საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2007
ძალაში შესვლა 01.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000641
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 19/03/2007
matsne.gov.ge 848 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2007 მიღება
01.03.2007 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, შემდგომში „მხარეები“,  ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების თავიდან აცილების მიზნით, მიისწრაფვიან რა განავითარონ თანამშრომლობა სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში, ამასთან, გამოდიან რა ამ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული პრინციპებიდან და ნორმებიდან და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ (TBT) მე-6 მუხლის დებულებებიდან ხელმძღვანელობენ რა, თითოეული მხარის სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესებით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეთა შორის თანამშრომლობა სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში ხორციელდება თითოეული მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 2🔗 მხარეები განსაზღვრავენ უფლებამოსილ ორგანოებს მოცემული შეთანხმების რეალიზაციისათვის: საქართველოში – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო. უკრაინაში – უკრაინის სახელმწიფო კომიტეტი ტექნიკური რეგულირებისა და სამომხმარებლო პოლიტიკის საკითხებზე (გოსპოტრებსტანდარტი).     მუხლი 3🔗 1. მხარეები სტანდარტიზაციის, გაზომვათა ერთიანობის უარყოფისა და შესაბამისობის შეფასების ეროვნული სისტემების ურთიერთაღიარებით უზრუნველყოფენ თანამშრომლობას, ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით მათი უფლებამოსილების ფარგლებში, შემდეგი მიმართულებებით: ა) სტანდარტიზაცია: – ურთიერთმიწოდებულ პროდუქციაზე ეროვნული სტანდარტების ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; – სტანდარტიზაციის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება. ბ) შესაბამისობის შეფასება: – მხარეები, მათ მიერ შეთანხმებული წესით, აღიარებენ მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების აკრედიტებულ და/ან დანიშნულ (უფლებამოსილ) ორგანოებს, საგამოცდო ლაბორატორიებს და ცენტრებს, მათ მიერ გაცემულ სერტიფიკატებს და გამოცდების შედეგებს ურთიერთმიწოდებულ პროდუქციაზე. – პროდუქციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის მწარმოებელს, ხოლო შესაბამისობის შეფასების სამუშაოების შედეგების უტყუარობაზე – აკრედიტებულ და/ან დასახელებულ (უფლებამოსილ) ორგანოს. – მხარეებს უფლება აქვთ განახორციელონ იმ იმპორტირებული პროდუქციის შერჩევითი კონტროლი, რომელზეც ვრცელდება ამ შეთანხმების მოქმედება მხარეების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. პროდუქციაში ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში, რომელთა არსებობაც მის გამოყენებას ხდის საშიშს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ქონებისა და გარემოსათვის, მხარეები მიიღებენ ზომებს თავიანთი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. გ) მეტროლოგია: მხარეები, მათ მიერ შეთანხმებული წესით, აღიარებენ: – გაზომვის საშუალებების (შემდგომში გს) სახელმწიფო გამოცდების, ტიპის დადასტურების, დამოწმების, დაკალიბრების, მეტროლოგიური ატესტაციის შედეგებს; – უფლებამოსილ, ატესტირებულ და აკრედიტებულ ლაბორატორიებს და ცენტრებს, რომლებიც ახორციელებენ გს-ის დამოწმებას, დაკალიბრებას, მეტროლოგიურ ატესტაციას; – გს-ის ტიპის დამტკიცების, დამოწმების, დაკალიბრების, მეტროლოგიური ატესტაციის მოწმობებს. 2. ამ შეთანხმების მოქმედება ვრცელდება პროდუქციაზე, რომელიც წარმოებულია საქართველოს და უკრაინის ტერიტორიაზე.     მუხლი 4🔗 მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთგაცვალონ: 1) ეროვნული კანონები და სხვა ნორმატიული დოკუმენტები (აქტები) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში; 2) სასწავლო პროგრამები, სემინარებისა და კონფერენციების პროგრამები სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში.     მუხლი 5🔗 მხარეები დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისას, რომელთა წევრიც არის ერთ-ერთი მხარე, აგრეთვე ამ ორგანიზაციებში მუშაობისას.     მუხლი 6🔗 მხარეები უზრუნველყოფენ მოცემული შეთანხმების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ მიღებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობას, თუკი ერთ-ერთი მხარე წინასწარ აფრთხილებს ასეთი კონფიდენციალურობის შესახებ. ეს ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს მხოლოდ მისი წარმომდგენი მხარის წერილობითი ნებართვით.     მუხლი 7🔗 აღნიშნული შეთანხმების დებულებების რეალიზაციისათვის ამ შეთანხმების მე-2 მუხლში მითითებულ ორივე მხარის უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ დამატებით შეთანხმებებსა და ოქმებს.     მუხლი 8🔗 1. მხარეთა შორის ამ შეთანხმების განმარტებისა და შესრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავები გადაწყდება ამ შეთანხმების მე-2 მუხლში მითითებულ უფლებამოსილ ორგანოებს შორის კონსულტაციების და მოლაპარაკებების გზით. 2. თუკი სადავო საკითხები არ გადაწყდება უფლებამოსილი ორგანოების მიერ 60 დღის განმავლობაში, მათი გადაწყვეტა მოხდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 9🔗 მოცემული შეთანხმება არ ზღუდავს თითოეულ მხარეს შეასრულოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლის მონაწილეც ეს მხარე არის ან იქნება.     მუხლი 10🔗 მხარეთა წინასწარი შეთანხმებით შესაძლებელია ამ შეთანხმებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა შესაბამისი ოქმის გაფორმების გზით, რომელიც ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-12 (1) მუხლის შესაბამისად.     მუხლი 11🔗 ამ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის დაფინანსება ხორციელდება ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს შორის შეთანხმების საფუძველზე.     მუხლი 12🔗 1. მოცემულ შეთანხმებას ხელი ეწერება ხუთი წლის ვადით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუკი ერთ-ერთი მხარე მორიგი ვადის დასრულებამდე ექვსი თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. 2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებას წყვეტს საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში 1997 წლის 14 თებერვლის შეთანხმება. შესრულებულია ქ. თბილისში, 2007 წლის –––––––––, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებების განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წამოჭრის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით (ხელმოწერილია)