ტრასეკას ქეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივნის აპარატის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2000
ძალის დაკარგვა 20.09.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 07/03/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტრასეკას ქეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივნის აპარატის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 56.7pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №79
2000 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
ტრასეკას ქეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივნის აპარატის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ
„საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების“ სარეალიზაციო მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული დელეგაციის დანიშვნიდან გამომდინარე, ევროკომისიის მიერ ამ შეთანხმების მხარდასაჭერად შექმნილი პროექტის ხელმძღვანელობის რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოში ამ შეთანხმების რეალიზაციის მაქსიმალური ხელშეწყობის, ტრასეკას სახელმწიფოთაშორისი პროგრამის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად:
1. ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივნის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივნის აპარატი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. დამტკიცდეს ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივნის აპარატის თანდართული დებულება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) 2000 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს აპარატის დაფინანსების ხარჯები.
4. ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივნის აპარატის ადგილსამყოფელი განისაზღვროს ქ. თბილისში, რუსთაველის 8.
5. ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივნის აპარატის საქმიანობის კონტროლი განახორციელოს ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარემ.
ე. შევარდნაძე
ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივნის აპარატის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივნის აპარატი (შემდგომში – აპარატი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, „საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების სარეალიზაციო მთავრობათაშორის კომისიაში“ (შემდგომში – მთავრობათაშორისი კომისია) საქართველოს მხრიდან დანიშნული ეროვნული მდივნის (შემდგომში – ეროვნული მდივანი) ფუნქციების განხორციელების საორგანიზაციო-ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით.
2. აპარატის დაფინანსების წყაროებია ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, ევროკომისიის მიერ მიზნობრივად, აპარატის შესანახად გამოყოფილი გრანტები, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების და ამ დებულების საფუძველზე.
4. აპარატის მისამართია. თბილისი, რუსთაველის 8.
II. აპარატის სტატუსი
1. აპარატი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს განკერძოებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი და ბლანკები დასახელებით – „ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისია. საქართველოს ეროვნული მდივნის აპარატი“.
2. აპარატს აქვს ანგარიშსწორების ანგარიში, აგრეთვე სავალუტო და მიმდინარე ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში.
III. ეროვნული მდივნისა და მისი აპარატის საქმიანობის მიზნები და ამოცანები
ეროვნული მდივნის და, შესაბამისად მისი აპარატის საქმიანობის ძირითადი მიზანია:
1. „საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების“ დებულებათა და ამ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების განხორციელებისათვის ხელშეწყობა და მისი შესრულების კონტროლი საქართველოში; ამ მიზნით ეროვნულ მდივანს შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს საქართველოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან შეთანხმების რეალიზაციასთან და ტრასეკას სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები, ასევე მიმართოს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების სათანადო სტრუქტურებს, ან კერძო ინვესტორებს ტრასეკას სატრანსპორტო დერეფანთან და შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; გაცვალოს მათთან შესაბამისი ინფორმაცია, აგრეთვე იგი ვალდებულია სისტემატურად წარმოადგინოს ინფორმაცია „ძირითადი შეთანხმების“ საქართველოში რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
2. კოორდინაცია გაუწიოს ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიაში დანიშნული საქართველოს ეროვნული დელეგაციის მუშაობას და მისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას.
3. საერთო-სახელმწიფოებრივი კოორდინაცია გაუწიოს ევროკავშირის ტასის-ტრასეკას პროგრამით გათვალისწინებული პროექტების პროგრამირებას და განხორციელებას საქართველოში, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტებთან დაკავშირებულ კონკურსებსა და ტენდერებში; ამ მიზნით ითანამშრომლოს ტრასეკას პროექტებთან დაკავშირებულ უწყებებთან და ორგანიზაციებთან.
4. წარმოადგინოს საქართველო ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიასა და მის საერთაშორისო სამდივნოში, ევროკავშირში ძირითადი შეთანხმების მხარდამჭერი სტრუქტურების წინაშე და ამ შეთანხმების სარეალიზაციოდ მოწვეულ საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებზე, აგრეთვე ორგანიზაცია გაუწიოს ასეთი კონფერენციებისა და სემინარების მოწყობას.
5. ორგანიზაცია გაუწიოს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საკითხთა სამთავრობო კომისიის მუშაობას.
6. ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და სხვა საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
7. განახორციელოს მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციები და ამოცანები.
IV. აპარატის მართვა
1. აპარატის საქმიანობას ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს ეროვნული მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
2. ეროვნული მდივანი:
– უზრუნველყოფს აპარატის მუშაობის ორგანიზაციასა და მის კონტროლს;
– დებს ხელშეკრულებებს აპარატის თანამშრომლებთან და დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან;
– ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომელთა შორის;
– გამოსცემს ბრძანებებს;
– საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში ამტკიცებს აპარატის საშტატო განრიგს და ხარჯთა ნუსხას მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარესთან შეთანხმებით;
– თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაქვს საკითხები განსახილველად მთავრობის სხდომებსა და შესაბამისი სამთავრობო კომისიების სხდომებზე, მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
4. ეროვნული მდივანი ანგარიშვალდებულია ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარის წინაშე.
V. აპარატის ქონება
1. აპარატის ქონება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ქონებას და გადაცემული აქვს გამოყენების უფლებით.
2. აპარატის ქონების სხვა პირზე გადაცემა ან გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
VI. აპარატის ანგარიშგება
აპარატი აწარმოებს ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშგებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
VII. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
VIII. აპარატის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
2. აპარატის ლიკვიდაციას ახდენს ეროვნული მდივანი.
3. სალიკვიდაციო კომისიის შექმნისთანავე მას ენიჭება აპარატის მართვის მთელი უფლებამოსილება; აფასებს აპარატის აქტივებს, ავლენს კრედიტორებს და ახდენს მათთან ანგარიშსწორებას, ადგენს სალიკვიდაციო ბალანსს და წარუდგენს მას საქართველოს ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარეს მთავრობათაშორის კომისიაში.
4. აპარატის დავა სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.