⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.08.2006)
გაუქმებულია:

მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2000
ძალის დაკარგვა 10.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №134
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 13/04/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,326 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2000 მიღება
10.08.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 59.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №134 2000 წლის  8 აპრილი ქ. თბილისი მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ 1. „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე საწარმოთა განვითარებისა  და ხელშეწყობის ცენტრის თანდართული დებულება. 2. ქ. თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) უზრუნველყონ მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის განსათავსებლად საჭირო ფართობის გამონახვა. ე. შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულება 1. ზოგადი ნაწილი 1. საქართველოს მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი)  არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ცენტრი შექმნილია მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 3. ცენტრს დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდის – სახაზინო საწარმოს მთელი ქონება და მიზნების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები. 4. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონებით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. იგი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საბანკო ანგარიშები საქართველოში და საზღვარგარეთ. 6. ცენტრის ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში. 2. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას, რათა მიღწეულ იქნეს ეკონომიკის სტაბილური აღმავალი განვითარება, მოსახლეობის დასაქმება და ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ამაღლება. 2. ცენტრის ფუნქციებია: ა) მცირე საწარმოთა განვითარების სტიმულირების სახელმწიფო პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია; ბ) მცირე საწარმოთა განვითარებისა და დაფინანსების პროგრამების პროექტების შემუშავება და მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მათი დამტკიცების შემთხვევაში – განხორციელების ორგანიზება; გ) მცირე საწარმოთა მუშაკებისათვის სასწავლო კურსებისა და სემინარების მოწყობა; დ) მცირე საწარმოთა ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება; ე) მცირე საწარმოთა სამეურნეო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი, შეფასება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; ვ) უცხოური და ადგილობრივი იურიდიული პირებისათვის დახმარების გაწევა მცირე საწარმოებში ინვესტიციების განხორციელების საქმეში; ზ) მცირე ბიზნესის სფეროში საკანონმდებლო აქტების, პროექტების შემუშავება; თ) თანამშრომლობა მცირე საწარმოებთან და მათ მხარდამჭერ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში მცირე საწარმოების ხელშემწყობი გარემოს ჩამოსაყალიბებლად. 3. მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, ცენტრის საქმიანობის საგანს შეადგენს: ა) მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამათა პროექტების შერჩევა საფინანსო უზრუნველყოფის, ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურების, სწავლების და სხვა მიმართულებით; ბ) მცირე საწარმოთა დაფინანსების პროცესის მონაწილე კომერციული ბანკების შერჩევა ტენდერის წესით და მათთვის საკრედიტო რესურსების გამოყოფა; გ) საკრედიტო ორგანიზაციებისა და მცირე საწარმოთა მიერ ცენტრის წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის წარმოება; პარტნიორთა მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული სანქციების განხორციელება; დ) მცირე საწარმოთა მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, როგორიცაა სასწავლო და საკონსულტაციო ცენტრები და სხვ; ე) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით სალიზინგო მომსახურების საწარმოების და ბიზნეს-ინკუბატორების ჩამოყალიბება; ვ) საინფორმაციო სისტემის შედგენა და წარმოება, რომელიც მოიცავს მონაცემებს მცირე საწარმოებისა და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების, მცირე საწარმოებისათვის ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურების გამწევ პირთა, მცირე საწარმოთათვის პროექტების, ტენდერების, პროგრამებისა და სასწავლო კურსების და მცირე საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ; ზ) სახსრების წარმართვა სხვადასხვა სამეურნეო წამოწყებათა დასაფინანსებლად, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა (ლიცენზიები, ნოუ-ჰაუ და სხვ.) შესაძენად და მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული ცენტრის მიზნებით შესაბამისი სხვა სახის საქმიანობის განსახორ­ციელებლად. 4. ცენტრს უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით მცირე საწარმოებს დაუდგეს თავდებად საკრედიტო ორგანოების წინაშე განსაკუთრებით პერსპექტიული და მაღალეფექტიანი პროგრამების რეალიზაციის, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში ინვესტიციების მოზიდვის, სოციალურ, რეგიონალურ და სხვა პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით. 3. ცენტრის საფინანსო სახსრები და ქონება 1. ცენტრის საფინანსო სახსრების წყაროა: ა) დაფინანსება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მათ შორის პრივატიზების შედეგად მიღებული თანხები; ბ) უცხოური კრედიტები და ინვესტიციები; გ) თავისი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები; დ) საქველმოქმედო შენატანები; ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღე­ბული შემოსავალი. 2. ცენტრის ქონება იქმნება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონებისა და შემოსავლებისაგან. 3. ცენტრის შემოსავალი წარიმართება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად. 4. ცენტრის მართვა 1. ცენტრის მართვის წესს და ორგანიზაციულ სტრუქტურას განსაზღვრავს მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭო. 2. ცენტრს მართავს დირექტორი, რომელსაც მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. დირექტორს ეკისრება პერსონალური  პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვის გამო. 3. ცენტრმა მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს: ა) მცირე საწარმოებისათვის განკუთვნილი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების სახეობის, შინაარსისა და მიმართულებების განსაზღვრა; ბ) პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის უფლების მქონე მცირე საწარმოთა კონკრეტული მახასიათებლების დადგენა; გ) პროგრამების მიხედვით გასანაწილებელი სესხების მოცულობის, საპროცენტო განაკვეთებისა და ვადების განსაზღვრა; დ) ცენტრის რეგიონალური სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების, ფილიალების, წარმომადგენლობების) შექმნა და ლიკვიდაცია. 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებები, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობას ან ამ დებულებას. 5. ცენტრის დირექტორის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ცენტრის შინაგანწესის შემუშავება და დამტკიცება; ბ) ცენტრის საშტატო ნუსხის შემუშავება და დამტკიცება დადგენილი წესით; გ) ცენტრის საინვესტიციო, საკრედიტო, სამეურნეო და ადმინისტრაციული მმართველობის საკითხებზე  წინადადებების მომზადება და მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად მათი წარდგენა მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოში შესათანხმებლად და დასამტკიცებლად; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სამსახურებისა და რეგიონალური ორგანიზაციების დებულებათა დამტკიცება, რომლებითაც განისაზღვრება ამ ორგანოთა საქმიანობის მიმართულებები, ორგანიზაციული სტრუქტურა, დაფინანსების მექანიზმი, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის წესი, ანგარიშგების ფორმები და სხვ.; ე) მცირე საწარმოთა განვითარებისა და მხარდაჭერის რეგიონალური პროგრამების რეალიზაციის წარმართვა და კონტროლი ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრული ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში; ამ პროგრამების ადგილობრივი და ცენტრალური საბიუჯეტო სახსრებით უზრუნველყოფის, ცენტრის ერთიან საფინანსო ფონდში რეგიონალური ფონდებიდან სახსრების აკუმულირებისა და მათი გადანაწილების მექანიზმის დადგენა. 6. ცენტრის დირექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ცენტრის ადმინისტრაციის მეშვეობით. 7. ცენტრის დირექტორი წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს მისი სახელით ერთპიროვნულად. იგი პასუხს აგებს ცენტრის საფინანსო საქმიანობის გამო, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საკონტრაქტო წესით თანამდებობებზე ნიშნავს ცენტრის თანამშრომლებს, გამოსცემს შიდა ოპერატიული საქმიანობის მარეგულირებელ აქტებს. 8. ცენტრის დირექტორის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მოადგილე. 5. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 6. ცენტრის საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება 1. ცენტრი ახორციელებს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვასა და ანგარიშგებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ცენტრის პირველი საფინანსო წელი იწყება მისი რეგისტრაციის დღიდან და მთავრდება იმავე წლის 31 დეკემბერს. შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა კალენდარულს. 3. ცენტრის საფინანსო საქმიანობა შეფასდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე. 4. ცენტრის საფინანსო საქმიანობის ანგარიში  ყოველწლიურად წარედგინება მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტს. 7. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ცენტრის ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება იყოს მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობა. 3. ცენტრის რეორგანიზაციის ან საქმიანობის მიზნების შეცვლის სხვა შემთხვევაში ცენტრის დებულებაში ცვლილება შევა მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 4. ცენტრის ლიკვიდაციას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ცენტრის დირექტორი ან სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული სხვა ლიკვიდატორი. 5. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.