საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და უკრაინის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს შორის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში

მიღების თარიღი 01.03.2007
ძალაში შესვლა 01.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000640
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 19/03/2007
matsne.gov.ge 531 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2007 მიღება
01.03.2007 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) უკრაინის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და უკრაინის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს შორის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და უკრაინის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს შორის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და უკრაინის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო (შემდგომში - მხარეები); დაინტერესებულნი არიან რა შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მეგობრული ურთიერთობის და თანამშრომლობის განვითარებით; აცნობიერებენ რა, რომ ამგვარი ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური და სოციალური პროგრესის სტიმულირებას, მიისწრაფვიან რა შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში ორმხრივი კავშირების გამყარებისაკენ მიმართული ყველა ერთობლივი ინიციატივის მხარდაჭერისაკენ,  შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები განავითარებენ და გააფართოვებენ თანამშრომლობას შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.     მუხლი 2🔗 ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგ სფეროებში: ა) შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის პრობლემების სამართლებრივი რეგულირება; ბ) დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების დასაქმების სფეროში ინიციატივების მხარდაჭერა, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემების განვითარება; გ) პროფესიული მომზადების განვითარება, პროფესიული კლასიფიკაციის სტანდარტები; დ) სოციალურ-შრომითი ურთიერთობები; ე) სოციალური უზრუნველყოფის, მათ შორის პენსიების, ბავშვიანი ოჯახების დახმარების, ასევე უმუშევრის შემწეობის, დროებითი შრომისუუნარობისა და წარმოებაში უბედური შემთხვევისას დახმარების საკანონმდებლო რეგულირება; ვ) ყველა სხვა სფერო, რომელთან მიმართებაშიც მიღწეული იქნება თანხმობა მხარეებს შორის.     მუხლი 3🔗 მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის შემდეგ ფორმებზე, თუმცა არ შემოიფარგლებიან ამ ჩამონათვალით: ა) შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების გაცვლა; ბ) მხარეთა ექსპერტებს შორის კონსულტაციები; გ) მხარეთა ექსპერტების მონაწილეობა მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამართულ კონფერენციებში, სემინარებში და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებში; დ) მხარეთა სახელმწიფოების სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის გაცნობა; ე) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაკთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება.     მუხლი 4🔗 აუცილებლობის შემთხვაში მხარეები მორიგეობით უწევენ ორგანიზებას შესაბამისი დონის შეხვედრებს ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამ შეხვედრების მსვლელობაში შეთანხმებული იქნება საკითხები, რომლებიც მოცემული მემორანდუმის რეალიზაციის საგანს წარმოადგენს.     მუხლი 5🔗 ამ მემორანდუმის რეალიზაციის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდება მხარეებისათვის ურთიერთხელსაყრელი პირობებით.     მუხლი 6🔗 ეს მემორანდუმი იდება 5 წლით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 2 წლით, თუ ერთ–ერთი მხარე, შესაბამისი პერიოდის დამთავრებამდე არაუგვიანეს 30 დღისა, წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას ამ მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. შესრულებულია ქ.თბილისში, 2007 წლის   ორ ეგეზმპლარად; თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტის განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) უკრაინის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)