ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110321018, 24/03/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Geo_Arial;} @font-face {font-family:EUAlbertina-Regu; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 46.3pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №2
2011 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუქციების ნამდვილ ბანკნოტებსა და მონეტებში არევის რისკის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ქადაგიძე
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების პირობებს.
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუქციების ნამდვილ ბანკნოტებსა და მონეტებში არევის რისკის თავიდან აცილება.
3. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებულ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე, მათ შორის, მიმოქცევიდან ამოღებულ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე, რომლებიც აღარ წარმოადგენენ გადახდის კანონიერ საშუალებებს.
4. ამ წესით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებულ რეპროდუცირებაზე.
მუხლი 2🔗. ლარის ბანკნოტების რეპროდუცირების პირობები
1. დასაშვებია ლარის ბანკნოტების მატერიალური ფორმით რეპროდუცირება, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) რეპროდუცირებულია ლარის ბანკნოტის ერთი მხარე და მისი ზომა შეადგენს შესაბამისი ორიგინალი ლარის ბანკნოტის ზომის მინიმუმ 125%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში ან მაქსიმუმ 75%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში;
ბ) რეპროდუცირებულია ლარის ბანკნოტის ორივე მხარე და მისი ზომა შეადგენს შესაბამისი ორიგინალი ლარის ბანკნოტის ზომის მინიმუმ 200%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში ან მაქსიმუმ 50%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში;
გ) რეპროდუცირებულია ლარის ბანკნოტის დიზაინის ინდივიდუალური ელემენტები რაიმე საგნის ან სურათის ილუსტრირებისათვის და ასეთი ელემენტები გამოსახულია ფონზე, რომელიც ფერითა და დიზაინით არ ჰგავს ნამდვილ ბანკნოტს;
დ) რეპროდუქცია დამზადებულია ისეთი მასალისაგან, რომელიც შესამჩნევად განსხვავდება ქაღალდისაგან და ბანკნოტებისათვის გამოყენებული მასალისაგან.
2. დასაშვებია ლარის ბანკნოტების არამატერიალური ფორმით რეპროდუცირება, რომელიც შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისათვის ელექტრონულად ვებ გვერდის, საკაბელო ან უკაბელო საშუალებებით, ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) რეპროდუქციის დიაგონალზე დაბეჭდილია სიტყვა „ნიმუში“ და ამ სიტყვის სიგრძე რეპროდუქციის სიგრძის სულ მცირე 75%-ს, ხოლო მისი სიმაღლე რეპროდუქციის სიგანის სულ მცირე 15%-ს შეადგენს, ამასთან არ არის გამჭვირვალე და კონტრასტულია შესაბამისი ნომინალის ბანკნოტის ძირითადი ფერისა;
ბ) ელექტრონული რეპროდუქციის საწყისი ზომის გარჩევადობა არ აღემატება 72 dpi-ს (სურათის გარჩევადობის საერთაშორისო საზომი გამოხატული წერტილების რაოდენობაში ერთ წრფივ დიუმზე).
მუხლი 3🔗. ლარის მონეტების რეპროდუცირების პირობები
დასაშვებია ლარის მონეტების რეპროდუცირება, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) რეპროდუქცია დამზადებულია ბრტყელ ზედაპირზე (მაგ,: სურათზე, ნახატზე ან რაიმე გამოსახულებაზე) ან ისინი რეპროდუცირებულია არამატერიალური ფორმით;
ბ) რეპროდუქცია დამზადებულია ლითონისაგან განსხვავებული მასალით, რომელიც არ ჰგავს ლითონს;
გ) რეპროდუქცია დამზადებულია ლითონისაგან ნომინალის მითითების გარეშე, მისი ზომა არანაკლებ 50%-ით მეტია ან არანაკლებ 50%-ით ნაკლებია შესაბამისი ნამდვილი მონეტის ზომაზე და მისი პარამეტრები (ზომა, წონა, სისქე) განსხვავდება სხვა ნომინალის მონეტების პარამეტრებისგანაც.
მუხლი 4🔗. პასუხისმგებლობა და ვალდებულება
1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეპროდუქციის დამზადებისას გამოყენებულია ძვირფასი ლითონი, მასზე თვალსაჩინოდ უნდა იყოს მითითებული რეპროდუქციის გამომშვები პირის დასახელება.
2. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება დასაშვებია მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება ითვლება არაკანონიერად და პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
3. დაუშვებელია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება ისეთი საგნების საილუსტრაციოდ ან/და რეკლამირებისათვის, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ ლარის ღირსებასა და მნიშვნელობაზე, ან რაიმე ფორმით წაახალისოს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გაყალბება.
4. ისეთი სახის რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები ან მონეტები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ექვემდებარება მფლობელისათვის ჩამორთმევას ანაზღაურების გარეშე. ანგარიშსწორების პროცესში რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტების ან მონეტების გამოვლენის შემთხვევაში მათზე რეაგირება ხორციელდება ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენასთან დაკავშირებით დადგენილი წესების შესაბამისად.