საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 29.02.2000
ძალის დაკარგვა 07.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 07/03/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ენერგოგენერაციის“ რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 27.11.2009
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPKolhetiMT;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.75pt 49.6pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №74
2000 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ შექმნის შესახებ
საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმების გაღრმავების მიზნით:
1. სააქციო საზოგადოება „ენერგოგენერაციის“ ბაზაზე, როგორც მისი უფლებამონაცვლე, რეორგანიზაციის გზით შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ენერგოგენერაცია“.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ენერგოგენერაციის“ დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. ენერგოგენერაცია არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. ენერგოგენერაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და ამ დებულების საფუძველზე.
3. ენერგოგენერაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ვეკუას ქ. №1.
II. ენერგოგენერაციის საქმიანობის საგანი, მიზნები და ფუნქციები
4. ენერგოგენერაცია:
ა) კოორდინაციას უწევს და ზედამხედველობს გენერაციის ობიექტების ექსპლუატაციას, მონაწილეობს მათ მიერ ძირითად ღონისძიებათა (სარემონტო კამპანია, წყალდიდობისა და შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის მზადება და სხვ.) დაგეგმვაში, მათ შეთანხმებაში მოსალოდნელ ელექტრულ დატვირთვებთან, მომხდარ ავარიებსა და სხვა სახის უწესრიგობათა მიზეზების შესწავლასა და აღმოფხვრაში;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად აკონტროლებს გრძელვადიან მართვაში გადაცემულ სადგურებში საინვესტიციო ვალდებულებათა შესრულებას, სადგურების ისეთი რეჟიმით მუშაობას, რომ ვადის გასვლის შემდეგ უზრუნველყოფილი იყოს მათი მუშა მდგომარეობაში დაბრუნება;
გ) ახორციელებს სახელმწიფო კრედიტებით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზაციას, ტექნიკურ ღონისძიებათა მოცულობებისა და ხარისხის კონტროლს;
დ) ამზადებს წინადადებათა პაკეტებს, მონაწილეობს ინვესტორების მოძიებასა და წარუდგენს მათ ამ პაკეტს ახალი პერსპექტიული ელექტროსადგურების მშენებლობისათვის;
ვ) ამზადებს მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროგრამებს და ხელს უწყობს მათ განხორციელებას; კოორდინაციას უწევს არსებული მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების აღდგენა-რეაბილიტაციისა და ახალი მცირე სიმძლავრის ჰესების სამშენებლო-საპროექტო პროგრამების განხორციელებას;
ზ) მონაწილეობს ენერგოგენერაციის ობიექტების პრივატიზაციის პროცესში და სხვადასხვა ვადით მართვაში გადასაცემი ობიექტების სატენდერო პირობების შემუშავებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ახორციელებს ენერგოგენერაციის ობიექტების, საკუთრების ფორმის მიუხედავად, ტექნიკურ ზედამხედველობას;
ი) განსაზღვრავს ახალი ელექტროსადგურების, მათ შორის განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობის მიზანშეწონილობას, ამზადებს მათი ლიცენზირებისათვის საჭირო მასალებსა და წარუდგენს შესაბამის ორგანოს;
კ) მონაწილეობს არატრადიციული ენერგიის პოტენციური წყაროების მოძიება-გამოვლენაში, ამზადებს და ინვესტორებს წარუდგენს წინადადებათა პაკეტებს ამ მიზნით; ახორციელებს არატრადიციული ენერგიის ელექტროსადგურების მშენებლობის კოორდინაციას;
ლ) ახორციელებს პრივატიზებული, იჯარით ან მართვის უფლებით გადაცემული ელქტროსადგურების მიერ სატენდერო სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
მ) მონაწილეობს მსოფლიო მზის პროგრამით გათვალისწინებული საქართველოში განსახორციელებელი პროექტების შესრულებაში;
ნ) კოორდინაციას უწევს ახალ ენერგეტიკულ მოწყობილობათა და ხელსაწყოთა დამუშავება-დამზადებასა და ენერგოსისტემაში დანერგვას.
5. ენერგოგენერაცია უფლებამოსილია თავისი მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.
III. ენერგოგენერაციის ქონება და შემოსავლები
6. ენერგოგენერაციის ქონებაა ძირითადი საბრუნავი საშუალებები, რომლებიც აისახება დამოუკიდებელ ბალანსზე და რომლებიც იმავდროულად სახელმწიფო საკუთრებაცაა.
7. ენერგოგენერაციის შემოსავლები ყალიბდება:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყოფილი სახსრებით;
ბ) საქველმოქმედო შენატანებით;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლით;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსაგან მიღებული შემოსავლით;
ე) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგიის წარმოების საბითუმო ტარიფში განსაზღვრული თანხით მიღებული შემოსავლით;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლით.
IV. ენერგოგენერაციის მართვა
8. ენერგოგენერაციას მართავს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
9. ენერგოგენერაციას ჰყავს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ენერგოგენერაციის თავმჯდომარე. გენერალური დირექტორი იმავდროულად არის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
10. ენერგოგენერაციის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს ენერგოგენერაციას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) მოქმედებს ენერგოგენერაციის სახელით, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს;
გ) განსაზღვრავს და ამტკიცებს ენერგოგენერაციის სტრუქტურასა და მუშაკთა რიცხოვნობას;
დ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;
ე) ახორციელებს თანამშრომელთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და წახალისების ღონისძიებებს.
V. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები
11. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან ენერგოგენერაციისათვის სახსრების მიზნობრივად გამოყოფის შემთხვევაში თანხების ხარჯვის კანონიერების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
VI. ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) წესი და პირობები
12. ენერგოგენერაციის ლიკვიდაცია (რეორგანიზაცია) ხდება კანონით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
13. ენერგოგენერაციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.