ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 18.03.2011
ძალის დაკარგვა 14.03.2012
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.129.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110321012, 23/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 06.03.2012
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:31.2pt 34.0pt 14.2pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 18 მარტი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 29-ე თავის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 მარტის №7 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირებისა და ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭუმბურიძე
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 3🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 4🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;
ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.
მუხლი 5🔗
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მიწის ხარისხის მიხედვით ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია:
ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ 1 ჰექტარ მიწაზე:
ა.ა) კარგ მიწაზე – 56 ლარი;
ა.ბ) მწირ მიწაზე – 51 ლარი.
ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების 1 ჰექტარზე:
ბ.ა) ჩვეულებრივ სათიბებზე – 2,5 ლარი;
ბ.ბ) გაკულტურებულ სათიბებზე – 16 ლარი;
ბ.გ) ჩვეულებრივ საძოვარზე – 1,5 ლარი;
ბ.დ) გაკულტურებულ საძოვრებზე –10 ლარი.
2. ყოფილ საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 20 ლარი.
3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 6🔗
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:
ა) ქ. ჭიათურის ცენტრალური ზონისათვის – 1,5;
ბ) ქ. ჭიათურის შუალედური ზონისათვის – 1,4;
გ) ქ. ჭიათურის პერიფერიული ზონისათვის – 1.3;
დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 1,3;
ე) დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – 1.4;
ვ) დასახლებათა შორის არეალებში – 1,3;
ზ) დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მდებარე მიწაზე - 1.3.
მუხლი 7🔗
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ზონირების მიხედვით ქონების გადასახადია:
ა) ქალაქ ჭიათურის ცენტრალური ზონისათვის – 0.36 ლარი;
ბ) ქალაქ ჭიათურის შუალედური ზონისათვის – 0.336 ლარი;
გ) ქალაქ ჭიათურის პერიფერიული ზონისათვის – 0.312 ლარი;
დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიისათვის – 0.312 ლარი;
ე) დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – 0.336 ლარი;
ვ) დასახლებათა შორის არეალებში – 0.312 ლარი;
ზ) დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მდებარე მიწაზე – 0.312 ლარი.
მუხლი 8🔗
ქონების გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ ვრცელდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებულ 600 კვ.მ და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ 20 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე.