔗. კოორდინაცია და პროცედურა
8.1 ამ შეთანხმების საფუძველზე, თითოეული პროექტი წარმოადგენს პროექტის პარტნიორებს შორის საპროექტო შეთანხმების საგანს, სადაც დეტალურად შეთანხმებული და განსაზღვრულია ის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც უნდა იკისროს პროექტის თითოეულმა პარტნიორმა. პროექტების პარტნიორები ტექნიკურ დონეზე რეგულარული ინტერვალებით ახორციელებენ აზრთა გაცვლას წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დაფინანებული პროექტების მიმდინარეობაზე მათი განხორციელების დროს.
8.2 მხარეები ერთმანეთს აწვდიან სრულ ინფორმაციას ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ.
8.3 ქართული მხრიდან განვითარებისათვის თანამშრომლობისა და პროგრამების სრულ კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთავრობის სახელით.
8.4 ამ შეთანხმების განხორციელებისათვის შვეიცარიის მხარეს წარმოადგენს:
ა) შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიის სააგენტო (SDC);
ბ) შვეიცარიის საჯარო ეკონომიკის ფედერალური დეპარტამენტის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო.
8.5. SDC-ს საკოორდინაციო ოფისს თბილისში კავშირი ექნება საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან პროექტების კოორდინირების, განხორციელებისა და მონიტრინგის მიზნით.
მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები
9.1 ეს შეთანხმება ძალაში შედის ორი მთავრობის მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი ნოტიფიკაციების გაცვლის დღიდან. შეთანხმება ძალაში რჩება 5 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ავტომატურად განახლდება ყოველწლიურად. შეთანხმება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ წინასწარი წერილობითი შეტყობინებიდან ექვსი თვის შემდეგ.
შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში, მისი დებულებები განაგრძობს მოქმედებას ყველა იმ პროექტის მიმართ, რომელიც შეთანხმებული იყო მის შეწყვეტამდე.
9.2 მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური საშულებებით გადაჭრან ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ამ შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებით.
9.3 წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება წერილობითი ფორმით, ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობით, მათი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2005 წლის 17 იანვარს ორ პირად, თითოეული ინგლისურ, ქართულ და გერმანულ ენაზე. ტექსტებს შორის განსხვავების ან შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)