საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიუროს შექმნისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მარტის №82 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№146
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 01/04/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №146

2002 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიუროს შექმნისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მარტის №82 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თვისობრივად ახალი, გამჭვირვალე და ცივილიზებული ურთიერთობის დამყარების, ქართული სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის შემდგომი განვითარებისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოებრიობისათვის ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის წინადადება და სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფად შეიქმნას საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიურო.

2. საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიუროს სამთავრობო ინფორმაციის ელექტრონულ არქივში თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით განთავსდეს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი მასალები: ტექსტური ინფორმაცია, ფოტო, აუდიო, ვიდეო მასალები, დოკუმენტური ფილმები, №1 დანართის მიხედვით.

3. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სამთავრობო უწყებებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიუროს დროებითი სარგებლობისათვის.

4. საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიუროს ფონდები დაკომპლექტდეს №2 დანართის მიხედვით.

5. სამთავრობო ინფორმაციის მეცნიერულად შესწავლისა და განზოგადების მიზნით, საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიურომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად უსასყიდლოდ და შეუფერხებლად მიაწოდოს საჭირო მასალები იმ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებების მეცნიერ თანამშრომლებს, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, ასპირანტებსა და სტუდენტებს, რომლებიც ამზადებენ სადიპლომო, სადისერტაციო თუ წლიურ სამეცნიერო შრომებს სახელმწიფოს მართვის, ქვეყნის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ.

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიურომ უზრუნველყოს საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება სამსახურის სამეცნიერო-ანალიზურ ჟურნალებსა და სხვა სპეციალურ გამოცემებში.

6. ქვეყანაში არსებული პოზიტიური მოვლენების წარმოჩენისა და ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიურომ სახელმწიფო კანცელარიის საკონფერენციო დარბაზში სისტემატურად მოაწყოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში, განათლების, კულტურის სფეროში მიღწეულ წარმატებათა ამსახველი მასალების გამოფენები, ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტების საჯარო განხილვები, კონკურსები; გამართოს ჩვენი ერის სასიქადულო მამულიშვილთა შემოქმედებითი საღამოები, ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები ფართო საზოგადოებრიობასთან, მეცნიერებთან, სპეციალისტებთან, სტუდენტ ახალგაზრდობასთან.

7. საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიურომ ფართო საზოგადოებისათვის სამთავრობო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად აქტიურად გამოიყენოს ინტერნეტის გლობალურ ქსელში განთავსებული საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდის შესაძლებლობები.

8. ქ. თბილისის მერიამ შეარჩიოს შესაფერისი სამუშაო ფართობი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიუროსათვის.

9. სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიუროს დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკისათვის 2002 წელს გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

10. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიუროს საჭირო კომპიუტერულ და საინფორმაციო ტექნიკას დროებითი სარგებლობისათვის გადასცემს შპს „საქართველოს რკინიგზა”.

საინფორმაციო ბაზების შექმნის პროგრამულ უზრუნველყოფას და საკომუნიკაციო კავშირებს განახორციელებენ შპს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი სამსახურები.

11. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მარტის №82 ბრძანებულებაში და დებულების VIII თავს ე) პუნქტის შემდეგ დაემატოს ვ) პუნქტი.

ვ) “საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიურო”.

12. საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულმა ოფიციალურ გამოცემათა სამსახურმა ერთ თვეში წარმოადგინოს დასამტკიცებლად სამსახურის ახალი დებულების პროექტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

დანართი №1

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიუროს სამთავრობო ინფორმაციის ელექტრონული არქივის ფონდები და საინფორაციო წყაროები*

ინფორმაციის ხასიათი

ინფორმაციის წყარო

I. ტექსტური ინფორმაცია

 

ა) პუბლიკაციები

 

– საქართველოს პრეზიდენტისა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების მიერ გამოცემული წიგნები, ბროშურები, სტატიები; პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და ინტერვიუების მასალები

 

 

 

 

ბ) გადაწყვეტილებები

 

– საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები და კანონქვემდებარე აქტები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებები;

 

გ) საქმიანი მიმოწერა

 

– საქართველოს პრეზიდენტის საქმიანი მიმოწერა საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, საქართველოს თვალსაჩინო მოღვაწეებთან, შრომით კოლექტივებთან.

 

დ) საერთაშორისო შეთანხმებები

               

– საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხელმოწერილი შეთანხმებები

 

ე) ოფიციალური ვიზიტები

 

– საქართველოს პრეზიდენტის,სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეთა ოფიციალური ვიზიტების ამსახველი მასალები წიგნების, ბროშურებისა და საგაზეთო პუბლიკაციების სახით;

 

ვ) ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შესახებ

 

–საქართველოს პრეზიდენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების მოღვაწეობის შესახებ გამოქვეყნებული წიგნები, ბროშურები, სამეცნიერო სტატიები, საგაზეთო პუბლიკაციები;

 

ზ)ბიბლიოგრაფიული მასალები

 

– საქართველოს პრეზიდენტისა და მაღალი რანგის სხვა სახელმწიფო მოღვაწეთა ბიბლიოგრაფიული ცნობარები.

 

                II. ფოტო ინფორმაცია

 

 საქართველოს პრეზიდენტის, მაღალი რანგის სხვა სახელმწიფო მოღვაწეების საქმიანობის ამსახველი ფოტო-მასალები:

               

 

 

– საჯარო გამოსვლები,     

– უმნიშვნელოვანესი სამთავრობო ღონისძიებები.

– საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრები,

– ოფიციალური ვიზიტებისა და მაღალი რანგის სტუმრების მიღება.

 

III. აუდიო ინფორმაცია

 

ა) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლების აუდიო-ჩანაწერები:

– საჯარო გამოსვლები;

– გამოსვლები და განცხადებები საქართველოს მთავრობის სხდომებზე;

– ორშაბათის ტრადიციული რადიოინტერვიუების და ბრიფინგების მასალები;

– ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის მიცემული რადიოინტერვიუები;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მოღვაწეობის შესახებ მომზადებული რადიოგადაცემები;

გ) საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შესახებ მომზადებული რადიოგადაცემების რჩეული მასალები.

IV. ვიდეო ინფორმაცია

 

ა) ვიდეო ჩანაწერები საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის შესახებ,

მათ შორის:

 

– საჯარო გამოსვლები;

– გამოსვლები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამართულ სხდომებზე, სხვა სამთავრობო ღონისძიებებზე;

– საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტების ამსახველი მასალები;

– ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის მიცემული ტელეინტერვიუები;

– ინფორმაციები საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;

               

ბ)საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების საქმიანობის შესახებ მომზადებულ ტელეგადაცემათა რჩეული მასალები.

 

V. ფილმოთეკა

 

ა) საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმები;

 

ბ) საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის, ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული მშენებლობის ამსახველი მასალები.

 

VI. ელექტრონული ინფორმაცია

 

 ინტერნეტის გლობალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების საქმიანობის შესახებ არსებული მასალების ბიბლიოგრაფიული დამუშავება და ელექტრონულ არქივში განთავსება, არქივში განთავსება;

– საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო და საჯარო ბიბლიოთეკებში არსებული ინფორმაცია;

– საზღვარგარეთის ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციები და ფოტო მასალები;

საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების ვებგვერდებზე განთავსებული მასალები.

 

 

 

 

ოფიციალურ გამოცემათა სამსახური – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა; საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური, „საქინფორმი”; საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო და საჯარო ბიბლიოთეკები, გამომცემლობები, ჟურნალ-გაზეთების რედაქციები, საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების პრესსამსახურები

 

 

 

საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, ოფიციალურ გამოცემათა სამსახური – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა, საქართველოს სამინისტროები და უწყებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები

 

 

 

 

საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, ოფიციალურ გამოცემათა სამსახური – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა

 

 

 

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, ოფიციალურ გამოცემათა სამსახური – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა

 

 

 

 

საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური, „საქინფორმი”, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოფიციალურ გამოცემათა სამსახური – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ჟურნალ-გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების რედაქციები.

 

 

ოფიციალურ გამოცემათა სამსახური, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ბიბლიოთეკები, გამომცემლობები, ჟურნალ-გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების რედაქციები.

 

 

 

ოფიციალურ გამოცემათა სამსახური – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური, „საქინფორმი”, ოფიციალურ გამოცემათა სამსახური – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა, სამინისტროებისა და უწყებების პრესსამსახურები, საქართველოსა და საზღვარგარეთის ჟურნალ-გაზეთების რედაქციები, კერძო პირთა არქივები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, საქტელერადიო მაუწყებლობა, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების რადიოკომპანიები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური, „საქინფორმი”, საქტელერადიომაუწყებლობა, საქართველოსა და უცხოეთის ტელეკომპანიები, კერძო კოლექტივები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდია – „მატიანე”, საქტელერადიომაუწყებლობა, კერძო კოლექციები.

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერნეტის გლობალური ქსელი

 

 

 

 

დანართი №2

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საინფორმაციო ბიუროში განსათავსებელი სამუზეუმო ექსპონატებისა და საინფორმაციო ფონდების სტრუქტურა

ინფორმაციის ხასიათი

ინფორმაციის წყარო

I. საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის 3000-წლიანი ისტორიის ამსახველი მასალები, მათ შორის:

 

– საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობის პერიოდი 1918-1921 წლებში

– საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მშენებლობის პერიოდი 1921-1990 წლებში

– ახალი საქართველოს მშენებლობის პერიოდი 1990 წლიდან დღემდე.

 

II. სამუზეუმო ექსპონატები:

 

– სახელმწიფო სიმბოლოები:

 გერბები, დროშები, სახელმწიფო ჰიმნის ტექსტები, ფულადი ნიშნები, სახელმწიფო ჯილდოების ნიმუშები და სხვ.

 

– საქართველოს პრეზიდენტისა და უმაღლეს ხელისუფალთა მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი ინიციატივების, საერთაშორისო პროექტების ამსახველი მასალები:

 მაკეტები, ნახაზები, რუკები, ფოტოები და სხვა თვალსაჩინოება.

 

– იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი სტენდები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში

 

– უმაღლეს ხელისუფალთა პირადი ნივთები, საქართველოს ხელისუფლებისათვის საჩუქრად გადაცემული ხელოვნების ნიმუშები, სამახსოვრო სუვენირები

– შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი ლიტერატურა:

მონოგრაფიები, კრებულები, მემუარები, ბიბლიოგრაფიები და სხვ.

 

– საქართველოს უმაღლეს ხელისუფალთა ფერწერული ტილოები, ქანდაკებები, ბარელიეფები, მხატვრული ფოტოები და სხვ.

 

III. საქართველოს აღმშენებლობის ეროვნულ ბიუროში დაცული ფონდები:

 

– საქართველოს აღმშენებლობის 3000-წლიანი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცლები; ქართველ მეფეთა, სახელმწიფოს ხელმძღვანელთა უკვდავი ქმნილებები, მმართველობითი გადაწყვეტილებები, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი აქტები;

 

– ქართული ფილოსოფიისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური აზროვნების კორიფეთა შემოქმედება; საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოგრაფიის და ა.შ. შესახებ გამოქვეყნებული ფუნდამენტური ნაშრომები;

 

– ქართველ კლასიკოსთა უკვდავი ნაწარმოებები (მემუარები, ისტორიული მასალები) გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ გამოქვეყნებული ლიტერატურული მასალები;

 

– საცნობარო ლიტერატურა:

ენციკლოპედიები, გეოგრაფიული ატლასები, რუკები და ა.შ.;

 

– ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და რელიგიური ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები;

 

– საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისა და აღიარების ოფიციალური დოკუმენტების ასლები, საქართველოს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების ამსახველი მასალები;

 

– ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი ნორმატიული აქტების ეგზემპლარები;

 

– საქართველოს ეკონომიკური აღმშენებლობის მასალები, ახალი სამრეწველო ობიექტები, ახალი მშენებლობები ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის დარგებში. ინფორმაციები წარჩინებულ ბიზნესმენთა საქმიანობის შესახებ;

 

– საქართველოს კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის დარგში მიღწეული წარმატებებისა და ამ სფეროში მოღვაწე ღირსეულ მამულიშვილთა საქმიანობის ამსახველი მასალები;

 

– მოსახლეობის სოციალური პრობლემებისადმი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების ამსახველი მასალები;

 

– სახელმწიფოებრივი ძლიერების, ქვეყნის უშიშროების განმტკიცების გზაზე მიღწეული წარმატებების ამსახველი მასალები;

 

– დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე მიღწეული წარმატებების, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი მასალები;

 

– საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების საგარეო პოლიტიკის სარბიელზე მიღწეული წარმატებები. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარების განმტკიცებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციების, საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობების მიერ გაწეული დახმარება;

 

– ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე მიღწეული წარმატებები, რეფორმების შედეგები;

 

– ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქმიანობის ამსახველი მასალები, ინოვაციები, ინიციატივები, მიღწეული წარმატებები;

 

– საქართველოს მმართველობითი საქმიანობის გაუმჯობესებისათვის განხორციელებულ ღონისძიებათა დადებითი მართვის რაციონალიზაციის თვალსაზრისით, მიღწეული კონკრეტული შედეგების ამსახველი მასალები.

 

IV. „ეროვნული დიდების მუზეუმის” ელექტრონულ ფონდებში განსათავსებელი მასალები:

 

რუბრიკით – „საქართველოს ხელისუფალნი”, ბიუროს კომპიუტერულ არქივში განთავსდება მასალები:

 

– საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა (უზენაესი საბჭო) და მთავრობის თავმჯდომარეების, სახელმწიფო მინისტრების, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების შესახებ;

 

– საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეთა შესახებ;

 

– საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფალთა წევრების შესახებ;

 

– საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერთა შესახებ;

 

– ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა შესახებ.

 

რუბრიკით – „საქართველოს აღმშენებელნი”, ბიუროს კომპიუტერული არქივის ფონდებში განთავსდება მასალები:

 

– საქართველოს ,,დავით აღმაშენებლის” სახელობის უმაღლესი ხარისხის ორდენის კავალრების შესახებ;

 

– „შოთა რუსთაველის” პრემიის ლაურეატების შესახებ.

 

რუბრიკით – „ეროვნული დიდების მუზეუმი”, ბიუროს კომპიუტერული არქივის ფონდებში განთავსდება მასალები:

– საქართველოს, მისი ავტონომიური რესპუბლიკების, დედაქალაქის, ქალაქებისა და რაიონების „საპატიო მოქალაქეების” შესახებ;

 

– საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ორდენებსა და სხვა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოების კავალერთა შესახებ;

 

– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების აკადემიების ნამდვილ და საპატიო წევრთა შესახებ;

 

– ავტორიტეტული, სამეცნიერო და შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელთა, საქართველოს „დამსახურებული მოღვაწის” (სხვადასხვა დარგში) საპატიო წოდების მქონე პირთა შესახებ;

 

– სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ კონკურსებში გამარჯვებულ წარჩინებულ ბიზნესმენთა შესახებ;

 

– უცხოეთში მცხოვრებ სასიქადულო მამულიშვილთა და საქართველოს მეგობარ უცხოელთა შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის კულტურული, სოციალური და ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში;

 

– საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრთა და სხვა რელიგიურ კონფესიათა წინამძღოლების შესახებ.

 

 

 

 

 

საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ეროვნული და სამხარეო მუზეუმები, არქივები, ბიბლიოთეკები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, უმაღლესი სასწავლებლები, სამინისტროებისა და უწყებების საინფორმაციო სამსახურები, კერძო პირები

               

 

 

 



* (არქივში მასალები განთავსდება ქართულ და უცხოურ ენებზე).