„მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№486
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 116, 27/11/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №486

2002 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და დებულების სათაურსა და ტექსტს, გარდა დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, სიტყვის „მცირე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საშუალო“;

2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების ორგანიზება“.

3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში საკანონმდებლო აქტების, პროექტების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება“.

4. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშ ე კრულებით შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) ადგილობრივი და უცხოელი დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სესხები და გრანტები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები“.

5. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრი მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს:

ა) ფინანსური მხარდაჭერის ოდენობის, ფორმისა და პროპორციის შესახებ;

ბ) ცენტრისა და მისი რეგიონალური ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურისა და საქმიანობის მიმართულებების შესახებ“.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.11.2002.
როდის იქნა მიღებული „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.11.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №486. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №486, 24.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1245517/