,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №248
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.382
გამოქვეყნების წყარო სსმ, 153, 30/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №248
2005 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �ფონდი � ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)� დებულების დამტკიცების თაობაზე
�საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �ფონდი � ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)� შექმნის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �ფონდის � ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)� თანდართული დებულება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 დეკემბრის №796 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №144, მუხ. 1302) �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �ფონდი � ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)� დებულების დამტკიცების თაობაზე� ძალადაკარგულად გამოცხადება.
3. დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და ამოქმედების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �ფონდი � ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)�
დებულება
��� მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �ფონდი � ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)� (შემდგომში � ემ-სი-ჯი) მიზნებს, საქმიანობისა და ორგანიზაციის წესს.
2. ემ-სი-ჯი შექმნილია �საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულების საფუძველზე.
3. ემ-სი-ჯი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 28 ოქტომბრის №11-ს დადგენილებით რატიფიცირებული ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებით (კომპაქტი) (შემდგომში � კომპაქტი), რომელიც ხელმოწერილია 2005 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობისა (შემდგომში � მთავრობა) და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ეს უკანასკნელი წარმოდგენილია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახით (შემდგომში � კორპორაცია), ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმდება საქართველოს მთავრობას, ემ-სი-ჯისა და კორპორაციას შორის (შემდგომში � მართვის ხელშეკრულება), სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. ამ დებულების მიზნებისათვის, კომპაქტი მოიცავს როგორც კორპორაციასა და მთავრობას (ან ნებისმიერ მთავრობასთან აფილირებულ პირს), ისე კორპორაციასა და ემ-სი-ჯის შორის კომპაქტის მხარდასაჭერად დადებულ სხვა კომპაქტის დამატებით შეთანხმებებს.
4. ემ-სი-ჯი კომპაქტითა და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, კორპორაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობით ქმნის კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ემ-სი-ჯის არ ჰყავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.
6. ემ-სი-ჯის აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო), ბეჭედი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
7. ემ-სი-ჯის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №4, 0105, თბილისი, საქართველო.
��� მუხლი 2🔗. ემ-სი-ჯის მიზნები და ფუნქციები
1. ემ-სი-ჯის მიზნები და ფუნქციებია:
ა) კომპაქტის განხორციელების ზედამხედველობა, მონიტორინგი და მართვა;
ბ) კომპაქტის ფარგლებში პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად შესაბამისი ფონდების მობილიზება;
გ) პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად ემ-სი-ჯი-სათვის წარმოდგენილი პროექტების შესწავლა და ანალიზი; პრიორიტეტული პროექტების შერჩევა და განხორციელება;
დ) კომპაქტის ფარგლებში საქართველოსათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების დახარჯვის, აგრეთვე პრიორიტეტული პროექტების შერჩევისა და განხორციელების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოსა და საერთაშორისო სამთავრობო, არასამთავრობო და საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით;
ვ) ემ-სი-ჯის საქმიანობასთან და შერჩეულ პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ემ-სი-ჯის ვებგვერდისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით;
ზ) სხვა ქვეყნებში ანალოგიურ დაწესებულებებთან ურთიერთობის დამყარება და ათასწლეულის გამოწვევის ანგარიშთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება;
თ) სამეთვალყურეო საბჭოს, საკონსულტაციო კომიტეტისა და ზოგადად საზოგადოების წინაშე ანგარიშგება;
ი) კომპაქტის შესაბამისად მთავრობის მიერ დელეგირებული ან კომპაქტით, მართვის ხელშეკრულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება.
2. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ასახულ მიზნებსა და ფუნქციებს ემ-სი-ჯი ახორციელებს კომპაქტის ფარგლებში და მხოლოდ კომპაქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
3. ემ-სი-ჯი უფლებამოსილია ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისათვის ხელშეკრულებათა საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები.
4. კომპაქტის საფუძველზე ემ-სი-ჯის თავისი უფლება-მოვალეობათა სხვა ორგანიზაციისათვის დელეგირება შეუძლია მხოლოდ კორპორაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობით და მართვის ხელშეკრულებასთან სრული შესაბამისობით.
��� მუხლი 3🔗. ემ-სი-ჯის სტრუქტურა
1. ემ-სი-ჯი შედგება (ა) სამეთვალყურეო საბჭოსაგან, რომელიც ახორციელებს ემ-სი-ჯის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას, (ბ) მენეჯმენტის გუნდისაგან, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა კომპაქტის განხორციელების ხელმძღვანელობისათვის და (გ) საკონსულტაციო კომიტეტისაგან, რომელიც აწვდის რეკომენდაციებს სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტის გუნდის პროგრამის საქმიანობის შესახებ.
2. ემ-სი-ჯის სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტის გუნდისა და საკონსულტაციო კომიტეტის ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი, შესაბამისად მათი წევრების დანიშვნა-გათავისუფლებისა და საქმიანობის კონკრეტული წესები განსაზღვრულია კომპაქტითა და მართვის ხელშეკრულებით.
��� მუხლი 4🔗. ემ-სი-ჯის სამეთვალყურეო საბჭო
1. ემ-სი-ჯისათვის კომპაქტით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებული პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის მიზნით იქმნება ემ-სი-ჯის სამეთვალყურეო საბჭო.
2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება:
ა) ხმის უფლების მქონე რვა წევრისაგან;
ბ) ემ-სი-ჯის აღმასრულებელი დირექტორისაგან, რომელსაც არა აქვს ხმის უფლება;
გ) კორპორაციისათვის მისაღები ორი დამკვირვებლისაგან, რომელთაც არა აქვთ ხმის უფლება.
3. შესაბამისი გენდერული და ეთნიკური წარმომადგენლობის გათვალისწინებით ხმის უფლების მქონე წევრები არიან:
ა) საქართველოს მთავრობის სამი წარმომადგენელი, რომელთაგან ერთი იქნება პრემიერ-მინისტრი, ერთი � სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში და ერთი � ფინანსთა მინისტრი;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
გ) პარლამენტის ორი წევრი;
დ) არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი;
ე) კერძო სექტორის ერთი წარმომადგენელი.
4. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში � თავმჯდომარე). თავმჯდომარედ ირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრს ორი წლის ვადით სამეთვალყურეო საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრები კორპორაციის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საწყის ეტაპზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქმედებს როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
5. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება რეგულარულად, სამ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ უფრო ხშირად.
��� მუხლი 5🔗. მენეჯმენტის გუნდი
1. ემ-სი-ჯის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც დახმარებას უწევს მენეჯმენტის გუნდი. საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორს.
2. მენეჯმენტის გუნდში შედიან: ა) აღმასრულებელი დირექტორი; ბ) დირექტორის მოადგილე; გ) ხუთი პროექტის დირექტორი; დ) გარემოსა და სოციალურ პირობებზე ზეგავლენის დირექტორი; ე) ფინანსური დირექტორი; ვ) შესყიდვების დირექტორი; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი; თ) მონიტორინგისა და შეფასების დირექტორი და ი) მთავარი იურისტი.
3. ემ-სი-ჯის აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
4. მენეჯმენტის გუნდის წევრები კომპაქტის, მართვის ხელშეკრულების, ამ დებულებისა და ემ-სი-ჯის შიდა წესების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საპროექტო საქმიანობას.
��� მუხლი 6🔗. საკონსულტაციო კომიტეტი
1. ემ-სი-ჯისთან იქმნება სათათბირო ორგანო � საკონსულტაციო კომიტეტი, რომელიც შედგება სულ მცირე 8 წევრისაგან.
2. საკონსულტაციო კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ მაინც.
��� მუხლი 7🔗. ემ-სი-ჯის დაფინანსება, საბუღალტრო ანგარიშგება და აუდიტი
1. ემ-სი-ჯის შემოსავლის წყაროებია:
ა) კომპაქტის შესაბამისად მიღებული სახსრები;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) კომპაქტით და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. კომპაქტით დასახული მიზნების მისაღწევად ემ-სი-ჯი უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა კომპაქტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ემ-სი-ჯი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ფინანსურ ანგარიშგებას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და კომპაქტის მოთხოვნების შესაბამისად.
4. ემ-სი-ჯის ფინანსურ ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს კორპორაციის წინასწარი წერილობითი თანხმობით შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორი. ყოველწლიური აუდიტის მოწყობის წესი განსაზღვრულია კომპაქტით და მართვის ხელშეკრულებით.
��� მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები
1. ამ დებულებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ სამეთვალყურეო საბჭოსა და კორპორაციის წინასწარი წერილობითი რეკომენდაციით.
2. ემ-სი-ჯის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომპაქტითა და მართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.